ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სემინარი ჟურნალისტებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) 2019 წლის 19 სექტემბერს, ლოპოტის ტბის კურორტზე გამართა სემინარი ჟურნალისტებისათვის „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი - მდგომარეობა და გამოწვევები“. სემინარში სხვადასხვა მედიასაშუალების 15 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და CSRDG-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით ბოლო წლების მანძილზე ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები და სირთულეები და ერთად იმსჯელეს მათი დაძლევის გზებზე.
მედიას დიდი როლი ეკისრება სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. იმედი გვაქვს შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება ჟურნალისტებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.

              

 

შეხვედრა ჩატარდა ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისათვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.




print version
16:04:06 2019-09-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge