ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ხორბლის ფქვილი „კარმენი“
კარაქი მალკო 82.5%
ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბეჭდური პუბლიკაციები
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე

ბიჟუტერიის შემოწმება
მძიმე მეტალები,

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 29 დასახელების სამკაული და გავაგზავნეთ აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო (ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით „Saturated“).

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. 

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის პასუხ“-ში მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

ნომერი ფოტო დასახელება მწარმოებელი ქვეყანა შესყიდვის     ადგილი                                   ანალიზის პასუხი  
1 ყელსაბამი "Swarovski" - ი.მ. სოფიო ჯიქია, პეკინის 13 არ აღმოჩნდა დარღვევა  
2 საყურე Fashion Jewellery - ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74 აღმოჩნდა დარღვევა  
3 სამაჯური Yan er mei - ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74 აღმოჩნდა დარღვევა  
4 საყურე SPKK - ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74 აღმოჩნდა დარღვევა  
5 საყურე Fashion - ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74 აღმოჩნდა დარღვევა  
6 საყურე Fashion Jewelry - ი.მ. სერგო მაყაშვილი, წერეთლის 74 არ აღმოჩნდა დარღვევა  
7 ყელსაბამი Baldi London - შპს "BALDOSI", აღმაშენებლის 104 არ აღმოჩნდა დარღვევა  
8 საათი MEMA - ი.მ. "ანუშ კაზაროვა", პეკინის 13 აღმოჩნდა დარღვევა  
9 სამაჯური Fashion Jewelry - ი.მ. "ანუშ კაზაროვა", პეკინის 13 აღმოჩნდა დარღვევა  
10 ყელსაბამი Cabi jewelry  ჩინეთი შპს "ნავნე", წერეთლის 7 არ აღმოჩნდა დარღვევა  
11 სამაჯური Francesca's Collections   შპს "ნავნე", წერეთლის 7 არ აღმოჩნდა დარღვევა  
12  სამაჯური Parfois  ჩინეთი მაღაზია "პარფოისი", შპს აი სი არ ტრეიდი, გამსახურდიას გამზ. 23 არ აღმოჩნდა დარღვევა  
13  სამაჯური Mandarina Casual  ჩინეთი მაღაზია "მანდარინა", შპს რითეილ ბიზნეს გრუპ, პეკინის 20 არ აღმოჩნდა დარღვევა  
14  საყურე Fashion Mrk - მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95 აღმოჩნდა დარღვევა  
15  სამაჯური Gini Bileklik - მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95 აღმოჩნდა დარღვევა  
16  სამაჯური Fashion Jewelry - მაღაზია "ეიფელი", ი.მ. თამარი ნიკოლაძე, აღმაშენებლის 95 აღმოჩნდა დარღვევა  
17  სამაჯური Fashion Jewellery - შპს "ამბიანს", აღმაშენებლის 104 აღმოჩნდა დარღვევა  
18  ყელსაბამი Ece Boncar Accessories - შპს "ამბიანს", აღმაშენებლის 104 არ აღმოჩნდა დარღვევა  
19  ყელსამაბი Stainless Steel - შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104 არ აღმოჩნდა დარღვევა  
20  საყურე Fashion Jewelry - შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104 არ აღმოჩნდა დარღვევა  
21  საყურე Ka Di Sha Jewelry - შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104 აღმოჩნდა დარღვევა  
22  საყურე Shicaini, Fashion Jewelry - შპს "ლილე 2016", აღმაშენებლის 104 არ აღმოჩნდა დარღვევა  
23  ყელსაბამი და საყურე Stainless Steel - შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19 არ აღმოჩნდა დარღვევა  
24  საყურე Esmer Fashion jewelry&accessories - შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19 არ აღმოჩნდა დარღვევა  
25  საყურე Tunan, Fashion Korean Design - შპს ფ.დ. ჯგუფი, პეკინის 19 არ აღმოჩნდა დარღვევა  
26  ყელსაბამი H&M  ვიეტნამი მაღაზია ჰ&მ, რუსთაველის 2/4 არ აღმოჩნდა დარღვევა  
27  საყურე H&M  ჩინეთი

მაღაზია ჰ&მ, რუსთაველის 2/4

არ აღმოჩნდა დარღვევა  
28  ყელსამაბი Koton  თურქეთი მაღაზია "კოტონი", პეკინის 42 არ აღმოჩნდა დარღვევა  
29  სამაჯური Dimond -  შპს "დაიმონდი" ახმეტელის მეტროს მ/ტ აღმოჩნდა დარღვევა  

გაიგზავნა წერილები შესაბამის მეწარმეებთან (იხილეთ ბმულები: ი.მ სერგო მაყაშვილს, ი.მ თამარ ნიკოლაძეს, ი.მ "ანუშ კაზაროვას"შპს "ლილეს, შპს "ამბიენსს" შპს "დაიმონდს"), ხელისუფლებასთან (იხილეთ ბმულები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და  ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში) და სახალხო დამცველთან.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

-------

როგორც ამ სტატიის ქვემოთ განთავსებული 4 დეკემბრის კომენტარიდან ჩანს, ი.მ. თამარ ნიკოლაძე (მაღაზია „ეიფელი“) გვაცნობებს, რომ არ იცოდა მის მაღაზიაში ნაყიდი სამკაულების მავნეობის შესახებ. ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული სამკაულები გაყიდვიდან ამოიღო და გაანადგურა.

-------

2020 წლის 16 იანვარს მივიღეთ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წერილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისამართით, რომლითაც კომიტეტის თავმჯდომარე სთხოვს სამინისტროს განიხილოს ჩვენს მიერ მიწოდებული წერილი ჯანმრთელობისათვის საშიში ბიჟუტერიის აღმოჩენის თაობაზე და პასუხი აცნობოს კომიტეტს.  

-------

2020 წლის 21 იანვარს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8523
 




print version
10:56:38 2019-12-03

კომენტარის დამატება

tamarı nikoladze   21:18:54 2019-12-04  უპასუხე   
gamarjobat.chventan agmochnda samwuxarod dargveva.namdvılad arc vıcodıt rom es produkcıa sheıcavda janmrtelobıstvıs mavne nıvtıerebebs.agnıshnulı produkcıa avıxet da gavanadguret.bodıshs vıxdıt momxmareblebıs wınashe.damerwmunet ar gvkonda ınpormacıa am nıvtıerebebbıs shesaxeb.es produkcıa ukve agebulıa magazııdan da ar gvakvs realızacıashı.patıvıscemıt magazıa EYFELI(agmasheneblıs 95)
თამარ, CSRDG   10:47:17 2019-12-06  უპასუხე   
დიდი მადლობა ქ-ნ თამარ პასუხისმგებლური დამოკიდებულებისათვის და მომხმარებელზე ზრუნვისათვის


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge