ბოლო ცვლილებები

"დაჩა ზალატაია"
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
კარტოფილის პელმენი "დარიალი"
კაფე "კანაპე"
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
ციტრუსის წვენი
კრუასანი "7 დეისი"
ბუტერბროდის ეტიკეტი

საიტის წესები

საიტის მომხმარებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.  თითოეული მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

გთხოვთ თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან!

კომენტარი, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის გამონათქვამებს, წაიშლება:

  • ვისიმე პიროვნული შეურაცხყოფა, დაცინვა, დამცირება;
  • მუქარა, თავდასხმა;
  • უცენზურო ლექსიკა, პორნოგრაფიული სურათები ან ბმულები;

ადმინისტრაციას უფლება აქვს კომენტარი სხვა, უფრო შესაფერის განყოფილებაში გადაიტანოს. კომენტარის წაშლისას ან სხვა განყოფილებაში გადატანისას მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჰაკერული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით კომენტარებში დაშვებულია მხოლოდ ასოების, ციფრების და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება (წერტილი, მძიმე, ორწერტილი, წერტილ-მძიმე, ტირე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, ბრჭყალები).
.




print version
19:23:32 2009-12-03

კომენტარის დამატება

dimitri   12:24:46 2014-07-29  უპასუხე   
გამარჯობა. პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასეთ კარგ სამსახურს უწევთ ხალხს.

გთხოვთ თუ შესაძლებელია შეამოწმოთ მადლიანი+-ის წარმოებული პურის რამოდენიმე სახეობა. ახლახანს ვიყიდე მათი ე.წ. უსაფუარო პური, მაგრამ როგორც ჩანს ამ პურში უმეტესი ნაწილი საფუარია. ჩემის აზრით აშკარად არ შეესაბამება მათი პურის ეტიკეტზე მითთითებული ინფორმაცია სიმართლეს. გმადლობთ.

აი მათი მონაცემები რისი მოძიაებაც შევძელი:
მადლიანი+

მისამართი: თბილისი, Khizanishvili St
ელ-ფოსტა: nkukhaleishvili@mail.ru
ტელ: 2 58 66 55

აღწერა

ქართული პურის ნაირსახეობა , ყოველგვარი ქიმიკატების და მინარევების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა ,უგემრიელესი; ‘მართლა პური,მადლიანი,კოლხური,რაჭული,ქვაზე გამომცხვარი პური და რუხი პური“ -მოიკითხეთ მარკეტებში და დააგემოვნეთ! პური მადლიანი,მართლაც მადლიანია.



თამარ, CSRDG   14:43:07 2014-07-29  უპასუხე   
დიმიტრი სამწუხაროდ საფუარის შემცველობას ვერ გვიდგენენ ლაბორატორიები და ამიტომ ვერ ვამოწმებთ
dimitri   11:28:12 2014-07-30  უპასუხე   
გასაგებია. პურის შემოწმებისას რას ამოწმებთ ხოლმე? იქნეგ ეგ პარამეტრები მაინც შეამოწმოთ?
თამარ, CSRDG   10:16:39 2014-07-31  უპასუხე   
დიმიტრი ვამოწმებთ იმ პარამეტრს რასაც მომხარებლის საჩივარი ითხოვს. ჩვენი ინიციატივით პროდუქტს არ ვამოწებთ

giorgi   22:16:39 2014-07-01  უპასუხე   
მოგესალმებით! 2 დღის წინ გლდანში, ერთ-ერთ მაღაზიაში კერძოდ გმირკურსანტთთა ქუჩის დასაწყისში(ყოფილი ქერჩის) ქუჩის დასაწისში მდებარე მაღაზიაში შევიძინე 2 ლიტრიანი ზედაზენის (ტარხუნას) ლიმონათი. დამაყარა მთელ სხეულზე ანუ მომცა რაღაცამ ალერგია რაც ბავშვობის მერე არ მქონია მსგავსი სახით. არაფერი ისეტი არ მიჭამია საეჭვო რომ რაიმე სხვა კერძს გამოეწვია, დავეჭვდი რომ მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ეს აგნიშნული ლიმონათი გადასამოწმებლად რამოდენიმეჯერ ისევ დავლიე ამ დგეებში და რომ დავლევ სადგაც 10 წუთში ქავილი მეწყება მთელს სხეულზე. შეიძლება მიკრობიულოგიურად იყოს დაბინძურებული დამაეჭვა იმაანაც რომ სხვა ლიმონათებისგან განსხვავებით ამ კონკრეტულ ტარხუნას ეტიკეტზე მითითებული აქვს 2 ემულგატორი. გთხოვთ გადაამოწმოთ ლაბორატორიაში შეუძლია ამ ლიმონათს გამოიწვიოს ეგეთი ალერგიული რეაქციის გამოწვევა თუ არა. მადლობთ წინასწარ



Tamuna Met   01:36:03 2014-06-30  უპასუხე   
ნუცუბიძის მე-3 პლატოზე მდებარე მარაზია "ფუდმარტში" 1 წლის ბავშვისთვის შევიძინე რუსული წარმოების შვრიის ბურღული, სახელწოდებით "ცარ",რომ გავხსენი აღმოჩნდა ჭიებით სავსე.თუმცა ვადა აქვს დეკემბრამდე.გთხოვთ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ წერილს უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ ზომები.წინასწარ გიხდით მადლობას
თამარ, CSRDG   11:49:25 2014-06-30  უპასუხე   
ვანახავთ თამუნა აუცილებლად

ინგა   16:20:01 2014-04-19  უპასუხე   
მაინტერესებს ქვითრის ამ ჩვენებით რამდენი მაქვს წყლის მოხმარების გადასახდელი თანხა.
daangarisheba.xlsx

nino   18:41:36 2014-04-01  უპასუხე   
მოკლედ ძალიან მაინტერესებს სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება თუ ოდესმე იქნება შესაძლებელი?უფრო კონკრეტულად ეგრეთწოდებულ ინგოროყოვას კლინიკაში, არის საშინელი მომსახურება,პაციენტებს საერთოდ ვერ აღიქვამენ ადამიანებად. სამწუხაროდ მეც მომიწია მათთან ურთიერთობა,ნებისმიერ პაციენტთან მოსდით კონფლიქტი, დეტალებზე აღარ დავწვრილმანდები, მხოლოდ ერთი ფაქტი არ შემიძლია გამოვტოვო მეც და სხვა პაციენტებსაც წყალი, რომ მოგვინდა არ გაინტერესებთ წყალი როგორ დაგვალევინეს? 20 გრამიანი შპრიცით რადგანაც ერთჯერადი ჭიქები არ გააჩნიათ,როცა მათთან არსებული ერთჯერადი მომსახურების ღირებულება 130 ლარია.

maia   15:12:10 2014-02-05  უპასუხე   
ფოთშიც დააზიანა მრიცხველები ყინვამ და წყალკანალი მოსახლეობის ხარჯზე აღადგენს მათ,რატომ?
ლია, CSRDG   15:24:02 2014-02-05  უპასუხე   
უფასო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ევრაზიის ფონდში, ნომერზე 2252778, დამატებითი 118. იკითხეთ იურისტი ლევან ჯორბენაძე.

mari   09:32:16 2014-02-05  უპასუხე   
ყინვამ მოსახლეობას დაუზიანა წყლის მრიცხველები.საჭიროებს შეცვლას. მიპასუხეთ: ვისი ხარჯით უნდა მოხდეს დაზიანებული-უვარგისი მრიცხველის შეცვლა?

nino   17:29:25 2013-12-23  უპასუხე   
გამარჯობა!
შევიძინე პლანშეტი,მაღაზია ციფროვიკში,რომელსაც აქვს სუსტი ბატარეა და არ ინარჩუნებს თავის მდგრადობას,დაძინების
შემთხვევაშიც თავისით ჯდება. საკმაოდ დიდი თანხაა გადავიხადე,რომელიც არ შეესაბამება ნივთის ღირებულებას.გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს განცხადება.წინასწარ დიდი მადლობა.
თამარ, CSRDG   12:10:13 2013-12-24  უპასუხე   
ნინო ფეისბუქის ჩვენს გვერდზე იქნებ მოგვწეროთ, დაფარულ შეტყობინებებში, რამდენიმე შეკითხვა გვაქვს და თან იურისტის საკონტაქტო ნომერს მოგცემთ, რომ დაგეხმაროთ

მაიკო   15:18:26 2013-12-07  უპასუხე   
დააჯარიმეთ ისე,რომ ვეღარ გაბედონ ამ გარეწრებმა!!!ადამიანის სიცოცხლეს ეთამშებიან!!!:(((
თამარ, CSRDG   14:20:19 2013-12-09  უპასუხე   
მაიკო ჩვენ არ გვაქვს დაჯარიმების უფლება. ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა. ჩვენი შემოწმების შედეგებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვუგზავნით, ისინი თავის მხრივ ამოწმებენ ჩვენს მიერ მითითებულ ობიექტს ან სურსათს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იმართავს სხვადასხვა სანქციებს

მაიკო   15:10:08 2013-12-07  უპასუხე   
გამარჯობა!გუშინ პეკინზე შუშებიან კაფე "ნიკალაში" ვისადილეთ მე და ჩემმა ფეხმძიმე შვილმა...თავიდანვე არ გვესიამოვნა,რომ ვჭამდით,რაც მთვარია ორივეს განსხვავებული საჭმელები გვქონდა,გამოდის,რომ იქ ყველაფერი ძველია და საშიში!!!...საღამოდან ამ დრომდე ორივე ცუდად ვართ,ხან გული გვერევა და ხან უკაცრავად და კუჭი გვაქვს აშლილი,ჩემს ფეხმძიმე გოგოს ბევრად უფრო რთულად აქვს საქმე....მსგავსი შემთხვევა ადრეც მქონდა მაქ...უბრალოდ,მაშინ ასე მძიმედ არ ვყოფილვარ...როგორ გისურვოთ,მაგრამ თუ იქ შეჭამთ იგივე დაგემართებათ...ამით ადვილად დარწმუნდებით ჩვენს სიმართლეში!!!როგორც რამოდენიმე ახლობელმა დამიდასტურა,ეს არ არის ახალი ამბავი ამ კაფეში...ბევრისთვის თურმე ეს კაფე არ არსებობს!!!ჯერ თქვენ მოგმართავთ,ეს საქმე ასე არ უნდა ჩაიყლაპოს,ადამიანები იქ აშკარად იწამლებიან თანაც საკმაოდ ძვირად!!!(ფასები კიდევ ცალკე თემაა)მადლობა ყურადღებისთვის!
თამარ, CSRDG   14:25:45 2013-12-09  უპასუხე   
მაიკო ფეისბუქზე დატოვებულ საჩივარზე მოგწერეთ პასუხი და აქ აღარ გავმეორდებით

nana   16:46:54 2013-11-29  უპასუხე   
გამარჯობა,
შევიძინე მობილური ტელეფონი შპს "მეგა მობი"-ში რომელიც მოხმარების დროს უცებ გაითიშა და გამიფუჭდა მივიტანე მათსავე სერვის ცენტრში შპს "ჯისერვისი"-ში სადაც რამოდენიმე დღის მერე მითხრეს რომ დაეწვა "პლატა" ანუ მართვის ბლოკი, რომელსაც ძალიან მალე გამიკეთებდნენ ველოდე მთელი ერთი თვე და ცხრა დღე და ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ თურმე ეკრანი მე დამიზიანებია და "პლატას" ამის გამო არ შემიცვლიდნენ რადგან მექანიკური დაზიანების გამო საგარანტიო პირობები არ ვრცელდება რა თქმა უნდა გამიჩნდა შეკითხვა მთელი ერთი თვე პლატას დაწვას ამბობდით და თუ ეკრანი იყო დაზიანებული რატომ არ მითხარითთქო?
სიმართლე ისაა რომ "პლატა" ზედმეტი საფასური ღირს და არ სურდათ ზედმეტი ფულის გადახდა და ასე ვთქვათ მე მაბრალებენ მობილურის გაფუჭებას.
ძალიან მინდა რომ ამას რეაგირება მოყვეს რადგან ახალი მობილური რომელიც უხარისხო აღმოჩნდა და შეკეთებასაც არ კადრულობენ ეს არის უდიდესი აფიორა ყიდულობ ტექნიკას და სერვის ცენტრი ყველანაირად ცდილობს აირიდოს ის პასუცხისმგებლობა რაც საგარანტიო ხელშეკრულებაშია.
დიდი მადლობა ყურადრებისთვის
თამარ, CSRDG   13:09:25 2013-12-03  უპასუხე   
ნანა მაილზე მოგწერეთ შეტყობინება

irma   18:57:02 2013-10-29  უპასუხე   
მოგესალმებით.შვილებთან ერთად ვიყავი თბილისი მოლში. 1 საათში დაგვეწყო თავბრუსხვევა და თვალების წვა.ვიმყოფებოდით მეორე სართულზე.იმის გამო რომ არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა სასწრაფოდ წამოვედით სახლში.მიკროავტობუსში იჯდა ქალბატონი რომელმაც იგივე მდგომარეობა აღწერა რაც დაგვემართა მე და ჩემს შვილებს.იქნებ მივაწვდინოთ ხმა შესაბამისს სამსახურს რომ მოახდინონ რეაგირება.მინდა შეგახსენოთ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის,უბრალოდ მაშინ დავაბრალე გადაღლას.მოლის საკმაოდ ხშირი მომხმარებელი ვარ..მადლობას გიხდით წინასწარ..
თამარ, CSRDG   12:29:01 2013-10-31  უპასუხე   
ირმა უნდა გავარკვიოთ შესაბამისი სამსახური რომელია და შემდეგ მივმართავთ

Kvariantashvili Ani Dato   21:29:37 2013-09-30  უპასუხე   
გამარჯობათ,მაინტერესებს თუ მიგიწვდებათ ხელი კომპანია tiens პროდუქციასთან,27 ლარი მივეცი კბილის პასტაში და მაინტერესებს ფასთან შედარებით რამდენად ეფეკტური და სამკურნალოა.


თამარ, CSRDG   11:20:48 2013-10-02  უპასუხე   
არა ანი, მსგავსი პროდუქტების სემოწმებას ჩვენ ვერ ვახდენთ - არავინ გვიმოწმებს. ამასთან დაკავშირებით ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოთ

ლევანი   19:20:50 2013-09-28  უპასუხე   
გამარჯობა, სექტემბრის თვეში ირლანიურ პაბ "ირლანდერში" (ი. აბაშიძის ქ. #85) მეგობრებთან ერთად მივირთვით კანჭი. მეგობრები მოვიწამლეთ. გთხოვთ შეამოწმოთ რამდენად ვარგისი ხორცისგან აკეთებენ და ასევე არის თუ არა საერთოდ ეს ხორცი ღორის (ბურვაკის).
თამარ, CSRDG   12:33:46 2013-09-30  უპასუხე   
ლევან ფინანსური პრობლემების გამო ჩვენ დროებით შეჩერებული გვაქვს შემოწმებები, თუმცა რომც ვამოწმებდეთტქვენს შემთხვევაში ვერ დაგეხმარებოდით, რადგან ჩვენ, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციას რესტორნებში შემომწბებზე არავინ შეგვიშვებს, ამ საკითხზე ყველა ვარიანტში უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167. ეს უწყებაა მაკონტროლებელი ორგანო და მათ კომპეტენციაში შედის სურსათის კონტროლი.

ია   00:17:48 2013-07-30  უპასუხე   
ვიყიდე კვერცხები შირაქის ეკო პროდუქტების ჯიხურში (რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე35, ეკლესიის პირდაპირ) და ზოგი გამოდგა ლაყე. ორი შევწვი და სევჭამე, მეშინია არ მაწყინოს. მინდა შემოწმდეს იმ ჯიხურის კვერცხები
თამარ, CSRDG   12:27:31 2013-07-30  უპასუხე   
ია ჩვენ ფინანსური პრობლემის გამო დროებიტი შეფერხება გვაქვს შემოწმებებთან დაკავშირებით, მაგრამ გვინდა გირჩიოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეკოთ და მათ ჩააწერინოთ თქვენი საჩივარი. სააგენტოს ნომერია 2919167

Irine   16:06:47 2013-07-29  უპასუხე   
ადგილი: “Gulf”-ის ბენზინგასამართი სადგური
29 ივლისი 2013
დრო: 15:00
მისამართი: თბილისი, მდ. ტკვრის მარჯვენა სანაპირო, ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარედ
თემა: მომხმარებელთა უფლებების დარღვევა
დარღვევა თანამშრომლის მიერ: მენეჯერი და მოლარე-კონსულტანტი
დარღვევის ფაქტი: ჩეკი არ გატანა და პროდუქტის გამოცვლაზე უარის თქმა (კანონმდებლობის მიხედვით უნდა იყოს ასევე ვიდეო ჩანაწერი)

მოგესალმებით!
მინდა გაგიზიაროთ შემდეგი მომხმარებელთა დარღვევის შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა “Gulf”-ის ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მდ. ტკვრის მარჯვენა სანაპირო, ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარედ.
მომხმარებელი (ამ შემთხვევაში მე) შევედი “Gulf”-ის მაღაზიაში შემდეგი პროდუქტების შესაძენად: „სანტე“-ს ნაწონი - 1 ცალი და მინერალური წყალი „ლიკანი“ 1 ლ - 1 ცალი. გადავიხადე 5 ლარი (5-ლარიანით) და ხურდა მომცეს 1,30ლარი (სალაროს ჩეკი არ მოუციათ და არც პარკში ჩაუდიათ!!!), რაზეც მე მივაქციე ყურადება (საერთოდ “Gulf”-ის საპრაისო პოლიტიკას ამ თემაში არ შევეხები, იმიტომ რომ ეს თემა ნამდვილად იმსახურებს ცალკე განხილვას!!!) და დავბრუნდი მაღაზიაში ფასების გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ მე შემეშალა და მაწვნის მაგივრად ავიღე არაჟანი. რა თქმა უნდა მოვითხოვე ამ პროდუქტის დაბრუნება (არაჟანი დიდი) და სასურველი პროდუქტის გატარება (მაწონი). ამ ჩემს მოთხოვნას, ანუ მომხმარებლის მოთხოვნას მოყვა უარი კონსულტანტ-მოლარეს მხრივ, რაზეც მე კატეგორიულად მოვითხოვე „გაცვლის“ პროცედურის ჩატარება. პასუხო იყო: „მენეჯერს უნდა ვკითხო.“
ამის შემდეგ გამოვიდა მენეჯერი, სამწუხაროს სახელი და გვარი არ მიკითხავს, მაგრამ, აქვს მოყვანილი სადგურის მისამართი და სავარაუდო დრო, ასე რომ ვფიქრობ პრობლემა არ იქნება ამ თანამშრომლის იდენტიფიკაცია.
მენეჯერმა მესაუბრა „არაკორექტულად“ და განაცხადა სასტიკი უარი პროდუქის დაბრუნება-გამოცვლაზე. ეს ხდებოდა არაპროფესიონალურ ფორმატში და მიუღებელი ტონით. სიტყვების ციტირებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია მსგავსი ლეკსიკონის და ტონის გამეორება.
როცა მე მოვითხოვე ამ პროცედურის ჩატარება საქართველოს და საერთაშორისო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიხედვით, პასუხი იყო „რომელი მომხმარებლის დაცვლის უფლებებზე მელაპარაკებით?“ და შემდგომ:“ეხლა მე 2 ლარის გულისთვის აქ დროს არ დავკარგავ და ნუ მიფერხებთ მუშაობას!“ ამ სიტყვების მერე ქალბატონი ისევ შევიდა უკანა ოთახში.
ამის მერე მოლარემ გამომიცვალა პროდუქტი, რის მერე მე მოვითხოვე ხურდის გასწორება. რაზეც მოლარემ „შეიწყალა“ თავი შემდეგი სიტყვებით: „ეხლა მე მომიწევს ამ თანხის გასწორება-დადება“. ამ შემაშფოთებელი ფაქტის შედეგად მე მთლიანად დავტოვე ჩემი ქუთვნილი თანხა (ხურდა) და დავტოვე ობიექი.
ვფიქრობ, რომ მსგავსი უპასუხისმგებლობა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა არ არის მისაღები და დასაშვები და ყოველივე ჩვენთაგანმა უნდა მოახერხოს საკუთარი უფლებების დაცვა!
პატივისცემით,


Momxmarebeli   10:46:32 2013-07-08  უპასუხე   
მოგესალმებით

6 ივლისს რუსთაველზე მდებარე სუპერმარკეტ სმარტში შევიძინე ხაჭოს პეროგი. სახლში მიტანისთანავე, დავაგემოვნე და აღმოაჩნდა ობის გემო. ამოვატრიალე და ქვედა მხრიდან აღმოჩნდა დაობებული. მაშინვე მივბრუნდი სუპერმარკეტში, სადაც გამოთქვეს მწუხარება, თუმცა ჩემი თანხა არ დამიბრუნეს. შემომთავაზეს სხვა საცხობის ნაწარმის შეძენა. გასაგები მიზეზის გამო, უარი განვაცხადე საქონლის შეძენაზე და წამოვედი. ჩემი თანხა დღესაც არ დაუბრუნებიათ. ვწერ იმის გამო რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე. თუ არავინ არ დაიცავს საკუთარ უფლებებს, საქართველოში მომსახურების სფერო ვერ განვითარდება.

მადლობა
პატივისცემით,

მარი   03:11:31 2013-06-26  უპასუხე   
დაზღვეული ვარ პსპ-ში,მინდა ჰორმონალურის გამოკვლევა და არ მიფინანსებს,არ წერია არსად,რომ ამ გამოკვლევას არ დააფინანსებს

qeti   20:58:28 2013-06-02  უპასუხე   
ვცხოვრობ სამგორის დასახლებაში, წულიკიძის ქუჩაზე, ეს რამდენიმე დღეა ონკანის სასმელ წყალს აქვს აშკარად საგრძნობი სუნი (გუბისმაგვარი) და გემო. ეგებ, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინოს რეაგირება, შეამოწმოს არის თუ არა ვარგისი ეს წყალი სასმელად.

qeti   23:57:01 2013-05-11  უპასუხე   
ამ მაღაზიაში ვიყიდე იოგურტი და საშინეი სუნი ქონდა. რა მოგებას ნახულობენ ასეთს რომ ხალხის მოწამვლად უღირთ

გია   14:35:36 2013-05-11  უპასუხე   
ამ მაგაზიაში სამსუნგ გალახყ ს3 უფრო ზვირი გირს ვიდრე ს4 უფრო რო დავაზუსტო 1700 გირს ს3 რო ვეკიტხები ეს რაა მეტქი ს4 გირს 1399 ლარი რა არის ეს სხვაობეტქო ტვალებში გიყურებენ და გატყუებენ რო დანარცენი გალახსები რაც სხვაგან არის იაფად ცუდი ზბორკაა თურმე . თავს ნუ იგოიმებთ ხალხნო ამ აფერისტებს ახლოს არ გაეკაროთ

jemaliko   14:45:45 2012-02-06  უპასუხე   
ძალიან მაგარი საიტია ხომ დამეთანხმები მოქალაქეებო?

kato   03:49:47 2010-03-03  უპასუხე   
გამარჯობა! თუ შესაძლებეია მოგვაწიდოთ თქვენი საკონტაქტო რეკვიზიტები. თბილისის მომხმარებელტა კავშირს სურს თქვენთან თანამშრომლობა.ველით თქვენს გამოხმაურებას.
საკონტაქტო პირი კატო ჩულაშვილი. 895 309739
ლია, CSRDG   11:33:26 2010-03-03  უპასუხე   
კატო, ეს ვებ-გვერდი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი". ჩვენს შესახებ ინფორმაცია იხ: www.csrdg.ge ვებ-გვერდზე. საკონტაქტო ტელეფონი: 399019/18, ჩემი მობილურია 899577959, ლია თოდუა.

მოხარული ვიქნებით თანამშრომლობის.
JEMALIKO   14:49:05 2012-02-06  უპასუხე   
რათქმაუნდა დაგიკავშიდებით ძლიან საინტერესო იქნება თქვენთან თანამშრომლობა კარგითმაშინ აუცილებლად დაგიკავსირდებით თუ რაიმე კითხვა გაქვთ მკითხეტ და გიპასუხებთ





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge