
|
სულ ნიუსები: 21
 |
|
 |
|
| გამარჯობა.ქალაქ წყალტუბოდან გაწუხებთ.მე ვმუშაობდი ერთ-ერთ კაფე-ბარში სახელწოდებით "ჩვენი ქალაქი". გუშინ გამათავისუფლეს სამსახურიდან,რადგან ჩემი მუშაობის პირველივე დღეს შევნიშნე სამზარეულოში უამრავი ტარაკანა.ამაზე უფროსს ვუთხარი როგორ შეიძლება ასე გაგიჭირდათ აქაურობის შეწამვლათქო..ნეტავ მადონა კოიძეს შემოახედა აქ ცალი თვალითთქო და ირონიული ღიმილით მიპასუხა-"მაგას აქ ცხვირსაც არ შემოვაყოფინებო".ძალიან გთხოვთ აღკვეთოთ ეს უმსგავსობა.საპურეებში,თვითონ პურზე და საჭმელში უამრავი ტარაკანა დარბის+ამას ვირთხებით არის სავსე სზარეულოდან გასასვლელი ეზო.კატამ მასზე დიდი თაგვი დაიჭირა.სიმართლის თქმისთვის ისევ მე დამატოვებინეს სამსახური.ასეთ პირობებში არც დიდი სურვილი არ მქონდა მუშაობის.გთხოვთ დროულად მოახდინოთ რეაგირება და იყავით მზად დიდი აგრესიისთვის,რადგან თქვენი იქ შეშვების სურვილი არავის ექნება.ობიექტი მდებარეობს ქალაქ წყალტუბოში წერეთლის 9ნომერში."ჩვენი ქალაქი". მადლობა წინასწარ | |
 |
|
 |
|
| ქ-ნ ქრისტინე მოგესალმებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევიდეთ კაფე-ბარის სამზარეულოში და შევამოწმოთ იქურობა მეპატრონის თანხმობის გარეშე. ამის უფლება და ვალდებულება მხოლოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს, როგორც მაკონტროლებელ ორგანის. ამიტომ არ დაიზაროთ და დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501 | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა, პანგასიუს ფილე რატომ იყიდება? ეს თევზი არ იჭმევა | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| სახალხო კონტროლის გადაცემები მიდის იბერიაზე ყოიველ ხუთშაბათს,მადონა კოიძესთან,თქვენ არ მონაწილეოობთ? | |
 |
|
 |
|
| არა ბესო, ჩვენ არ ვმონაწილეობთ | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| თბილისში, ცოტნე დადიანის N87–ში მდებარე მაღაზია "ნიკორაში",დღეს 24 ოქტომბერს, შევიძინე მზა საჭმელი. მითხრეს,რომ იგი დღეს არის დამზადებული. შეძენის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ფასი ამობეჭდილია ერთზე 20 ოქტომბერს, ხოლო მეორეზე 21 ოქტომბერს. ვადები კი ახეულია,რაც სურათზეც ნათლად ჩანს და შემდეგ თავიდან დაკრული (განახლებული 24.10–26.10 ვადით)

| |
 |
|
 |
|
| ნინო სამწუხაროდ დროული რეაგირება ვერ მოვახერხეთ ტქვენს განცხადებაზე, ბოდიში. პროდუქტი გაფუჭებული იყო?
| |
 |
|
 |
|
| 4 დღის დაძველებულ პროდუქტს რა თქმა უნდა არ გავსინჯავდი, მითუმეტეს შეიცავდა მაიონეზს. ეს პირველი შემთხვევა არ იყო კონკრეტულად ამ მაღაზიაში.ადრეც მომატუეს და მე შემთხვევითობად მივიღე.
დარმუნებული ვარ ნებისმიერ დროს ნახავთ მათთან ვადაგასულ მზა პროდუქტს.
| |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| კარფორი თბილისი მოლი - ეს პროდუქცია წინა კვირას აღმოვაჩინე და მენეჯერს ვთხოვე ამოეღოთ ქსელიდან. გუშინ კვლავ ვესტუმრე თბილისი მოლს და ზუსრად იგივე პროდუქცია ხელუხლებლად იყო გამოფენილი

| |
 |
|
 |
|
| ნონა მოგვწერეთ რა ფირმისაა პროდუქტი და დამზადების თარიღიც თუ შესაძლებელია | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, ნიკორას მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ბერძენიშვილის ქუჩაზე (ჭავჭავაძის გამზირის 62-თან), ხორცეულის და ძეხვეული ინახება ღია მაცივარში, სადაც ხშირად დაფრინავენ ბუზები. გთხოვთ გადაამოწმოთ. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ნიკორაში ვიყიდე ბატი ბუტი. BON-BONY CABDY LLC. მარწყვის არომატით.
ბავშმა შეჭამა დაახლოებით 20 გრამი. ვფიქრობ ნაწლავის მიკროფლორისთვის განსაკუთრებით საშიშია, რადგან ბავშვს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლისას აღენიშნა ძალიან მუქი შეფერილობის მასა. ამასთან შარდის ფერი იმედაც წითელი იყო რომ გვეგონა სისხლისგან იცლებოდა ბავშვი!
1. რამდენიმე ბატიბუტის წყალში ჩაგდებისას, წყალს მთლიანად წითლდება. მხოლოდ რამდენიმე მარცვალზეა საუბარი!
2. პროდუქციას აწერია რომ "სერთიფიცირებულია", თუმცა არ არის მითითებული ვის მიერ.
3. პროდუქტს აწერია რომ შეიცავს კვებით დანამატებს, თუმცა არაა მითითებული კონკრეტულად რა დანამატებია.
4. მისამართი მითიტებულია "ჭიჭინაძის ჩიხი 1". საეჭვოა რამდენად იცავენ ჰიგიენას პროდუქციის დამზადებისას.
5. ტელეფონის ნომრად მითითებულია მობილურის ნომერი, რაც აღძრავს ეჭვს რომ სახლში მზადდება კუსტარულად.
მისამართი: კანდელაკის 7. ნიკორა.
თარიღი: 03/08/2017.
ფასი 1.80 ლარი
ბატი ბუტი ბონ ბონი ქენდი

| |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, კარფურში და ბევრ სხვა მაღაზიაში იყიდება უკრაინულ ქათამი. ბოლო დროს ბევრი მესმის ესეთ ქათმებში ზედმეტი ანტიბიოტიკების და ჰორმონების შესახებ. იქნებ შეამოწმოთ ეს და სხვა ცნობილი ქათმის ბრენდები ხორცში არასასურველი ნივთიერებების შესახებ. გმადლობთ.

| |
 |
|
 |
|
| გრიშა, ქათმების შემოწმება ჩვენც ძალიან გვაინტერესებს ჰორმონებზეც და ანტიბიოტიკებზეც, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი ლაბორატორია არ გვიკეთებს ამ ანალიზს არც საქართელოში და არც საზღვარგარეთ. წინა წელს ანტიბიოტიკების შემცველობაზე გაგვიკეთა ერთერთმა ქართულმა ლაბორატორიამ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ანტიბიოტიკი შეამოწმეს რაც არ იძლევა სრულ სურათს. კიდევ ვეძებთ ლაბორატორიებს და როგორც კი აღმოვაჩენთ რომელიმეს აუცილებალდ სევამოწმებთ როგორც ადგილობრივ ასევე შემოტანილ ქათმის პროდუქტებს | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| შევიარეთ სხვა მაღაზიაში შესადარებლად !!!
იგივე ბრენდის ნაყინი ვადიანი მაგრამ ვიღაცას გზაში შემოეჭამა ცოტათი
ხუმრობა იქეთ იყოს და იგივე საწამლავია დაზიანებული აქ შეფუთვა
მე რო მეჭამა ვადაგასული ესე არ გავცხარდებოდი
მაგრამ ბავშს რო გიწამლავენ გადამეკეტა!!!
ვიდეო

| |
 |
|
 |
|
| ლევან სამწუხაროდ ასეთ ფაქტებზე სურსათის ეროვნული სააგენტო უნდა რეაგირებდეს. ცხელი ხაზიც სავარაუდოდ დასვენების დღეების გამო ჰქონდათ გათიშული :) დღეს ჩვენ ვნახავთ ამ პროდუქტს და თუ კიდევ იქნება ვადაგასული ჩვენც შევატყობინებთ სააგენტოს. სამწუხაროდ მეტი არანაირი რეაგირების საშუალება არ გვაქვს - დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს უნდა ვაცნობოთ რომ მათ მიიღონ კანონით დადგენილი შესაბამისი ზომები | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გაამზადეს ან დასაბრუნებლად ან გადასაყრელად!!!

| |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
|
ქვემოთ სურათი არ მიება იხილეთ აქ
ნაყინის სურათი გამოშვენის თარიღი 25.04.2016
ვარგისიანობა 12 თვეე | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, როგორ მოვიქცე არ ვიცი ვის მივმართო, იქნებ მირჩიოთ!!!წერილი საკვების სააგენტოს მივწერე, ცხელ ხაზს არ პასუხობენ.
3 საათის წინ ბავშმა მეუღლესთან ერთად იყიდა ნაყინი, მეუღლემ კითხა რადგან ვიცნობთ მარკეტის გამყიდვლებს რომ ახალი მიღებული ქონდათ პროდუქცია რაზეც უპასუხეს ამ კვირაში მივიღეთო,
ბავშივი ჭამის პროცესში იყო ნახევარი ნაყინი უკვე შეჭმული ქონდა მე შეფუთვას მაინც დავხედე გამოშვების თარიღი 25.04.2016 ვარგისიანობა 12 თვე ანუ ვადაგასული 1 თვის
გამოვტაცე ხელიდინა დარჩენილი ნახევარი!!!
ნყინის სახელწოდება "მოროზივო ესკიმო" ალბათ უკრაინული წარმოების სურათებიც იხილეთ და ვიდეოც გადავუღე მარკეტის სახელწოდება სუკონი სამტრედიის ქუჩა 2
მივედით პრეტენზიებით მარკეტში სადაც 20 ცალი ეყარათ მაცივარში და ყველა ვადაგასული, და რამდენი გაყიდეს კიდე??? მენეჯერმა ბოდიში მოგვიხადა და რეგიდრონი დაალევინეთო ბავშვს, ბავშვი 9 წლის უკაცრავად და საპირფარეშოდან არ გამოდის!!! სად ვეძებო სამართალი რომელი მშობელი მოითმენს როდესაც ბავშვს გიწამლავენ!!! დარჩენილი ნახევარი ნაყინი მე და მეუღლემ შე ვჭამეთ იმ მიზნით რომ თუ ბავშვს რამე მოუვა იგივე ჩვენც
მაგრამ ჩვენ ჯერ კარგად ვართ. შეფუთვა დაგვრჩა
იმედი არ მაქ რომ ვინმე მოგვხედავს, დარჩენილ ნაყინს გადაყრიან და ვერაფერს დაუმტკიცებ.
დიდი მადლობა წინასწარ
ვიდეო | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მეტრო ახმეტელის წინ არის მარკეტი უნივერსამი ,სადაც იყიდება "კარაქი" სანტე რომელსაც არ აწერია კარაქია თუ სპრედი.ამ მარკეტში ბევრ პროდუქტზე არ არის ქართულენოვანი წაეწერება,გთხოვთ ჩაატაროთ მონიტორინგი არასამთავრობოებმა ასევე ქალაქში მასიურად იყიდება მარკეტებში შეუმოწმებელი ქათამი.ამაზე უნდა გაამახვილოთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება,სანამ სავალაკლო შედეგები არ დამდგარა. წინასწარ მადლობა! | |
 |
|
 |
|
| ანა ახალი ტექნიკური რეგლამენტით, თუ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს იკრძალება მასზე რძის პროდუქტის დასახელების დაწერა, ასევე აკრძალულია რძის პროდუქტის სახელთან მიმსგავსებული სახელის დატანაც მაგ: კარაქისმაგვარი, კარაქისებრი და ა.შ. ამიტომ მეწარმეებმა გაიადვილეს საქმე და არანაირი სახელი არ მოუფიქრეს თავიანთ მცენარეულცხიმშერეულ პროდუქციას. მსგავსი პროდუქტის აღმოჩენისას ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის სემადგენლობას. თუ შემადგენლობაში წერია "მცენარეული ცხიმი", მაშინ ეს პროდყქტი არ არის კარაქი | |
 |
|
 |
|
| წარმოუდგენელია პროდუქტი იყიდებოდეს და სახელწოდების გარეშე.არ გაგონილი რამააა!!! | |
 |
|
 |
|
| მართალი ხართ, ჩვენც მაგაზე ვიბრძვით. კანონმა აკრძალა არარძის პროდუქტზე რძის დასახელების დატანა მაგრამ არ დაავალდებულა მეწარმეები რომ რაიმე დასახელება მოეფიქრებინათ ასეთი პროდუტებისათვის და მათაც ყველაზე ადვილი გამოსავალი იპოვეს - საერთოდ დასახელების გარეშე დატოვეს პროდუქტი. არადა კანონში ეტიკეტირების შესახებ წერია რომ ეტიკეტზე უნდა იყოს სურსატი დასახელება რომელიც უნდა მიანიშნებდეს პროდუქტის ბუნებაზე და მომხმარებელი რომ მიხვდეს რა პროდუქტთან აქვს საქმე | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| თქვენ და სხვა არასამთავრობო მომხმარებელთა უფლება დამცველები რომ არა წაგვლეკავდა უხარისხო და დაბინძურებული პროდუქტები,კარგია როცა სისტემატიურად ხდება დათვალიერება,ისე გარე ვაჭრობაც მისახედია. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა, მაქვს ეჭვი რომ ამ "ლიტვური საცხობის" ფუნთუშაზე მითითებული ინგრედიენტების სია არ შეესაბამება რეალურ ინგრედიენტებს. ეჭვს იწვევს უკვე ის ფაქტი, რომ არ არის მითითებული საფუარის შემცველობა. ამასთან, ვარ მგრძნობიარე ხელოვნურ დამატკბობლებზე, და მაქვს ეჭვი, რომ შაქრის ნაცვლად შეიცავს სხვა სახის დამატკბობელს. გთხოვთ გადაამოწმოთ ნახოთ მართლაც შეესაბამება თუ არა ეტიკეტზე მითითებული ინგრედიენტების სია რეალურად ფუნთუშაში არსებულ ინგრედიენტებს. დიდი მადლობა წინასწარ! | |
 |
|
 |
|
| ქეთი გავარკვევთ ლაბოარატორიაში შეძლებენ თუ არა ფუნთუშაში შემცველობის დადგენას, თვქნე იქნებ მარაზია მოგვწროთ სადაც იყიდება ფუნთუშა და პროდუქტის დასახელება და აღწეილობაც. მადლობა | |
 |
|
 |
|
| Facebook post
"ლიტვური საცხობის" ფუნთუშა ქიშმიშითა და დარიჩინით. იყიდება ჩვეულებრივ მარკეტებში. მე ვიყიდე მაღაზიაში "ლიმონი +" ნინო რამიშვილის ქუჩაზე. | |
 |
|
 |
|
| ქეთი სამწუხაროდ ლაბორატორიაებმა უარი გვითხრეს ამ ანალიზზე | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მოგესალმებით, გიგზავნით რუსთავის სუპერმარკეტში შეძენილი სვანური არაჟნის ფოტოებს, სადაც სიტყვა "არაჟნისებრი" დაფარული იყო კორექტორით.
| |
 |
|
 |
|
| ხათუნა იქნებ მოგვწეროთ მაღაზიის დასახელება და მისამართი | |
 |
|
 |
|
| რუსთავი, სუპერმარკეტი "მადაგონი", შარტავას N3. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გარე ვაჭრობამ წალეკა ქალაქი. ნახეთ ნავთლუხში 10 ბაზარია-ყველა ცარიელი.ყველა ვაჭრობს გარეთ.იქნებ დააყენოთ საკითხი მერიაში,რომ ასე ნაყიდი პროდუქტები საფრთხეს შეიცავს და ამასთანავე მოქალაქეებს გავლა უჭირთ და გადავდივართ მანქანის გზაზე. | |
 |
|
 |
|
| ერთ თვენახევარში პასუხიც ვერ მოგვწერეთ. | |
 |
|
 |
|
| ქ-ნ ნელი, ჩვენ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გზებით ვცდილობთ აღნიშნულ პრობლემაზე შესაბამისი სტრუქტურების ყურადღები მიპყრობას. პასუხი იმ მარტივი მიზეზით არ მოგწერეთ, რომ ამ მიმართულებით სამწუხაროდ ვერ ვმუშაობთ. ვერ ვამოწმებთ გარევაჭრობას და იქ გასაყიდ პროდუქტებს, შესაბამისად ამ პროდუქტის უვნებლობაზეც არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა,გუშინ ლოტკინზე, სუპერმარკეტ ქველში-შევიძინე ფასანაურის კატლეტი. შფუთული,(6 ცალიანი შეფუთვა) რომელსაც აწერია, რომ არის ღორის და საქონლის ხორცის, ძალიან მეეჭვება, რომ იქ ხორცი იყოს.ალბათ სოის ფარშია. გთხოვთ შეამოწმოთ. | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა,
ანტიბიოტიკების რეზისტენტულობაზე ცნობიერება ნაკლებია და ხორცპროდუქტებში ანტიბიოტიკების შემცველობაზე კვლევები ნაკლებად ტარდება. ამგვარად, იქნებ დროდადრო შეამოწმოთ ხოლმე ხორცში, ხორცის პროდუქტებში, საკლავი საქონლისა და ფრინველის სუბპროდუქტებში ანტიბიოტიკების შემცველობა და შეესაბამება თუ არა მათი ოდენობა დასაშვებ ნორმებს. წინასწარ მადლობა. | |
 |
|
 |
|
| ალეხს სამწუხაროდ ქართული ლაბორატორიები ვერ გვიწყობენ ხელს მსგავს ანალიზებში. ანტიბიოტიკების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის დადგენის საშუალება აქვთ. თუმცა გავითვალისწინებთ ტქვენს რჩევას და პერიოდულად შევამოწმებთ ხორცს ამ მიმართულებით | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ვინმემ თუ იცის ქარაქის შეფუთვებზე არის შავი ხაზი. კბილის პასტის შემთხვევაში ქიმიურიაო ასე წავიკიხე ინტერნეტში და კარაქის შემთხვევაში რა ხდება. არცერთ კარაქს არ ააქვს სხვა ფერის ზოლი ვყველას შავი ზოლი აქ. ძალიან შეწუხებული ვარ არ ვიცი რას ნიშნავს და შვილებს რას ვაჭმევ ვერ გავიგე | |
 |
|
 |
|
| აზა წაიკითხეთ შემადგენლობა და იმის მიხედვით გაიგებთ რა პროდუქტს აჭმევთ ბავშვს. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობა,
მიუხედავად იმისა რომ ვიდეო გადავუღე გაფუჭებულ პროდუქტს და ცხელ ხაზზეც დავაფიქსირე, მივიდნენ დაათვალიერეს და ალბათ მორიგდნენ, რადგან რეაგირების გარეშე დატოვეს. ასევე ხშირია შემთვევა გაყინული ნაევარფაბრიკატები იატაკზე რომ დევს და უკვე გამლღვალს ისევ მაცივრებში ალაგებენ! როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ნუთუ მაკონტროლბელ ორგანოებს არ აღელვებთ?! | |
 |
|
 |
|
| რომელ ცხელ ხაზზე დააფიქსირეთ მაღაზიის თუ სურსათის ეროვნული სააგენტოსი? | |
 |
|
 |
|
| გამარჯობა გთხოვთ თქვენი საკონტაქტო მომწეროთ ან დამიკავშირდეთ ნომერზე 593 917 000, ტელევიზიიდან გიკავშირდებით | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე დავრეკე. მაღაზიის ადმინისტრაცია ბოდიშით შემოიფარგლა და ასეთი პროდუქტი 5000 ლარის სხვაგან გადავყარეთო. ბევრი ხმაური არ ამიტეხავს რადგან ნერვიულობა არ შემიძლია. :( | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ..უკვე გამოსვლის დღიდან მუდმივი მომხმარებელი ვართ ყავა ,,ჩერის" კლასიკური ვარიანტის.. ფასი საკმაოდ ძვირია მაგრამ არჩევანი გავაკეთეთ რადგან მოგვწონდა და ვფიქრობდით რომ ფალსიფიცირებულიც არ იყო. ბოლო ოთხი პაკეტის ყიდვისას (ვყიდულობ 6.80.ლარად დიდ დაფასოებას) აშკარად შეიმჩნევა ხარისხის პრობლემა. უკვე არაფრად განსხვავდება სხვა იაფიანი, დაბალხარისხიანი გაურკვეველი შემადგენლობის და გემოს ყავისაგან.. ამ ფირმის ანუ ,,ჩერის" სხვა სახეობის დაფასოებული ყავებიც გავსინჯე მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი კარგის თქმა არ შემიძლია. აშკარად გააფუჭეს. ეჭვი მეპარება რომ ან დაბალხარისხიანია ანდა შენარევები აქვს ისევე როგორც იაფფასიან დაფასოებებს. არ მინდა ფულს ვიხდიდე უხარისხო ფალსიფიკაციაში მაშინ როცა ამის გაკეთება გაცილებით იაფადაც შეიძლება., შეგიძლიათ რომ შეამოწმოთ? და რეაგირება მოახდინოთ | |
 |
|
 |
|
| ხატია შეიძლება ლაბორატორიებმა შეამოწმონ მინარევები აქვს თუ არა ყავას, მაგრამ ჩერის ხარისხი გაუარესდა თუ არა ამას ვერავინ გვეტყვის | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| რამდენიმე წუთის წინ მეუღლემ შეიძინა ერთ ერთ მაღაზიაში საქომლის გულ-ღვიძლი. გავხსენი თუ არა საშინელი სუნი მეცა. რათქმაუნდა დავეჭვდი და დავიწყე ვადის გადამოწმება და აღმოვაჩინე კიდეც ახალი ვადა გადაკრული ძველზე. ვის მივმართო ასეთ შემთხვევაში.. ხომ შეიძლება ვერ შემემჩნია გამოუცდელობის გამო(საბედნიეროდ არ აღმოვჩნდი გამოუცდელი) და ჩემ შვილებს ეს ეჭამათ!! | |
 |
|
 |
|
| ლელა როგორც ტქვენგან მიღებული სურათებიდან ჩანს ტქვენ პროდუქტი 21 ივლისს შეიძინეთ და ახალ, გადაკრულ ეტიკეტზე ამ პროდუქტს მითითებული ჰქონდა ვარგისიანობის ვადა 20 ივლისი. ამითი გამოდის რომ ის ხელახლა გადაკრული ვადაც გასული ჰქონდა ამ პროდუქტს | |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| ლელა მოგვწერეთ მაღაზიის მისამართი და პროდუქტის მახასიათებლები: რომელი ფირმის ნაწარმია, როგორი შეფუთვაა და თარიღებსაც თუ მიგვიწერთ კარგი იქნება | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, მაქვს ორი შეკითხვა.
1. დოლიძის ქუჩაზე ერთი პიროვნება გაგანია ზაფხულში მანქანის საბარგულიდან ყიდის ყველს. ვის უნდა მივმართო ამის თაობაზე - პატრულს თუ ვინმე სხვას? კარგია თუ ტელეფონის ნომერსაც მომწერთ.
2. დოლიძის ვენდის რესტორანში ჰამბურგერებს აქვთ არასასიამოვნო სუნი/გემო. ბევრჯერ მაქვს ნაჭამი სხვა ქვეყნების ვენდიში და არსად არ მახსოვს ესეთი ცუდი გემო. ვფიქრობ გაფუჭებულ ხორციდან არის გაკეთებული. ვის მივმართო რომ შეამოწმონ ხარისხი. გმადლობთ. | |
 |
|
 |
|
| გრიშა, პრიველ შემთხვევაში პატრულს უნდა მიმართოთ და მეორე შემტხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167 | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| პარასკევს ვიყიდე სანტინოს მაწონი.
დგეს ბავშვს უკეთებდი საჭმელს და რო გავაღე მაწონი, ერთი კოვზი ამოვიღე და მეორე კოვზი რომ ამოვიღე,კოვზზე მკვდარი ბუზი აღმოჩდა.
მაწონი სანტინოს ვადა
23/06/16
07/07/16 12:38
მაწონი ნაყიდი იყო 24/06/16 სადღაც 21.00 საათზე.
აქვე ვამბობ რომ ქილა იყო გერმეტიული. არანაირი ამობერილობა ან რაიმე დაზიანება ქილას არ ჰქონდა.
| |
 |
|
 |
|
| GPძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ამ საჩივრის ადრესატები. ჩვენ არ გვაქვს საწარმოში შე3სვლის და კონტროლის უფლება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაღზიაში ვიყიდოთ იმავე თარიღის მაწონი და ის შევამწმოთ, რაც შედეგის მომტანი ვერ იქნება. ამიტომ უმჯობესი იქნება, თქვენი შემთხვევა რეაგირების გარეშე რომ არ დარჩეს, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავთ და მათი კომპეტენციაა საწარმოს სანიტარულ/ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| გამარჯობათ, რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში, სახელწოდებით "პრინცესა" შევიძინე "იფქლი"-ს შავი პური.პური იყო დაობებული; როცა დავაბრუნე მაღაზიაში, უარი განმიცხადეს გამოცვლაზე, არც თანხა დამიბრუნეს. ელემენტარულად ბოდიშიც კი არ მომიხადეს. გთხოვთ გამარკვიოთ, ვის მივმართო ასეთ შემთვევაში. მით უმეტეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა.
| |
 |
|
 |
|
| ნინო უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაობებულ პურზე. იმაზე რომ მაღAზიამ არ დაიბრუნა გაფუჭებული პროდუქტი ამ საკითხზე სასამართლოს. | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მოგესალმებით, გაფუჭებულ პროდუქტი ხშირად არ მხვდება, მაგრამ მე მაქვს ასეთი შეკითხვა და თხოვნა თუ კი ეს ტხოვნა მივა სათანადო პირებამდე, იოქნებ განიხილოთ ეს საკითხი:
საქმე ეხება მაღაზიის რძის პროდუქტებს მათ ეტიკეტზე წერია შეიცავს რძეს, ნაღებს, მშრალ რძეს და ა.შ. მაგრამ არ წერია რამდენი პროცენტი რა არის? ანუ რამდენია ნამდვილი რძე, რამდენია მშრალი რძე? იქნებ ვინმემ იფიქროს ამ საკითხზე, გაითვალისწინონ, უთხრან შესაბამის პირებს... რადგან ეს არის ცვენი მოტყუება, შეიძლება იმ მაწონსა თუ ხაჭოში თუ არაჟანში რომელსაც ბავშვებს ვაძლევთ იყოს რაღაც 5გრამი ნამდვილი რძე და დანარჩენი 95გრამი რძის ფხვნილი, რომელიც არავინ იცის რისგან არის დამზადებული. გმადლობთ | |
 |
|
 |
|
| rუსუდან ევროკავშირთან ასოცირების სეთანხმების ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია მარავლი კანონის შეცვლის თუ მიღების. მათ შორისაა სურსათის ეტიკეტირების კანონი, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალსი მტავრობა დაამტკიცებს ამ წესებს. წესით იმ კანონში უნდა მოხვდეს ეგ საკითხი, ყოველ შემთხვევაში განსახილველად წარმოდგენილ პორექტში იდო | |
 |
|
 |
|
| აmჟამინდელ ეტიკეტირების წესებშიც მოთხოვნილია რომ პირველად მიუთითონ ის ინგრედიენტი რომელიც ყველაზე მეტია პროდუქტსი და შემდეგ კლებადობის მიხედვით გააკეთონ ჩამონათვალი, ასე რომ თუ მიმდევრობას ნახავთ მიხვდებით რა მეტია პროდუქტში და რა ნაკლები
| |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
| მოსე გოგიბერიძის ქუჩაზე (ზაარბრიუკენის მოედანთან ახლოს) საკონდიდროში "სოსა" ვიყიდე ხაჭოს ღვეზელი. სახლში მისვლისას ვნახე, რომ ღვეზელი გადატეხისას იწელებოდა, იყო წებოვანი და ჰქონდა უსიამოვნო სუნი. გთხოვთ, შეამოწმოთ ამ საკონდიტროს პროდუქცია. კონკრეტულად, ხაჭოს ღვეზელი და სხვა ნამცხვრებიც, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ადამიანისთვის. | |
 |
|
 |
|
| ამ კითხვაზე პასუხი არ არის. არ შეგიმოწმებიათ? | |
 |
|
 |
|
| ველოდებით ლაბორატორიიდან ანალიზის შედეგს | |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
|
|
 |
|
 |
ყველა კომენტარის გამოჩენა
|
|


|