ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა
მომხმარებლის უფლებების დღე - პროდუქტის უსაფრთხოება
შეძენილ პროდუქტსა და მომსახურებაზე უარის თქმა
კოსმეტიკური საშუალებების ვადები

არაჟანი "ნატურალ+"

2013 წლის 30 იანვარს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა

2013 წლის 17 თებერვალს ნატურალ +-ს არაჟნის ნატურალურობის შემოწმებაზე კიდევ ერთი საჩივარი მივიღეთ ვებ-გვერდზე:

2013 წლის 12 მარტს შევიძნეთ  შპს "ნატურალ+" ორი დასახელების არაჟანი :  არაჟანი 15% და სვანური არაჟანი 25%. არაჟნებს მივანიჭეთ პირობითი ნომრები : #1 არაჟანი 15% და #2 სვანური არაჟანი 25%.

ორივე დასახელების არაჟანს შემადგენლობაში მითითებული აქვს, რომ პროდუქტი დამზადებულია მცენარეული ცხიმის გამოყენებით :

არაჟნები გადავიტანეთ გამჭვირვალე ერთჯერად კონტეინერებში და ჩავაბეთ ლაბორატორიას მათში საერთო ცხიმისა და ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით :

#1 - არაჟანი 15% - საერთო ცხიმის შემცველობა16.5%, ხოლო რძის ცხიმის შემცველობა 0%;

#2 - სვანური არაჟანი 25% - საერთო ცხიმის შემცველობაა 28.5%, რძის ცხიმის შემცველობა 0%;

ანუ, არც ერთი ეს პროდუქტი ნამდვილი არაჟანი არ არის.

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით რძის პროდუქტის დასახელებით არ შეიძლება გაიყიდოს პროდუქტი, რომელიც რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს შეიცავს. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს.




print version
16:22:27 2013-03-27

კომენტარის დამატება

Roena Khachidze   21:11:27 2013-03-27  უპასუხე   
მაგრამ ფირმის რაიმე სერიოზულ გაფრთხილებას მაინც არ ითვალისწინებს კანონი? და სხვა დანარჩენი და სისუფთავე ნორმაში აქვს მაინც? მეუღლე ძალიან ხშირი მომხმარებელია ამ არაჟნის და საზიანო ხომ არ შიეძლება იყოს?
ლია, CSRDG   08:24:28 2013-03-28  უპასუხე   
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ასეთი პროდუქტის წარმოებას არ კრძალავს. და არც ფირმის გაფრთხილებას ითვალისწინებს.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ჯანმრთელობისთვის საზიანო ეს პროდუქტი არ არის. ახლო მომავალში შემოწმდება პროდუქტის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიც. შეძლებისდაგვარად, მომავალში აგრეთვე გაიზომება ცხიმის წარმომავლობა და მასში ტრანს-ცხიმების შემცველობა _ ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ლაბორატორიები ამას ვერ ადგენენ. თუმცა წარწერის მიხედვით, პროდუქტი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, სავარაუდოდ ჰიდროგენიზებულს, რაც მაინცდამაინც სასარგებლო არ არის.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge