ბოლო ცვლილებები

კარტოფილის პელმენი "დარიალი"
კაფე "კანაპე"
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
ციტრუსის წვენი
კრუასანი "7 დეისი"
ბუტერბროდის ეტიკეტი
შესქელებული რძე
შაურმა ნავთლუღში
ლობიანი ბახტრიონის ქუჩიდან

მომხმარებლის აზრი: მაღაზიები
უჩას ტეგი, პუბლიკაცია, საკვებდანამატი,

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მაღაზიებთან დაკავშირებით: რომელ მაღაზიას ურჩევდით თქვენს ახლობელს და რომელს არა? რატომ?




print version
16:13:04 2013-07-12

კომენტარის დამატება

Natia Chitaia   21:37:17 2014-08-30  უპასუხე   
გამარჯობა, ზოგადად ჩვენთან მომსახურების ხარისხი რომ დაბალია ამას აღარ გავიმეორებ, უბრალოდ თქვენამდე მინდა ჩემი პრობლემა მოვიტანო იქნებ შეძლოთ დახმარება, რამდენიმე დღის წინ პერანგი ვიყიდე სტრადივარიუსში, თბილისი მოლში, ლურჯი პერანგი თეთრი საყელოთი და მკლავებით, მომეწონა და ბუნებრივი ვიყიდე იმისთვის რომ მქონოდა, შესაბამისად დავაჭერი "ბირკა" და ქვითარიც არ შევინახე, სამსახურში დღის ბოლოს შევამჩნიე რომ საყელომ ოდნავ ფერი იცვალა, ვიფიქრე ალბათ დამესვარათკო, საღამოს ხელით გრილ წყალში გავრეცხე და თეთრი მთლიანად გალურჯდა, რადან ქვითარი გადაგდებული მქონდა მივედი სტრადივარიუსში და ავუხსენი ყველაფერი და ვთხოვე იქნებ იგივე ღირებულების თეთრ პერანგში გადაეცვალათ, გამომიყვანეს ოპერაციების მენეჯერი, რომელმაც დამტუქსა და პირველი რაც მითხრა რომ ალბათ არასწორად გარეცხეთო, მე მივუგე რომ, იგივე პერანგი გაერეცხათ თავისი შეხედულებისამებრ და თუ არ გაფუჭდებოდა აღარ მოვთხოვდი დაბრუნებას, რათქმაუნდა ამაზე ვერაფერი მიპასუხეს და მითხრეს რომ რადგან განარეცხი იყო ამიტომ ვერ დაიბრუნებენ და ბირკა დაჭრილი, მე ვუთხარი რომ ეს პერანგი ვიყიდე რათა ჩამეცვა და ბუნებრივია რომ ჩაცმის შემდეგ ოდესმე უნდა გამერეცხა, ასევე არ ვინახავ საშვილიშვილოდ ქვითარს, მაგრამ რადგან ბარათით გადავიხადე შემიძლია საგადახდო დავალება წარვადგინო, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ოპერაციების მენეჯერი მიმტკიცებს რომ ის არის უფროსი და ვერ გადამამისამართებს ვერავისთან, ვიკითხე იქნებ მითხრათ დამფუძნებლის სახელი და გვარი ან გამასაუბროთ, მამისამართებენ ესპანეთში ბრენდის შემქმნელთან, ვიღაც მენეჯერმა თაკომ შუა ლაპარაკში ტელეფონი გამითიშა, ვითხოვდი ძალიან კონკრეტულ რამეს, გაფუჭებული, წუნდებული პერანგი, რომელიც გაფუჭდა ჩემგან დამოუკიდებლად და იგივე პერანგები ჯერ კიდევ აქვთ გაყიდვაში, გადამიცვალონ სხვა ნივთში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მინდა ვაჩუქო მათ 59 ლარი, ამაზე მაქვს სრულიად არაადექვატური პასუხი ოპერაციების მენეჯერისგან რომელსაც თავი იქაურობის ბატონ-პატრონი გონია, რომ ქვითარი უნდა შემენახა, "ბირკა" არ უნდა დამეჭრა და არ უნდა გამერეცხა, ამას იმეორებდნენ რობოტებივით და პრინციპულად არ მპასუხობდნენ ვინ არის მფლობელი მაღაზიის და თავის თავზე იღებდნენ მთელს პასუხისმგებლობას. მოკლედ, ძალიან დამღალეს დღეს და წამოვედი სრულიად იმედგაცრუებული ჩემი გაუჭებული პერანგით, ვაჩუქე სტრადივარიუსს 59 ლარი, ისე რომ ბოდიშიც არავინ მომიხადა.
თამარ, CSRDG   21:50:25 2014-08-31  უპასუხე   
ნათია მიმართეეთ ამ იურიდიულ ორგანიზაციას ჩვენი სახელით და უფასოდ გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და დაგეხმარებიან თქვენი უფლებების დაცვაში

lia   23:22:29 2014-08-20  უპასუხე   
მაინტერესებს, რატომ არავინ ხმას არ იღებს იმაზე, რუსთავის არც ართ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტის ამონაწერს არ იძლევიან. მაქვს თუ არა უფლება, რომ ეს ამონაწერი მოვითხოვო, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთსადაიმავე პროდუქტს რამდენიმეჯერ ატარებენ. მაღაზია იძლევა მხოლოდ ჩეკს. იქნებ მირჩიოთ, ვის შეიძლება ამ დარღვევის დროს მივმართო?
თამარ, CSRDG   15:47:00 2014-08-25  უპასუხე   
ლია ასეთ შემთხვევაში საგადასახადოს უნდა მიმართოთ

maurinio   14:39:17 2014-08-10  უპასუხე   
ერთI და იგივე ინფორმაცია მთელი წელი.ახალი არაფერია რაარი ?????
თამარ, CSRDG   19:11:52 2014-08-10  უპასუხე   
შედით ახალ ამბებიში და ნახავთ სიახლეებს

დათო   09:43:30 2014-07-14  უპასუხე   
გამარჯობათ,

გუშინ 13 ივლისს კახეთის, გზატკეცილის N17-ში მდებარე სუპერმარკეტ „ფრეშ“-ში შევიძინე შავი პური, შეფუთული „ბატონი“ რომელიც აღმოჩნდა ობიანი, აღნიშნულ პროდუქტს შენახვის ვადა აქვს 72 საათი, ხოლო მაღაზიის დახლზე ის იდო 6 ივლისის შემდეგ.

გთხოვთ თქვენს რეაგირებას ამ საკითზე


დათო   09:47:22 2014-07-14  უპასუხე   
სურათები


დათო   09:45:23 2014-07-14  უპასუხე   
სურათები


დათო   09:44:34 2014-07-14  უპასუხე   
სურათები



eka   21:36:38 2014-05-12  უპასუხე   
სუპერმარკეტში ორი ნაბიჯი,საბურთალოზე,ბერბუკის ქუჩაზე, ვადაგასულ და საჭმელად უვარგის ნამცხვრებს ყიდიან.
თამარ, CSRDG   17:54:22 2014-05-13  უპასუხე   
ეკა დაგვიკონკრეტეთ რა სწირს ნამცხვარს და კონკრეტულად რომელი ნამცხვარია უვარგისი

mariam ioseliani   13:45:00 2014-03-31  უპასუხე   
მე ვცხოვრობ ქალაქ წყალტუბოსჰი ჩემს ქვემოტ არის მაღაზია სადაც ბევრი არასასარგებლო პროდუქტი იტიდება ამის გამო ბევრი მოიწამლა და ბევრიც საავადმყოფოსჰი წევს. რატომ არ უშვებენ კარგ საქონელს ან რაში აწყობტ რომ სიგარეტებ ყიდიან?
თამარ, CSRDG   13:56:34 2014-03-31  უპასუხე   
მარიამ რა არასასარგებლო პროდუქტებს გულისხმობთ, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვწეროთ რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ადამიანების მოწმავლა და რა არის ამის მიზეზი, ის რომ ვადაგასულია სურსათი?

nino   10:27:02 2014-03-26  უპასუხე   

მოგესალმებით, ვერ გიკავშირდებით ცხელ ხაზზე. იქნებ რაიმე სათადარიგო ნომერი მომცეროთ.
თამარ, CSRDG   12:16:45 2014-03-26  უპასუხე   
2399018 ან 19

ლაშა   22:17:49 2014-03-25  უპასუხე   
დგეს დიგმის მასივში ერთ–ერთ გარე ჯიხურში შირაქის ნაწარმში შევიძინე ვითომ ახალი რძე და მაქონი. ეტიკეტზე კი ეწერა ვადა 26 მარტამდე,თურმე შიგნით სხვა ვადა ეწერა, ანუ ვადაგასული ყოფილა და გაფუჭებული. ასიცხდა უკვე და მაცივარს არ რთავენ ჯერ, არადა ევროკავშირში გვინდა შესვლა
თამარ, CSRDG   13:18:57 2014-03-27  უპასუხე   
და მოგვწერეთ ჯიხურის მისამართი, რომ შევამოწმოთ თქვენს მიერ მითითებული პროდუქტები
თამარ, CSRDG   12:20:42 2014-03-26  უპასუხე   
ლაშა იქნებ დაგვიკონკრეტოთ მეორე ვადა სად ეწერა, რძეს და მაწონს მხოლოდ ერთი შეფუთვა აქვს?

pat   22:53:45 2014-03-24  უპასუხე   
ქ.რუსთავში მაღაზია"მადაგონში"რევოლუციური ინოვაცია შემოღეს.მომხმარებლებს სთხოვენ ხელჩანთის ჩაბარებას.პროტესტის შენდეგ დაცვის თანამშრომელმა,რომელსაც უნიფორმა არ ეცვა და არც რამე ნიშანი ეკეტა, უხეშადგამომიცხადა,რომ სალაროსთან ჩანთიდან ნივთებს ამომალაგებინებს.სალაროსთან მისულს ჩანტის გახსნას მთხოვდნენ იმ არგუმენტით რომ,თურმე აქ ზოგი წვრილმან ნივთებს და შოკოლადს იპარავს.თავი დამანებეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პატრულში დარეკვით დავემუქრე.ვინც არ იპარავს,იმას არ უნდა მიაყენო შეურაცყოფა.აგრეთვე ხშირია მანდ ჩეკში არასწორი ფასების შეტანა.მაგალითად, გრეიფრუტი, რომელიც სამ ლარამდე ღირდა.ბულგარული წიწაკის ფასში მომყიდეს(7.60).როდესაც დავბრუნდი, მითხრეს ის მოლარე შესვენებაზეა გასული და ეხლა ბოდიში უნდა მოუხადოთო ჭამა რომ შევაწყვეტინეთო.მე მეგონა მე მიხდიდა ბოდიშს.
lia   13:56:27 2014-08-25  უპასუხე   
როგორც გავიგე, რუსთავის სუპერმერკეტებში მოლარე გოგონები ხელფასის ზემოთ, კიდევ 1000 ლარამდე თანხას გამოიმუშავებენ სწორედ მაგ გზით. ნაყიდი პროდუქტის ამონაწერს არ იძლევიან,პრინტერი აქვთ ,,დაზიანებული,, :) და ერთსადაიმავე პროდუქტს რამდენიმეჯერ ატარებენ. ამიტომ მაინტერესებს, ვის უნდა მივმართო ამ დარღვევის დროს ?
თამარ, CSRDG   12:23:17 2014-03-26  უპასუხე   
პატ ეს ყველაფერი არის მაღაზიის მენეჯმენტის პრობლემა. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მომსახურე პერსონალი მომხარებელს კულტურულად მოექცეს, რადგან ასეთი დამოკიდებულება მაღაზიის იმიჯზე მოქმედებს. მომხარებლის დაცვის არანაირი ბერკეტი არ არსებობს საკანონმდებლო სფეროში სამწუხაროდ

gio   19:13:52 2014-03-23  უპასუხე   
ყოველ დგე ურეკავ უვნებლობას სურსათის 2 თვეა და ვერ მოვიყვანე მაგაზიაში,არაფრის მაქნისები არ არიან
ლია, CSRDG   11:30:25 2014-03-25  უპასუხე   
კონკრეტულად რა პრობლემა გაქვთ? თუ გსურთ ელ-ფოსტაზე მოგვწერეთ: office@csrdg.ge

gio   19:11:04 2014-03-23  უპასუხე   
ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე პოლიციის გვერდზე არის მაგაზია შედით ნახეთ ყველაფერს ვადაა აქვს გასული,სინიძურე და რავი ყველაფერია მანდ,ასევე ზგაპარში ვარკეთილის მასივში ფასი სხვა აწერია მიიდან სალაროში და სულ სხვა ფასს გეუბნებია,პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას მიდით და შეამოცმეთ მაგის გარდა რას აკეთებს სურსათის უვნებლობა
თამარ, CSRDG   11:42:35 2014-03-24  უპასუხე   
გიო ჩვენ მივალთ ბოგდან ხმელინკის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში და შევამოწმებთ ვადაგასულ პროდუქტს. ამისატვის თქვენ უნდა მოგვწეროთ მაღაზიის ზუსტი დასახელება ან ზუსტი მისამართი. ასევე კარგი იქნება თუ რომელიმე ან რამდენიმე კონკრეტულ პროდუქტს მიგვითიტებთ, რომელიც ვადაგასული იყო, ან ახლაც ვადაგასული დევს დახლზე. რაც შეეხება ფასში სხვაობას, ამას ვერცერთი სახელმწიფო უწყება ვერ არეგულირებს ჯერჯერობით, რადგან კანონი არ არსებობს, რომელიც დაიცავს მომხარებელს მსგავსი შემთხვევაბისგან. ახალი კანონი "მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ითვალისწინებს ამ საკითხს, თუმცა ამ კანონს როდის მიიღებს პარლამენტი ეს უცნობია. ჯერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირებაც არ მომხდარა სამწუხაროდ

Jimy   11:50:13 2014-03-19  უპასუხე   
ესე იგი, პოპულს შეუცვალეს მარტო სახელი. მუშაობის მეთოდები ძველი დარჩა. დახლზე სხვა ფასი, სალაროსთან სხვა ფასი. თუ შეამჩნიე და უთხარი, პასუხი სტანდარტული: ეგ პატარა შეფუთვის ფასია, გათავდა და დიდები დავაწყეთ და ფასის შეცვლა ვერ მოასწრო კონსულტანტმა. ბავშვი რამდენჯერაც შევიდა ხურდაში მოატყუეს. მაგათი საშველი არ იქნება.

ანა   23:54:00 2014-03-11  უპასუხე   
ამ მხრივ საშინელი მდგომარეობაა ქალაქ რუსთავში.დიდ სუპერმარკეტ ,,კახეთში//სადაც საცხობიც არის 1კვირის და ალბატ უფრო მტისაც გამოყენებულ დამწვარ ზეთში ცხვება ღვეზელები. უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტს არაფრად აგდებენ და აქეთ გვლანძღავენ მიბრძანდით სხვა მაღაზიაშიო. ძალიან ხშირია ძველი ვადაგასული პროდუქტების გამო ჩხუბიც.კვერცხი მაცივარში არ უდევთ და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
თამარ, CSRDG   11:38:52 2014-03-24  უპასუხე   
ანა იქნებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ 2919167. ისინი შეძლებენ ყველა ამ საჩივრის შემოწმებას ერთიანად

ფატი   12:54:49 2014-02-26  უპასუხე   
გლდანის მე-5 მ/რ 26 კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მარკეტში, კვერცხები მაცივარში არ უდევთ, არ არის დაცული შენახვის პირობები, თარიღი არ იკითხება. სალაროსთან კი ჯამი, კალკულატორით გამოჰყავთ საცოდავ მოლარეებს, ან მყიდველს ეკითხებიან შეძენილი პროდუქტის "რაოდენობას ან ფასს". მარკეტის ხელმძღვანელს ამ თემზე საუბარი რომ დავუწყე, ისეთი მრისხანებით შემომიტია, რომ ადამიანის სახე დაეკარგა...
ყველაზე მეტი უბედურები კი თვითონ მომხმარებლები არიან, ჩემი შენიშვნის მიცემისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა მირჩია : თუ არ მოგწონს გუდვილში წაბრძანდითო.
ჰოდა ჩემო კარგებო ასეთი ხალხის ხელში ეს ქვეყანა გაიზრდება? მეეჭვება.
და იქნებ ამ მარკეტში კვერცხის ვადა და შენახვის პირობები შეამოწმოთ? და ხელმძღვანელსაც შენიშვნა მისცეთ? მეპატრონეს თავი ჯერ კიდევ საბჭოთა მაღაზიის გამგედ ჰგონია.
გმადლობთ.
თამარ, CSRDG   11:34:04 2014-03-24  უპასუხე   
ფატი, კვერცხის საკითხი არაერთჯერ მოგვწერა მომხამარებელმა თუმცა არცერთ შემოწმებას დარღვევა არ აღმოუჩენია - კვერცხი გაფუჭებული არ ყოფილა. რათმაუნდა კანონმდებლობა ითხოვს, რომ პროდუქტის შენახვა სესაბამის პირობებში უნდა მოხდეს, მაგრამ რადგან შენახვის პირობები არ იწვევს პროდუქტის გაფუჭებას, ჩვენ ამ შემთხვევაში უძლურები ვართ. კი უდევთ მაცივრის გარეთ, მაგრამ გაფუჭებას ვერ ვადასტურებთ. იმდენად სწრაფად იყიდება კვერცხი, რომ მაცივარს გაეთ შენახვის პირობებშიც კი გაფუჭებას ვერ ასწრებს. ასეთი შემოწმება ზაფხულში, საკმაოდ მაღალ ტემპერატურის დროსაც ჩავატარეთ, როცა მაღაზიაშიც საკმაოდ ცხელოდა. ის რომ მაცივრის გარეთ არ უნდა იდოს კვერცხი ეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკონტროლოს და მიუთითოს მაღაზიას

diana   02:47:57 2014-02-13  უპასუხე   
მაღაზია "ორი ნაბიჯი", სანზონაში, დახლებზე სხვა ფასები უდევთ მუდამ და რომ ყიდულობ ჩეკში სხვა ფასები უწერიათ, გუშინ შევიძინე სარეცხის ფხვნილი, რომელიც დახლზე 6.8 ლარი ღირდა, ხოლო ჩეკში 7.8 ლარი გადავიხადე, ანუ 1 ლარით მეტი... რომ დავბრუნდი პრეტენზიით მაღაზიაში, გამყიდვლებმა გამომიცხადეს რომ ჩემი პრეტენზიების მოსმენას არ აპირებენ, სამწუხაროდ მენეჯერი არ იყო იქ..ეს არ არის პირველი შემთხვევა, 5 პროდუქცია რომ შეიძინო მანდ, მინიმუმ 1 პროდუქციაზე გექნება გადახდილი ჩეკიზგან განსხვავებული ფასი... საინტერესოა ის, რომ დღესაც უცვლელი იყო ფასი.. შევედი და შევამოწმე, კვლავ 6.8 უწერიათ დახლზე, ხოლო გუშინ მითხრეს რომ ფასი ახლა შეიცვალა და შეცვლა ვერ მოვასწარითო... სამწუხაროდ სამსახურიდან ისეთ დროს მოვდივარ, რომ მენეჯერი აღარ არის მაღაზიაში..
თამარ, CSRDG   11:37:44 2014-03-24  უპასუხე   
დიანა მსგავსი საჩივარი საკმაოდ ხშირია, მარტო ამ გვრდზეა უამრავი განაწყენებული მომხარებლის კომენტარი და საჩივრების სულ სახვადასხვა მაღაზიებს ეხება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერანაირი საკანონმდებლო აქტი ვერ არეგულირებს ამ საკითხს. ეს არის მომხარებლის მოტყუება, რომელსაც ვერავისთან იჩივლებთ. ჩეკი ზუსტად იმ თანხაზეა გაცემული რაც გადაგახდევინეს, ამ ფასის ცვლილების აღმოჩენა გადახდამდეა შესაძლებელი და თუ აღმოაჩინეთ უბრალოდ აღარ იყიდით გაძვირებულ პროდუქტს. თუმცა ამ საკანონმდებლო ხარვეზით გადასარევად სარგებლობენ როგორც ჩანს მაღაზიები.

Tata   18:02:00 2014-01-15  უპასუხე   
GL მარკეტი სუხიშვილის ქუჩაზე ვარკეთილში, ვიყიდე რაფაელო და 15 ცალის ნაცვლად იდო 11. ამოღებულია. ასევე იყიდება ზემო აღნიშნულ მაღაზიაში ნაკლული შამპუნები, ბალზამები და ა.შ. იქნებ დაინტერესდეს ვინმე და დაიცვას მომხმარებლის უფლებები, ერთეულების (მაღაზიის) ჯიბის ზრდის ფონზე

ნინა   20:39:25 2013-12-14  უპასუხე   
Elit Electronics-ში შევიძინეთ გაზისგამათბობელი AKOG.აღმოჩნდა ბრაკი, ანთებიდან რამოდენიმე წუთში ითიშება. არც თანხას გვიბრუნებენ და არც შეცვლას აპირებენ. ძალიან უკმაყოფილო ვარ გაგვამწარეს ამ თოვლში და სიცივეში დავდივართ ხან ოფისში ხან მაღაზიაში და ყურადღებას არავინ გვაქცევს!!


ლია, CSRDG   10:09:55 2013-12-15  უპასუხე   
ნინა, მისამართზე office@csrdg.ge გამოგზავნეთ თქვენი ტელეფონი და ჩვენი მოხალისე ადვოკატი დაგიკავშირდებათ

თამუნა   12:19:54 2013-11-20  უპასუხე   
მარტყოფის მაღაზიაში, პანსიონატამდე მისასვლელი გზის გზაჯვარედინთან კლიინტს მიყიდეს 2 თვის ვადაგასული ბისკვიტი

mari   12:17:45 2013-11-18  უპასუხე   
კიდევ გაქვთ კრიზისი?იქნებ შეამოწმოთ მუხიანში მდებარე ფრესკოს მაღაზია კონკრეტულად შაშხი და ლორები რომელიმე თუნდაც საშინელი გემო ჰქონდა.მადლობთ
თამარ, CSRDG   12:53:09 2013-11-18  უპასუხე   
მარი მწარმოებელი ფირმა მოგვწერეთ შაშხის და ლორის და რომელიმეს შევისყიდით და შევამოწმებთ
ლია, CSRDG   12:43:34 2013-11-18  უპასუხე   
კრიზისი დასრულდა. შემოწმებები დღეს დავიწყეთ. თქვენი საჩივარი ჩავინიშნეთ. მადლობთ.

ქეთი   01:40:57 2013-11-02  უპასუხე   
ყველას ვურჩევ კარფურში არაფერი შეიძინოთ! მე შევიძინე ლეპტოპი 900 ლარად 3-მა კონსულტანტმა ერთნაირი მონაცემები მითხრეს. მეც დაუჯერე თუმცა რადგან არ იყო პროგრამა ჩატვირთული ადგილზე ვერ გავსინჯე მონაცემები
როცა სახში პროგრამა ჩავტვირთეთ ვნახეთ რომ ბევრად სუსტი იყო ვიდრე კონსულტანტებმა გვითხრეს. როცა უკან მივიანეთ ტურქს დაუძახეს. მან კიდევ გვითხრა რომ ლეპტოპი ნახმარი იყო და უკან ვეგარ დავიბრუნებო ჩემს კითხვაზე ისე როგორ ვნახავდი მონაცემებს თუ არ ჩავწერდით პროგრამას თურქმა სიცილი დაიწყო და მითხრა მართალი ხარ მაგრამ მაინც ვერ დავიბრუნებთო რაც გინდა ის ქენიო. ასეთი შეურაწყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. ასეთი ლეპტოპი სხვაგან 650 ლარში შეიძლებოდა მეყიდა შვილისთვის საჩუქარი მინდოდა და სანერვიულო გაუხადე. უკვე მეორედ მწარედ მომატყუეს კარფურში და ძალიან დამამცირეს. ნერვიულობისგან კინაღამ გონება დავკარგე. დავიფიცე კარფურში არასოდეს არაფერი ვიყიდო საერთოდ ფეხი არ სევადგა. თურმე მარტო მე არ მატყუებენ კარფურში ჩემსავით მოტყუებული ძალიან ბევრია
levani   20:57:46 2013-12-29  უპასუხე   
careffourshi mokmedebs shemdegi ram rac bevr maxaziashi ara.tu cheks sheinaxav da ar gadaagdeb.2kviris ganmavlobashi nebismieri produktis uan dabruneba shegidzlia,marto magit shegedzlot dagebrunebinat ukan tkveni leptopi,meorec sagarantioshi monacemebi ar ewera?ras hkvia ar daibrunes ukan??dzalit agoimebinebt tavs?

igrika   15:05:50 2013-10-10  უპასუხე   
დანიურ სახლში შევიძინე თეთრეულის კომპლექტი ,რომელიც ფასდაკლებით ღირდა 30 ლარი.ორი დღის შემდეგ ფერი გადაუვიდა ,გახუნდა, აიბურძგნა.აღმოჩნდა ყველანაირად უხარისხო.ჩემი რჩევა იქნება ტყუილად არ დახარჯოთ ფული.მიტანაზე და ფულის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.მისი მენეჯერი შეურაცხოფით და მუქარით უკან გამოგაბრუნებთ.

ana   00:13:15 2013-10-03  უპასუხე   
მაღაზია "იაფი" დიღმის მასივში დინამოს ბაზასთან. არავის ვირჩევ მანდ შესვლას. მომყიდეს ვადაგასული პროდუქტი, მეორე დღეს მივიტანე და თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.

boka   18:31:21 2013-10-01  უპასუხე   
კიდევ გაქვთ კრიზისი?
თამარ, CSRDG   11:24:29 2013-10-02  უპასუხე   
უახლოეს მომავალში გაგრძელდება შემოწმებები და ამას მომხარებელი აუცილებლად გაიგებს

vaska   15:32:22 2013-10-01  უპასუხე   
რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია "ზემელში" ნაყიდ ლობიანს რამდენიმე თმა აღმოაჩნდა. მსგავსი შემთხვევა ამ მაღაზიის საცხობიდან ნაყიდ საჭმლზე პირველი არ არის, ვფიქრობ შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, რათა ეს ჩვეულებრივ და ყოველდღიურ ცხოვრების წესად არ გვექცეს.
თამარ, CSRDG   11:23:13 2013-10-02  უპასუხე   
ვასკა ამ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოთ. მათ აქვთ კომპეტენცია შევიდნენ საცხობში და შეამოწმონ იქაური სანიტარიული მდგომარეობა და პროდუქტის ხარისხი. ჩვენ საცხობში შესამოწმებლად არავინ შეგვიშვებს. სააგენტოს ნომერია 2919167

keti   15:39:09 2013-09-28  უპასუხე   
იმდგეს ვიყიდეთ ქავთარაძის გუდვილში ძროხის ხორცი ვიფიქრეთ მანდ უფრო სანდო იქნებოდა და მოვხარშეთ ისეთი საშინელი სუნი დადგა მთელ სახში მცხვრის ხორცის სუნზე უარესი იყო, ორი დგეც არეყო განიავებას,პირი ვერავინ დავაკარეთ ისე ყარდა.თუ შეგიმოწმებიათ ამბოლო დროს გუდვილის ხორცი და რამდენად სანდოა?
თამარ, CSRDG   12:36:17 2013-09-30  უპასუხე   
ქეთი გუდვილის ხორცი შემოწმებული არ გვაქვს, მხოლოდ ფარში. სამწუხაროდ ვერც შევამოწმებთ - ამ ეტაპზე შემოწმებეს ვეღარ ვატარებთ ფინანსური პრობლემების გამო.

ხათო   21:55:10 2013-09-13  უპასუხე   
გლდანის მე-6-ე მიკრო, მარკეტი LUX-ი, ვიყიდე 2.72 ლარის, 2.80-დან ხურდა მომცეს 5 თეთრი და დაკეტეს სალარო, ის 3 თეთრიც მომეცი თქო და გაეცინა მოლარეს, ეგ 5 თეთრი მომეცი და აჰა 10 თეთრი გადმომიგდო, არ მინდა, 3 თეთრი მომეცი თქო, მერე 5 თეთრი გადმოაგდო, შენ ეგრე არ გინდა ავიღე 5 თეთრი და 2 თეთრიანი დავუგდე, ამაზე დაგაჯარიმებენ მეთქი და აქ მასეთ ხურდას ავ ვიძლევითო, მე კი ვიცი ამის მერე როგორ გავწურავ მაგათ, მაგრამ იქნებ თქვენც მიგეხედათ? მადლობა.
ქეთი   14:18:13 2014-02-25  უპასუხე   
აუ რა ცოდო ხარ

maka   11:42:30 2013-09-06  უპასუხე   
და როდიდან განაახლებთ?იქნებ მიაქციოთ ყურადGება და არ დაგავიწყდეთ
თამარ, CSRDG   12:27:49 2013-09-09  უპასუხე   
მაკა ვცდილობთ რაც შეიძლება მალე განახლდეს, თუმცა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თქვენს თხოვნას აუცილებლად გავითვალისწინებთ. იქნება კონკრეტული პროდუქტები მიგვითითოთ ფირმასთან ერთად რადგან ყველა ხორცპროდუქტს დახლზე არსებულს ვერ შევამოწმებთ
maka   13:02:54 2013-09-12  უპასუხე   
სოსისებზე განსაკუთრებით რადგან ვიყიდე და საშინელი გამოდგა
თამარ, CSRDG   11:48:31 2013-11-15  უპასუხე   
მაკა ვიწყებთ შემოწმებებს. იქნება მიგვითითოთ რომელი ფირმის სოსისი არ მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ. ყველას სამწუხაროდ ვერ შევამოწმებთ.

maka   10:59:19 2013-09-06  უპასუხე   
მოგესალმებით.ფრესკოს მუდმივი მომხმარებელი ვარ და მაინტერესებს ძეხვები და ხორც-პროდუქტები რამდენად სანდოა,თუ შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ. მუხიანში მდებარეობს ეს სუპერმარკეტი ეკლესიის გვერდით.გზის პირზე.მადლობთ
თამარ, CSRDG   11:22:47 2013-09-06  უპასუხე   
მაკა დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური კრიზის გამო შეჩერებული გვაქვს პროდუქტების შემოწმება

nugzari   15:46:46 2013-08-23  უპასუხე   
თითქმის მაღაზიების უმრავლესობა ღამით რთავენ მაცივრებს(დენის ეკონომიის მიზნით)დილით თერთმეტ საათამდე მაღაზიებში გამღვალი პროდუქტია რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება, რით შეგიძლიათ რომ აღმოფხვრათ ეს მანკიერება.იმდენი მაღაზია რომ მთელი დღე არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელად,უბნის პატარა მაღაზიები და დიდი სუპერმარკეტები ქ.რუსთავში
თამარ, CSRDG   12:55:16 2013-08-24  უპასუხე   
ნუგზარ იქნებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ ამ საჩივრით, მათ აქვთ უფლება შევიდნენ და შეამოწმონ მაღაზია. მათი ნომერია 2919167

ხათო   20:57:10 2013-06-13  უპასუხე   
გამარჯობა. უნდა დააბრუნოს თუ არა მაღაზიამ ხურდა ზუსტად? მაგალითად 1.23 თეთრი?
მერიდება რო ვუთხრა ხოლმე , არადა დღესაც რომ დავთვალე 20 თეთრი მაინც დავტოვე ასე ხურდაში.
ლია, CSRDG   13:05:39 2013-06-17  უპასუხე   
დიახ, მაღაზიამ ხურდა ზუსტად უნდა დააბრუნოს.

გოგა   11:13:07 2013-05-15  უპასუხე   
სააღდგომოთ რუსთაველის სმარტში შევიძინე კვერცხი, აღარ მახსოვს რომელი წარმოების, ლატოკებზე იყო. 3 დღეში როდესაც გავტეხეთ თითქმის ყველა აყროლებული იყო. მიხედეთ მაგ საქმეს!
თამარ, CSRDG   15:09:47 2013-05-15  უპასუხე   
გოგა კვერცხის ფირმას თუ არ დაგვიწერთ ვერ შევამოემებთ სამწუხაროდ

nata   17:36:23 2013-05-07  უპასუხე   
მოგახსენებთ, რომ მეტრო,,სამგორთან,,კახეთის გზატკეცილი 13-15 მისამართზე არი პურის საცხობი სადაც სააღდგომო პასკაში და პურში თუ ფუნთუშაში სისტემატურად არის სხვადასხვა სახის უცხო სხეულები მაგალითად ქვა, თოკის ნაგლეჯი.იქნებ შეამოწმოთ საერთოდ ვარგისიანობაზე მათი გამომცხვარი პურ-ფუნთუშეული.გმადლობთ
თამარ, CSRDG   11:38:24 2013-05-08  უპასუხე   
ნატა, პურ-ფუნთუშეულის ვარგისიანობაზე უნდა გავარკვიოთ რისი შემოწმება არის შესაძლებელი თბილისის ლაბორატორიებში. რაც შეეხება პროდუქტში უცხო სხეულებს - ასეთ საჩივარს ერთჯერადს ვეძახით ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა ჩვენს შესყიდულ საქონელში არ აღმოჩნდეს არაფერი. რახან თქვენ ამბობთ რომ მსგავს ფაქტს ძალიან ხშირად აქვს ადგილი სავარაუდოდ საცხობის პრობლემა უნდა იყოს და კარგი იქნება თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე თუ დარეკავთ და მათ ჩააწერინებთ თქვენს საჩივარს. ისინი საცხობს მთლიანად შეამოწმებენ და უფრო მეტი შანსია პრობლემის მიზეზის პოვნის. მათი საკონტაქტო ნომერი 2919167

Giorgi   15:47:06 2013-05-07  უპასუხე   
მოგესალმებით, ვინმე საერთოდ თუ ამოწმებს ქართული ფერმერული წარმოშობის კვერცხს (კოდა, კუმისი, დილა, საგარეჯოს კვერცხი, დედოფლისწყარო...). მოკლედ, 3 მაისს ვიყიდე კოდას კვერცხი, შეფუთვის ყუთზე მითითებული იყო, რომ პროდუქტი დამზადებულია 2 მაისს და შენახვის ვადა განსაზღვრულია 30 დღით. მაინტერესებს მოხარშული კვერცხის შემადგენლობა, რატომ აქვს ასე საზიზრარი გემო ახალ პროდუქტს (ვადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ)), საშინელი გულისამრევი გემო აქვს, ამ აღდგომას, სადაც ფერმის კვერცხი ვჭამე საშინელი გულისმარევი გემო აქვს, როგორ შიეძლება გაკონტროლდეს კვერცხის შემადგენლობა????? რა თქმა უნდა გაკოტრების კი არა დახურვის ღირსია "კოდას" საწარმო, რა უსინდისო და ნაძირალა უნდა იყო ასეთი პროდუქტი გაყიდო და მოგებული ფულით ოჯახს აჭამო დაასვენო და ასიამოვნო.... ასე რომ ირანულ, უკრაინულ და იმპორტულ კვერცხს დაანებეთ თავი და თქვენს მიერ წარმოებულ ნაგავს მიხედეთ, გთხოვთ ყველას ჩაატრეთ კოდას მიერ წარმოებული კვერცხის ლაბორატორიული კვლევა, ვინ იყიდის მეორედ მაგ საზიზღობა კვერცხს, ახალი თუ ასეთია, წარმოიდგინეთ რამდენიმე დღის მერე როგორი იქნება, გაკოტრდებიან აბა რა იქნება.... დასახური კი არა ასაფეთქებლები არიან ამ პროდუქტის გაყიდვისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ შეამოწმეთ "კოდას"ქართული წარმოების ნაგავი კვერცხი.
ნონა   19:49:34 2013-12-14  უპასუხე   
მეც დაგეთანხმებით კოდასთან დაკაშირებით, ბათუმშიც ხშირია ეგ შემთხვევა. ძალიან ცუდი გემო აქვს, გულის ამრევი!!!
ლია, CSRDG   10:11:57 2013-12-15  უპასუხე   
ნონა, იქნებ კონკრეტულად მიგვითითოთ, სად იყიდება ცუდი გემოს მქონე კვერცხი?
ლია, CSRDG   15:08:28 2013-05-15  უპასუხე   
გიორგი, რომელ მაღაზიაში იყიდეთ ეს კვერცხი?
giorgi   18:18:57 2013-05-15  უპასუხე   
ნავთლუღის ბაზარში, ვითომ ყუთებით იმ დღის მოტანილი იყო ისე ელაგათ. მითუმეტეს თუ ახალი და იმდღევანდელი კვერცხი იყო,მაგას ადამიანებს როგორ აჭმევენ გავგიჟდი
თამარ, CSRDG   11:25:45 2013-05-16  უპასუხე   
გიორგი სამწუხაროდ ბაზრებს და ბაზრობებში შესამოწმებელ პროდუქტს ვერ ვყიდულობთ, რადგან არ გვაძლევენ შესყიდვის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებს. ამ საჩივრით შეიძება სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ მათ ცხელ ხაზზე 2919167 და ისინი შეამოწმებენ
გიო   14:41:11 2013-05-15  უპასუხე   
სხვათაშორის ქართული წარმოების კვერცხის მეც უკმაყოფილო ვარ კვერცხის შეღებვიდან 3 დღეში კვერცხი გაფუჭდა მასთან ერთად მქონდა სოფლიდან ჩამოტანილი კვერცხი რომელსაც საერთოდ სუნიც კი არ ქონდა აღებული,ძალიან მაინტერესებს რატომ უნდა ფუჭდებოდეს (ფერმის)მოღარშული კვერცხი?! როდესაც სოფლის და ფერმის ერთნაირ პირობებში შენახვა ხდება
თამარ, CSRDG   15:09:10 2013-05-15  უპასუხე   
გიო იქნებ მოგვწეროთ რომელი ფირმის კვერცხი იყო და რომელ მაღაზიაში შეიძნეთ
giorgi   18:27:11 2013-05-15  უპასუხე   
კოდას ფირმის აყროლებული საზიზღრობა უფერო გულიანი კვერცხი იყო. ახალი კვერცხი რომ ასეთი იქნება,ძველი როგორიღა უნდა იყოს? წელიწადში ერთხელ ვჭამდი კვერცხს და ისიც შემაზიზღეს,ასაფეთქებლები არიან ვითომ ეროვნული ფაბრიკები, რას აჭმევენ ამ ქათმებს, რომ ასეთ კვერცხს დედბენ... აი მაინტერესებს ეგ ნაძირალა ფაბრიკის დირექტორები თავიანთ ცოლებს, დედბს და შვილებს გამოტენიან პირს მაგ საქონლით.... კითხეთ ერთი თუ არიან საკუთარი პროდუქციის მომხმარებელბი, ქართველები ყველაფრის ღირსები ვართ... საკუტარს ნაგავს ვჭამთ და მოგვწონს...
გიო   15:27:40 2013-05-15  უპასუხე   
სამწუხაროდ ამ წუთას არ მახსოვს ფირმა ოჯახის წევრმა შეიძინა გავარკვევ და გაგაგებინებთ აუცილებლად შეძენილი ქ.რუსთავში იყო.

dato   09:59:01 2013-04-25  უპასუხე   
გამარჯობატ,მოგახსენებთ რომ ზაჰესში არსებობს მარკეტი"NIKE"ნუ მომსახურეობაზე არ ვსაუბრობ,მაგრამ უფრო ცუდი ისაა,რომ უამრავი ვადაგასული საქონელი უდევთ,მე პირადად და ჩემს ოჯახის წევრებს ბევრჯერ გვიყიდია და გადაგვიყრია,მაგ.გაყინული ქათამი,მიწის თხილი,ლუდი(არ მიყიდია მაგრამ მინახავს),სოსისი,პური(რამოდენიმე დღის)და ა.შ,კვლავაც დავაკვირდები და ფაკტი რომ მექნება ხელში აუცილებლად მოგმარტავტ და მეც გვერდში დაგიდგებით,მადლობა

მარიამ-კა   21:02:10 2013-03-22  უპასუხე   
2012 წლის 19 ნოემბერს ბათუმში ვიყიდე საკმაოდ ძვირადღირებული მიქსერი ელიტელექტრონიქსის მაღაზიაში, 22 ნოებერს საღამოს გამოყენება რომ გადავწყვიტე გაფუჭებული აღმოჩნდა, მივიტანე მაღაზიაში მეორე დღესე 23 გიორგობა იყო და არ დამხვდა მენეჯერი ხოლო მომდევნოს დღეს მითხრეს 5 დღეა გასულიო, ვერ გამოგიცვლითო, გადავირიე გიორგობას რომ უქმე იყო იმას ნუ ჩამითვლით მეხუთე დღედ მეთქი, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო და სერვის ცენტრში გამისტუმრეს. ჩავაბარე მიქსერი, 45 დღე იყო იქ, ნერვები დამაწყდა ცხრაჯერ დარეკეს, ქარხნული წუნია და ნაწილს ველოდებით შეკვეთილი გვაქვსო. ბოლოს დამირეკეს წასაღებად, რომ მივედი გამომიტანეს ეს მიქსერი საშინელ მდგომარეობაში, გახსნის დროს დაფხაჭნილი ზედაპირი, ჭუჭყიანი, მორყეული, კინაღამ გავგიჟდი, ამას სახლში არ წავიღებ მეთქი, ოპერატორმა უკმეხად მითხრა აბა ჩვენ გადავაგდებთო და ამაზე ისე ავფეთქდი,საშინელი ამბავი მოვაწყე.. ბოლოს როგორც ხდება ხოლმე სადღაც გადარეკეს-გადმორეკეს და მითხრეს მიბრძანდით მაღაზიაშ და შესაბამისი თანხის ნებისმიერი ნივთი აიღეთო.
ამჯერად ბოშის მიქსერი მერგო... ასე თუ ისე სასიკეთოდ კი დამთავრდა ეს ამბავი მაგრამ როდემდე უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ასეთი დაბალი ხარისხის სერვისი? ნუთუ ყველგან ჩხუბი და აყალ-მაყალის საჭირო შენი სიმართლის გასატანად!!!

tamtik   20:10:00 2013-03-17  უპასუხე   
ვეთანხმები მარის მეც შევიძინე ამ მაღაზიაში ტელეფონი, როგოც გავარკვიე ორმაგ ფასად, ვერ დამისაბუთეს რატომ არის ფასში 60% განსხვავება სხვა მაღაზიათა ქსელისგან, როგორც მაღაზიის დირექტორმა ბრძანა " ჩემი მაღაზიაა და როგორც მინდა ისე გავყიდიო"((( არ შეიძინოტ ამ მაღაზიაში არაფერი
mari   22:44:12 2013-03-22  უპასუხე   
თამთა ჩვენნაირი მოტყებული ალბათ ძალიან ბევრია, იქნებ მივიტანოთ ეს მომხმარებლამდე, რომ აღარ მოტყუვდნენ და ციფროვიკში არაფერი შეიძინონ

mari   23:18:47 2013-03-12  უპასუხე   
მაღაზიათა ქსელში " ციფროვიკი"-ში არის ორმაგი ფასები, ამიტომ ყველას ვაფრთხილებ, ფასები შეამოწმოს და არაფერი შეიძინოს ამ მაგაზიაში, იქნებ ვინმემ მიპასუხოს რატომაა ამ ქსელში ორმაგი ფასები?
ნია   14:12:54 2013-05-16  უპასუხე   
იმიტომ, რომ სხვა მაღაზიებისაგან ყოდულობენ და მანდ ყიდიან. ზუსტად ვიცი.

გ ზ   01:39:03 2013-03-12  უპასუხე   
რატომ არის შეჭყლეტილ ქილაში მოთავსებული შესქელებული რძ უვარგისი?
ლია, CSRDG   14:05:50 2013-03-12  უპასუხე   
მეტალის კონსერვის ქილა შიგნიდან რაიმე ისეთი ფენით არის დაფარული, რაც პროდუქტთან რეაქციაში არ შედის (მაგალითად მოკალულია). ქილის შეჭყლეტვისას ეს ფენა შეიძლება დაზიანდეს (გასკდეს), რის შედეგადაც პროდუქტი რკინასთან შევა შეხებაში, წავა დაჟანგვის პროცესი, მეტალი გადავა პროდუქტში და ა.შ. ანუ პროდუქტის უვნებლობა დაირღვევა.
ნია   14:14:36 2013-05-16  უპასუხე   
ანუ, ასევე საშიშია სხვა კონსერვებიც? "კარფურში" მთელ დახლზე ედოთ დაჭყლეტილ ქილიანი სიმინდის კონსერვები.
ლია, CSRDG   15:42:34 2013-05-16  უპასუხე   
როდის ნახეთ, ნია?

მირიან   14:49:02 2013-03-05  უპასუხე   
გუდვილისა და სმარტის მზა საჭმელების სალათები და ა.შ. კუთხით რა მდგომარეობაა? დაბინძურებული ხომ არ არის და რამდენად არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის?
თამარ, CSRDG   16:47:54 2013-03-05  უპასუხე   
მირიან ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან არც გუდვილის და არც სმარტის მზა სალათები არ გვაქვს შემოწმებული

სოსო   14:49:23 2013-03-01  უპასუხე   
ISI PARIS qselshi arsebuli sunamoebi sheamocmet da agmoachent rom 80 procenti patentia. marc jacobs bang- gamoircheva mdgradobit xolo zemo agnishnul qselshi nayids surneli 2-3 saatshi gasdis.

ნათია   16:00:15 2013-02-25  უპასუხე   
"ტკბილ ქვეყანას" თუ შეუკვეთავთ სადღესასწაულო ტორტს, ყველა ნიუანსში კარგად გაერკვით წინასწარ, თორემ შეიძლება ფუმფულა ტორტის ნაცვლად გაყინული შეგრჩეთ ხელში. თანაც ისეთი გაყინული, რომ ვერც კი დაჭრით.

სოსო   23:28:36 2013-02-23  უპასუხე   
ყველაზე ნატურალური რძის პროდუქტები შირაქს ქონია მართალია?
Nino Chkhikvadze   17:17:44 2013-03-01  უპასუხე   
ჩემი ინფორმაციით ნატურალური პროდუქტები აქვს სანტეს ბრენ "სანტინოს". ბავშვისთვის ყოველთვის სანტინოს პროდუქციას ვყიდულობ
ნაჯი მამულაძე   00:08:12 2013-11-23  უპასუხე   
მე როგორც წავიკითხე ამ საიტზე, შეამოწმეს რძის პროდუქტები, ყველაზე კარგი სოფლის ნობათი აღმოჩნდა.
ყველაზე მეტად ნატურალური.
სოფლის ნობათში რძის ცხიმი 80% იყო სანტისიმოში კი 20%
თამარ, CSRDG   12:30:18 2013-11-26  უპასუხე   
2012 წლის დეკემბრის თვეში შემოწმდა სანტინოს არაჟანიდა მასში რძის ცხიმის შემცველობა 99,7%, ხოლო სოფლის ნობათში 89,7%. 2012 თებერვალში შემოწმედა ასევე სანტინოს კარაქი და ესეც ნატურალური პროდუქტი იყო. სხვა სანტინოს ფირმის არ შეგვიმოწმებია
ნაჯი მამულაძე   12:33:53 2013-11-26  უპასუხე   
ბოდიშს ვიხდი ალბად მე მახსოვდა რაღაც არასწორად.
თამარ, CSRDG   14:03:27 2013-02-25  უპასუხე   
შირაქის ჩვენს მიერ შემოწმებული პროდუქტები მიკრობიოლოგიურად სუფთა აღმოჩნდა (რძე, მაწონი, ხაჭო და კარაქი). რაც შეეხება ნატურალურობას - ამ პარამეტრზე შირაქის კრაქი შევამოწმეთ და ნამდვილად რძის ცხიმისგან იყო დამზადებული. სხვა პროდუქტები ნატურალურობაზე შირაქის ჯიხურებიდან არ შეგვიმოწმებია, ამიტომ ვერ გაგცემთ თქვენს კითხვაზე პასუხს. კარაქი მართლაც ნატურალური აღმოჩნდა

ნია   13:33:10 2013-02-20  უპასუხე   
მომწონს ნიკორას მაღაზია დიდ დიღომში, პეტრიწზე. პროდუქციაც ხარისხიანი აქვთ, მომსახურებაც ნორმალური. ვერ გეტყვით, რომ ყოველდღე იქ ვარ, მაგრამ რამდენჯერაც შევედი, კმაყოფლი დავრჩი.

tamari   1  18:24:58 2013-01-31  უპასუხე   
2013წლის 27 იანვარს ,დიდი დიღმის 1მიკროში მაგაზია პოპულში ვიყიდეთ 1კლ სოსისი ივერია,მოხარშვისას სოსისი ნახევარი გაშავდა,ეჯვი შემეპარა სოსისი ვარგისიანობაშI და სულ გადავყარე,იქნებ შეამოწმოტ ეს პოპული და სოსისები
თამარ, CSRDG   19:29:25 2013-01-31  უპასუხე   
თამარ სოსისი რა ფირმის იყო დაგვიწერეთ რა, სხვა რომ არ ვიყიდოთ
tamari   23:19:28 2013-02-02  უპასუხე   
ივერია იყო, ფირმა არ ვიცი იმიტომ რომ მეუგლემ ამოიტანა აწონილი და ტავიდან არ მინახია ფირმა და მერე გადავაგდე

Khatuna Javrishvili   15:02:21 2013-01-31  უპასუხე   
ძალიან ბევრ სუპერმარკეტში და მათ შორის "სითი ფარმის" ქსელში მუდმივად შეხვდებით შესქელებულ რძეს როგორც მოხარშულ, ასევე მოუხარშავი სახით შეჭყლეტილი ქილებით. ასეთ ქილაში მოთავსებული ნებისმიერი პროდუქტი უვარგისია და შეიძლება მოწამვლაც გამოიწვიოს. გთხოვთ ნუ შეიძენთ ასეთ დაზიანებულ ქილებში მოთავსებულ პროდუქტებს.

Sofia Axalkaci   19:57:35 2013-01-29  უპასუხე   
მარი მსგავსი შემთხვევა მქონდა პირადად მე. 2012 წლის 24 დეკემბერს კარფურსში მეუღლისათვის შევიძინე გალაქსი S II,რომელშიც გადავიხადე 750 ლარი.27 დეკემბერს სიურპრიზად ვაჩუქე დაბადების დღეზე. 28 დეკემბერს თვითდაუნებურად გაეთშა, ხან რას დავაბრალეთ ხან რას...მაინც მივედი კარფურში სადაც მითხრეს, რომ 24 საათიანი ვადა გასუი იყო დაბრუნების და მხოლოდ შეკეთებას ექვემდებარებოდა.იქიდან გამომდინარე, რომ დატოვების შემთხვევაში გადაგზავნა გადმოგზავნაში დიდი დრო წავიდოდა, მითხრეს თავად მიმეტანა ტექნოსერვისში,სადაც ნახავდნენ რა ჭირდა. იქ მივიტანეთ, დაგვიბარეს მეორე დღეს და მოკლედ და მკვახედ გვითხრეს რომ ტელეფონს არაფერი ჭირს და პროგრამა ჩაიწერა.გავიდა 1 დღე, ისევ გათიშა, კიდევ მივიტანეთ, გვითხრეს კარტის ბრალიაო, მერე ისევ გაითიშა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ვიყავით ხუთჯერ!.ბოლოს ყვირილებით და წიოკებით!მოვითხოვეთ გენერალურ დირექტრთან შეხვედრა,(ეს საჩუქარი ტრაგედიად მექცა ეს ერთი თვე), დაიბარა მოკლედ ხელოსანი, რომელმაც ბოლოს დაასკვნა რომ პლატის ბრალიაო.60 000 დოლარიანმა მანკანამ ვერ დაადგინა რა ჭირდა ტელეფონს და ამ ჭკუათმყოფელმა სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, პლატა უნდა გამოიცვალოსო, მოკლედ ბლიაბლია ბლიაააააა....რეალურად 750 ლარი გადავიხადე გახსნილ ტელეპონსჰი, რასაც ვიყიდდი 100 ლარადაც ალბათ. მივდექი მოვდექი, დავრეკე კარფურსჰი, გავიგე მომწოდებელი კომპანია, იმან კი მომცა ვინმე ირაკლი აბაშიძის საკონტაქტო, რომელიც ყოფილა საქართველოში სამსუნგის წარმომადგენელი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხე ამ პიროვნებას!რომელმაც მოახდინა მსგავს ფაქტზე რეაგირება, მოვუყევი დეტალურად ყველაფერი, გაოცდა კაცი.თურმე 2 კვირიანი გარანტია აქვს ტელეფონს უკან დაბრუნების!მე კი 24 სათი მითხრეს და რო არ ამოწრიალებინა ქვეყანა, ასე დებილად ჩამთვლიდნენ და ელში შემრჩებოდა გახსნიი პლატა გამოცვლილი ტელეფონი. მოკლედ ამ პიროვნების ირაკლი აბაშიძის წყალობით, მეორე დღესვე გამომიცვაეს ტელეფონი,(მიუხედავად იმისა, რომ 1 თვე იყო გასული ტელეფონის ყოდვიდან). მან ნამდვილად დაიცვა სამსუნგის ინტერესები და დაიცვა ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებები!აი ასე მატყუებდნენ და ვინ იცის კიდევ რამდენს ატყუებენ.ამ ტექნოსერვისისთვის ერთ დღეს უნდა მოვიცალო, რომ ვამხილო არაროფესიონალზიმში და უპასუხისმგებლობაში!ესენი არიან აი არ ვიცი, უზრდელი,ცივსისხლიანი რობოტები, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ, წესიერ პასუხს არ ცემენ მომხმარებელს და აგიჟებენ, როგორც ჩვენ გაგვაგიჯეს და პრეტენზიული კლიენტები გვეძახეს!აი ეს თავგადასავალი მინდოდა მომეყოლა!ასე რომ თუ ქვეყანა არ ააწიოკე ჩაგთვლიან დებილად და მარტივად მოგატყუებენ!
Sofia Axalkaci   20:03:54 2013-01-29  უპასუხე   
მოკლედ კარგი მკითხავები არიან, ხან პროგრამა ჩაიწერაო, ხან სიმ-კარტის ბრალიაო, ხან მეხსიერების ბარათისო, ხან პროგრამებისო რასაც იწერთ ინტერნეტიდანო..შე ოჯახაშეენებულო, მაშინ ვიყიდდი 50 ლარიან ფანრიან ნოკიას და იმას ვიხმარდი, თუ ვერაფერს გადმოვიწერდი და ბოლოს დაასკვნეს რომ იყო პლატის ბრალი!აი ასეთი პროფესიონალი ხელოსნები გვყავს საქართველოში, ოღონდ თავიდან მოგიშორონ და კუბოშიც ჩაგაწვენენ!750 ლარი კიარა რაც მატარეს, ერთი 100 ლარის ბენზინები გვაქვს დახარჯული!მარტო მატერიალური კიარა მორალური ზიანის ანაზღაურებაც უნდა მოვთხოვო მაგ ტექნო სერვისს! და საერთოდ შევუწყვეტდი ლიცენზიას!
Got   14:57:02 2013-05-20  უპასუხე   
დაახლოებით იგივე სიტუაციაშია აღმოვჩნდი მეც, მე ზუმერში ვიყიდე ტელეფონი, 7 დღე ჰქონდა გაცვლის ვადა, მაგრამ თუ სერვისცენტრი მიიჩნევდა რომ ეს იყო ქარხნული დეფექტი მათ შეეძლოთ ჩემი შემტხვევა განეხილათ და ამ ვადაშიც გაეცვალათ. მე დაახლოებით 30 დღეში მობილური გამიფუჭდა, არ გამიცვალეს არავიტარ შემტხვევაში, ეს შეკეთებული 15 დღეში ისევ გამიფუჭდა, და ასე ყოველ მოეორე თვე ზუმერის სერვისცენტრში მიმაქვს, წელიწადი არ არის რაც გავიდა და უკვე 7 ჯერ შეაკეთეს, დედაპლატაც გამოუცვალეს კიდევ გაფუჭდა, არადა მარტივად შეეძლოთ დასკვნა დაესწერათ რომ ამ ტელეფონს აქვს ქარხნული ნაკლი და ჩვეულებრივ გამიცვლიდნენ მაგრამ ეს სესრვისცენტრი ჩვეულებრივ უპრავებს ზუმერს გაფუჭებულ ტელეფონებს, წელიწადი არ არის გასული რაც მობილური ვიყიდე და ფაქტობრივად ნახევარი წელია მათთან არის იმიტომ რომ შეკეთების დროსაც დაახლოებით 1 კვირა ან ათი დღე თავისთან იტოვებენ, Sony ericsson experia-ზე ვსაუბრობ, საბოლოოდ ვიფიქრე რომ სარჩელს შევითან სერვის ცენტრის და ამ ზუმერის წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე ვის შეიძლება მივმართო? თუ შეგიძლიათ მირჩიოთ? უნდა ნახოთ რამდნეიე ადამიანი მიდის დღეში ამ სერვისცენტრში, ეს პრობლემა მარტო მე არ მაქვს...
ლია, CSRDG   15:12:20 2013-05-20  უპასუხე   
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ ”7-დღიანი გაცვლის ვადა” სადმე მითითებული იყო? მწარმოებლის გარანტია რა ვადიანი იყო?
Got   13:22:41 2013-05-22  უპასუხე   
მათ საგარანტიო წერილში
ნია   13:12:14 2013-02-20  უპასუხე   
მძიმე ისტორია გადაგხდენიათ სოფო. მადლობა, რომ მოგვიყევით სხვებსაც. მსგავსი ისტორია გადამხდა მეც ალგორითმში :(

თიკა   12:24:19 2013-01-29  უპასუხე   
carrefour-ში შევიძინე coopoliva-ს ზეითუნის ზეთი,აქვს ვაშლის წვენის მსგავსი სუნი და გემო.ვადა აქვს 2014 წლამდე...ხომ ვერ მეტყვით რატომ???

Gela Kashia   08:57:37 2013-01-28  უპასუხე   
ისადა თუ შეგიდზლიათ წულუკიძის ქუჩაზე მდებარე მინი მარკეტში "შპს მალვინა" -ში რო ხინკალია ცალობით შეამოწმოთ ძალიან გთხოვთ ხშირად ვყიდულობ და რაგაც არასასიამოვნო გემო აქვს.. მადლობა წინასწარ..
თამარ, CSRDG   12:16:48 2013-01-28  უპასუხე   
გელა მადლობელი დაგრჩებით თუ დაგვიწერთ ვისი წარმოების ხინკალია მაგ მაღაზიაშ ცალობით რომ იყიდება
Gela Kashia   04:50:10 2013-01-29  უპასუხე   
მითითებული არ არის ზედ ამიტომ ვერ დავაზუსტებ.. უბრალოდ რომ იკიტხოტ ცალობიტ ხინკალი მინდაო მაგას მოგაწვდიან და სჰეიდზლება გითხრან თუ რომელი მწარმოებლისაა

mari   17:12:53 2013-01-27  უპასუხე   
2012 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში ელიტელექტრონიქსის ერთ-ერთ მაღაზიაში
შევიძინე მობილური ტელეფონი კრედიტით ჩემი მეგობრისთვის, იმავე დღეს
აღმოჩნდა რომ ტელეფონი იყო დაზიანებული, გამომდინარე იქედან, რომ
ვიმყოფებოდი სამსახურებრივ მივლინებაში, ტელეფონის მიტანა მაღაზიაში
დაგვიანდა, მობილური მაღაზიაში მივიტანეთ 26 დეკემბერს საიდანაც
მენეჯერმა საგარანტიო სერვისცენტრში გაგვაგზავნა, რომელიც ასევე ქუთაისში
მდებარეობს. ცენტრში ტელეფონი დაიტოვეს და გვითხრეს, რომ შესამოწმებლად
თბილისში უნდა გადაეგზავნათ და როგორც ხელშეკრულებაში ეწერა მაქსიმუმ ერთ
თვეში შეაკეთებდნენ, თან დაგვამშვიდეს რომ 10 დღეს არცერთ შემთხვევაში არ
გადასცდება პასუხიო. კარგა ხანს ველოდეთ და საბოლოოდ დაგვირეკეს
თბილისიდან, რომ პლატა ჰქონდა დაზიანებული, ანუ ქარხნული წუნი აღმოაჩნდა
მობილურს და ახალ პლტას ველოდებით, რომ შევარემონტოთო. ეს იყო და ეს.
ერთი კვირის შემდეგ, ამ შეტყობინებიდან, დავრეკეთ თბილისში და პასუხი
მოვითხოვეთ, ყოველგვარი ვადა უკვე დარღვეული იყო, თან აშკარად პროდუქციას
ქარხნული წუნი ჰქონდა, რაც თავად დაადასტურეს, ამიტომაც მოვითხოვეთ ახალი
პროდუქცია. მეორე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს ახალი ნივთი შეგიძლიათ
გაიტანოთ მაღაზიიდანო. კიდევ ერთი კვირა ველოდეთ და ისევ დავრეკეთ
თბილისის სერვისცენტრში, გვიპასუხეს, რომ დასკვნა ჯერ არ წაუღიათ
ქუთაისის წარმომაგენლობასო, ეხლა ქუთაისში დავრეკეთ და მანქანა ჯერ არ
წასულა დასკვნის წამოსაღებადო, მაინტერესებს, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ
ნივთს, მაშინ როცა კრედიტის მესამედი უკვე გადახდილია, მეორე მესამედსაც
ერთ კვირაში უწევს დაფარვა, რეალურად კი ნივთი ხელთ არ გვაქვს.
იქნებ დაგვეხმაროთ და გაგვარკვიოთ როგორ და ვინ უნდა აგვინაზღაუროს
მორალური ზარალი, რაც გამყიდველის და მისი პარტნიორი სერვისცენტრის
უპასუხისმგებლობით მოგვადგა.
Sofia Axalkaci   19:58:10 2013-01-29  უპასუხე   
მარი მსგავსი შემთხვევა მქონდა პირადად მე. 2012 წლის 24 დეკემბერს კარფურსში მეუღლისათვის შევიძინე გალაქსი S II,რომელშიც გადავიხადე 750 ლარი.27 დეკემბერს სიურპრიზად ვაჩუქე დაბადების დღეზე. 28 დეკემბერს თვითდაუნებურად გაეთშა, ხან რას დავაბრალეთ ხან რას...მაინც მივედი კარფურში სადაც მითხრეს, რომ 24 საათიანი ვადა გასუი იყო დაბრუნების და მხოლოდ შეკეთებას ექვემდებარებოდა.იქიდან გამომდინარე, რომ დატოვების შემთხვევაში გადაგზავნა გადმოგზავნაში დიდი დრო წავიდოდა, მითხრეს თავად მიმეტანა ტექნოსერვისში,სადაც ნახავდნენ რა ჭირდა. იქ მივიტანეთ, დაგვიბარეს მეორე დღეს და მოკლედ და მკვახედ გვითხრეს რომ ტელეფონს არაფერი ჭირს და პროგრამა ჩაიწერა.გავიდა 1 დღე, ისევ გათიშა, კიდევ მივიტანეთ, გვითხრეს კარტის ბრალიაო, მერე ისევ გაითიშა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ვიყავით ხუთჯერ!.ბოლოს ყვირილებით და წიოკებით!მოვითხოვეთ გენერალურ დირექტრთან შეხვედრა,(ეს საჩუქარი ტრაგედიად მექცა ეს ერთი თვე), დაიბარა მოკლედ ხელოსანი, რომელმაც ბოლოს დაასკვნა რომ პლატის ბრალიაო.60 000 დოლარიანმა მანკანამ ვერ დაადგინა რა ჭირდა ტელეფონს და ამ ჭკუათმყოფელმა სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, პლატა უნდა გამოიცვალოსო, მოკლედ ბლიაბლია ბლიაააააა....რეალურად 750 ლარი გადავიხადე გახსნილ ტელეპონსჰი, რასაც ვიყიდდი 100 ლარადაც ალბათ. მივდექი მოვდექი, დავრეკე კარფურსჰი, გავიგე მომწოდებელი კომპანია, იმან კი მომცა ვინმე ირაკლი აბაშიძის საკონტაქტო, რომელიც ყოფილა საქართველოში სამსუნგის წარმომადგენელი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხე ამ პიროვნებას!რომელმაც მოახდინა მსგავს ფაქტზე რეაგირება, მოვუყევი დეტალურად ყველაფერი, გაოცდა კაცი.თურმე 2 კვირიანი გარანტია აქვს ტელეფონს უკან დაბრუნების!მე კი 24 სათი მითხრეს და რო არ ამოწრიალებინა ქვეყანა, ასე დებილად ჩამთვლიდნენ და ელში შემრჩებოდა გახსნიი პლატა გამოცვლილი ტელეფონი. მოკლედ ამ პიროვნების ირაკლი აბაშიძის წყალობით, მეორე დღესვე გამომიცვაეს ტელეფონი,(მიუხედავად იმისა, რომ 1 თვე იყო გასული ტელეფონის ყოდვიდან). მან ნამდვილად დაიცვა სამსუნგის ინტერესები და დაიცვა ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებები!აი ასე მატყუებდნენ და ვინ იცის კიდევ რამდენს ატყუებენ.ამ ტექნოსერვისისთვის ერთ დღეს უნდა მოვიცალო, რომ ვამხილო არაროფესიონალზიმში და უპასუხისმგებლობაში!ესენი არიან აი არ ვიცი, უზრდელი,ცივსისხლიანი რობოტები, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ, წესიერ პასუხს არ ცემენ მომხმარებელს და აგიჟებენ, როგორც ჩვენ გაგვაგიჯეს და პრეტენზიული კლიენტები გვეძახეს!აი ეს თავგადასავალი მინდოდა მომეყოლა!ასე რომ თუ ქვეყანა არ ააწიოკე ჩაგთვლიან დებილად და მარტივად მოგატყუებენ!
მარი   01:46:27 2013-01-30  უპასუხე   
სოფი, ყველაზე კურიოზული ის არის, რომ ნივთის შეცვლას კი დაგვპირდნენ, მაგრამ ისევ ძველი დაგვიბრუნეს, რომ თავადვე მიგვეტანა მაღაზიაში და იქვე ახალი უნდა მიგვეღო, მაგრამ მეორე სერიალი ეხლა იწყება. მაღაზიაში რა თქმა უნდა მსგავსი მობილური არ აქვთ და თურმე ერთი ტვე ახლის ჩამოსვლას უნდა ველოდოთ. ეს ერთი თვე როგორ არ დაინტერესდნენ რა ბედი ეწია ჩვენს დაბრაკულ მობილურს, რომ მზად ყოფილიყვნენ ახლის გადმოსაცემად. თან კონსულტანტმა "განგვანათლა" ფულს ვინ დაგიბრუნებთ, რა კანონები, რის კანონები, ვინ იცავს მაგ კანონებსო. ბოლო ბოლო "ვიკერკეტკაკლეთ" და ხვალისთვის ველოდებით ზარს რომ ახალ მობილურს ჩამოგვიტანენ...ველოდებით...
s.axalkaci@mailru   21:19:49 2013-01-30  უპასუხე   
მიაწექი ბოლომდე, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცე!!!!!!!!!!!!!!
s.axalkaci@mailru   21:17:33 2013-01-30  უპასუხე   
მარიი და რომელი ტელეფონია?არა ხო გეუბნები მაგათ თუ არ მიაწექი და მაგრად არ დაუდექი ისე გაგაწუწურაქებენ როგორც დაგიბარებია, მიდი ატეხე ამბავი დაემუქრე ლიცენზიის ჩამორთმევით და დაიცავი შენი უფლებები, რას იზავ ცოტას იწვალებ, მაგრამ მთავარია შედეგს მიაღწიო..ხო გეუბნები ერთი თვის განმავლობაში მე და ჩემს ქმარს ჯოჯოხეთი გვქონდა, რო ვიღვიზებდით პირველი ტელეფონს ვეცემოდით, აბა გაითიშა?რას შვრება.....ისეთI მოარალური სტრესი მივიღეთ ორივემ რო რა გითხრა, თუმცაღა მაინც მივაღწიეთ საწადელს და ეხლა ბედნიერად მოვიხმართ, რას ვიზავთ ასე თუ ისე საქართველოში ვცხვრობთ...მე დაჟე სამსუნგ წერიოი მივწერე ამერიკაში და პასუხს ველოდები...რა წარმოებისაცაა თქვენი ტელეფონი იმ ფირმას უნდა მიმართო აუცილებლად!
ლია, CSRDG   12:15:38 2013-01-28  უპასუხე   
მარი, სამწუხაროდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რომელიც ნაკლის მწონე ნივთის შეკეთების ზღვრულ ვადებს ადგენდა და მისი დარღვევის შემთხვევაში მეწარმეს პირგასამტეხლოს გადახდას აკისრებდა, _ პარლამენტმა შარშან მაისში გააუქმა. შესაბამისად, ასეთი ურთიერთობები ამჟამად მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულებებით განისაზღვრება. ჩახედეთ, ხომ არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეკეთების ვადის დარღვევის შემთხვევაში? თუ ასეთი რამ არ არის, მაშინ მხოლოდ ერთი გზაა - სასამართლოს მიმართოთ მოყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მეტ დეტალებს თუ მოგვაწვდით, აქ დეტალურად გავაშუქებდით ამ შემთხვევას, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევა არის სახეზე. თუ გაქვთ ამის სურვილი, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge

eliza   17:09:23 2012-12-26  უპასუხე   
მეც ნაძალადევზე არსებულ ნიკორას ფილიალით ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ .მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხი ძალიან მაღალია.ამასთან ერთად კომფორტულია სხვადასხვა პროდუქციის ერთ ადგილზე შეძენა.

გოგა   20:36:22 2012-11-30  უპასუხე   
ნაძალადევის მეტროსთან მდებარე "ნიკორა"-ს მაღაზიის მომსახურებითაც კმაყოფილი ვართ ... თუ რამე პრობლემა ყოველთვის მოუგვარებიათ და კი ხდება რომ ხანდახან რაღაც გამოერევა ხოლმე ცუდი ხარისხის ... მაგრამ უკან დაბრუნებაზე ან გამოცვლაზე პრობლემა არასდროს შეუქმნიათ თან მადლობას გვიხდიან ხოლმე რომ ვაჩვენეთ და ცდილობენ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

მარიამი   22:13:37 2012-11-27  უპასუხე   
დღეს ბავშვებმა ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე "ნიკორაში" შეიძინეს შოკოლადის ფილები: "ALPEN GOLD"-ის "Соленый арахис и крекер" და "Два Шоколада". ოროვე ფილა აშკარად ვადაგასული იყო (თეთრი ლაქებით). ბავშვებმა მაშინვე უკან მიიტანეს, მაგრამ მაღაზიამ არ დაიბრუნა. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მე ავედი, მხოლოდ მაღაზიის გამყიდველი დამხვდა. მან მითხრა რომ შეფუთვაზე მითითებული თარიღი - 25/08/12 - გამოშვების თარიღია, და მათ არ იციან შეფუთვაში რა დევს; ასევე თქვა, რომ დაბრუნების საკითხს ის ვერ გადაწყვეტს და მეორე დღეს მმართველობასთან მისვლა მირჩია... მე ჩემი მხრიდან ვურჩიე რომ მომწოდებლისთვის შეეტყობინებინა და გადაემოწმებინათ პროდუქციის ხარისხი...



ხატია   22:57:00 2012-11-16  უპასუხე   
კმაყოფილი ვარ ,,ნიკორას,, მომსახურებით ვარკეთილის მეტროსთან. თავაზიანად ემსახურებიან კლიენტურას და ერთი წლის განმავლობაში უხეში და არაპროფესიული მოპყრობის შემთხვევები არ მახსენდება. იგივეს ვერ ვიტყოდი იქ მომუშავე მენაყინეზე, რამოდენიმეჯერ მომიწია იქ ნაყინის ყიდვა და მეტჯერ აღარ ვიყიდი. ზოგადად მინდა მადლობა გადავუხადო პერსონალს და იმედი გამოვთქვა რომ მომსახურების ხარისხს შეინარჩუნებენ.

alexandre   11:28:02 2012-11-14  უპასუხე   
მოგახსენებთ, რომ ვიყიდე "samsung"-ის მაცივარი 879 ლარად,გარანტიით, "მეგატექნიკის" მაღაზიაში მდებარე: თბილისი, წერეთლის გამზირი, 140. ვინაიდან, კვირა დღეს საწყობი დაკეტილი იყო, მაცივარი შევიძინე სავაჭრო დარბაზიდან და გავაგზავნე ჩემი ხარჯებით ოზურგეთის რაიონში. მაცივარი ჩავრთე ელექტროქსელში 24. 07. 2012, დააახლოებით 1,5 - 2 საათის შემდეგ შევამჩნიე, რომ გვერდითი მხარე იყო გამობერილი(დეფორმირებული), რის გამოც, სასწრაფოდ გამოვრთე ელექტროქსელიდან. იმ დღესვე დავრეკე თბილისში "samsung"-თან დაკავშირებულ სხვადასხვა ტელეფონის ნომრებზე და მათ ჩამაწერინეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სერვის-ცენტრის ტელეფონი( 5 77 766 161). რამდენჯერმე გადარეკვის და შეხსენების შემდეგ დაახლოებით 15.08. 2012 მოვიდნენ ამ სერვის-ცენტრის ხელოსნები და დააკვირდნენ, დაადასტურეს მაცივრის დეფექტი. 25.09.2012 -ს შემატყობინეს, რომ მიიღეს RMA-აქტი და არ მითხრეს, რომ ამ აქტს(დასკვნას) ჰქონდა 30-დღიანი ვადა. მანამდე ხშირად ვრეკავდი სერვის-ცენტრში და ვთხოვდი დროულად მოეცათ პასუხი. მინდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. იქნებ, ეს სერვის-ცენტრი არ შეესაბამება "samsung"-ის სტანდარტებს? მაგრამ, მე რა შუაში ვარ? ზაფხულის პერიოდი მაცივრის გარეშე რომ დამტოვეს!
გადავწყვიტე, მივიღო ფულადი კომპენსაცია( მაცივრის ღირებულება - 879 ლარი), მაგრამ "მეგატექნიკის" წარმომადგენელმა( 5 79 562 424) მითხრა ტელეფონზე, რომ მივიღებდი ამ კომპენსაციას იმ შემთხვევაში, თუ ჩამოვიტანდი ამ წუნდებულ მაცივარს რაიონიდან( მანძილი თბილისამდე 330 კმ) უკან ჩემი ხარჯებით. ამ ე.წ. მაცივრის რაიონში წაღების თანხა მე გადავიხადე, RMA-აქტის მისაღებად თბილისი- ბათუმი, ბათუმი-თბილისის მგზავრობის ხარჯები მე გადავიხადე და ახლა ამ წუნდებული ჩინური ნაკეთობის უკან ჩამოტანის ხარჯებიც მე უნდა გადავიხადო? რატომ?
თქვენ, მე მსჯით იმიტომ, რომ "samsung"-ს ვენდე? ისმის კითხვა: თქვენ "samsung"-ის წარმომადგენლები ხართ თუ "samsung"-ის კონკურენტების?
"მეგატექნიკის" წარმომადგენელმა მითხრა: 1000 ცალი "samsung"-ის მაცივრიდან 1 ცალი შეიძლება იყოს წუნდებულიო, რაც ძალიან, ძალიან მეეჭვება. დავუშვათ რომ მასეა, მაშინ რაღა მაინცდამაინც ეს წუნდებული მაცივარი იდგა სავაჭრო დარბაზში? მაქვს ეჭვი, რომ შეგნებულად შემასყიდეს წუნდებული მაცივარი.
ჩემი თხოვნაა: ნუღარ მაწვალებთ, წაიღეთ თქვენი წუნდებული მაცივარი და დამიბრუნეთ ჩემი თანხა.

პატივისცემით, ალექსანდრე ხუციშვილი
ტელ: 5 99 40 12 62
ლია, CSRDG   13:05:59 2012-11-15  უპასუხე   
ნაკლის მქონე ნივთის შესაკეთებლად ტრანსპორტირების ხარჯი გამყიდველმა უნდა გაიღოს. გაეცანით ამ სტატიას

ავთო   1  12:03:09 2012-11-03  უპასუხე   
მე ძალიან კმაყოფილი ვარ სუპერმარკეტ სმარტის მომსახურებით ხშირად დავდივარ რუსთაველზე სმარტში და ჯერ შენიშვნა არ გამჩენია ერთადერთი რაც ემიძლია ვთქვა სტარბაქსის ყავას ცხელსაც თუ დაამატებენ კარგი იქნება

Jane Marple   15:14:15 2012-10-20  უპასუხე   
გამარჯობა

მოგეხსენებათ ჰიპერმარკეტი კარფური თვეზე მეტია გაიხსნა. სამწუხაროდ,დღემდე ძალიან ბევრ პროდუქციის ფასსთან დასახელება არ წერია ქართულად. მკითხაობის გარეშე ზოგიერთ პროდუქტზე რთული მისახვედრიცაა,რა არის. განსაკუთრებით ის პროდუქტი, რომელიც ჯერ-ჯერობით უცხო და ახალი ქართველი მომხმარებლისთვის. პროდუქციის ნაწილს ქართულად არ აწერია შემადგენლობა და შენახვა/მომზადების წესები.
იქნებ მიაქციოთ ყურადღება.
მადლობა


ლია, CSRDG   17:41:35 2012-10-31  უპასუხე   
მადლობთ, შევამოწმეთ და სწორი აღმოჩნდით, გაიგზავნა წერილები კარფურში და სააგენტოში
Jane Marple   09:20:54 2012-11-01  უპასუხე   
მადლობა, რეაგირებისთვის :)

lika   1  16:27:59 2012-10-17  უპასუხე   
არავის ვურჩევ ოკ შოპში ტექნიკის შეძენას, უბრალოდ გამოგიყვანენ წყობიდან, ვინაიდან საოჯახო ტექნიკის 70% შევიძინე ამ მაღაზიაში და შემიძლია ვთქვა რომ არაფერი მუშაობს, აბსოლუტურად უხარისხო და გაუმართავი ტექნიკა აქვთ და შეკეთებაზეც შემდგომში უაზროდ ბევრ დროსა და ნერვებს გახარჯინებენ, მათთან შეძენილი მხოლოდ ფენი გამოდგა, დანარჩენი ნაგავში! :(
ნია   20:28:46 2012-12-07  უპასუხე   
მე პირადად კმაყოფილი ვარ ოკ შოპის, სერვისითაც და პროდუქციის ხარისხითაც. აი, ალგორითმმა გამაგიჟა, საგარანტიო მომსახურება აქვთ საშინელი!!!!

ჩუსტი   10:58:48 2012-10-17  უპასუხე   
2 ნაბიჯში ვიყიდე კამპას 3 და 50იანი წითელი ფორტოხლის წვენო და 6 ლარად გამიტარეს : |უკანაც არ დაიბრუნეს ეგრე ღირსო ძალიან დარწმუნებული იძახდა მენეჯერი , ხოდა რა ვქნა? რატო უნდა მაგოიმებდნენ ვიღაც იდიოტები?
ლია, CSRDG   13:17:28 2012-10-17  უპასუხე   
რატომ ჩათვალეთ რომ 3,5 ლარი ღირდა? ეწერა ზედ? თუ კონსულტანტმა გითხრათ?
ჩუსტი   15:43:10 2012-10-18  უპასუხე   
იმიტომ რო ყოველდღე ვყიდულობ ამ წვენს და ყველაგან 3 და 50 მაქსიმუმ 3 და 60 ღირს,და თან იგივე კამპას სხვა ხილის წვენები 3 და 60 ღირდა სუყველა :D
gio   16:22:41 2012-10-31  უპასუხე   
არ დაიბრუნა ეგრე არ ხდება, უბრალოდ ფული არ უნდა გადაგეხადა, ნავაჭრი იქ დაგეტოვებინა და რა უფლება აქვს ძალით გაყიდინოს, მერე რა რომ გაატარა, უკანვე გააუქმებს, სახლში ხომ არ წაგიღია, მტავარია ფული არ მიგეცა.
ლია, CSRDG   08:32:51 2012-10-19  უპასუხე   
ანუ იმავე მაღაზიაში კამპას სხვა წვენები 3.6 ლარი ღირდა და ეს ერთი წვენი ღირდა 6 ლარი?

ბუნებრივია ასეთი განსხვავება მომხმარებლისთვის მოულოდნელია და იგი შეიძლება შეცდეს. მაღაზიას არ აქვს უფლება პროდუქტი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით გაასაღოს. ამიტომ ან თარო/დახლი უნდა ყოფილიყო გაფორმებული ან დალაგებული იმგვარად, რომ აშკარა ყოფილიყო რომ ეს სხვანაირი წვენია და ჩვეულებრივ კამპას წვენებზე ბევრად მეტი ღირს, ან გამყიდველს უნდა გაეფრთხილებინეთ ამის შესახებ შეძენამდე, რათა თქვენი შეცდომა გამოერიცხა.

მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა დაუშვებელია და ასეთი გზით დადებული გარიგება სადავოა. მომხმარებლის პროტესტის შემთხვევაში მაღაზიამ უნდა დაიბრუნოს პროდუქტი და დააბრუნოს მასში გადახდილი ფული.

matso   15:56:27 2012-10-11  უპასუხე   
კარფურში ბერვ პროდუქციას არ აწერია ქართული ანოტაცია, რაც კანონით აკრძალულია, და თუ შეიძლება ამაზე ვინმემ მოახდინოს რეაგირება?
ლია, CSRDG   17:40:25 2012-10-31  უპასუხე   
შემოწმდა ეს ფაქტი და გაიგზავნა წერილი კარფურში და სააგენტოში

ნინი   21:03:09 2012-09-18  უპასუხე   
მაინტერესებს ცუდად დადებული ბოთლი რომ ვერ დაინახოს ბავშვმა და დაეჯახოს იმის თანხა უნდა გადავიხადოთ?? წინ იმიტომაა გამოწეული რომ აქციაა და ყველამ დაინახოსო, არადა ძალიან ვიწრო გასასვლელებია იოლში, აღმაშენებელზე. მე როგორც ვიცი საზღვარგარეთ ამაზე არავის ახდევინებენ ფულს, იმიტომ რომ საქონელი დაზღვეულია და ამ დაზღვევის ფულს ნებისმიერი მომხმარებელი იხდის რაიმეს შეძენისას.
ლია, CSRDG   11:58:02 2012-09-19  უპასუხე   
ნინო, თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით რა მოხდა, რომელ მაღაზიაში და როდის?

თამუნა   13:24:32 2012-08-23  უპასუხე   
მომსახურე პერსონალზეა ყველაფერი დამოკიდებული ,მაგალითად ქუთაისში ძალიან ხშირად მიწევს პოპულში შესვლა და არც უხეშად მოუმართავს არავის და არც პროდუქტები არ აის ვადაგასული სულ ვამოწმებ ;)
gio   16:25:39 2012-10-31  უპასუხე   
ვერ დაგეთანხმები, ერთის ფაქტიც ყოფილა და მეორისაც, თუმცა მთლიანობაში მართლაც კარგი პერსონალი ყავთ

nana   18:39:40 2012-08-07  უპასუხე   
მე ძალიან კმაყოფილი ვარ სუპერმარკეტ სმარტის ყველა ქსელის,სულ მანდ დავდივარ,გირჩევთ ყველას

DDD   12:00:32 2012-08-02  უპასუხე   
არავინ იყიდოთ საქონელი "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში და არც "ელიტელში" ფაქტიურად ერთი დაიგივეა ორივე. არც პროდუქცია უვარგათ და არც საგარანტიო მომსახურება, საკმარისია ნივთი გაგიფუჭდეს და მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ იხილავთ მას, შემდეგ ან მიიღებთ კონკრეტულ პასუხს და შეაკეთებენ, რომელიც მალევე ფუჭდება ან კიდე დამატებით რამოდენიმე ხნით გაყოვნებენ. ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკას თუ შეიძენთ მერწმუნეთ მინიმუმ 10 დღე მაინც დაგჭირდებათ ცხელ ზაფხულში კონდიციონერი რომ დაგიმონტაჟონ, ბოდიშსაც არავინ მოგიხდით ამის გამო და უკმეხად გაგცემენ მეათე დღეს პასუხს, რომ თურმე მათი ბრალი არ ყოფილა ბევრი გაუყიდიათ და ვერ ასწრებენ, და თუ სხვას დაამონტაჟებინებთ საგარანტიო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებთ. თუ ასე გააგრძელა დარწმუნებული ვარ მალე ერთი კაციც კი აღარ იყიდის იქ არაფერს
მარი   17:10:17 2013-01-27  უპასუხე   
2012 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში ელიტელექტრონიქსის ერთ-ერთ მაღაზიაში
შევიძინე მობილური ტელეფონი კრედიტით ჩემი მეგობრისთვის, იმავე დღეს
აღმოჩნდა რომ ტელეფონი იყო დაზიანებული, გამომდინარე იქედან, რომ
ვიმყოფებოდი სამსახურებრივ მივლინებაში, ტელეფონის მიტანა მაღაზიაში
დაგვიანდა, მობილური მაღაზიაში მივიტანეთ 26 დეკემბერს საიდანაც
მენეჯერმა საგარანტიო სერვისცენტრში გაგვაგზავნა, რომელიც ასევე ქუთაისში
მდებარეობს. ცენტრში ტელეფონი დაიტოვეს და გვითხრეს, რომ შესამოწმებლად
თბილისში უნდა გადაეგზავნათ და როგორც ხელშეკრულებაში ეწერა მაქსიმუმ ერთ
თვეში შეაკეთებდნენ, თან დაგვამშვიდეს რომ 10 დღეს არცერთ შემთხვევაში არ
გადასცდება პასუხიო. კარგა ხანს ველოდეთ და საბოლოოდ დაგვირეკეს
თბილისიდან, რომ პლატა ჰქონდა დაზიანებული, ანუ ქარხნული წუნი აღმოაჩნდა
მობილურს და ახალ პლტას ველოდებით, რომ შევარემონტოთო. ეს იყო და ეს.
ერთი კვირის შემდეგ, ამ შეტყობინებიდან, დავრეკეთ თბილისში და პასუხი
მოვითხოვეთ, ყოველგვარი ვადა უკვე დარღვეული იყო, თან აშკარად პროდუქციას
ქარხნული წუნი ჰქონდა, რაც თავად დაადასტურეს, ამიტომაც მოვითხოვეთ ახალი
პროდუქცია. მეორე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს ახალი ნივთი შეგიძლიათ
გაიტანოთ მაღაზიიდანო. კიდევ ერთი კვირა ველოდეთ და ისევ დავრეკეთ
თბილისის სერვისცენტრში, გვიპასუხეს, რომ დასკვნა ჯერ არ წაუღიათ
ქუთაისის წარმომაგენლობასო, ეხლა ქუთაისში დავრეკეთ და მანქანა ჯერ არ
წასულა დასკვნის წამოსაღებადო, მაინტერესებს, რამდენ ხანს უნდა ველოდოთ
ნივთს, მაშინ როცა კრედიტის მესამედი უკვე გადახდილია, მეორე მესამედსაც
ერთ კვირაში უწევს დაფარვა, რეალურად კი ნივთი ხელთ არ გვაქვს.
იქნებ დაგვეხმაროთ და გაგვარკვიოთ როგორ და ვინ უნდა აგვინაზღაუროს
მორალური ზარალი, რაც გამყიდველის და მისი პარტნიორი სერვისცენტრის
უპასუხისმგებლობით მოგვადგა.

nati   18:53:00 2012-07-25  უპასუხე   
რამდენიმე დღის წინ მეუღლეს დავაბარე სანტეს მაწონი და რომ მინდოდა ბავშვისთვის მეჭმია თავზე ავხადე და გახსნილი იყო და თანაც ამოჭმული, გადავირიე, მინდოდა მიმებრუნებინა მაგრამ მეუღლემ არ მითხრა რომელ მაღაზიაში შეიძინა, ესეიგი რამეს რომ ყიდულობ საგულდაგულოდ უნდა შეამოწმო თორემ რას გაგატანენ ღმერთმა იცის

ნინო   19:24:09 2012-07-03  უპასუხე   
არ იყიდოთ არაფერი "მობი"-ს მაღაზიებში. გარდა იმისა, რომ ყიდიან უხარისხო ტელეფონებს, სამარცხვინოდ არ ასრულებენ საგარანტიო პირობებს. ვერც შეაკეთეს მობილური და არც გამოცვლა უნდათ პირობების მიხედვით.გვთავაზობენ ახლის (სავარაუდოდ ასეთივე უხარისხოს) შეძენას და თანაც გვარიანი თანხის დამატებით. მაგარია:)
tiko   12:21:44 2012-11-03  უპასუხე   
მობის ყველა უჩივის, მაგრამ რა ვიცი, მე 3 წელია ტელეფონი მანდ ვიყიდე და ეხლაც ძალიან მაგრად მუშაობს. არადაა, ბევრისგან გამიგია, რო ცუდი ტელეფონები აქვტო.
dato   23:37:05 2013-02-28  უპასუხე   
მობის ძალიან უკმაყოფილო ვარ, უხარისხო თელეფონები მართლაც აქვთ და არა მარტო ტელეფონები ასევე სხვა წვრილმანებიც. არავის არ ვურჩევ მათთან საქმის დაჭერას. სამი ტელეფონიდან რომლებიც მობიში მაქვს ნაყიდი ორი დაზიანდა საკმაოდ მოკლე პერიოდში. ერთს სენსორი გაუფუჭდა მეორეს ეკრანზე შავი(მკვდარი) პიქსელები გაუჩნდა. აღმოჩნდა რომ მობის 1095 დღიანი გარანტია არის ჩვეულებრივი ხრიკი მომხმარებლების მოსაზიდად და მეტი არაფერი. გარანტიის პირობების გასაუქმებლად მათთვის საკმარისი აღმოჩნდა ტელეფონზე აღმოჩენილი ნაკაწრები რომლებიც "ნაჭდევებად" შეფასდა საეჭვო კომპეტენციის გოგონას მიერ რომლის ერთადერთი არგუმენტი იყო "მერე მე შემექმნება პრობლემა..."

სოფო   00:51:20 2012-06-30  უპასუხე   
რუსთაველზე პოპულში უდევთ თავისივე შეფუთვის წიწიბურა რომელსაც ვადა არსად არ აწერია... რამდენიმე გადმოვიღე ვნახე, კონსულტანტიც მეხმარებოდა მარა არცერთს არ ეწერა.
და ვინმე არ ამოწმებს ან არ აჯარიმებენ? უკვე მერამდენე შემთხვევაა ვადაგასული საქონელი რომ უდევთ და ამ წიწიბურას საერთოდ არაფერი აწერი!

ana   13:43:00 2012-06-27  უპასუხე   
ერთი კვირის წინ შევიძინე პოპულის ქსელში წყალი, საშინელი გემო ქონდა,ვადას დავხედე და ერთითვის წინ გასვლოდა,საერთოდ სუპერმარკეტში ნაყიდ პროდუქტს ვადას არვუმოწმებ ხოლმე მგონია შემოწმებული აქვთ,მაგრამ ორიდგის წინ ნაყინები ვიყიდე პოპულში,ნახევრად გამდნარები და ერთერთის შეფუთვაც გახსნილი იყო,უკან აგარ მიმიბრუნებია:(

tiko   16:23:59 2012-06-20  უპასუხე   
არავინ არასოდეს არ იყიდოთ ნიკონის დილერებთან რაიმე, ყველაფერს ყიდიან ნაგავს, პლიუს ამას გარანტიას გაძლევენ ვითომ, და ისე გატყუებენ რომ წარბსაც არ ხრიან. ვინმეს დაწვრილებით თუ დააინტერესდება მომწერეთ და მოგიყვებით მარგალიტებს. მოკლედ არ ენდოთ რა, მე უკვე ორჯერ დავრწმუნდი რომ საქარველოში ყიდიან გადასაყრელ ტექნიკას

diana   17:40:44 2012-06-14  უპასუხე   
ნინო არ ვიცი რატომ ამბობ ტექნოლუქსზე ასეთ რამეს , მე პირადად ყველაფერი აქ შევიძინე და არ ვარ უკმაყოფილო, ისე "ყველამ არ იცის ტექნიკის სწორად მოხმარება " იქნებ თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით და ამიტომ არ გაგიმართლათ.....ვწუხვარ

nino   11:08:37 2012-06-06  უპასუხე   
თუ არ არტყავენსალაროს ჩეკს მაშინ რა ვქნათ? ჩვენთან ყველა მომხმარებლის მოტყუებაზეა განსაკუთრებით აღვნიშნავ ტექნოლუქსისა და ინტერტექნიკსის საგარანტიო სერვისს. გარანტიის ფურცლები გადაცემული აქვთ ინდმეწარმეებზე, რომლებიც საქონლის რეალიზაციისას არ არტყავენ ჩეკს, საგარანტიო სერვისს რომ ითხოვ ჩეკის უქონლობის გამო არ გემსახურებიან. რა მნიშვნელობა აქვს ჩეკის არსებობას საგარანტიო სერვისისათვის, უფასოდ ხომ არავის გამატანდა 1000 ლარიან ნივთს, მაგრამ ეს შეგნებულად ხდება, რომ არ მოემსახურონ მომხმარებელს. არადა 9 თვეა ნერვები დამაწყვიტეს ვიყიდე კონდეციონერი რომელიც ბრაკია და არ მიცვლიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არაფერი არ იყიდოთ ტექნოლუქსის საგარანტიოთი და ცაბაძის მაღაზიებიდან ი.მ ,,სალომე მზარეულიშვილისაგან" სამწუხაროდ მოტყუებულები დარჩებით
ana   13:40:05 2012-06-27  უპასუხე   
ერთი კვირის წინ შევიძინე პოპულის ქსელში წყალი, საშინელი გემო ქონდა,ვადას დავხედე და ერთითვის წინ გასვლოდა,საერთოდ სუპერმარკეტში ნაყიდ პროდუქტს ვადას არვუმოწმებ ხოლმე მგონია შემოწმებული აქვთ,მაგრამ ორიდგის წინ ნაყინები ვიყიდე პოპულში,ნახევრად გამდნარები და ერთერთის შეფუთვაც გახსნილი იყო,უკან აგარ მიმიბრუნებია:(

ნინო   10:22:33 2012-06-06  უპასუხე   
არავის არ ვურჩევ ელექტრო ტექნიკის შესყიდვას ტექნოლუქისა და ინტერტექნიკსის გარანტიით. არ ენდოთ არანაირი მომხმარებლებო11!!!!!!!!!!!!!!!

მიშა   16:37:23 2012-06-04  უპასუხე   
ორი დღის წინ ჩემი სახლის ახლოს მაღაზიაში ვიყიდე ლუდი ნატახტარი რომელიც მომგებიანი აღმოჩნდა - მოვიგე 1 ბოთლი ლუდი. მივაკიტხე გამყიდველს მოგების მისაღებად მაგრამ არ მომცეს. მითხრეს დისტრიბუტორი ესე მაბობს, რომ გათამაშება ტყუილიაო, უბრალოდ ხალხის მოსაზიდია და მეტი არაფერიო. ვერ მივხვდი, ანუ რეკლამა, რომ მოიგეთო სულ ტყუილია??
ლია, CSRDG   15:22:09 2012-06-05  უპასუხე   
მიშა, თუ არ გადაგიგდიათ, იქნებ სურათი გადაუღოთ მომგებიან თავსახურს (ისე, რომ მისი ნომერი ჩანდეს) და ამოტვირთოთ აქ? თუ შეიძლება, მაღაზიის ზუსტი მისამართიც მიგვითითეთ, რა?

აკო777   22:19:48 2012-06-02  უპასუხე   
თემქაზე მდებარე უნივერსამი, შ.პ.ს. "მემო" არ გირჩევთ არავის რამის ყიდვას, თუ რამეს შეიძენთ, კარგად დაიბანეთ ხელები. განსაკუთრებით საკვები პროდუქტის, რადგან საწყობში , იქ საიდანაც ამოდის მომარაგება( პური, ნამცხვარი, და სხვა დანარჩენი საკვები პროდუქტი) არის საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა, ხან კატის და ხან ვირთხის ლეში აგდია იქ, და წარმოიდგინეთ რა სუნი იქნება და რა დაავადება შეიძლება გავრცელდეს იქ.... P.s. ერთ-ერთი თანამშრომელი
თამარ, CSRDG   12:22:47 2013-06-10  უპასუხე   
სამწუხაროდ ჩვენ საწყობს ვერ შევამოწმებთ. ეს არის სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა. თქვენ უნდა დარეკოთ ნომერზე 2919167 და ჩააწერინოთ თქვენი საჩივარი
ეკა   18:22:29 2013-06-07  უპასუხე   
რომ შევდივართ,დგას საშინელი სუნი და მაგ ყველაფრის ბრალია????

ნინო   20:38:15 2012-05-24  უპასუხე   
მაღაზია "ალგორითმს" ერიდეთ. ჯერ შეუმოწმებლად გამოგვატანეს ლეპტოპი, ანუ ავარჩიეთ მოდელი და იგივე და საწყობიდან გამოგვიტანეს ეგრევე. შემოწმება ვთხოვეთ რა თქმა და ასე გვითხრეს: თუ რამე, გარანტია აქვს და მოიტანთო. ეს "თუ რამე" გამოუვლინდა იმავე საღამოს - 3 მკვდარი პიქსელი ეკრანზე. დავურეკეთ და არაო, 5 მკვდარი პიქსელი უნდა იყოსო, ისე არ ვცლითო. ხელშეკრულებაში კი არ ეწერათ მსგავსი რამ. სანამ ამას ვარკვევდით, 5 კი არა 10 მკვდარ პიქსელამდე ავიდა. ინებეს შეცვლა, მაგრამ უარესი მონიტორი ჩადგეს. იმის შცვლასაც ლამის 2 თვე ვდიეთ.. ამასთან უხეში და უვიცი პერსონალი ჰყავთ ფალიაშვილზეც.. მოკლედ, მაგათთან რაიმეს თუ შეიძენთ, იქვე გადაამოწმეთ, არ ენდოთ!!!!

სოფო   12:52:56 2012-04-27  უპასუხე   
პოპულში ვიყიდე რამდენიმე დღისწინ დაობებული "კოლხის" სერი პური. რომ მივაკითხე ვის მივმართო გაფუჭებულ პროდუქტთან დაკავშირებითო მიპასუხეს ვადას არ უყურებო?
მანამდე ვიყიდე ასევე ამჯავებული მაწონი, ჭიანი წიწიბურა მათივე შეფუთული, ამჟავებული არაჟანი.
და არცერთს ვადა არ ქონდა გასული..
ლია, CSRDG   13:47:13 2012-04-27  უპასუხე   
სოფო, დაობებულ პურს ჰქონდა ვადა გასული?
სოფო   13:50:57 2012-04-27  უპასუხე   
არა მომდევნო დღემდე ქონდა ვადა. მანდ რამდენიმე დღე უწერია ვადა პურს
ლია, CSRDG   13:52:58 2012-04-27  უპასუხე   
მაშინ არ მესმის, რას ნიშნავდა ”ვადას არ უყურებო”.
სოფო   14:11:34 2012-04-27  უპასუხე   
და საერთოდაც ამხელა ქსელი და რატომ უნდა ქონდეთ ვადაგასული საქონელი?!
ლია, CSRDG   14:17:05 2012-04-27  უპასუხე   
გეთანხმებით. ვადაგასული სურსათი უვნებელი აღარ არის. ამიტომ ნებისმიერი მაღაზია ვალდებულია ასეთი სურსათი არ გაყიდოს.

სოფო, იქნებ დააკონკრეტოთ, პოპულის რომელ მაღაზიაზეა საუბარი?

fati   10:12:07 2012-04-14  უპასუხე   
14.04.2012 წ. ნიკორაში. გლდანის VII მ/რ შევიძინე პური. სახლში მისვლის შემდეგ აღმოვაჩინე ,რომ პური ყოფილა დაობებული. მეორე დღეს დილით მივიტანე და ვთხოვე (ჩუმად, არავის რომ არ გაეგო)იქნებ დამხმარებოდნენ.პასუხი იყო ასეთი : მორბძანდით მენეჯერი მოვა ერთ საათში და ის დაგიბრუნებთ ფულს. "ნიკორას" თავის ქსელში "საბჭოთა კავშირის" დროინდელები გამყიდველები არ უნდა ჰყავდეს. პირველ რიგში მათ უნდა ასწავლონ, რომ "კლიენტი მუდამ მართალია" ამ შემთხვევას საჯაროდ არ გამოვიტანდი, ჩემთვის კორექტული პასუხი რომ მოეცათ. იქნებ "ნიკორამ" მის კონსულტანტებს ტრენინგები ჩაუტაროს და მთავარი , დღეს უკვე არსებობენ ინსტანციები ვინც მომხმარებლის უფლებებს იცავენ. იქნებ ამ ინსტანციების მაინც შეეშინდეთ. "უფრთხილდით ნიკორას"
sofo   01:08:44 2014-01-30  უპასუხე   
ფატი პური თუ დაობებული იყო იმ დღესვე ჩაგეტანა მაღაზიაში... მეორე დღეს არ არიან ვალდებული რაიმეთი დაგეხმარონ.

fati   09:58:10 2012-04-14  უპასუხე   
დიდი მადლობა რეგირებისათვის. ვიმედოვნებ ისწავლიან ბიზნესის სწორად მართვას

ფატი   12:34:19 2012-03-30  უპასუხე   
დღეს გლდანის V მ/რ -ში მარკეტ "2 ნაბიჯში" დახლზე ვადაგადაცილებული კვერცხები ეწყოთ. ვადა მხოლოდ ერთ კოლოფზე იყო დაკრული , და მას ვადა გასდიოდა 11.03.2011-ში. სხვა ყუთებზე კი ვადა არსად არ იყო მითითებული. ჩემს შენიშვნაზე თანამშრომლების პასუხი იყო : "ეს კვერცხები 2 დღის უკან მივიღეთო" ასე ,რომ კვერცხები ახალიაო.
ამ მარკეტში ასეთი მონდომებით უკვე დიდი ხანია ვადაგასული პროდუქტი იყიდება. ამიტომ , მომხმარებლებმა , მეტი ყურადღება გამოვიჩინიოთ პროდუქტის შეძენისას , რომ ასეთ "კეთილისმსურველებს" თავი არ მოვაწამლინოთ
თამარ, CSRDG   17:03:51 2012-04-02  უპასუხე   
ფატი თქვენს კომენატრზე რეაგირება იხილეთ ამ ბმულზე

nata   11:04:28 2012-03-23  უპასუხე   
დღეს დილით (23/03/12) იოლის მაღაზიაში ,გაგარინზე, შევიძინე კრაბის სალათი ბრინჯით. აღმოჩნდა საშინლად ამჟავებული და გაფუჭებული. მე სამწუხაროდ ახლა სამსახურში ვარ და უკან ვეღარ მივაბრუნებ, თუ რაღათქმა უნდა მიიღეს და აქეთ არ მომდეს შარი.მოკლედ, რომ გგონია დღეისთვის გემრიელი სადილი შეიძინე და ამ დროს მოწამვლაზე და სიკვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დავრჩი საშინლად იმედგაცრუებული. ის სალათი ალბათ ისევ ვიტრინაში დევს და მადის აღმძვერელა ელის მორიგ მსხვერპლს :)
თამარ, CSRDG   16:14:01 2012-04-04  უპასუხე   
ნატა თქვენი საჩივრის შემოწმების შედეგები ნახეთ ამ ბმულზე

ქეთი   17:15:43 2012-03-12  უპასუხე   
არაცვითარ შემტხვევაში პოპული, იოლმა ძალიან გააფუჭა სამზარეულო (მეტრო დელისთან განსაკუთრებით--ძველი პროდუქციაა) და გუდვილმა ვაკეში ქათმის სოსისი ისეთ შეფუთვიტ გამოუშვა, სულ ლორწოიანი იყო. არადა, თავიდან მშვენიერი იყო. ასე რომ, ქართულად მუშაობენ: მოგაწონებენ და შემდეგ უხარისხოს გაპარებენ!!
ანი   22:42:23 2012-04-28  უპასუხე   
ქეთი ძალიან ვწუხვარ ქათმის სოსისის გამო მაგრამ გთხოვთ იქნებ დააკონკრეტოთ "ლორწოვანი" რას ნიშნავს? იქნებ შეძენის შემდეგ დიდხანს სიცხეში ატარეთ ან რამე მსგავსი?მე სოსისის ტექნოლოგიაში ასე თუ ისე ვერკვევი და ლორწოვანი რანაირად უნდა იყოს სოსისის გარსაცმი ვერ მივხვდი:((

ანა   13:21:57 2012-02-27  უპასუხე   
1 თვის წინ ვიყიდე სარეცხი მანქანა ვესტელში, და ვთხოვე იმის გამო რომ ყოველდღე ვმუშაობ 6-მდე და სახლში დღის განმავლობაში არავინაა, საღამოს 7სკენ მოეტანათ მეორე დღეს..

დიდის ამბით გამიფორმეს საათი, შემპირდნენ რომ მომიტანდნენ 7-დან 8ის ნახევრამდე და მოტანამდე 1 საათით ადრე დამირეკავდნენ...

მეორე დღეს 6-ს აკლდა 10 წუთი, მირეკავს ვესტელის მოტანის სერვისი და მაცნობა: თვენს სახლთან ვართ 10 წუთში და სახლში იყავითო. გავოცდი ცოტა არ იყოს, 10 წუთში როგორ უნდა ვიყო სახლში ჯერ ერთი, ზებგერითი თვითმფრინავი არ მემსახურება, მეორეც გაფორმებული მაქვს 7 საათი... პროტესტი რომ გამოვთქვი, ადმინისტრაციასთან გარკვიეო და ტელეფონი დამიკიდა...

დავრეკე ადმინისტრაციაში, ნახევარსაათიანი ტანჯვა-წამების მერე ბოდიში მომიხადეს, მართალი ხარო, ბოლოს როგორც იქნა მომიტანეს.


ახლა მეორე სერია წავიდა მონტაჟზე, აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა მონტაჟის სერვისთან დაკავშირება, ან არ იღებდნენ, ან იღებდნენ და თიშავდნენ. ბოლოს სათაო ოფისში დავრეკეთ, იქ გავაფორმე თხოვნა რომ მეორე დღეს მოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ, უბრალოდ დილას გადმოგირეკავთ დასტურისთისო.
მეორე დილას რომ დავრეკე, ტექნიკურის ოფისიდან კი პრეტენზია გამომითქვეს, არ იცოდი რომ წინა დღეს უნდა დაგეჯავშნაო? გეგონება მთელი დღე მე ვაიგნორებდი მაგათ ზარებს და არა პირიქით! ბოლოს შემდეგი დღის საღამოსთვის დავიბარე და რა თქმა უნდა დილით დამირეკეს: სახლში მოდით თქვენს სახლთან მოვედით უკვეო... სამსახურის პირდაპირ მაქვს სათაო ოფისი ვესტელის, ავედი საჩივრით, აბსოლუტური უზრდელი პერსონალი მესაუბრა, აქეთ წამიყენა პრეტენზიები, რომ თურმე მე უნდა მოვერგო მათ სერვისს, სამსახურიდან თავი გავაგდებინო, იმის გამო რომ მაგათ პერსონალს თავიანტი მოვალეობის დროულად შესრულება არ ნებავთ. ბოლოს, რამდენიმე დაპირების და არმოსვლის შემდეგ მაღირსეს და დამიმონტაჟეს, ყველას გირჩევთ თავი შორის დაიჭირეთ ვესტელისგან

ქეთი   17:02:00 2012-02-17  უპასუხე   
გეთანხმებით, პოპულში რაც შევიძინე (რძე, სოსისი, თევზი და ა.შ)ყველაფერი გაფუჭებული იყო. მე მგონი თარიღებს ასწორებენ და ძველ პროდუქტს ასაღებენ. რძე აჭრილი იყო, თევზი გაფუჭებული (მაგრამ კარგად შეფუთული!!)და სოსისი ისეთი ლორწოიანი და მოხარშვისას ისეთი ჭარხლისფერი და მყრალი, რომ გული წაგივიდოდა. მეტი რაღა ვტქვა...
თამარ, CSRDG   17:19:35 2012-02-17  უპასუხე   
საჩივრის ფორმა შეგვივსეთ ქ-ნ ქეთი ან აქვე დავიწერეთ პროდუქტების ზუსტი დასახელება და დახასიათება, რომ შევძლოთ ამოვიცნოთ და იგივე შევიძინოთ რაც თქვენ და ასევე მაღაზია სად მდებარეობს. რა თქმა უნდა თუ სურვილი გაქვთ რეაგირება ვიქონიოთ თქვენს მიერ დატოვებულ კომენტარზე. საჩივარს აზრი აქვს თუ ეს შემთხვევა უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე მოხდა

iza   10:41:00 2012-02-13  უპასუხე   
მაღაზია BAMBINO მოვიდა ექპერტიზის დასკვნა. იმედია დაგაინტერესებთ და მირჩევთ როგორ მოვიქცე
eqspertiza.PDF
ლია, CSRDG   15:47:09 2012-02-13  უპასუხე   
დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - ჩექმის გახევის მიზეზად გარე ზემოქმედებაა მიჩნეული. ძალიან სამწუხაროა.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დასკვნა არასწორია, თქვენი სიმართლის დამტკიცების ერთადერთი გზა ალტერნატიული ექსპერტიზაა. თუმცა ეს ალბათ საკმაოდ ძვირი დაჯდება და შედეგი კი გარანტირებული არ არის...

თინათინი   16:18:22 2012-02-06  უპასუხე   
დიდი მადლობა,რომ უყურადღებოთ არ დატოვეთ ჩემი პრობლემა,მაგრამ ამ პროდუქციის უხარისხობამ შემიქმნა პრობლემა და მისი იგივე პროდუუქცით შეცვლა უაზრობათ მიმაჩნია,ისიც ასევე უხარისო იქნება. მე მინდა ამ მაღაზიის დირექტორთან დაკავშირება,რასაც ვერ ვახერხებ და მაინტერესებს აქვთ თუ არა გამყიდველებს მისი გასაიდუმლოების უფლება და კიდევ,შემიძლია თუ არა ,რომ წავუყენო პრეტენზია ჩემი შეცდომაში შეყვანის გამო,ვინაიდან ეს ჩოფერი მომყიდეს ,როგორც ავსტრიული,და სიმართლე რომ გითხრათ უფრო მაგიტომაც სევიძინე,ჩინური არ მინდოდა. მაგრამ როგორც მოგახსენეთ არც ყუთზე,არც მის პასპორტში არ არის ნახსენები მწარმოებელი ქვეყანა. უმორჩილესად გთხოვთ ამასთან დაკავშირებით მომცეთ რჩევა.წინასწარ გიხდით მადლობას.

თინათინი   20:25:53 2012-02-04  უპასუხე   
გამარჯობა,
დოლიძის ნომერ 11ში მდებარე მაღაზიაში"შპს საოჯახო სახლი"–ში შევიძინე ბლენდერი მაგიტექის ფირმის ჩოფერი,რომელიც აღმოჩნდა უხარისხო,კერძოთ საკვების დაბლენდერების დროს მასში ჩასხმული სითხე გარეთ იღვრება.გამყიდველებმა მითხრეს რომ ეს არის ავსტრიული პროდუქცია,მაგრამ არც ჩოფერის ყუტზე და არც მის პასპორტში არ არის მითითებული დამამზადებელი ქვეყანა.ყიდვიდან დაახლოებით ერთ საათში მივედი და ვთხოვე პულის დამატებით სხვა ფირმის ჩოფერში გაცვლა,რაზეც კატეგორიული უარი მივიგე გამყიდვლებისგან. შემდეგ ვთხოვე მაღაზიის დირექტორთან დაკავშირება,ამაზეც სასტიკი უარი მითხრეს,ვერ დაგაკლაპარაკებთ და ნომერსაც ვერ მოგცემთო.შემდეგ საცყობსი გავიდა და ვითომ იქედან დარეკა და მიპასუხა რომ დირექტორმა თქვაო რომ არ გაცვალოთო. შემდეგ დავადგინე რომ ამ მაგაზიის დირექტორი არის ვინმე იური თალაკვაძე,მაგრამ ტელეფონი მაინც ვერ გავიგე. გთხოვთ დამეხმაროთ და გამარკვიოთ აქვტ თუ არა უფლება მაგაზიის დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის გასაიდუმლოების უფლება და მაქვს თუ არა უფლება მოვთხოვო ,ფულის დამატებით,სხვა,უფრო ხარისხიან პროდუქტში გაცვლა
ლია, CSRDG   11:18:40 2012-02-06  უპასუხე   
თინათინ,

თუკი შეძენილი საქონელი ნაკლიანი აღმოჩნდა, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მაღაზიისგან მისი შეკეთება, გამოცვლა ან დაბრუნება. გაეცანით ამ სტატიას.

აუცილებელია დააფიქსიროთ, რომ მაღაზიაში დროულად მიაბრუნეთ ნაკლიანი პროდუქტი (ქვითრით) და მოითხოვეთ მისი გამოცვლა. ჯობს პრეტენზია წერილობით წარუდგინოთ და ამ წერილის ასლზე მიმრებს ხელი მოაწერინოთ. თუ მაღაზია არ იტოვებს წერილს ან არ გიწერთ ხელს ასლზე, მაშინ გირჩევთ ფასიანი ფოსტით გაუგზავნეთ პრეტენზიის წერილი - მთავარია, რომ თქვენი დროული პრეტენზია დაფიქსირდეს.

მიღებულ წერილზე მაღაზია ვალდებულია პასუხი გაგცეთ. უარყოფითი პასუხი ან სრულიად უპასუხოდ დატოვება სასამართლოში მიმართვის საფუძველს გაძლევთ.

Ann Tsurtsumia   10:09:58 2012-01-13  უპასუხე   
"იოლში", ეკო-ფუდის რძე, რომელსაც შეფუთვაზე აწერია : "საერალიზაციო ფასი 2 ლარი" იყიდება 2 ლარად და 10 თეთრად.
თამარ, CSRDG   12:38:38 2012-02-06  უპასუხე   
ანა ჩვენ შევიძინეთ 2 ლარიანი ეკო-ფუდის რძე იოლის მაღაზიაში 2.10 ლარად. (იხ. სტატია) წერილები გავაგზავნეთ მეწარმესთან და მაღაზიაში

tea   20:48:18 2012-01-06  უპასუხე   
მაღაზიაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ "ზეიკიძის", იგივე "ლიდერ-ფუდის" პროდუქციის ყიდვით საფრთხეში იგდებთ თავს, რადგან პროდუქცია უხარისხოა, თანაც ანტისანიტარიულ პირობებში.

iza   12:30:22 2011-11-22  უპასუხე   
წარმოიდგინეთ რა დიდ ტრამვას მიიგებდა პატარა გოგონა, როდესაც დილით ჩაცმულ ძვირფასს ჩექმას ასეთ მდგომარეობაში ნახავდა სულ რამდენიმე საათში. გთხოვთ გაითვალისწინოთ გოგონას და მისი მშობლების ასეთი შეურაცხოპა და მიუთითოთ მაღაზია BAMBINI-ის დირექციას გაითვალისწინოს მომხმარებლების უფლებები.

lia   00:28:30 2011-11-22  უპასუხე   
ერთი ვიცი, არ ვურჩევ პეკინზე მაღაზია "ბამბინ"-ს,უხარისხო საქონელი და დაბალი მომსახურეობა

lia   21:40:32 2011-11-19  უპასუხე   
პეკინის 35 -ში მდებარე მაღაზია "BAMBINI" _ში სასტიკად არღვევენ მომხმარებლის უფლებებს, შევიძინე 8 წლის გოგონასთვის ზამთრის თბილი ჩექმა, საღამოს საათებში დილით ბავშვი ავტომანქანით წავიყვანე სკოლაში სულ რაღაც 3 საათში 198 ლარიანი ჩექმა გადაიხსნა, მივიტანეთ იმავე დღეს მაღაზიაში თანხის დაბრუნების მოთხოვნით, დაბალხარისხიან საქონელზე უდიდესი თანხა გადავიხადეთ საქონელი აღმოჩნდა უხარისხო ამბობენ რომ საქონელმა ექსპერტიზა უნდა გაიაროს რომ დადგინდეს დეფექტის წარმოშობის მიზეზი. მაღაზიის თანამშრომლების საქციელიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება საქმე გადაწყდეს ჩემს სასარგებლოდ. გთხოვთ დამეხმაროთ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში.


ნინო   17:23:13 2012-02-20  უპასუხე   
ძალიან სამწუხარო ფაქტია, ქართული მომსახურების დონე არის 0, არასდროს მომწონდა აქაური ფასების და ხარისხის შესაბამისობა და ამიტომ გადავედი ონლაინ მაღაზიებზე, ბევრად იაფად ვიწერ უკეთეს ხარისხის ნივთებს, ფეხსაცმელიც დიდი ხანია აქ აღარ მიყიდია, მით უფრო ამ კოშმარულ ფასად :)როგორც კლიენტს, არაჩვეულებრივად მექცევიან და ხშირად მთავაზობენ ფასდაკლებებს, თქვენც გირჩევდით სამომავლოდ
ლია, CSRDG   22:59:24 2011-11-19  უპასუხე   
ლია, რა სტადიაზეა საქმე? ტარდება ექსერტიზა? ვინ ატარებს? ვის აქვს ეს ჩექმა ამჟამად?
lia   20:53:15 2011-11-21  უპასუხე   
Cheqmas utardeba eqpertiza "levan samxaraulis sax.eqpertizis erovnul biuro"-shi, erti tvis vadashi iqneba pasuxi, magaziis mepatronis mier kitxva dasmuli aris asetnairad "tvitneburad gaixa tu shegnebuli zemoqmedebit". eqsperttan saubarshi daskvna gomovitane rom pasuxi savaraudod iqneba gawrilia an gaxeuli. magaziis mepatrones rom shevekitxet "gaxevis"-pasuxis shemtxvevashi rogor moiqceodnen, izaxian vnaxot. erti tve unda velodo tavis uxarisxo saqonlis eqpertizis gamo, arada bavshvistvis sayideli maqvs zamtris fexsacmeli. aqve gacnobebt, sanam me mividodi pretenziit, manam ori qalbatoni iyo da itxovdnen tanxis ukan dabrunebas fexsacmlis uxarisxobis gamo da iyo mteli oromtriali, mepatrone eshmakurad moiqca damatovebina cheqma, gaverkvevi da dagikavshirdebito. aseti pretenziebi mattan albat xshiria. tu ramit damexmarebit chemi simartle davamtkico, tqveni madlobeli dagrchebit.
ლია, CSRDG   13:10:09 2011-11-23  უპასუხე   
ლია, პრინციპში ჯერ-ჯერობით მაღაზიას არაფერი უკანონო არ უქნია. კანონის მიხედვით ( კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მუხლი 13, პუნქტი 5, მესამე აბზაცი) ”გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია მიიღოს მომხმარებლისაგან უხარისხო საქონელი და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ნაკლოვანებები წარმოიშვა მომხმარებლის მიერ სარგებლობისა და შენახვის წესების დარღვევის, მესამე პირთა ან დაუძლეველი ძალების მოქმედების შედეგად. მომხმარებელს აქვს საქონლის ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის უფლება.”

თუმცა კანონი ასევე ადგენს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადებს: ”მომხმარებლის მიერ საქონლის ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი (დამამზადებელი) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს იგი, ხოლო გამყიდველის (დამამზადებლის) მიერ საქონლის ხარისხის დამატებითი შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში - მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში. თუ გამყიდველს, დამამზადებელს (მათი ფუნქციების შემსრულებელ საწარმოს) შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტში არ აღმოაჩნდა საჭირო საქონელი, მან უნდა შეცვალოს იგი 1 თვის ვადაში.” (იგივე კანონის მე-16 მუხლის პირველი და მეორე აბზაცი).

თუ ეს ვადები დაცული არ იქნა, თქვენ გეკუთვნით პირგასამტეხლო - ყოველ გადაცილებულ დღეზე საქონლის ღირებულების 1% (იგივე კანონის მე-17 მუხლის პირველი აბზაცი).

გირჩევთ ამობეჭდოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და აჩვენოთ მაღაზიას ჩვენს მიერ მითითებული მუხლები - რომ არ ეცადნონ თქვენს მოტყუებას. თუ ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რომ ჩექმა თავისით გაიხა ან მაგალითად გადაიხსნა იმის გამო, რომ სათანადოდ გაკერილი არ იყო - მაღაზიამ ყოველგვარი ”ვნახოთ”-ს გარეშე უნდა გამოცვალოს საქონელი ან აგინაზღაუროთ მასში გადახდილი თანხა და დამატებით გადაგიხადოთ სულ ცოტა 10 დღის პირგასამტეხლო (რადგან ექსპერტიზას 1 თვე დაჭირდა).

nino   17:49:34 2011-11-16  უპასუხე   
იცით რა მაინტერესებს, აქ საუბარია მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე, მაგრამ რატომ არაფერს ვამბობთ ხალხო ტექნიკის უვარგისობაზე - მე მაგალითად ელიტ-ელექტრონიქსში ვიყიდე უთო-"ტეფალი", რომელშიც გადავიხადე 299 ლარი და რომელიც არაფრად არ ვარგა, ბევრჯერ მივაკითხე მაგათ სესვის ცენტრს, მაგრამ მეუბნებიან რომ ეს არის საუკეთესო უთო, მაინტერესებს თვითონ რომ მოუხდეთ ამ უთოს გამოყენება ,მერე რა პასუხს გამცემენ? ეს ხომ საშინელებაა...


ლია, CSRDG   10:28:22 2011-11-18  უპასუხე   
ნინო, კარგი იქნება, თუ უფრო დეტალურად აღწერთ, კერძოდ რა სჭირს უთოს და რა არგუმენტები აქვს სერვის-ცენტრს იმის დასაბუთებისვის, რომ უთო საუკეთესოა. თუ სურვილი გაქვთ, ერთად მივაკითხოთ სერვის ცენტრს და გავერკვეთ ამ საკითხებში.

beso   20:39:17 2011-11-15  უპასუხე   
ყველაზე ცუდი მომსახურება, აფერისტობა და ყველაფრის დონე დაბალზე დაბალი არის პოპულში

kakha   23:02:27 2011-11-07  უპასუხე   
გამარჯობათ მე ძალზედ კმაყოფილი ვარ სუპერმარკეტ "სმარტი": ს მომსახურეობით და კონსულტანტების პროფესიონალიზმით... პროდუქციის ხარისხით და არანაირი ვადაგასული პროუქცია ... ვარ სმარტის ყოველდღიური მომხმარებელი
keta   19:35:24 2013-04-18  უპასუხე   
მეც ძალიან კმაყოფილი ვარ სუპერმარკეტი სმარტის მომსახურებით და პროდუქციაც ძალიან მომწონს,ხშირად ვყიდულობ ცივ ყავას და რულეტებს,მინდა ეს ხარისხი შენარჩუნდეს

nkukunashvili   19:40:24 2011-11-05  უპასუხე   
არც ერტ მაღაზიას არ ვენდობი,განსაკუთრებით ამ გადაცემის შემდეგ,რომრლმაც დამანახვა რომ ის ადამიანები, რომლების იცავენ მომხმარებლის უფლებებს,ყველა მწვავე კითხვაზე საკუთარი თავის და სურსათის ეროვნული სააგენტოს დაცვაზე ფიქრობდნედ.მე კონკრეტულად ამ ადამიანებს ვერ დავწამებ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას, მაგრამ გამიჩნდა სერიოზული ეჭვი და შიშიც, რომ განწირულნი ვართ.
ნია   13:20:40 2013-02-20  უპასუხე   
მეც ვეღარ ვენდობი.. ღამე მაცივრებს რთავენ და რძის პროდუქტები, ხაჭო, არაჟანი უფუჭდებათ. გემოზე არ ეტყობა, თუმცა, 1-2 საათი სითბო საკმარისია, ბაქტერიების გასამრავლებლად და ადამიანის მოსაწამლად :(
Lia Todua   20:08:41 2011-11-05  უპასუხე   
ვიღებ კრიტიკას. მეც არ მომეწონა ჩემი თავი მაგ გადაცემაში. მართალი გითხრათ, აზრზე არ ვიყავი, რას გეგმავდნენ და ამიტომ ვიჯექი საყოველშემთხვევო შტერული ფრთხილი ღიმილით. ალბათ მეტი სიმწვავე იყო საჭირო...

mari   14:27:55 2011-11-05  უპასუხე   
აღარ ვიცი თუ საერთოდ რომელიმე მაღაზია სანდოა ბევრგან მიმუშავია და თითქმის ყველგან ისეთი სიტოაციაა რო არაფერია სანდო...და საცხობებში განსაკუთრებიტ საშინელებები ხდება,მარკეტში 1წლის ტკბილეულს ყიდიან და გაფუჭებულ შოკოლადებს,ობიანი იოგურტიც მიყიდია გლდანში მარიამში რო სუპერმარკეტია დიდი,და რავიცი კიდე უამრავი რამე ეხლახან ნიკორას დიეტური კალბასი ვიყიდე მაღაზიაში აყროლებული იყო და პაშტეტივით იყო თუმცა თითონ ნიკორაში არ მიყიდია უბრალოდ ნიკორასი იყო...ეცადეთ იმ მარკეტში იყიდოთ ვის მეპატრონეებსაც იცნობთ და ეს ცოტათი მაინც დაგეხმარებათ არჩევანში და ეტიკეტზეც დააკვირდეთ წარწერებს და ვადებს თუმცა ძაან ხშირია გადავადებებიც...

manana   14:24:24 2011-11-05  უპასუხე   
ე. ი. მე მარტო არ ვყოფილვარ ~~ვაუს~~თი უკმაკოფილო, სურვილი მაქვს, რომ გაუმჯობესდეს მომსახურება.

fati   03:11:10 2011-09-16  უპასუხე   
მეც ვეთანხმები მანანას.გლდანში მ.ახმეტელის ახლოს სუპერმარკეტი "ვაუ"-ეს არის საბჭოთა გადმონაშთის "მაღაზია" სადაც შიშით ზედმეტ კითხვას ვერ დასვამ, გამყიდველები ისეთი სახით გიყურებენ თითქოს თქვენ ხართ დამნაშავე იმაში რომ ისინი იქ მუშაობენ და თქვენ უნდა მოგემსახურონ.სწორედ ამიტომაც ყველა ცდილობს ამ "მშვენიერებას"გვერდი აუაროს.
Tako Gobejishvili   03:49:00 2011-09-16  უპასუხე   
შეწუხებული ან გაბრაზებული სახეები, ეს ხომ ჩვენი მაღაზიების 90%-ის დაავადებაა. სულ მაგაზე ვფიქრობ, ნუთუ სამსახურში რომ აყავთ თანამშრომლები არ შეუძლიათ რაღაც პატარა ტრენინგივით ცაუტარონ მომსახურე პერსონალს, როგორ უნდა მაომსახურო კლიენტს, რომ არ დაკარგო და პირიქით მოიზიდო. პატარა მაღაზიები კიდევ გასაგებია, მაგრამ დიდი მარკეტებშიც იგივე რომ ხდება აუტანელია. ან ხანდახან პირიქითაა, ისეთი მომაბეზრებელია მათი ყურადღება და დაუსრულებელი კუდში დევნა, რომ გამოვსულვარ მაღაზიიდან. ძალიან მომწეონა farmagidis~ მომსახურე პერსონალი. მოშორებით დგანა სანამ არჩევ და თუ რამე კითხვა გაქვს სიამოვნებით გიწევენ კონსულტაციას.

manana   1  13:24:04 2011-09-15  უპასუხე   
მოგესალმებით! მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი მომსახურებაა გლდანის მაღაზია ვაუ-ში, ყველა ერთმანეთზე უარესია.
დალი   13:00:28 2011-11-05  უპასუხე   
ვეთანხმები მანანას,განსაკუთრებული აგრესიულობით და უხეშობით გამოირჩევიან "ვაუ"-ს პურის სექციის და სწრაფი ჩარიცხვის მომსახურე პერსონალი

Tako Gobejishvili   04:15:49 2011-09-13  უპასუხე   
პოპულთან დაკავშირებით ჩემს ნაცნობებში ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულებაა. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ამ ქსელს ივაჭროს და რაც მთავარია საერთოდ არაფერი არ შეცვალოს. მემგონი ყველაზე კარგი სახლთან ახლოს, ჩვენი მეზობლის ან უბრალოდ მუდმივი მოხმარების გამო ნაცნობად ქცეული მაღაზიებია

ლია   2  13:56:11 2009-11-18  უპასუხე   


არავის არ ვურჩევ პოპულის მაღაზიას ვაჟა-ფშაველას და თამარაშვილის კუთხეში _ ასეთი უხეში მომსახურე პერსონალი მეტი არსად მინახავს!


eka   1  14:55:33 2010-04-29  უპასუხე   
ნამდვილად, მე ერთი წელზე მეტია აღარ შევდივარ თამარაშვილის კუთხეში პოპულის მაღაზიაში. მსგავსი ტუტუცი გამყიდველები არ შემხვედრია. და იმდენი ცუდი ფაქტი მახსოვს პოლპულის ამ მაღაზიასთან დაკავშირებით, რომ უკვე ნაკლებად შევდივარ პოპულის სხვა მაღაზიებში.
Blanc   00:20:58 2011-12-10  უპასუხე   
საერთოდ გირჩევთ ეცადოთ გვერდი აუაროთ პოპულის ყველა სუპერმარკეტს. მსგავსი მარაზმი არსად არ ხდება. თუ მანდ მიწევს შესვლა (სადღეღამისო ახლოს მხოლოდ ეგაა) საათობით ვაკვირდები ყველა პროდუქტის ვადებს :|
ტილებიან ბრინჯზე და 2-3 წლის ობმოკიდებულ რძის პროდუქტებზე საუბარიც არ ღირს.
ქეთი   17:07:32 2012-03-12  უპასუხე   
ტყუილად აკვირდებით ვადას. მე მგონი გადასწორებული აქვთ!!!!
მარი   00:26:53 2011-12-22  უპასუხე   
ვარკეთილის პოპულის მაღაზიაში როცა ადმინისტრატორს ვკითხე რატომ არ ეწერა ხორცს ვადა........ მიპასუხა ალბათ ჩამოფასებული არისო?ეს იყო ჩემი ბოლო ვიზიტი პოპულში
Kakha   00:53:40 2011-11-06  უპასუხე   
საერთოდ არცერთ პოპულს არ ვუღცევ არავის...ნუ ბათუმში საერთოდ მარაზმია...თუ მაზოხისტი ხარ მაშინ შედი და იწვალე პოპულში...
toma   22:02:36 2011-12-28  უპასუხე   
ყველას მომსახურებაზე აქვს პრობლემა,მთავარია პროდუქტი იყოს ეკოლოგიურად სუფთა.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge