ბოლო ცვლილებები

ჩვენი პუბლიკაციები
მოსწავლეთა ესეების კონკურსი 2017
თოჯინების შემოწმება
ინფორმაცია შესაძლო თაღლითების შესახებ
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან
ბრინჯი "სუპრემო"
საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები
სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის
არაჟანი 30% "აგროჰაბი"
კონკურსი ჟურნალისტებისთვის 2017

რა საჭიროა ეს საიტი?

ამ ვებ-საიტის მთავარი მიზანია დაეხმაროს ქართველ მომხმარებლებს თავიანთი უფლებების დაცვაში.

კერძოდ, აქ შეგიძლიათ გაიგოთ:

  • რა უფლებები აქვს მომხმარებელს;
  • რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელს და გამყიდველს;
  • ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა.

გარდა ამისა, აქ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიზიაროთ სხვა მომხმარებლების გამოცდილება:

  • კარგ და ცუდ პროდუქტებთან და მეწარმეებთან ან მომწოდებლებთან დაკავშირებით;
  • როგორ მოახერხეს მათ თავიანთი უფლებების დაცვა, რა წინააღმდეგობები შეხვდათ და როგორ გადალახეს ისინი.

აქ აგრეთვე შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს თქვენი დადებითი და უარყოფითი გამოცდილება, მიიღოთ საიტის ადმინისტრატორებისგან და მომხმარებლებისგან რჩევები და დახმარება.




print version
08:30:20 2009-12-17

კომენტარის დამატება

natia   18:22:49 2017-03-27  უპასუხე   
თებერვლის თვეში გამოიყვანეს წყლის მილები, ისე დაბურღულია ნოემბერში და მაინტერესებს რამდენად ვარგისია დასალევად. თბილისიდან 30წთ-ის გზაა, გორის რაიონს ეკუთვნის. თუ შესაძლებელია სინჯის აღება და თუ არა იქნებ მიმასწავლოთ შეღავათიან ფასად სად შეიძლება გავაარკვიო?
natia   20:44:22 2017-03-27  უპასუხე   
ქვემოაღნიშნული წყლით სარგებლობს რამოდენიმე სოფელი, მრიცხველებიც დაყენებულია,თავდაპირველად გვითხრეს მილები დაიწმინდოს არ დალიოთო და ეხლა ხან მღვრიეა ძალიან... სასმელად ჯერ ვერ ვიყენებთ და მაინტერესებს შემცველობაში რამე ისეთი ხომ არის. რადგან თბილისში არ არის შემიძლია ჩამოვიტანო, თუ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ :( ძვირი მომთხოვეს და მაგდენი საშუალება არ მაქვს, ან შეღავათიან ფასად თუ სადმეა მე თვითონ მივიტანდი ... მადლობა ყურადღებისთვის.

გიორგი   08:15:50 2016-03-26  უპასუხე   
შპს ივერია-ს საბავშვო სოსისი თუ შეგიმოწმებიათ? უამრავი ძვალი აქვს, მითუმეტეს რომ საბავშვოა

Sophie   13:34:22 2016-03-04  უპასუხე   
გამარჯობა. მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსი" არ ასრულებს საგარანტიოთი გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უკვე 1 თვეა ხან ერთ მიზეზს მეუბნებიან რომ გაფუწებულ ნივთში ფული (315 ლარი) გადამახდევინონ, ხან მეორეს. ეს ნივთი თავიდანვე იყო დაზიანებული და შეცვლასაც ექვემდებარება. მაგრამ შეცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია, ადამიანად არ მთვლიან როცა ველაპარაკები, მომხმარებელზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
თუ შეგიძლიათ მითხრათ, როგორ შეიძლება მოვიქცე? ან ვის შეიძლება დეტალები უფრო კონკრეტულად მოვუყვე (იმიტომ, რომ დიდი უსამართლობა ხდება) და ზომები მივიღო?
მადლობთ წინასწარ.
თამარ, CSRDG   13:17:07 2016-03-07  უპასუხე   
სოფიო წაიკითხეთ საგარანტიო ხელშეკრულება და მოითხოვეთ მათი შესრულება. თუ უარს მიიღებთ სასამართლოში ჩივილი მოგიწევთ რადგან სხვა სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს

tamuna   02:17:20 2016-01-18  უპასუხე   
ფეხსაცმლის კომპანია დიო ჯი-ში 2015 წლის 29 დეკემბერს შევიძინე 400 ლარიანი ფასდაკლრბული ჩექმა 280 ლარად ,რომელიც უკან ნაკერზე გაირღვა 5 დღეში , როცა ჩექმას ჩემმა ნაცნობებმა იციან 7-8 წელოც ვხმარობ. არც წონა მაქვა იმდენი და არც სქელი ფეხი, რომ დამეგლიჯა ძალდატანებით . მივიტანე ხელოსანთან და მითხრა ,რომ ჯობდა მაღაზიისთვის მიმეართა .... ვინაიდან ვმუშაიბდი ვერ გავედი და დვარეკე და დავაფიქსიერე სატელეგონოდ პროვლემის შესახებ და 13 იანვარს როგორც შევძელი მივედი მშვიდად და ვთხვე პრობლემა გადაგვეჭრა დაიტოვეს და ჩევნს ხელოსანს ვაჩვენებო შენპირდა 16 იანვარს რიმ ზარი არა და არ განხორციელდა დავრეკე 14:52 წუთზე და არკვევს ელოსანი და დაგირეკავთო ამავე დღეს 18:16 წუთზე დამიეეკეს რომ არკეთდება და ტყავის ნაკერს გადავატარებთო , მე ვუთხარი
მოვალ ხვალ და მანახეთთქო , მიმიყვანეს ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხელოსან სამველასთან , რომელმაც ყუთში ქექვის შემდეგ ამოაძვრინა ტყავის ნაგლეჯი და ამას მიგიკერებთქო. როცა ვუთხარი რომ 280 ლარიან ჩექმას 5 დღეში გაფუჭებულს 5 ლარად რომ მიკეთებ და მატაბ სწორია უფროს შემახვედრე თუ შენ მაღაზიის მენეჯერი ვეე მიგვარებთქო არაო არ მაქვს ფლებაო, რომ ძალიან გავღიზიანდი და მაღაზიაში მომხარებელთან ერთად გამოვთქვამდიპეტენზიას ამალაპარკეს როგორც მითხრეს პიარ მენეჯერი ,რომელიც ისე მიკიოდა ბაზარში მეგონა თავი. შემდეგ ,როცა მოვთხვე რო ექსპერტიზას და სასამართლოს უნდა მივმართოთქო და მომეცით წერილობით განმარტევა რომ არ იბრუნებთ ჩექმასთქო. მაღააზიის მენეჯერმა არადეკვატური , წყობიდან განოსული და სასაცილო ხარ რომელიც ამბიციაში ხარ რაღაც გინახია გუშინო და რომ მოვთხოვე კამერის წინ გაემორა იგივე აგერ ნახეთ მისი პასხუი და ქცევა ასე ზრუნავენ მომხმარებლის უფლებვეზე.

მაკა   14:52:20 2015-10-27  უპასუხე   
რუსთავში მე7 მკრ მაღაზია ელდორადოში რამდენჯერაც შევიძინე ტკბილეული ყოველთვის ქონდა სარეცხი ფხვნილის გემო

გიორგი   23:46:45 2015-09-23  უპასუხე   
გამარჯობათ თუ შეიძლება შეამოწმეთ ქალაქ ლაგოდეხის სასმელი წყლის ვარგისიანობა
თამარ, CSRDG   15:00:20 2015-09-24  უპასუხე   
გიორგი სასმელი წყლის ანალიზებს ლაბორატორიას ვუკვეთავთ, რომელიც უთანხმდება საჩივრის ავტორს შესაფერის დროზე და თვითონ მიდიან ანალიზის ნიმუშის ასაღებად. ეს ძალიან მარტივია თბილისში. რაც შეეხება რეგიონებს ვიკიტხავთ ლაბორატორიებში, თუ რომელიმე დაგვთანხმდა ამ ანალიზზე დავუკვეთავთ. იქნებ მოგვწეროტ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მაილზე tamar@csrdg.ge

ინგა   01:57:55 2015-09-14  უპასუხე   
"საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" მოქმედებს? ინტერნეტში წავიკითხე,რომ 2012წელს შეწყდა ამ კანონის მოქმედება. ხოლო 2014 წელს მომზადდა ახალი კანონპროექტი. შევიდა ძალაში ახალი?
თამარ, CSRDG   14:54:51 2015-09-14  უპასუხე   
არა ინგა არ მოქმედებს ეს კანონი, 2012 წელს გაუქმდა როგორც გიწერიათ. ახალი კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში და წინა კვირაში გადაწდა დაიწყონ მისი საკომიტეტო მოსმენები. ამ ეტაპზე სხვადასხვა კანონმდებლობიდან უწევთ მომხარებლებს თავიანთი უფლებების დაცვა

ინგა   17:34:58 2015-09-11  უპასუხე   
ქალბატონო თამარ, შეიძლება თუ არა, რომ თქვენმა საიტმა ფიზიკურ პირს გადასცეს სტატისტიკური ინფორმაცია დაზარალებულთა მომართვიანობის შესახებ კონკრეტულ საკითხთან, კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, რათა ეს თან დაერთოს სასამართლოში წარსადგენ სარჩელს.
თამარ, CSRDG   21:25:19 2015-09-13  უპასუხე   
ინგა ჩვენთან მომართვები კომენტარების სახით არის ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული და აქედან შეგიძლიათ აიღოთ. სხვანაირი სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს
ინგა   10:28:54 2015-09-14  უპასუხე   
კომენტარების გარდა ტელეფონითაც ხომ მოგმართავთ და ვიღებთ თქვენგან კონსულტაციებს? ანუ რაოდენობა ასეთი ხალხისა სავარაუდოდ მეტია
თამარ, CSRDG   14:53:22 2015-09-14  უპასუხე   
ინგა სამწუხაროდ მომართვიანობის აღრიცვხას არ ვაწარმოებთ, ამიტომ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები. მეც რომ დამჭირდეს ასეთი ინფორმაცია ამ გვერდზე დადებული კომენტარებიტ ვიხელმძღვანელებ

lali   21:37:45 2015-06-26  უპასუხე   
გამარჯობა,ამ ბოლო დროს ძალიან შევცწუხდი გაფუჭებული პროდუქციის ყიდვით.მაგალითად ორ ნაბიჯში შევიძინე დაობებული ხაჭო რომწლსაც ვადა სამი დგე ქონდა,მითანაში-გაფუჭებული პილმენი,დღეს ვიყიდე მაიონეზი რომელიც მაღაზიებს მაცივარშიც კი არ უდევთ და დუღს.დავიღალე ძლივს ვშოულობთ საარსებო ფულს ბავშვები მყავს და ვყრი პროდუქტს რომელსაც ვყიდულობტ.ვინმემ შეამოწმოს მაღაზიებსი როგორ ინახავენ პროდუქტს არ შეიძლება?
თამარ, CSRDG   16:46:09 2015-06-29  უპასუხე   
შეიძლება ლალი, უბრალოდ როცა ნახავთ გაფუჭებულ პროდუქტს მაშინვე უნდა გვაცნობოტ ან ჩვენ ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 2919167. დამატებით გეტყვით, რომ თუ გაქვთ შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი შეგიძლიათ მიიტანოთ გაფიჭებული პროდუქტი მაღზიაში და მათ არ აქვთ უფლება არ გამოგიცვალონ ახლით

natia   16:10:23 2015-04-27  უპასუხე   
გამარჯობა! მაინტერესებს სად შეიძლება შევამოწმო ბაზარში ნაყიდი ყველი? ეჭვი მაქვს,რომ სიოის რძითაა გაკეთებული და არა ძროცუს რძით და რათანხებთანაა დაკავშირებული მისი შემოწმება?
თამარ, CSRDG   17:05:02 2015-04-27  უპასუხე   
ნათია სოიოს შემცველობას ყველში ვერცერთი ლაბორატორია ვერ დაგიდგენთ

მეგი   22:46:03 2015-04-22  უპასუხე   
ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა- ამ კითხვაზე მინდა პასუხი. ძალიან დამავალებთ. მადლობა წინასწარ
თამარ, CSRDG   12:37:28 2015-04-23  უპასუხე   
მაკა ვისი უფლებები დაირღვა და როგორ? ცოტა უფრო ვრცელი შეკითხვა მოგვწერეთ რომ პასუხი გაგცეთ

levani   19:20:38 2015-04-05  უპასუხე   
სურსათის უვნებლობა ითხოვს რომ საბავშვო ბაღში წყალი შევამოწმოთ ყოველ კვირაშილაბორატორიულად ჩვენი სახსრებით-სულ გვყავს 7-10 ბავშვი. ფინანსურად როგორ შევძლებთ? გთხოვთ მოგვწეროთ რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა?ეს ხომ თბილისის წყლის მოივალეობაა.აბა რისთვის ვიხდით წყლის გადასახადს.ძალიან გთხოვთ განგვიმარტოთ!!

mamuka   13:40:09 2015-04-05  უპასუხე   
გამარჯობა
გვაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა სასმელი წყლის შემოწმება? ან არსებობს თუ არა თბილისში სხვა არასამთავრობო ან კერძო კომპანია, რომელსაც შეუძლია სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება.
აკრედიტაციის ცენტრი   22:59:02 2015-04-06  უპასუხე   
აკრედიტებული ლაბორატორიები შეგიძლიათ მოიძიოთ ბმულზე - http://gac.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=16
თამარ, CSRDG   12:10:16 2015-04-06  უპასუხე   
მამუკა სასმელი წყლის შემოწმება შეგვიძლია. მოგვწერეტ თქვენი მისამართი (სადაც გინდათ რომ წყალი შემოწმდეს) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ჩვენ სევუკვეთავთ ლაბორატორიას ანალიზის, ისინი დაგიკავსირდებიან ტქვენ და შეგითანხმებენ სინჯის აღების დროს

გიგა   14:16:22 2015-02-01  უპასუხე   
გამარჯობა , მაქვს შემდეგი პრობლემა, 8 იანვარს "ტექნოსერვისში" მივიტანე შესაკეთებლად "ასუსის" ფირმის ლეპტოპი რომელსაც გაფუჭებული ჰქონდა დამტენის პორტი (შესაერთებელი) , (საგულისხმოა რომ ეს უკვე ჩემი მეორე ვიზიტი კომპანიაში იყო ამ პრობლემასთან დაკავშირებით) 9 იანვარს შეკეთებული ნივთი გამოვიტანე , სახლში მისვლისთანავე შევნიშნე რომ არ მუშაობდა ვაიფაი მრავალჯერადი ცდის შედეგად, რომ ვერაფერს გავხდი ისევ უკან მივბრუნდი და ხელოსანმა ეს ხარვეზი შეასწორა . მეორე დღეს შევამჩნიე რომ ხმაც არ ჰქონდა ლეპტოპს ამიტომ ისევ მივედი და ვითხოვე დახმარება , ადმინისტრაციისგან კი ასეთი პასუხი მივიღე : "ნივთის დათვალიერება ვერ ხდება დეტალურად რადგან ბევრი შეკვეთაა, თქვენ კი ხელოსანს აჩქარებთო, მობრძანდით როცა დრო გექნებათ და შევასწორებთ ამ ხარვეზსო" რამდენიმე დღის შემდეგ მივიტანე ნივთი დაიტოვეს და მითხრეს რომ დამიკავშირდებოდნენ მეორე დღეს რათა ნივთი წამეღო. ამის შემდგომ დაახლოებით 4 დღეში მიკავშირდება აღნიშნული ცენტრის თანამშრომელი და მეუბნება რომ დაზიანებული არის რაღაც სქემა რომლის შეცვლასაც სჭირდება 150ლარი და 30 დღე . ვინაიდან და რადგანაც 8 იანვრამდე ლეპტოპის ყველა ფუნქცია (გარდა იმ პრობლემისა რაც იყო, ანუ დამტენის პრობლემის) მუშაობდა გამართულად , მე ვთვლი რომ ეს არის ხელოსნის შეცდომა . ლეპტოპი არსად არ მიმიტანია ამ კომპანიის გარდა , ანუ არავის უხლია ხელი ამ ხელოსნების გარდა ... იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ?
თამარ, CSRDG   11:43:57 2015-02-03  უპასუხე   
გიგა იურისტმა საგარანტიო ხელშეკრულება გვთხოვა და იქნებ ან ფოსტაზე tamar@csrdg.ge გადმოგვიგზავნოთ ან აქვე ატვირთეთ, თუ გაქვთ ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული : "სანახავია საგარანტიო ხელშეკრულება და ის დოკუმენტაცია რაც შედგა ლეპტოპის შესაკეთებლად ჩაბარებისა და იქიდან გამოტანის დროს. რადგან შესაძლებელია ისეთ დოკუმენტზე ჰქონდეს ხელი მოწერილი მომხმარებელს, რომ შეუძლებელი გახდეს დავის წარმოება ანდაც იმის მტკიცება, რომ დაზიანება მართლაც არ არსებობდა"
თამარ, CSRDG   11:12:07 2015-02-03  უპასუხე   
გიგა გავუგზავნეთ ტქვენი საჩივარი იურისტს და პასუხს მოგწერთ

nino   20:16:35 2015-01-27  უპასუხე   
გამარჯობა ძალიან გთხოვთ იქნებ შეამოწმოთ ვარკეთილში სუხიშვილის მოედანზე არის მაღაზია შ.პ.ს.გორანელი.ბოსტნეული იყიდება თუმცა შიდა განყოფილებაში არის ჩვეულებრივი მარკეტი სადაც შევიძინე სულგუნი,რომელსაც აქვს უსიამოვნო სუნი და გემო,(არა სულგუნისთვის დამახასიათებელი) ჭამის შემდეგაც ძალიან ცუდათ მოქმედა,გთხოვთ შეამოწმოთ რა პროდუქტია არის თუ არა ნამდვილი რძისან დამზადებული და რა ტექნოლოგიით? ეჭვი მაქვს რომ არის დაბალი ხარისხის ყველი გადახარშული
თამარ, CSRDG   13:13:13 2015-01-28  უპასუხე   
ნინო მოგვწერეთ პროდუქტის ზუსტი დასახელება და როდის შეიძინეთ სულგუნი
nino   23:17:56 2015-01-28  უპასუხე   
პრდუქტის ზუსტი დასახელება არ ვიცი:) უბრალო სულგუნია არც ერთი სავაჭრო და საფირმო ნიშანი მას არ გააჩნია,მაღაზიაში ეს პარტია საიდანაც მე შევიძინე დღეს ისევ იყო და იყიდებოდა.მე შევიძინე 26 იანვარს
თამარ, CSRDG   15:14:39 2015-01-30  უპასუხე   
ნინო დაბალი ხარისხის ყველისგან სულგუნის დამზადებას მეწარმეს ან გლეხს კანონი არ უკრძალავს და არც მოწმდება როგორი ხარისხის ყველია. არც ის მოწმდება როგორი ტექნოლოგიით არის დამზადებული, რადგან არც ეს არის კონკრეტულად განსაზღვრული და კანონით დადგენილი. ჩვემნ შეგვიძლია ყველის მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური (სუნი, ფერი, საგემოვნო თვისებები) ანალიზი გავაკეთებინოთ ლაბორატორიას. იქნებ მოგვწეროთ რომ გიწერიათ ცუდად იმოქმედაო, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს, რომ გადავწყვიტოთ რა პარამეტრები შემოწმედეს

მარიტა   16:27:41 2014-12-02  უპასუხე   
გამარჯობა. თუ შეიძლება შეამოწმეთ ახალი რუსთავის სასმელი წყლის ვარგისიანობა?
მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   11:43:56 2014-12-03  უპასუხე   
მარიტა იმისათვის რომ შემოწმედეს სასმელი წაყლი ჩვენ უნდა ვიქირაოთ ლაბორატორია, რომელიც ჩამოვა ტქვენთან და აიღებს წყლის სინჯებს. ამისათვის დაგვჭირდება ტქვენი საკონტაქტო ნომერი, რომ ლაბორატორიის თანამშრომელმა შესძლოს თქვენი მისამართის და თქვენთვის მოსახერხებელი დროის შერჩევა

ვახო   18:28:09 2014-07-17  უპასუხე   
იქნებ მირჩიოთ რამე?თორემ ისეთი პირი უჩანს,რომ შემრჩა წუნდებული ჰუავეი ჯეოსელისგან.
თამარ, CSRDG   13:46:42 2014-07-18  უპასუხე   
ვახო მიმართეთ ამ ორგანიზაციას და დაგეხმარებიან. ჩვენ მათთან დავიწყეთ ურთიერთობა მომხარებელთა დასახმარებლად. მათი მომსახურეობა უფასოა

ვახო   14:43:36 2014-07-12  უპასუხე   
ჯეოსელში შევიძინე განვადებით ტელეფონი,რომელიც მალევე გამოვიდა მწყობრიდან,საგარანტიო მომსახურებას ჯეოსელს უწევს ალტას სერვისცენტრი რაზეც ჯეოსელმა მიმითითა და თავიდან მომიშორა.ტელეფონს აქვს დედაპლატა გამოსაცვლელი და აი უკვე თვეზე მეტია ველოდაბი შეკეთებას და ვერც მიკონკრეტებენ როდის მიიღებენ ნაწილს.საგარანტიოში კინათქვამია,რომ ნივთი უნდა შეკეთდეს ორი კვირის განმავლობაში.ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე,როცა არაფერი სჭრის,ვის მივმართო?

nino   13:01:43 2014-04-01  უპასუხე   
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ გაქვთ შემოწმებული ქართულ ბაზარზე არსებული ზეთები და რომელი მათგანი არის უსაფრთხო და "ნამდვილი"?
თამარ, CSRDG   14:11:23 2014-04-02  უპასუხე   
ნინო, ზეტების რამდენიმე შემოწმება გვაქვს ჩატარებული და შედეგები გამოქვეყნებული http://www.momxmarebeli.ge/?rec=3093

http://www.momxmarebeli.ge/?rec=2684

http://www.momxmarebeli.ge/?rec=3257

http://www.momxmarebeli.ge/?menu=304&rec=4769

http://www.momxmarebeli.ge/?rec=3860


Aleko   12:55:29 2014-03-05  უპასუხე   
წერეთლის გამზირზე N55-ში II-ე კორპუსში, მაღაზია:ორ ნაბიჯში ყიდიან ზოგიერთ ვადაგასულ პროდუქტს, მაგალითან გაროხის კონსერვს, კარგი იქნება თუ შეამოწმებენ, ვისაც ევალება ეგ საქმე.
თამარ, CSRDG   14:12:09 2014-04-02  უპასუხე   
ალეკო, ვიყავით მისულები ამ მისამართზე მდებარე მაღაზია ორ ნაბიჯში და ვადაგასული პროდუქტი დახლებზე ვერ აღმოვაჩინეთ

ელზა   12:44:04 2014-02-18  უპასუხე   
გამარჯობა,კერძო სახლში (ქ. ახმეტაში) დამიმონტაჟეს წყლის მრიცხველი რომელიც ქსელში ჩართეს 2013 წლის ნოემბერში.მონტაჟი განხორციელდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, როდესაც მე უარი განვაცხადე მრიცხველის დამონტაჟებაზე, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები წყლის ხაზის ჩაჭრით დადემუქრნენ და მითხრეს რომ სავალდებულო იყო. მათივე თქმით მრიცხველი მანამდე არ ჩაირთვებოდა ვიდრე მთლიანი მოსახლეობის გამრიცხველიანება არ მოხდებოდა, რაც ასევე სიცრუე აღმოჩნდა.მიმდინარე წელს ძლიერი ყინვისას გამოაცხადეს ონკანები მოშვებული გვქონოდა რათა არ გაფუჭებულიყო და ამ პერიოდის გადასახადს სულადობით გადაგვახდევინებდნენ, რაც ასევე მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი რომ მრიცხველი უკანონოდ, მოტყუებით დამადგმევინეს. ამჟამად მინდა წყლის მრიცხველი მოვახსნევინო და გადასახადი გადავიხადო სულადობის მიხედვით.ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ვის მივმართო. გთხოვთ პასუხი შეძლებისდაგვარად მალე გამცეთ, რადგან ჩემს მდგომარეობაში ნახევარი ქალაქია.
p.s
შეიძლება წყლის მრიცხველის დამონტაჟება ისეთ მოუწესრიგებელ სისტემაზე, სადაც წყალი დილით და საღამოთი მოდის და სანამ წყალი წამოვა წნევით წამოსული ჰაერი მრიცხველს აბზრიალებს.
თამარ, CSRDG   14:44:06 2014-02-18  უპასუხე   
ელზა დაუკავშირდით იურისტს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას რისი უფლება გაქვთ. 2252778 შიდა 118 ლევან ჯორბენაძე. Kონსულტაცია უფასოა

Yuko   10:16:22 2014-02-08  უპასუხე   
http://www.newposts.ge/?l=G&id=30321-გენმოდიფიცირებული+პროდუქტები#.UvTyrwW4jPo.facebook

გიგი   12:13:12 2014-01-21  უპასუხე   
"კარფურში" (დიღომი) ნაყიდი მარილი დაფასოებული "ეუროლაბის" მიერ (მისამართი მიმინოშვილის 6, ტელ 590914202) - შეკვრაზე მითითებული 1 კილოგრამის ნაცვლად იწონის 900 გრამს.

ვაჟა-ფშაველას I შეს. N3 მარკეტში ნაყიდი მარილი დაფასოებული შპს "აგა ტრეიდინგის" მიერ (მისამართი ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 28, ტელ 599603322) - შეკვრაზე მითითებული 1 კილოგრამის ნაცვლად იწონის 820 გრამს.
ლია, CSRDG   12:40:05 2014-01-21  უპასუხე   
მადლობთ. ჩავინიშნეთ და შევატყობინეთ ფინანსურ პოლიციასაც

nino   13:02:50 2014-01-11  უპასუხე   
გამარჯობა, დეკემბრის შუა რიცხვებში მაღაზია DI OGGI ში შევიძინე ფეხსაცმელი რომელიც 3 კვირაში გაფუჭდა, ტყავი გასკდა.მაღაზია უკან არ იბრუნებს, უფროსის ტელეფონს არ მეუბნებიან.მითხარით როგორ მოვიქცე.
თამარ, CSRDG   12:29:20 2014-01-13  უპასუხე   
ნინო ფეისბუქის ჩვენს გვერდზე მოგვწერეთ და გეტყვით ჩვენი იურისტის ნომერს, რომელიც შეეცდება ტქვენს დახარებას

irakli   17:16:50 2013-12-12  უპასუხე   
გამარჯობათ. შევიძინე კომპანია ალტადან მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია, კერძოდ მობილური ტელეფონი. მეორე დღეს პირველივე ცდით არ ჩაირთო, ეს ფაქტი ნორმალურად მივიჩნიე.მესამე დღესაც იგივე განმეორდა. მივედი მაღაზიაში იქაც ნახეს რომ ნამდვილად ესე იყო.მითხრეს, რომ ალტას სერვის ცენტრი მომცემდა დასკვნას "ქარხნული წუნი" რომლის მიხედვითაც ამომიცვლიდნენ უპრობლემოდ. მივედი ალტაში სადაც დავაფიქსირე ჩემი პრობლემა, ჩემი აზრით ეს იყო თავად ჩამრთველი ღილაკის ბრალი,რადგან 1 სამაგრი ამძვრალი ქონდა. ესეც ასევე დავაფიქსირე, მივედი დასკვნის ასაღებად, მეუბნებიან რომ ტელეფონს არ სჭირს არაფერი.მოვახსნევინე ხუფი ოპერატორს და ვაჩვენე, რომ ღილაკი ნამდვილად ამძვრალი იყო.შევიდა ისევ ტექნიკოსთან და გამოიტანა შეკეთებული, ანუ ღილაკი დაამგრა. მე კი ვეუბნები, რომ არ მინდა შეკეთებული ტელეფონი. მესაჭიროება დასკვნა, რომ ეს არის წუნი და ავიღო მაღაზიაში ახალი რომელსაც არ ექნება წუნი.ისინი მიმტკიცებენ ისევ რომ ეს არაა წუნი და ვერ მომცემენ დასკვნას. მე ისევ ვეუბნები უფრო გასაგებად: ამ ტელეფონს ხომ ჰქონდა ღილაკი ამძვრალი, ხომ დასჭირდა თქვენი ჩარევა, არ მესაჭიროება 2 დღის ნაყიდი ტელეფონი, რომელსაც ნაკლი აქვს.მინდა რო ამოვცვალო უნაკლო ტელეფონში. მათთვის ეს ისევ გაუგებარია, დასკვნას არ მაძლევენ. მე კი არ მინდა რო რამდენიმე თვის მერე ხელოსანთან გამიხდეს წასაღები.იმიტომ, რომ ამოცვლის 3 დღიანი ვადა გასული იქნება. თუ შეგიძლიათ თქვენის მხრივ მომცეთ რჩევა, რა ზომებს შემიძლია მივმართო. მადლობა
ლია, CSRDG   20:25:54 2013-12-12  უპასუხე   
ირაკლი, შეეცადეთ სერვის-ცენტრიდან მოიპოვოთ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ვადაში მიიტანეთ, პლომბი მოხსნეს და შეაკეთეს. ბოლოს და ბოლოს თქვენ თავად აღწერეთ ეს და ხელი მოაწერინეთ. მიიტანეთ ეგ დოკუმენტი ალტაში და მოითხოვეთ, ნაკლიანი ტელეფონი გამოგიცვალონ.

თუ პრობლემა შეგექმმნათ, მოგვწერეთ მისამართზე office@csrdg.ge თქვენი ტელეფონი და შევეცდებით დაგეხმაროთ.

იაგო   18:13:46 2013-11-21  უპასუხე   
გამარჯობათ, დღეს ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩავისხი საწვავი, ჩეკი მოვითხოვე და მომცეს, რომ დავხედე აღმოჩნდა სხვის ჩეკს მაძლევდნენ, ოპერატორს მივმართე, მან კი მიპასუხა რომ პროგრამის ბრალიაო, არადა ჩემს იქ ყოფნაში მყოფმა სხვა ავტოტრანსპორტის მფლობელებმა მიიღეს ადეკვატური ჩეკი! როგორ უნდა მოვიქცე მსგავს სიტუაციაში? ან ვის მივმართო? მადლობთ წინასწარ

დათო ჩიხლაძე   15:31:24 2013-11-09  უპასუხე   
ერთი თვის წინ ვიყიდეთ ახალი ჭურჭლის ჟელე. iDEAL - გვითხრეს ახალი გამოჩენილიაო და ვიყიდეთ. მას შემდეგ ოჯახში ყველას მდგომარეობა გაუარესდა, თავს ვგრძნობთ ცუდად, ხშირად გვერევა გული და ა.შ. ახლა რომ დავფიქრდით, ჩვენი მდგომარეობის გაუარესება ოჯახში ამ ჭურჭლის სარეცხი ჟელის გამოჩენას ემთხვევა. რა თქმა უნდა, ჟელეს აღარ ვხმარობთ, თუმცა გვინდა გთხოვოთ რომ შეამოწმოთ, არის თუ არა საშიში ეს პროდუქტი ან მიგვასწავლოთ, სად შეიძლება მოვითხოვოთ პროდუქტის ექსპერტიზა.
giga   15:58:28 2013-12-20  უპასუხე   
დათო პროდუქტზე რომელზეც შენ საუბრობ არის იდეალის ბრენდი რომელსაც აქვს მინიჭებული EURO 1 სერთიფიკატი,შეგიძლია გაეცნო რას ნიშნავს ეს სერთიფიკატი და მემგონი კითხვები აგარ გექნება.რაც შეეხება შენ ჩივილებს რაგაც სხვა ფაქტორიდან არის აშკარად გამოწვეული და იდეალის სარეცხი ჟელე არაფერშუაშია
ლია, CSRDG   15:15:03 2013-11-19  უპასუხე   
დათო, ეს ჟელე სად იყიდება?
დათო ჩიხლაძე   15:48:38 2013-11-19  უპასუხე   
"დეა"-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა დედამ, დადიანის ქუჩაზე (ნახალოვკაში).
თამარ, CSRDG   16:35:14 2013-11-11  უპასუხე   
დათო სამწუხაროდ ზუსტად ვერ გეტყვით ასეთი ლაბორატორია არსებობს თუ არა საქართველოში. ერთი სასამართლო ე2ქსპერტიზის ბიურო გაგვახსენდა, დაურეკეთ და კითხეთ შეამოწმებენ თუ არა 2 25 84 84. ასევე გიგზავნით აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელ-ისამართსაც, შესაძლოა იქაც რაიმე თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მოიძიოთ http://gac.gov.ge/

გია   21:10:27 2013-11-02  უპასუხე   
გამარჯობა თეა
სანკტ-პეტერბურგის #6 -ში მარკეტში "ბაჯი" შევიძინე რუსეთის წარმოების ფქვილი შ.პ.ს. მაკფა. ფქვილი დაფორებულია და საშინელი სუნი აქვს, მივიტავე უკანვე მარკეტში,შევთავაზე შეცვლა ან დაბრუნება, გამყიდველმა დაურეკა მფლობელს, იმან უარი განაცხადა შეცვლაზე, გამყიდველმაც შეასრულა მფლობელის მითითება, ფქვილის კოლოფს ვინახავ.
მინდა მოგმართოდ დახმარებისთვის
თუ გაქვთ ამის საშუალება გთხოვთ შემატყობინოთ და შევხვდეთ.

წარსულშიც მქონდა შემხვევა, როცა ჩემი როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა. ერთ შემთხვევაში ტელეკომმა მაიძულა გადამეხადა თანხა უცხოეთში სატელეფონო საუბრებისთვის, რომელიც მე არ განმიხორციელებია. ორი წლის განმავლობაში სასამართლო დავის შედეგად ადვოკატის დახმარებით დავამტკიცე სიმართლე და იმ დროისთვის სატელეფონო ხაზებზე პასუხისმგებელ ფირმას ელექტროკავშირს დაეკისრა ჩემთვის ჯარიმის გადახდა. ეს პრესედენტი იყო.

პატივისცემით
გია ალავიძე

nia   20:28:22 2013-09-27  უპასუხე   
გამარჯობა, ვიყიდე გლდანის მეტროსთან მიმდება ტერიტორიაზე მდებარე ნიკორას ფილიალში შებოლილი სკუმბრია, დღეს გავსინჯე და ძალიან საზიზღარი გემო და სუნი აქვს, თითქოს საბურავის ან პლასტმასის ნამწვითაა შებოლილი, 1 ლუკმა გადამეყლაპა იმედია არ მავნებს, იქნებ შეამოწმოთ რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის
თამარ, CSRDG   12:09:25 2013-09-30  უპასუხე   
ნია გამარჯობა, სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეჩერებული გვაქვს შემოწმების პროცესი. იქნებ სურსათის ეროვნულ სააგენტს მიმართოთ ამ საჩივრით ტელეფონის ნომერზე 2919167

ლაშა   12:32:21 2013-09-07  უპასუხე   
გამარჯობათ, შევიზინე ტელეფონი სამსუნგ გალაქსი ს4 მაღაზია ალტაში ერთ თვეში ტელეფონი აღარ ფუნქციონირებს, სერვის ცენტრში გვითხრეს რომ ელემენტი არის გაბერილი და შესაცვლელია მაგრამ საქართველოში თურმე არ აქვთ სათადარიგო ელემენტები და 3 კვირა უნა შეკვეთას. ბოდიშით მაგრამ მარაზმად მიმაჩნია ასეთი განცხადება ერთ ერთ ყველაზე დიდ ელექტრონიკის მაღაზიიდან საქართველოში, შემოგაქ პროდუქტი და ძირითადი სათადარიგო ნაწილი არა??? შესაბამისად საკმაოდ ძვირადღირებული, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გარეშე უნდა ვიყო მინიმუმ 1 თვე (მიზეზის გარკვევის ჩათვლით) დავიჯერო ეს ნორმალური დამოკიდებულებაა მომხმარებლის მიმართ?
თამარ, CSRDG   12:30:50 2013-09-09  უპასუხე   
დამოკიდებულება ნამდვილად არ არის ნორმალური რითიც ზიანდება მომხარებელი. თუ გნებავთ იურიდიული კონსულტაცია როგორ მოიქცეთ არსებულ სიტუაციაში თქვენი უფლებები რომ არ დაირღვეს ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge მოგვწერეთ და გამოგიგზავნით ჩვენი იურისტის საკონტაქტო მონაცემებს. კონსულტაცია უფასოა.

ანა   18:17:07 2013-09-04  უპასუხე   
გამარჯობა,
ვინმემ აუცილებლად უნდა შეამოწმოს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი გუგლი. პირველ რიგში, მისი რძის პროდუქტები საკმაოდ ხშირად ვადაგასული და გაფუჭებულია; მეორე, მომსახურე პერსონალი ძალიან უხეში, მაგრამ ის რაც დღეს შემემთხვა, ბოლო წვეთი იყო - საქონლის უმეტესობას ფასები არასწორად აწერია, ანუ ის, რაც დევს დახლზე და ის ფასი, რაც უწერია ქვემოთ, სრულიად შეუსაბამოა ერთმანეთთან. დღეს ვიიყიდე შოკოლადი "ფერერო როშე" (პირველად ცხოვრებაში :)). საფასურზე ეწერა: "ფერერო როშე" 2.50. ავიღე ის პატარა შეკვრა და როდესაც ჩეკი ამოაგდო, მოითხოვა 4.60 ლარი. მე ვუთხარი, რომ დახლზე სხვა ფასი ეწერა-თქო, მაგრამ გამყიდველმა საკმაოდ უხეში ტონით მომახსენა, რომ ჩეკი უკვე ამოგდებული აქვს და შესაბამისად, ვალდებული ვარ ვიყიდო. ვთხოვე რომ მენეჯერს დაეძახათ, მაგრამ მითხრეს, რომ მენეჯერი არ არის. საქმე ფსში არაა, მესმის, რომ 2 ლარს რამენაირად დავამატებდი, მაგრამ თვითონ ფაქტი საკმაოდ უსიამოვნოა. თანაც, ეს პირველი შემთხვევა არაა. ადრე, ზუსტად ასე შევიძინე მათთან კულას წვენი და როდესაც მივედი სალაროსთან ორმაგი ფასი მომთხოვეს, მაგრამ იმ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია ჩეკზე და თავისუფლად გამომიცვალეს პროდუქტი. ამდენი ხანია ვაკვირდები და თითქმის არც ერთი პროდუქტის საფასური არ შეესაბამება იმ პროდუქტს. გთხოვთ, იქნებ დაინტერესდეთ და მიაკითხოთ, იმიტომ, რომ მომხმარებლის ასე მოტყუება და იძულებით არასასურველი პროდუქტის ყიდვა ამაზრზენია.

დევი   13:09:11 2013-08-19  უპასუხე   
გამარჯობათ, ლონდონში ნაყიდი iphone 5 მივიტანე iphone+ში გასაკეთებლად, შედეგად მათ არსებული ზიანის გამოსწორების ნაცვლად უფრო დამიზიანეს, თან როგორც ჩანს ნაწილები ამოიღეს, რადგან ამის დასკვნა მაქვს ოფიციალური ლონდონის iphone-ის მაღაზიიდან, რომელშიც გავაგზავნე ტელეფონი მათ შემდეგ. iphone + რა თქმა უნდა არ აღიარებს ამ ფაქტს, არის რამე გზა ჩემი ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობის?
თამარ, CSRDG   15:28:37 2013-08-19  უპასუხე   
დევი თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგვწერეთ და იურისტს დაგაკავშირებთ თქვენი უფლებების გასარკვევად. ფეისბუქზე თუ მოძებნით გვერდს momxmarebeli.ge იქ პირადში შეგიძლიათ თქვენი ნომერის დაწერა

დათო   18:13:46 2013-07-16  უპასუხე   
გამარჯობათ დელისის მეტროსთან ვიყიდე ნაყინი ეწერა 4,85 თეთრი, როდესაც მივედი გამომართვა 5 ლარი, როდესაც ვუთხარი იქ 4,85 აწერაი მეთქი არაუშავსო ასე მითხრა..

giorgi   16:31:53 2013-07-07  უპასუხე   
ივნისის დასაწყისში ჯინსის გალერეას ქსელში, ქარვასლაში შევიზინე სპორტული მაისური 59 ლარად. რომელიც 3 კვირაში გახუნდა. Gაირეცხა მხოლოდ ერთხელ ხელით.
ჩავედი მაღაზიაში დასაბრუნებლად და განმიცხადეს უარი მაისურის გადაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე. მიზეზი იყო შემდეგი:მაისური რომ გაფუჭებულიყო 2 კვირაშI, მას გამომიცვლიდნენ.რადგან იყო გასული 3 კვირა, უკვე დაგვიანებული იყო



Niko   18:15:16 2013-06-18  უპასუხე   
2013 წლის 15 ივნისს "გალაქსში" (პეკინის 41) შევიძინე მულინექსის კაფსულაზე მომუშავე ყავადანი, რომელიც მუშაობს თურმე არა კაფსულაზე, არამედ ისეთ ტაბლეტებზე, რომელიც საქართველოში არ იყიდება. მას არ ერგება არც ერთი დასახელების ყავის კაფსულა. ეს კარგად იციან გამყიდველებმა, შემდეგ ნაყიდ პროდუქტს უკან არ იბარებენ! არ იყიდოთ!!! მაგრამ ვინ აუკრძალავს მაღაზიას იმ ნივთის გაყიდვას, რომელიც საქართველოში გამოუყენებელია?! ან რატომ ყიდიან, როცა იციან, რომ მას მომხმარებელი ვერ გამოიყენებს?

bel   15:42:00 2013-05-30  უპასუხე   
გამარჯობათ,
29.05.2013 - მაღაზია Mothercare - ში იყო შეძენილი სათამაშო (4 წლის ბავშვისთვის - თანხა 122 ლარი) ჩემი მეგობრის (უცხოელი) მიერ. ამავე დღეს საღამოს მაჩუქა + თან ჰქონდა ჩეკი, მითხრა თუ არ მოგეწონა შეგიძლია შეცვალო. ჩემი შვილი 2-წლის არის. 30.05.2013 მივედი ჩეკით და სათამაშოთი, მაგრამ უარი მივიღე (ძალიან უხეშ ფორმაში) გადაცვლაზე! ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო.
ლია, CSRDG   10:48:15 2013-05-31  უპასუხე   
მიზეზი რა დაასახელეს? რატომ გეუბნებოდნენ უარს გამოცვლაზე?

თამარი   00:25:46 2013-04-22  უპასუხე   
მაქვს ეჭვი რომ გორის საკოლმეურნო ბაზარში იყიდება ცხენის ხორცი.გასულ კვირას შევიძინე და ხორცი აღმოჩნდა არაბუნებრივად წითელი და მომჟავო გემოსი.იქ ისეთი განათება იყო დახლზე, რომ ფერს ეჭვი არ გამოუწვევია...თანაც ხალხი იმაზეც საუბრობს რომ სოფლებიდან ბებერ, ან მკვდარ ცხენებს აბარებენ ყასაბებს.

giorgi   01:29:25 2013-04-16  უპასუხე   
რომელი ქართული ფირმა აწარმოებს სოსისს დარღვევების გარეშე?

მადლობთ,
badri   11:23:04 2013-04-16  უპასუხე   
სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მითანას საბავშვო ძროხის ხორცისგან კეთდება
ლია, CSRDG   08:21:16 2013-04-16  უპასუხე   
გიორგი, ამ სტატიაში შეჯამებულია ძეხვეულის შემოწმების შედეგები.

giorgi   01:27:54 2013-04-16  უპასუხე   
გამარჯობათ,
რომელი ფირმის აწარმოებს სოსისს დარღვევების გარეშე?

მადლობთ,

valeri   23:17:57 2013-03-09  უპასუხე   
მაქვს ავტომანქანა, "ჰიუნდაი სანტაფე"-2010წლის გამოშვება.მანქანას აქვს გარანტია 2015 წლის აგვისტომდე,კონკრეტულად გარანტია ჰიუნდაის ცენტრის განმარტებით თითქმის არაფერზე არ ვრცელდება...გთოხოვთ,მირჩიოთ ვის მივმართო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში ჰიუნდაის ცენტრი არღვევს ჩემს, როგორც მომხმარებლის უფლებებს.
ლია, CSRDG   11:18:36 2013-03-11  უპასუხე   
ვალერი, გარანტიის ხელშეკრულების ნახვის გარეშე ვერაფერს გირჩევთ. იქნებ გადაიღოთ და აქ ამოტვირთოთ? ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 2399019 და ჩვენ თავად დავასკანერებთ.

ნათია ლომიძე   17:34:04 2013-01-29  უპასუხე   
გასაგებია, რომ ქალაქების მოსახლეობა ინფორმილებულია ამ საიტის არსებობის შესახებ,მოგმართავენ თავისი პრობლემებით და ინფორმაციასაც გაწვდიან. მაინტერესებს რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, რამდენადაა მოსახლეობის ეს სეგმენტი ინფორმირებული ამ საიტის არსებობის შესახებ, მოგმართავენ თუ არა ხშირად და მონიტორინგს როგორ ახორციელებთ რეგიონულ სასურსათო ბაზრებზე? გმადლობთ.
თამარ, CSRDG   11:51:45 2013-01-30  უპასუხე   
ნათია საიტის რეკლამირება არც თბილისში ხდება და არც საქართველოს სხვა ქალაქებში. ერთადერთი რეკლამა რომელსაც ვიყენებთ ესაა ფეისბუქის რეკლამა რომელიც ყველა ფეისბუქის მომხმარებელს მისდის და დაინტერესების შემთხვევაში შემოდიან ჩვენს გვერდზე, მერე ხდებიან ამ საიტის მომხმარებელბი და მუდმივად მისდით ინფორმაციები. რეგიონებიდან გვქონდა საჩივრები, რომელთა ნაწილზეც ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, ჩავედით შევისყიდეთ და შევამოწმეთ - ინფორმაცია საიტზე გამოქვეყნდა, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ძალიან ხშირია ესეთი მომართვები. საწუხაროდ ტელევიზიებში რეკლამები ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ ვერ ვახერხებთ ამ საშუალების გამოყენებას მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებისათვის

tea   15:19:41 2013-01-14  უპასუხე   
მე მაინტერესებს რამდენად ნატურალურია ნიკორას ძეხვი "სალიამი", ხომ ვერ გვეტყვით რამე სხვა მინარევებს შეიცავს თუ არა და რას? მიკრობიოლოგიურადაც თუ შეამოწმებთ ძალიან კარგი იქნება, წინასწარ მადლობა ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით
თამარ, CSRDG   13:04:36 2013-07-19  უპასუხე   
თეა ძეხვეულის ნატურალურობის საკითხის შემოწმება შეუძლებელია რადგან არცერთი ლაბორატორია არ გვიკეთებს ამ ანალიზს. რაც შეეხება მიკრობიოლოგიას შევამოწმებთ აუცილებლად ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ამ ეტაპზე დროებითი ფინანსური შეფერხება გვაქვს და როგორც კი დაფინანსება განახლდება თქვენს კითხვასაც გავცემთ პასუხს. მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია იმ მაღაზიის მისამართი სადაც ტქვენ ყიდულობთ ამ პროდუქტს. მიკრობიოლოგია ცოტა ფაქიზი თემაა და მისი გამოწვევა წარმოებიდან თქვენს სახლამდე ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს. სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებია დაცული ამიტომ მნიშვნელოვანია მაღაზიის ცოდნა

დარეჯანი   11:06:54 2012-10-01  უპასუხე   
ამასწინათ ილია ჭავჭავაძის გამზ. 22-ში მდებარე ვროპული საქონლის მაღაზიაში (ვრო პლუს ლტდ), გრძელი განმარტებების (რამდენად კარგი და ევროპული ხარისხისაა, რომ არ იწვავს და მაღალ ტემპერატურებს უძლებს) მოსმენის შემდეგ შევიძინე გერმანული კერამიკულ ზედაპირიანი ტაფა. პირველივე გამოყენებისას გაიჩინა მოუშორებადი ლაქა, ხოლო მეორე-მესამეს შემდეგ - აშკარად შესამჩნევი მრავლობითი და მოუშორებადი მინაწვავი. მაღაზიაში უხარისხო ტაფის დაბრუნებაზე კატეგორიული ყარი განმიცხადეს და ეჭვი მაქვს ყველა სხვა საქონელიც ასეთი უხარისხო აქვთ და მხოლოდ გასაღებაზე არიან!

ekaterine   17:24:02 2012-08-20  უპასუხე   
ხომ ვერ დამეხმარებით, ვეძებ ამ დადგენილებას :
საქართველოს კანონის პროექტი “წყლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე)
(კანონპროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებული სანიტარული დაცვის ზონების პროექტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)
ლია, CSRDG   17:28:49 2012-08-21  უპასუხე   
სამწუხაროდ პარლამენტის საიტზე კანონპროექტები ხელმისაწვდომი არ არის. 2009-2011 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები (ჯერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, შემდგომ - ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი) ავრცელებდნენ პარლამენტში შესული კანონპროექტების შესახებ მოკლე ინფორმაციას და მათ სრულ დასკანერებულ ტექსტებსაც. ამ ეტაპზე ასეთი სერვისი აღარავის აქვს. ამიტომ უშუალოდ თუ გამოითხოვთ პარლამენტიდან ამ კანონპროექტს - თორემ სხვა საშუალება მისი გაცნობის არ არის.

davit   22:39:57 2012-07-16  უპასუხე   
დღეს აღმოგაჩინეთ ინტერნეტ სივრცეში და გამეხარდა,რომ არსებობს ასეთი საიტი.20 წელია ვაჭრობის და კვების მრეწველობის სფეროში ვმუშაობ,ვიცნობ ამ სფეროს კარგად.ასეთი საიტის არსებობა საჭირო და აუცილებელია,მაგრამ თუ ხელისუფლების მხარდაჭერა არ გექნებათ გაგიჭირდებათ ობიექტურები იყოთ,რადგან დიდი საწარმოები თუ სავაჭრო ცერტრები ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა და მათ არავინ დასჯის "პატარა" გადაცდომების გამო,თუნდაც ეს მომხმარებლის ჯამრთელობას ეხებოდეს.ეს საიტი უფრო გულის მოოხებისთვის არის ალბათ,მაგრამ შეიძლება უფრო მეტიც გამოვიდეს ვიდრე "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა",პირადად მე ხშირი სტუმარი ვიქნები,მაქვს ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქციის შესახებ და თუ რამეში გამოგადგებით მზად ვარ დაგეხმაროთ.მარტო შემოწმება არ არის საკმარისი უნდა იცოდე რა ეძებო პროდუქტში.აქ თვალი მოვკარი რომ სოსისის ხარისხი შეგიმოწმებიათ დარწმუნებული ვარ მხოლოდ სახამებელზე სოიოზე და ცილებზე იქნება აქცენტი და ის ნივთიერება რომელიც ევროპაში აკრძალეს არ იქნება ნანახი არის თუ არა ამ სოსისებში.ვნახოთ იქნება ვცდები...გისურვებთ წარმატებებს!
ლია, CSRDG   14:08:15 2012-07-17  უპასუხე   
დავით, მართალი ბრზანდებით. ყველაფერს ვერ გაზომავ. ძალიან მნიშვნელოვანია, დაახლოებით მაინც იცოდე, რას ეძებ, რა შეიძლება მეწარმემ დაარღვიოს. მოხარული ვიქნებით, თუ გვირჩევთ რომელ პროდუქტში რა პარამეტრის დარღვევას უნდა ველოდეთ.

TeBe   20:06:05 2012-04-20  უპასუხე   
მიხარია რომ აღმოგაჩინეთ...

mako   10:34:47 2012-02-22  უპასუხე   
აუ რა მაგრები ხარტ რა



nana-sv   22:52:54 2010-01-17  უპასუხე   
ძალიან მომეწონა ეს საიტი, მაგრამ რა სჰედეგი ექნება ამ ჩვენ წუწუნს კარგად არ მესმის
ლია, CSRDG   23:05:37 2010-01-17  უპასუხე   
სულ ცოტა _ ინფორმაციის გაცვლა იმის შესახებ ვის (რომელ ფირმას) უნდა ენდო და ვის _ არა.

გარდა ამისა, რამოდენიმე საკითხზე კამპანია წამოვიწყეთ _ ანუ შევეცდებით ყველა შესაძლო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ მომხმარებლის უფლების დასაცავად. თანდათან გამოვა.
mixeili   15:53:00 2013-07-17  უპასუხე   
გასაგებია რომ სულ ცოტა ინფორმაციის გაცვლა ხდება ერთმანეთში,მაგრამ მოსახლეობისთვის მთავარი მაინც ამ პრობლემების მოგვარებაა.რომელიმე ორგანიზაცია თუ არსებობს, რმელიც ამას მოაგვარებს,და რატომ არ იხურება ის კომპანიები,რომლებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს პროდუქციის წარმოებაში,ან რატომ არ ჯარიმდება ის მაღაზიები რომლებიც შენახვის პირობებს არ იცავენ?
თამარ, CSRDG   12:58:28 2013-07-19  უპასუხე   
მიხეილ თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე კომპეტენტური სურსათის ეროვნული სააგენტოა რომელსაც აქვს კანონის საფუძველზე გაწერილი პროცედურები რა შემთხვევაში როგორ იქცევა. პირველ რიგში სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევაზე, რომელსაც ისინი აუცილებლად გადაამოწმებენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს გაფრთხილება და რეკომენდაციები მიეცემა ან შეუწყდება საქმიანობის უფლება რეკომენდაციების შესრულებამდე (გააჩნია რა დარღვევები აღმოჩნდება), რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გადამოწმდება და თუ ყველა დარღვევა გამოსწორებულია მაშინ გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. სააგენტო კიდევ ერთხელ გადაამოწმებს გარკვეული პრიოდისემდეგ ამ ობიექტს.
თამარ, CSRDG   12:59:38 2013-07-19  უპასუხე   
არსებობს მეწარმის დაჯარიმების პროცედურაც. ესეც დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge