ბოლო ცვლილებები

ერთობლივი შესყიდვები
ქვის პური
სურსათთან დაკავშირებულ საკითხებზე უფასო იურიდიული დახმარება მომხარებელს
მაღაზია "ორი ნაბიჯი" დიღმის მასივში
უფასო ადვოკატი მომხმარებლებისთვის
"როშენის" ნუგა
"დაჩა ზალატაია"
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომუნალური მომსახურების ხარისხის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის გაზით,  ელექტროენერგიით და წყლით მომარაგებას არეგულირებს ”საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია”, სადაც მოქმედებს მომხმარებლის დაცვის სამსახური. ტელ: (832) 242-01-90, ელ-ფოსტა: mail@pdci.ge . იაქტიურეთ!

თბილისის დაგვა-დასუფთავების და ქუჩების შეკეთების ნაკლოვანენებთან დაკავშირებით გირჩევთ აქტიურად გამოიყენოთ მერიის ცხელი ხაზი : 272-22-22 და ვებ-გვერდი ”ჩემი ქუჩა”.

თბილისში წყლის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ მიმართოთ ”თბილისის წყლის” გამრიცხველიანების საკოორდინაციო ჯგუფს ტელეფონზე 2931111 (დამატებითი 1412 ან 1192), რომელიც თქვენს საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. კომპანია GWP-ს განმარტებით, თუკი მომხმარებელი კატეგორიულ უარს აცხადებს წყლის მრიცხველის დაყენებაზე, მასთან მრიცხველი არ ყენდება და არც რაიმე სახის სანქცია ტარდება ამ მომხმარებლის მიმართ. ამავე დროს, მომხმარებელს შეუძლია შემდგომში დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს მრიცხველის დაყენება - მას მრიცხველს დაუყენებენ. 




print version
14:49:39 2013-04-19

კომენტარის დამატება

მაია   17:32:46 2014-09-30  უპასუხე   
გამარჯობათ როგორ გავხდე ყასტრან გაზის აბონენტი არცერთ ნომერზე არ მპასუხობენ რაიონული სერვიცენტრიდან გამიშვეს მთავარში იქაც გაუგებარია...დამაკვალიანეთ(დიდუბე ჩუღურეთი)
თამარ, CSRDG   15:11:34 2014-10-01  უპასუხე   
მაია სამწუხაროდ მხოლოდ მატთან დაკავშირებით არის შესაძლებელი აბონენტად გახდომა. ჩვენ ვესაუბრეტ კომპანიის კანცელარიას სადაც გვითხრეს რომ აუცილებელი მიხვიდეთ ყაზტრანსგაზის ცენტრალურ ოფისში, მიცკევიჩის 18ა-ში სადაც დაწერთ განცხადებას აბონეტად გახდობის თაობაზე. საჭირო დოკუმენტებია წარსადგენი საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბინის მფლობელის პირადობის მოწმობა და შიდა აზომვითი ნახაზი

tofasa   00:45:44 2014-09-30  უპასუხე   
გთხოვთ მიპასუხოთ რა ღირს 1 ტონა წყალი ქ.თბილისში მოსახლეობისათვის?
თამარ, CSRDG   14:04:41 2014-09-30  უპასუხე   
როგორც საქართველოს წყლის კომპანიაში გვითხრეს ქ. თბილისში მობინადრეზე 1 ტონა წლის გადასახადი 26,6 თეთრს შეადგენს

მაია   22:34:08 2014-09-29  უპასუხე   
გამრჯობა. ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა ჩემი ბინიდან წაიღეს გაზის მრიცხველი შემოწმების მიზნით. სახლში ამ დროს იმყოფებოდა ახლობელი, რომელიც სტუდენტია და დროებით ცხოვრობს ჩემს ბინაში. მრიცხველის წაღებიდან რამდენიმე თვეში დამირეკეს ყაზტრანსგაზიდან და მაცნობეს, რომ ექსპერტიზამ დაადგინა მრიცხველზე ზემოქმედების კვალი და მთხოვეს მივსულიყავი ოფისში და ჩამებარებინა ექსპერტიზის დასკვნა. ბინაზე რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად, დასკვნა ვერ ჩამაბარეს, რადგანაც თბილისში არ ვცხოვრობ და ზაფხულსა და ზამთარში ბინა ძირითადად დაკეტილია. ექსპერტიზის დასკვნის შედეგის გაგების შემდეგ გამიჩნდა პრეტენზია და ეჭვი ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე. მას შემდეგ, რაც ბინის მესაკუთრე გავხდი, 2010 წელს, მრიცხველი ჩამბარდა შეფუთული და დაპლომბილი. ვერანაირად ვერ მოვახდენდი მრიცხველზე ზემოქმდებას, რადგანაც, როცა მრიცხველი მოხსნეს, შეფუთვა და პლომბი დაზიანებული არ ყოფილა. რამდენიმე ხანში დამიკავშირდა ყაზტრანსგაზის სხვა თანამშრომელი და მითხრა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოვცხადებულიყავი მათთაN, რომ მიმეცა მათთვის დროებითი მრიცხველი, რომელიც ჩემი მრიცხველის მოხსნის შემდეგ დაამონტაჟეს. ჩემი მრციხველის დაბრუნების მოთხოვნაზე მიპასუხეს, რომ ის დაზიანებული იყო. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ვერ ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას და საკითხის გარკვევას.
გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, და მიპასუხოთ, რამდენად აქვს უფლება კომპანიას დამაკისროს ჯარიმა მრიცხველის შემოწმების შედეგად დაწერილი დასკვნის საფუძველზე. წინასწარ გმადლობთ.
თამარ, CSRDG   13:58:35 2014-09-30  უპასუხე   
მაია, მიმართეთ ამ ორგანიზაციას იურიდიული კონსულატციისთვის ან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ნომერზე 242-01-90 ან 80

tiniko   13:07:10 2014-09-27  უპასუხე   
მეორე წელიაარ ვცხოვრობ ბინასჰი ვიმყოპები საზგვარგარეტ მეკუტვნის ტუ არა გადასახადების გადახდა

თამარ, CSRDG   14:01:11 2014-09-30  უპასუხე   
თინიკო რომელ გადასახადებზე გვეკითხებით. თუ კომუნალურზე - ბინაში თუ არ ცხოვრობთ არც კომუნალური მომსახურეობით სარგებლობთ, შესაბამისად ელექტროენერგიის და გაზის დავალიანება არ გექნებათ. რაც შეეხება წყალსა და დენს ეს ბინაში ჩაწერილ ადამიანტა სულადობაზეა მიბმული და სავარაუდოდ გადასახადი მოგივათ. იმისათვის რომ გაერკვეთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ნომერზე 242-01-90 ან 80 და ამ კიტხვაზე ის გაგცემთ პასუხს.

სალომე   14:54:50 2014-09-17  უპასუხე   
გამარჯობათ, გაზის მრიცხველებთან დაკავშირებით გაწუხებთ მაინტერესებს რომელ საკონტაქტოო ნომერზე უნდა შევეხმიანო ყასტრანგაზის წამრომადგენელს. რამოდენიმე თვით ქალაქინდან ვიყავი გასული და მოუხსნიათ. ეხლა მჭირდება ძალიან
თამარ, CSRDG   15:59:32 2014-09-17  უპასუხე   
სალომე ამ ნომრებზე დარეკეთ, სავარაუდოდ მრიცხველი მონტაჟის ქვეშ მითითებულ ნომერზე
სალომე   16:18:56 2014-09-17  უპასუხე   
მადლობაა ...

ნანა   02:39:23 2014-09-09  უპასუხე   
გამარჯობათ.თბილისში დამეწვა სახლი 1998წელს რის შედეგადაც დაიწვა გაზის ძველი გადახდილი ქვითრები, სახლის დაკანონებისთვის მთხოვენ ძველ გადახდილ ქვითრებს დალიან გთხოვთ დამეხმარეთ ვის მივმართო
თამარ, CSRDG   12:21:59 2014-09-10  უპასუხე   
ნანა სამწუხაროდ ყაზტრანსგაზის ვერცერთ ნომერზე ვერ მოვახერხეთ დაკავშირება. იქნება მიხვიდეთ თქვენი უბანი რომელ სერვის ცენტრსაც ეკუთვნის და იქ გაარკვიოთ სად შეიძება ამ ქვითრების აღდგენა
ნანა   23:03:41 2014-09-10  უპასუხე   
დიდი მადლობა თამარ, ვიკავი ჩემი უბნის სერვის ცენტრში და ვერ გამცეს პასუხი.ვერ დაგეხმარებითო.ჩვენ არ გვეხებაო. რა გავაკეთო ვის მივმართო არ ვიცი.
თამარ, CSRDG   12:41:18 2014-09-11  უპასუხე   
ნანა ბინის დაკანონებისათვის თქვენ სავარაუდოდ გჭირდებათ ცნობა იმის შესახებ რომ არ გაქვთ დავალიანება მოცემული მომენტისათვის, ეს ქვითრებიც ამის დადასტურების დოკუმენტებია. ქვითრების აღდგენას თუ მოითხოვთ სერვის ცენტრისგან, ამას ვერ შეძლებენ, თუმცა შესაძლებელია მოგცენ ცნობა, რომ ამა და ამ ბინაზე ყაზტრანსგაზში არ ირიცხება დავალიანება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინა პერიოდში ყველა თვის მოხმარებული გაზის საფასური გადახდილი გაქვთ
ნანა   22:36:18 2014-09-11  უპასუხე   
დიდი მადლობა ძალიან დამეხმარეთ.

თბილისელი   18:05:26 2014-09-01  უპასუხე   
გამარჯობა. მინდა მოგახსენოთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც არ არის ერთადერთი და ჩემს გარშემო უკვე ბევრ ოჯახს შეეხო. ახლა კი მეც. ეხება წყლის გადასახადს. ვიხდით სულადობით. ბოლოს მიღებულ ქვითარში კი 4 სულით მეტი იყო მითითებული. წყლის კომპანიაში გვითხრეს რომ რეესტრში უნდა გაგვერკვია. რეესტრში რა თქმა უნდა დოკუმენტების წარდგენა მოგვიხდა, უამრავი დრო დავხარჯეთ და გარკვეული პროცედურების შემდეგ იმედია ამდენ უცხო ადამიანს ბინიდან ამოვწერთ. მარა არავინ გვიხსნის როგორ მოხდა ეს შეცდომა და ვინ არის პასუხისმგებელი. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ის არის რომ წყლის კომპანიაში გვითხრეს რომ ზედმეტ გადახდილ თანხას არ დაგვიბრუნებენ. არ არის ბევრი, მარა რატომ ეშლებათ სულ თავის სასარგებლოთ? ვრეკავდი 242-01-90 და არავინ პასუხობს, დიდხანს ველოდე. ჩემი ტხოვნაა იქნებ მიხედით ამ საკითხს. ამ ქვეყანში როგორც ჩანს წესრიგი არ არის.
თამარ, CSRDG   12:31:28 2014-09-02  უპასუხე   
გამარჯობა, დარეკეთ ამ ორგანიზაციაში ჩვენი სახელით და იქ დაგეხმარარებიან
თბილისელი   19:33:44 2014-09-02  უპასუხე   
უღრმესი მადლობა. დავურეკავ. მხოლოდ თანხაზე არ არის საუბარი. უბრალოდ უსამართლობაა და ხალხს აწვალებენ თავისივე დაუდევრობის თუ მავნებლობის გამო. ხვალ შეიძლება 100 კაცი ჩაგიწერონ ბინაში და სიმარტლეს ვერც დაამტკიცებ.

ნათია   17:47:58 2014-08-31  უპასუხე   
100 კილოვატზე რამდენია გადასახადი დენზე?
თამარ, CSRDG   16:23:57 2014-09-01  უპასუხე   
ნათია რომელი კომპანიის მომხარებელი ხართ თელასისი თუ სხვა?

ნიკა   03:19:05 2014-08-14  უპასუხე   
გამარჯობათ. დაბა სურამში (ხაშურის რაიონი ) მაქვს სახლი. 9 აპრილის ქუჩა ელექტრონერგიის მიწოდება ხდება ნორმალურად .ელექტრონერგიის ტარიფის გადახდა ხდება გრაფიკის მიხედვით. მაგრამ 220 ვოლტის მაგივრად 180 ვოლტიც არ არის. დავწერეთ განცხადება ენერგოპროჯორჯიას სახელზე ხაშურის რაიონში.მოვიდნენ ელექტრიკოსები ნახეს და 18-190 ვოლტი იყო შემომავალი ძაბვა. ამ დღეებში დაბალი ძაბვის გამო დაიწვა მაცივარი,ნოუთბუქს გაუფოჭდა აკუმულატორი, მალე ალბათ მწყობრიდან გამოვა ტელევიზორიც , მობილურიც ბატარიაც ძლივს იტენება ცხელდება,იქნებ მიაწვდინოთ ხმა .მიიღონ ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ მარეგულირებელ კომისიას და მოვითხოვ ზარალის ანაზრაურებას.

megi   12:16:48 2014-08-07  უპასუხე   
სამი თვის გადასახდელია დენი ცკალი ნაგავი კირიტ იკვნენ და გაიპარნენ შემიზლია გადანაცილება? ერტიანად ვერ გადავიხდი
თამარ, CSRDG   13:55:38 2014-08-09  უპასუხე   
მეგი ამ კითხვით თელასსა და ყაზტრანსგაზს უნდა მიმართოთ. ჩვენ ვერ გიპასუხებთ სამწუხაროდ

ეკა   13:00:16 2014-07-22  უპასუხე   
გამარჯობათ,
2007 წლიდან ვიხდი წყლის გადასახადს ორ სულზე,მაშინ როცა ბინაში ვცხოვრობ ერთი სული.ამ წლების განმავლობაში ამას ვერ ვამტკიცებდი, რადგან სამ სადარბაზოიან კორპუსში ბინები არ იყო დანომრილი და სულადობის ამონაწერში ირიცხებოდა მთელ კორპუსში მცხოვრებთა რაოდენობა. ამჟამად ბინები დანომრეს და ვფლობ იმის დამადასტურებელ საბუთს სადაც მითითებულია, რომ ბინაში ჩაწერილია ერთი სული და მთელი ამ წლების განმავლობაში ბინაში ორ სული არ ყოფილა ჩაწერილი. მაინტერესებს ამინაზღაურდება თუ არა ჩემს მიერ 7 წლის განმავლობაში უსამართლოდ გადახდილი თანხა.
წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის.
თამარ, CSRDG   15:04:46 2014-07-22  უპასუხე   
ეკა დაუკავშირდით ამ ორგანიზაციას, სადაც კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ იურისტები და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან. მომსახურეობა უფასოა
თამარ, CSRDG   15:44:24 2014-07-22  უპასუხე   
ორგანიზაციის საკონტაქტო მონაცემების მიბმა დამავიწყდა :)

ქეტი   19:05:11 2014-06-30  უპასუხე   
საშინელი მომსახურება აქვს თელასს. ახალ აბონენტად რომ დარეგისტრირდე 3 კვირა უნდა ელოდო, მანამდე საბუთები უნდა აგროვო.ერთი ფილიალიდან მეორეში გაგზავნიან, ერთი საათი თანამშრომელს ელოდო პასუხი გაგცეს, 6 საატამდე მუშაობენ ვითომ , მაგრამ 5 საათის მერე არაფერს ხელს არ კიდებენ. კომუნისტების დრო გაგახსენდება თელასში

marina   22:47:25 2014-06-27  უპასუხე   
gamarjobat. mainteresebs wkalze suladobit vinebi vart hawerili. an rogor gavigo, saxeli da gvari, 9 sulze momdis vin aris 9 suli sad gavigo
თამარ, CSRDG   19:08:08 2014-06-28  უპასუხე   
მარინა, დარეკეთ საჯარო რეესტრში და გაარკვიეთ თქვენს ბინაში ვინ არის ჩაწერილი. მხოლოდ ასე გაიგებთ ვის გადასახადს იხდით

დავით   13:18:56 2014-06-12  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებს ყაზტრანს გაზს აქვს თუ არა ვალდებულება, რომ დავალიანების გამო გაზის შეწყვეტის წინ გააკეთოს წერილობითი შეტყობინება? აგრეთვე შეიძლება თუ არ აჩაითვალოს სატელეფონო შეტყობინებაა ოფიციალურ შეტყობინებად? თუ არ გააკეთა შეტყობინება, რა შედეგი შეიძლება დადგეს მომხმარებილისათვის?

თეა   15:04:42 2014-06-04  უპასუხე   
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალური ვებ გვერდზე მოცემულ ბლოკზე, http://www.georgianwater.com/main.php?pg=cnt, რომლის სახელწოდებაცაა - "მოგვწერეთ", ორჯერ დავსვი შეკითხვა, არცერთზე პასუხი არ მიმიღია.
ასევე არ მიმიღია პასუხი - სოციალური სამსახურის სააგენტოსგან - http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთი დასმული შეკითხვა არ არღვევდა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.
თამარ, CSRDG   15:23:47 2014-06-05  უპასუხე   
თეა გორგიან წოთერს ფეისბუქის ოფიციალური გვერდიც აქვს და იქ მისწერეთ იქნებ იქ გიპასუხონ https://www.facebook.com/georgianwaterandpower

ina   21:29:07 2014-05-31  უპასუხე   
გამარჯობათ. დენზე ძველი დავალიანების ჩამოწერა თუ არის შესაძლებელი. ალბათ 8 წელია დენი გათიშულია. ბინა დაკეტილია არავინ არ ცხოვრობს. ბინა არის პენსიონერი ქალბატონის რომელიც რაიონში ცხოვრობს და როცა ჩამოდის დენი არა აქვს. სად შეიძლება შეღავათზე განცხადების დაწერა.ეს დავალიანებაც საიდან დაგროვდა გაურკვეველია.
Nia   16:00:52 2014-07-23  უპასუხე   
ინა, ალბათ პირობითს არიცხავდნენ. მეც იგივე პრობლემა მაქვს მეორე ბინაზე და ვერ მივაკვლიე სამართალს.

მაკა   09:52:09 2014-04-02  უპასუხე   
ორი თვეა წყლის მრიცხველი ყინვამ გახეთქა, ცხელ ხაზზეც რამდერჯერ დავრეკე სათაო ოფიში განცხადებაც შევავსე მაგრამ ჯერ რეაგირება არანაირი არ ყოფილა. ბრმაყრუობაა ხელფასებს იდებენ მარტო ჯიბეში, არავინ ყურადგებას არ გვაქცევს 2 თვე ცოტა ხომ არაა? ჩვენი ხარჯებით გადავაერთეთ მილები. ესენი ხომ ხალხი არ არიან

maia   15:00:19 2014-03-19  უპასუხე   
ვარ სოციალურად დაუცველი 6 თებერვალს შემომიყვანეს გაზი , საგარანტიო წარდგენილი მაქვს ყაზტრანსგაზში , დღეს პირველად მივიღე ქვითარი , აბონენტი : 509650-159 რაზეც აღნიშნულია გაზიფიცირების საფასური 405ლარი და პლიუს მიმდინარე დარიცხვა 61ლარი და 59თეთრი , მე ხომ დამიფინანსდა გაზიფიცირების საფასური, გთხოვთ გაამარკვიოთ როგოორ მოვიქცე !!

ციცო   20:39:48 2014-02-06  უპასუხე   
გამარჯობა! 2 თვეა წყალი არ მოდის მეტრომშენის დასახლება კალანდაძის 56ში 58 ში 60 ში 54 ში. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას.
თამარ, CSRDG   12:52:52 2014-02-10  უპასუხე   
ციცო, თქვენს საჩივართან დაკავშრებით სატელეფონო საუბარიც გვქონდა საქართველოს წყლის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელთან და ელ-ფოსტაზეც გავუგზავნეთ ინფორმაციის მოთხოვნით წერილი. მათგან მირებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ;
"გაცნობებთ, რომ მეტრომშენის დასახლებაში, კალანდაძის ქუჩის N54, 56, 58 და 60-ის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება ნამდვილად შეწყვეტილი აქვთ, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამ კერძო სახლებს 2 თვის მანძილზე არ მიეწოდებათ წყალი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე ამ სახლების მაცხოვრებლების შეტყობინება წყლის შეწყვეტის თაობაზე 14 იანვარს შემოვიდა. კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა რეაგირება გაუკეთა შემოსულ ზარს, თუმცა რაიმე სახის დაზიანება, რის გამოც ამ რამდენიმე სახლს შეიძლებოდა წყალი შეწყვეტოდა ვერ აღმოაჩინა. კალანდაძის ქუჩაზე მდებარე დანარჩენ სახლებს წყალი დღესაც ჩვეულ რეჟიმში, ანუ ნორმალურად მიეწოდება.
კომპანიის ტექნიკური სამსახური აგრძელებს საძიებო სამუშაოების ჩატარებას სავარაუდო ფარული დაზიანების აღმოსაჩენად. ჩნდება იმის ეჭვიც, რომ დაზიანება შეიძლება იყოს აღნიშნული სახლების შიდა ქსელებზე, ანუ ამ სახლების მობინადრეთა კუთვნილ მილებზე. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტრომშენის დასახლებაში კერძო სახლები აშენებულია სტიქიურად და კომუნიკაციებიც ასევე სტიქიურად, ყოველგვარი პროექტირების გარეშეა გაყვანილი, რაც კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს ურთულებს საძიებო სამუშაოების ჩატარებას.
საძიებო სამუშაოების შედეგებს www.momxarebeli.ge-ს აუცილებლად ვაცნობებთ."

mari   09:26:58 2014-02-05  უპასუხე   
ყინვამ მოსახლეობას დაუზიანა წყლის მრიცხველები.საჭიროებს გამოცვლას.მიპასუხეთ: ვისი ხარჯით უნდა მოხდეს დაზიანებული-უვარგისი მრიცხველის შეცვლა?
ლია, CSRDG   11:26:11 2014-02-05  უპასუხე   
მარი, წყლის მომწოდებელი რომელი კომპანიაა? ხელშეკრულება გაქვთ? მრიცხველი მოსახლეობის შეძენილია თუ კომპანიას ეკუთვნის? სად არის ეს მრიცხველები განთავსებული - მოსახლეობის ბინებში? თუ სადარბაზოში? თუ გარეთ?

სალომე   16:33:08 2014-01-11  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებს დენისა და გაზის ტარიფები.
წინასწარ გმადლობთ.

თამარ, CSRDG   12:35:12 2014-01-13  უპასუხე   
სალომე უნდა დარეკოთ თელასსა და ყაზტრანსგაზსში. ან მათ ვებ გვერდებზე შეძლებთ ამ ინფორმაციის მოპოვებას. დენთან დაკავშირებით მოხმარებულ კილოვატებზეა დაოკიდებული ფასიც, აიტომ ჯობია თვითონგაარკვიოთ ეგ საკითხი
თელასი ყაზტრანსგაზი;

levani   21:15:08 2013-12-29  უპასუხე   
რა ხდება რა უბედურებაა.მთელი დგეა წყალი არა არც გლდანში და არც გლდანულაში.ცხელ ხაზზე რეკე რამდენიც გინდა არავინ პასუხობს.უკვე მეორე დგეა,სადამდე უნდა გაგრდზელდეს ესე?

ინგა   12:33:15 2013-12-29  უპასუხე   
იქნება გააარკვიოთ როდის იქნება წყალიიიიიიი ფონიჭლაში

Inga Zumbadze   10:46:30 2013-12-29  უპასუხე   
ზემო ფონიჭალაში ყოველ მეორე დგეს არ არის წყალი იქნებ გვიშველოთ რამეეე ოპერატორები გვატყუებენ ახალ წელს ნუ შეგვახვედრებთ წყლის გარეშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

ლელა   23:34:02 2013-12-21  უპასუხე   
გამარჯობა, მაქვს ასეთი შეკითხვა:
ჩემი მშობლების ბინაში, სადაც ვცხოვრობთ ოთხი ადამიანი, ჩაწერილია მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილები, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან. მამიდაჩემი და თავისი შვილები ცხოვრობენ აფრიკაში, მაგრამ საცხოვრებელი ფართი არის გაუფორმებელი; თუმცა, ამის მიუხედავად, წყლის გადასახადი ორ ადგილას მოდის. იქ, სადაც ცხოვრობს აქვს მრიცხველი და თანხას იხდის დახარჯული წყლის მიხედვით; ჩვენს სახლში კი – სულადობის მიხედვით. ვიყავით „თბილისის წყალში“ და დაგვპირდნენ, რომ ჩვენთან არ მოვიდოდა დამატებითი გადასახადი, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისე დარჩა. იქნებ, დამეხმაროთ, როგორ მოვიქცეთ, რომ ერთმა ადამიანმა ორჯერ არ გადაიხადოს ერთი და იგივე გადასახადი.

inga   19:34:16 2013-12-14  უპასუხე   
ზემო ფონიჭალაში ყოველ 2-3 დგეს არ არის წყალი პატრონი არ გვყავს ინფორმაციას არავინ არ გვაწვდის რა ვქნათ იქნებ რამე გვიშველოთ მე წყლის გადახდას აღარ ვაპირებ და ვის უნდა მივმართოოოოოოოოოო
თამარ, CSRDG   11:43:42 2013-12-16  უპასუხე   
ინგა როგორც გვითხრეს წყლისკომპანიაში (ნომერზე 2931111) ავარიის გამო იყო ფონიჭალაში წყლის მიწოდებაზე შეფერხება და დღეიდან ეს პრობლემა აღმოიფხვრაო. იქნებ მოგვწეროთ მართლა მოვიდა წყალი თუ არა
ლია, CSRDG   10:13:37 2013-12-15  უპასუხე   
წყლის კომპანიას მიმართეთ? რა პასუხს გაძლევენ?

რამაზი   15:02:01 2013-12-14  უპასუხე   
რატომ არ ინტერესდება არავინ იმით რომ ურცხვად გვატყუებენ და არავინ არის პასუხის მომთხოვნი.გაზი რომელიც საქართველოში მომხმარებელს მიეწოდება ნახევარზე მეტი ჰაერია და ჰაერში გვახდსევინებენ ფულს.
ლია, CSRDG   18:26:31 2013-12-14  უპასუხე   
ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ლაბორატორიებისთვის დაგვეკვეთა მოსახლეობისთვის მიწოდებული გაზის თბოშემცველობის/თბოწარმოქმნის გაზომვა, მაგრამ ვერც ერთი ლაბორატორია ვერ დავითანხმეთ. კიდევ ვეცდებით

natia   14:56:48 2013-12-12  უპასუხე   
როდემდე უნდა იყოს ასეეეე ვერ გავიგეეეეეეეეეეეე???? გზას გადავკეტავთ ჩვენი უფლებეიიიიიის დარღვევისთვის გიჩივლეეებთ იმის ღირსებიც კი არ ვართ რომ წინასწარ გაგვაფრთხილონ? როდემდე შეიძლება ავიტანოთ თქვენი საქციელიი და ტყუილებიი
ლია, CSRDG   20:13:07 2013-12-12  უპასუხე   
ნათია, წყლის კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკეთ? 2 931111

წყალიიიიიიიიიიიიი   14:15:20 2013-12-12  უპასუხე   
წყალი გამოუშვიიიიიით ზემო ფონიჭალაში პატრონი არ ყავს ამ უბანს რა უბედურებააა წყლის შეწყვეტა გამიგიაააა ჭამის წინ და ჭამის შემდგ:@@@@ დაგვეხვია ტილები ვახ!!!!!!!!!!!!!!!!

მერაბი   19:08:45 2013-12-11  უპასუხე   
ზემო ფონიჭალაში გახშირდა წყლის გათიშვა და ხშირშემთხვევაში კომპანია GWP-ს განმარტებით არ იციან როდის იქნება წყალი. ერთი და იგივე ადგილას ფუჭდება თუ რა ხდება ყურადღებას არავინ არ გვაქცევს რის შედეგადაც ირღვევა მომხმარებლის უფლებები.

dali   15:58:18 2013-12-11  უპასუხე   
ფონიჭალას დგე-გამოშვებით წყალი არ აქვს!!! თან 1-2 დგით!! რა თქმაუნდა არავინ არ გვაფრთხილებს!!!! სულ ავარიებია აფრიკაში და ა. შ. . ისანი-სამგორის რ-ნში . . . 21-ე საუკუნეში ნუთუ არ მოიძებნება ისეთი საშუალება რომ მოსახლეობა 15 წუთით ადრე მაინც გააფრთხილონ . . .!! ტუნდაც სახლის ტელეფონის საშუალებით . . . დავიღალეთ ცხელ ხაზზე რეკვით!!! მერიაშიც აზრი არ აქვს რეკვას . . ჩვენი საქმე არ არისო . . .

ტამტა   21:56:16 2013-12-05  უპასუხე   
ზემო ფონიჭალაში მეორე დღე არ არის წყალი და სულ იტყუებიან როდის იქნება. ერტი და იგივე ადგილას ფუჭდება ტუ რა ხდება ყურადღებას არავინ არ გვაქცევს.

natia   13:40:07 2013-12-05  უპასუხე   
გამარჯობათ, ვცხოვრობ ახალაშენებულ კორპუსში, დიღმის მასივში. წყლის გამრიცხველიანება ჯერ დაწყებული არ არის. აუცილებელია თუ არა მომავალში წყლის მრიცხველების დაყენება თუ ნებაყოფლობითია.
გმადლობთ...

marika   12:25:31 2013-12-02  უპასუხე   
რა უსინდისოები ხართ რაა....შეიძლება წყლის დაკეტვა მოსახლეობის გაუფრთხულებლად?...დავრჩი გასაპნული.
ნაძალადევის აბონენტი.
ლია, CSRDG   14:18:25 2013-12-02  უპასუხე   
მარიკა, მართალი ბრძანდებით, თუ საავარიო სიტუაცია არ არის, მოსახეობას წყალი გაუფრთხილებლად არ უნდა გაეთიშოს. თქვენ თუ თბილისში იმყოფებით, დაურეკეთ ჯორჯიან უოთერ ანდ პაუერს ცხელ ხაზზე 293 11 11, ან მოგვაწოდეთ ინფორმაცია რომელ უბანში ცხოვრობთ და ჩვენ მივმართავთ.

იხ. აგრეთვე მათი დაგეგმილი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ

თამარი   16:48:39 2013-11-25  უპასუხე   
ახალაშენებულ კორპუსი ვიყიდე ბინა, გაზი მაქვს გასაყვანი. 5 სართულიანია და სულ 6 მეზობელი ცხოვრობს. რა უნდა დამიჯდეს. ყაზტრანსში დავრეკე გავარკვევთქო, მაგრამ ტელეფონის აღებასაც არ კადრულობენ მისასვლელად კიდევ არ მცალია. ქსელზე მიერთებაზე უწერიათ 600 ლარი და მრიცხველის დამონტაჟება 300, ეს ორივე უნდა გადავიხადო? კორპუსამდე მოყვანილია, მე 4-მდე ამოყვანისას ვინ იხდის? თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება დამაკვალიანეთ

nino   00:26:14 2013-11-25  უპასუხე   
ქუთაისის ენერგოპრო თავხედობს.
ამას წინ მრიცხველი ისე გამოცვალეს ჩემთვის არ უკითხავთ, არც გამოცვლას დავსწრებივარ. ოცი ლარით ზედმეტი მომივიდა , ვიდრე ჩვეულებრივ მომდის ხოლმე, გამიკვირდა და გასარკვევად წავედი. ესაო ისაო, ჩვენო ასე ვიანგარიშეთო, ჩვენი გათვლები გვაქვსო. მეთქი მე რატომ არ დამასწარით მრიცხველის გამოცვლას-თქო? სად ვეძებოთ ჩვენ აბონენტებიო, რამდენი მრიცხველს შევცვლითო, არადა კერძო სახლში ვცხოვრობ და ჭიშკართან დგას მრიცხველი. გადამრიეს და ბოლოს თავხედურად მითხრეს თუ არ მოგწონთ ჩვენი მომსახურება სხვა ფირმას მიმართეთ , ჩვენით ნუ ისარგებლებო და ამ დროს სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არამარტო ჩემ უბანში, არამედ მთელ ქალაქში. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 20 ლარზე ხომ არაა საქმე, მომხმარებლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება როგორ შეიძლება. რა უნდა მექნა, გადავიხადე, სასამართლოში ხომ არ ვიჩივლებდი .
არსებობს კი მომხმარებლის დაცვის მექანიზმი რამე ასეთ შემთხვევაში?

nikolozi   21:52:59 2013-11-06  უპასუხე   
მაინტერესებს რა ღირს გაზის მრიცხველის დაყენება??
თამარ, CSRDG   10:36:17 2013-11-08  უპასუხე   
ნიკოლოზ, როგორც ყაზტრანსგაზის ვებ-გვერდზეა განმარტებული : 1. ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო მრიცხველების დამონტაჟების სამუშაოების ღირებულება (არა კერძო სექტორი) – 299.40 ლარი.
იხილეთ ამ ბმულზე

anita   07:42:26 2013-09-28  უპასუხე   
გამარჯობა, მე რამდენადაც ვიცი გაზის მრიცხველის დაყენება ხდება პირველ, ეგრეთწოდებულ ტეექნიკურ სართულზე, ფანჯარასთან ახლოს და სპეციალურ კარადაში. არის თუ არა მომხმარებლის უფლების დარღვევა როცა მთელი სართულის მრიცხველები ყენდება საცხოვრებელ სართულზე ერთერთი ბინის გარეთა კედელზე, იმ ბინაში მცხოვრები პირების ნებართვის და თანხმობის გარეშე, სადაც არც ფანჯარაა და არც სპეციალური კარადაა გამოყენებული.

მაყვალა   15:43:57 2013-09-05  უპასუხე   
ვერასდროს ვერ ვრეკავდი სოცარში ინფორმაციის გასაგებად,როგორც იქნა აღმოვაჩინე ნომერი 16114 ამაზე რეკავ პირდაპირ და სოცარის ცხელი ხაზია,ამდენი ხანია რაც მაინტერესებდა გამარკვიეს,ნებისმიერ საკითხზე გარკვევენ.ძლივს გავიგე იმ კითხვებზე პასუხი რაც მაინტერესებდა,გაზთან დაკავშირებით

ქილიფთარი ლალი   12:53:52 2013-08-22  უპასუხე   
გამარჯობათ,მე და ჩემი მეუღლე ორივე ვართ მეორე ჯგუფის ინვალიდები,და სოციალურად დაუცველები(სარეიტინგო ქულა 57000),გთხოვთ მითხრათ გვეკუთვნის თუ არა შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე?
თამარ, CSRDG   18:53:26 2013-08-22  უპასუხე   
ლალი სოციალური დაცვის სააგენტომ როგორც გვითხრა მეორე ჯგუფის ინვალიდებს შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე არ აქვთ. აქვთ მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებს და ისიც მხოლოდ თბილისში მაცხოვრებლებს. თუ თქვენ ხართ თბილისის მოქალაქე მერია წელიადში 3ჯერ უნდა გაძლევდეთ 50 ლარიან ვაუჩერს კომუნალური გადასახადებისთვის. თბილისის გარეთ მცხოვრებ მოალაქეებზე ეს დახმარება არ ვრცელდება.მათ მომთხოვეს თქვენი პირადი ნომერი ინფორმაციის უფრო დააზუსტებლად. ინება თქვენ დარეკოთ ნომერზე 2510033 და თქვენი პირადი ნომრით უფრო ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ

დავითი   20:17:25 2013-07-26  უპასუხე   
გამარჯობათ ვარ ომისა და სამედრო ძალების ვეტერანი,ვმუშაობ საჯარო სამსაურში,ვცხოვრობ რეგიონში,საელმწიფო მაძლევდა კომპენსაციას პენსიაზე დანამატს(დენის ფულს),პენსია მომიხსნეს და ეს დანამატი მეკუთვნის თუ არა?
თამარ, CSRDG   14:22:33 2013-07-29  უპასუხე   
დავით ველაპარაკეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორს (2510033) რომელმაც გვითხრა რომ თქვენ ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და ისინი გაგცემენ პასუხს

Kaxa   14:43:26 2013-05-08  უპასუხე   
ვცხოვრობთ ქუთაისში. 1 წელზე მეტია დაგვიყენეს წყლის მრიცხველები, რომლის საფასურის გადახდას გვავალებდნენ რაღაც ხელშეკრულებით და აღინიშნებოდა ქვითარში. თავიდან წყლის საფასურს ვამატებდი მრიცხველის, ერთი თვის თანხას და ავტომატურად ირიცხებოდა მრიცხველის საფასურში. შემდეგ დამატებული თანხა უკვე მხოლოდ წყლის საფასურის წინასწარ გადახდაში მეწერებოდა.
აქაც და ბევრგან ვიპოვე თემა სადაც აღნიშნულია, რომ მრიცხველის საფასურის გადახდა არ ევალება აბონენტს.
მაინტერესებს ვართ თუ არა ვალდებული გადავიხადოთ წყლის მრიცხველის საფასური?
ლია, CSRDG   15:57:21 2013-05-08  უპასუხე   
წყლის მრიცხველის დაყენება სავალდებულო არ არის. იგი ყენდება მომხმარებლის თანხმობის/სურვილის შემთხვევაში. ამავე დროს წყლის კომპანიას აქვს უფლება შემოგთავაზოთ მრიცხველის შეძენა (მ.შ. განვადებით). თქვენ გქონდათ უფლება უარი გეთქვათ. როგორც ჩანს, მრიცხველის დაყენებისას ეს არ გაგინმარტეს.

ხომ არ შეგიძლიათ, ხელშეკრულების სურათი ამოტვირთოთ აქ?
gio   23:48:02 2014-01-12  უპასუხე   
რა უბედურება ლოტკინზე წკალი არ გვიდა.ესა ჰვენი მტავობა .იმ ერტ მილზეა დამოკიდებული ამდენი ხალხი სატადარიგო მილი არ უნდა იკოს ესე გინდად ნატოსი სესვლა სირცხვია,ჯერ ეს ელემენტარული რაგაცები გააკეტებ@გასასახადები კი ბაზავტ ევროპას მაგრამ ტკვენ არანაირი პასუხისგებლობა არ გაკვტ ,
aleqsandre   20:27:49 2013-07-28  უპასუხე   
მოგესალმებით ქალბატონო ლია. სამწუხაროდ იმფორმაციას რომ მრიცხველის დაყენება არის ნებაყოფლობითი მომხმარებლებს არ აწვდიან (მალავენ?). პირიქით, ოპერატორები ამბობენ რომ სემეკის განაწყვეტილებით დაყენება არის სავალდებულო. და ის ხელოსნები რომლებიც დადიან და მრიცხველებს აყენებენ (ხშირად უხარისხოდ) საერთოდ რაღაც ჯარიმებზე საუბრობენ ხოლმე. მე უკვე ვიცი რომ ჯარინები არ არის, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის. ხალხს მიზამმიმართულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას.იქნებ როგორმე მოვთხოვოთ რომ მომხმარეებლებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
Kaxa   14:48:10 2013-05-08  უპასუხე   
P.S. ისიც ითქვა, რომ წყლის მრიცხველები უცხოური გრანტით იყო შემოტანილი და გადახდას არ საჭიროებდა. რამდენად მართალია?

nanuli   20:01:42 2013-04-20  უპასუხე   
კერძო ბინათმშენებლობისთვის შევიძინე მიწის ნაკვეთი, თითქმის ერთი წელია ვითხოვთ მისამართის(ქუჩის სახელისა და ნომრის) მინიჭებას, საბუთები მერიაში არის გადაგზავნილი(ასე გვეუბნებიან შესაბამისი სამსახურები), კიდევ ვის უნდა მივმართოთ? ვცხოვრობ თბილისში, სამგორის რაიონში, აფრიკაში. წინასწარ გიხდით მადლობას
ლია, CSRDG   07:40:07 2013-04-21  უპასუხე   
ნანული, რომელი სამსახური გეუბნებათ, რომ საბუთები მერიაშია გაგზავნილი?

Kakhaber Bakhtadze   1  19:04:11 2013-04-20  უპასუხე   
დაახლოებით ერთი წლის წინ დამიყენეს წყლის მრიცხველი, დღემდე საფასურს ვიფდი სულადობით. სახლში გამიუარესდა წყლის მოწოდება(ჭავლი დავარდა) რაც ხელს მიშლის მოხმარებაში.
შესაძლებელია თუ არა მრიცხველის მოხსნა?
ლია, CSRDG   07:41:23 2013-04-21  უპასუხე   
წყლის ჭავლი მრიცხველის დაყენებისთანავე დავარდა? თუ მხლოდ ეხლა?
Kakhaber Bakhtadze   17:11:14 2013-04-21  უპასუხე   
დაყენებისტანავე გაუარესდა. მონტაჟის მომენტში გავაფრთხილე მემონტაჟეები რომ ჭავლია დავარდა. რამოდენიმე დღეში წყალკანალიდანაც მოვიდა კომისია და ისიც გავაფრთხილე.
ჩაბარების აქტზე და ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერე. რეაგირება არაფერი.
ლია, CSRDG   13:10:39 2013-04-22  უპასუხე   
კახა, დარეკეთ 2931111-ზე და ეგ ყველაფერი მოუყევით. კარგი იქნება თუკი იმასაც მიუთითებთ, კერძოდ რაში გიშლით დაბალი ჭავლი. თუ რეაგირება არ იქნა, თქვენი მონაცემები ელ-ფოსტით (office@csrdg.ge) გადმოგვიგზავნეთ და ჩვენ მივმართავთ ჯერ კომპანიას და მერე სეწმეკს.

რევაზი   21:43:48 2013-04-18  უპასუხე   
ახლა დავრეკე gwp-ს ცხელ ხაზზე(2-93-11-11)(წყლის მრიცხველებთან დაკავშირებით) და შევეკითხე-მრიცხველების დაყენება სავალდებულოა თუ არა.მიპასუხა- სავალდებულოაო.რომ ვკითხე-რა დრომდე?ასე მითხრა -2015-მდეო.
ლია, CSRDG   14:43:07 2013-04-19  უპასუხე   
რევაზ, ეხლა დავრეკე 931111-ზე და ველაპარაკე საზოგადოებრივი ურთერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტს. განაცხადეს, რომ ძალდატანებით მრიცხველების დაყენება არ ხდება. თუკი მომხმარებელი მრიცხველის დაყენების კატეგორიული წინააღმდეგია, მრიცხველი არ ყენდება და მომხმარებლის წინააღმდეგ არავითარი სანქცია არ ტარდება. ამავე დროს, მომხმარებელს შეუძლია მომავალში გადაიფიქროს, დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს მრიცხველის დაყენება - მას მრიცხველს დაუყენებენ.

მთხოვეს, რომ მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ თუკი მრიცხველის დამყენებლები არღვევენ ამ პირობებს, ან სხვამხრივ უხეშად ან არაკორექტულად იქცევიან, ძალიან სასურველია მომხმარებელმა დაუყოვნებლივ დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე (2931111), დააფიქსიროს ფაქტი და მიუთითოს მისამართი, სადაც ეს მოხდა. კომპანია ირწმუნება, რომ ყოველ ასეთ შეტყობინებაზე აქვს დაუყოვნებელი რეაგირება.
რევაზი   15:42:36 2013-04-19  უპასუხე   
გმადლობთ,ლია.

ალექს   18:38:03 2013-04-03  უპასუხე   
წყლის მრიცხველის დაყენება სავალდებულოა? რატომ გვაიძულებენ ძვირიანი მრიცხველის დაყენება მომხმარებელმა დააფინანსოს. თუ უარი ვთქვი მრიცხველზე მიჩივლებენ? სულადობით ხომ ვიხდით გადასახადს ყოველ თვე! საერთოდ ვინმე თუ იცავს ჩვენ უფლებებს?
ლია, CSRDG   13:29:56 2013-04-08  უპასუხე   
არსებული კანონმდებლობის ჩვენი ანალიზით წყლის მრიცხველის დაყენება სავალდებულო არ არის. დამატებითი განმარტების თხოვნა გაგზავნილია სემეკში.

თუ მრიცხველის დაყენებაზე უარს განაცხადებთ, წყლის გადასახადი ისევ სულადობით მოგივათ.
ალექს   14:22:35 2013-04-08  უპასუხე   
დიდი მადლობა პასუხისთვის. თუმცა მაინც გაურკვევლობაში ვარ. ხელოსანმა მითხრა თუ უარს ამბობთ ჩავიწერთ, მაგრამ მერე ჯარიმები იქნება და უფრო ძვირი დაჯდებაო. ჩემი პრობლემა იმაშია რომ მრიცხველის ჩვენება ყოველ თვე უნდა შეამოწმონ, მე კი ხშირად სახლში რამდენიმე თვე არავარ ხოლმე. ანუ ჩემთვის ძალიან მოუხერხებელია. თან რაღაც მილები გაყავთ და ვერ დავადგინე თუ ამ მილის გამო მეზობლები "ჩავრეცხე" ვინ აგებს პასუხს. ეს შეკითხვა რატომღაც ხელოსნებმა შეურაცჰყოფად მიიღეს, რატომ არ ვიცი. ასევე ამ მრიცხველებს აყენებს შუამავალი ფირმა, რომელიც ალბათ დაიხურება სამუშაოს შესრულების შემდეგ, ასე რომ პასუხისმგებლობაც არ ექნებათ. თბილისის წყალში და მერიაში მითხრეს ჯარიმები არ არისო, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ დაყენებაო, ე.ი არჩევანი არ გვაქვს. სამწუხაროდ მე ხვალ უკვე უნდა მივიღო გადაწყვეტილება და თქვენ პასუხს ვეღარ მივიღებ ალბათ დროულად. მაგრამ იქნებ სხვებს მაინც მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. ეს ხელოსნები არც ტყუილებს ერიდებიან და არც ჯარიმებით მუარას. ცუდია რომ სემეკი ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს. ყველაფერი მომხმარებლის ხარჯეზე.
ნათია   11:10:32 2013-04-10  უპასუხე   
წყლის მრიცხველის დაყენება სავალდებულო არ არისო ამ ეტაპზეო - მე ესე მითხრეს წყლის კომპნიაში როცა დავრეკე, 2014 წლიდან ყველას უნდა ჰქონდეს მრიცხზველი დაყენებულიო და თქვენც მოგიწევთ ადრე თუ გვიანო ამიტომ ჯობია ხელი არ შეუშალოთო და დააყენონ ეხლავე რახან მოსულები არიან თქვენთანო. მეც არ შევუშალე ხელი და დავეყენებინე. ყოველგვარი მითხრა-მოთხრის გარეშე არაჩვეულებრივად დამიყენეს ვიზუალურად, მაგრამ რომ წავიდნენ და და წყალი გაუშვეს სიტემაში ნიაღვარი მოდიოდა ჩემს აბაზანაში, უნიტაზი ცალკე ასხამდა, მილები ცალკე. გადავკეთეთ ჩვენი წყლის შემოამავალი მილი და მეორე დილამდე ასე უწყლოდ ვიყავით. მეორე დღეს როცა მოვიდნენ მეზობლებთან დასაყენებლად დავუძახეთ, კიდევ ერთი საათი იწვალეს და გვითხრეს რომ ეხლა პრობლმა აღარ იქნებოდა მაგრამ სისტემაში წყლის გაშვების მერე ისევ ასხამდა წყალი და რაც არ უნდა საოცარი იყოს უნიტაზის ჩამკეთი გაფუჭდა ვერარ ვარეგულირებდით წყლის ნაკადს და ონკანებში წყალი არ მოდიოდა. ის ღამეც უწყლოდ გავატარეთ და მესამე დღეს უკვე მოვთხოვეთ ისევ პირვანდელი სახე დაებრუნებინათ ჩვენი აბაზანისათვის. მრიცხველი მოხსნეს და ყველაფერი დაწნარდა. ეხლა არ ვიცი რას მოგვიხერხებენ მაგრამ ჯერჯერობით დავრჩით უმრიცხველოდ
ალექს   13:22:29 2013-04-10  უპასუხე   
როცა მილები კედელშია შიგნით, მაშინ რაღაც კუსტარულად აკეთებენ, ვინტილის ადგილას უერთებენ მილს და ჩემი აზრით არასაიმედოა. თან ვერ გავიგე პასუხს აგებენენ თუ არა მათ გამო თუ დავზარალდი და მეზობლები დავაზარალე. კერძო სახლებში მეც ვთვლი რომ საჭიროა მრიცხველი. მარა ბინებში რა საჭიროა, საძინებელში ბოსტანი მაქვს და ვრწყავ თუ აუზი მაქვს სამზარეულოში? სულადობით რაც არის გადასახადი ხომ ამბობენ თვითონ რომ მეტია მრიცხველთან შედარებითო. მარა მე სულადობით მირჩევნია და მემგონი უნდა მქონდეს არჩევანის უფლება. უფასოთ ხომ არ ვითხოვ.
ალექს   13:30:56 2013-04-10  უპასუხე   
ალხა მათ საიტზე შევედი და გამოკითხვა ვნახე. ხალხის 16.3% უნდა მრიცხველი და 80.9% არ უნდა! მომხმარებლების აზრს და უფლებებს ვინმე ითვალისწინებს? ნახავენ საკუტარ გამოკითხვას და საერთოდ წაშლიან ალბათ....

eka   17:29:55 2013-04-03  უპასუხე   
თელასის ახალი ტარიფები 1 აპრილიდან აღარ მოქმედებს? მაინტერესებს 1 აპრილიდან როგორი ტარიფი იარსებებს..

გია   06:38:59 2013-04-02  უპასუხე   
გთხოვთ მიპასუხოთ
ლია, CSRDG   11:34:08 2013-04-02  უპასუხე   
გია, მომხმარებელი შეგვპირდა, რომ სხვა თვეების ქვითრებსაც ამოტვირთავს და ვნახავთ ეს ტშკ როგორ იცვლება.

ზოგადად მეც ასე მესმის, როგორც თქვენ - რომ თუ ზამთარში ტემპერატურის შესწორების კოეფიციენტი 1-ზე მეტია, ზაფხულში ლოგიკურია რომ 1-ზე ნაკლები იყოს. თუმცა გააჩნია, რა ტემპერატურის გაზზე არის მრიცხველი გათვლილი (ანუ როდის არის ტშკ 1).

თუ თქვენც რუსთავში ცხოვრობთ, იქნებ დადოთ ქვითრები მიმდევრობით, რომ ვნახოთ ეს ტშკ როგორ იცვლება? მერე კი აუცილებლად სემეკს მივმართავთ.
გია   14:40:25 2013-04-12  უპასუხე   
მე რუსთავიდან არა ვარ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ტ.შ.კ. 20 გრადუსის მიდამოებშია 1 ის ტოლი, ამასთანავეროგორც ვიცი სემეკის დადგენილებით კომპანიები ვალდებულები არიან რომ თუ აბონენტთან მიმართებაში გამოიყებენ ტ შ კ–ს მაშინ ის უნდა გამოიყენონ მთელი წლის განმავლობაში, რაც მეტად განმარტებული არ არის, ეს წესით უნდა გულისხმობდეს ზაფხულში 20 გრადუსის ზემოთ ტ.შ.კ. უნდა იყოს 1–ზე ნაკლები, რაც პრაქტიკაში არ ხდება არსად. თქვენ შეგიძლიათ განმარტება თხოვოთ სემეკს და დადოთ თკვენ გვერდზე რითაც უამრავი ადამიანის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებთ. იქნებ როგორმე სიცხადე შეიტანოთ ამ საკითხში და გაზის კომპანიების ძალადობას მომხმარებლებზე ცერტილი დაუსვათ ამ საკითხში მაინც

მარიამი   16:53:41 2013-03-30  უპასუხე   
გაამარჯობა, ადრე გვქონდა დიდი დავალიანება რომელიც გადავანაწილეთ. ამ თვეში მოვიდა დიდი თანხა წყალზე.როდესაც მამაჩემი მივიდა გასარკვევად უთხრეს, რომ აგარ მოქმედებს ეს აქცია (გადანაწილების) და უნდა გადავიხადოთ 182 ლარი თვეში და დენიც გაგვითიშეს. პლუს ამას გვითხრეს რომ შეგვიძლა 60% გადახდა და 40%-ს ჩამოგვაჭრიან. მე ერთი კითხვა მიჩნდება თუ 182 ლარს ვერ ვიხდი 60%-ს როგორ გადავიხდი? მაინტერესებს ვის შემიძლია მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით. თვილწყალკანალში გვითხრეს რომ ვერ დაგვეხმარებიან და თუ ვინმეს მივმართავთ ეს ჩვენი საქმეა. გთხოვთ მიპასუხოთ.
ლია, CSRDG   06:17:47 2013-04-02  უპასუხე   
უნდა მიმართოთ მომხმარებელთა ინტერესების დამცველს სეწმეკში. ტელ: (032) 242-01-90, ელ-ფოსტა: mail@pdci.ge

გia   08:43:38 2013-03-29  უპასუხე   
მოგესალმებით, იქნებ გამარკვიოთ თუ ზამთარში ტ.შ.კ.-ს გამოყენება ზრდის გაზის ხარჯს,მაშინ ზაფხულშიც ხომ უნდა მიუყენონ ტ.შ.კ. რომელიც მრიცხველზე დაფიქსირებულ ხარჯს შეამცირებს

Gela   17:25:47 2013-03-26  უპასუხე   
დღეს დილით რუსთავწყალი-ს თანამშრომლებმა დამილუქეს წყალი და და მიზეზად მოიტანეს ძველი დავალიანება, რომლის წარმოშობა გაურკვეველია და წლების განმავლობაში არც მოუთხოვიათ. მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას მახდევინებდნენ. ორი დღის წინ კარებში დამახვედრეს რაღაც ფურცელი და მოითხოვეს 5 დღეში ძველი დავალიანების დაფარვა. გავიდა სულ რაღაც 2 დღე და გადამიკეტეს წყალი. ჩემთვის გაუგებარია მათი ასეთი დაბნეული მოქმედებები. ფაქტი ერთია რომ უმწეო ავადმყოფი მშობლები და ბავშვები დამიტოვეს უწყლოდ. ვიდრე სარჩელს შევიტან სასამართლოში მაინტერესებს თქვენი რჩევა, შეიძლება თუ არა მარეგულირებელი კომისიის დახმარებით ან სხვა გზით ჩემი უფლებების აღდგენა. მე ვარ მომხმარებელი და უნდა მქონდეს წყალი. უნდა გადავიხადო იმდენი, რამდენიც დავხარჯე და არ უნდა ვკარგავდე დროს უთავბოლო ორგანიზაციების პრობლემების მოგვარებაზე და მათთან სასამართლო პროცესებზე. პატივისცემით, მომხმარებელი რუსთავიდან.
ლია, CSRDG   09:50:02 2013-03-27  უპასუხე   
გელა, სამწუხაროდ მარეგულირებელ კომისიას დაუყოვნებელი აღსრულების უფლებამოსილება არ გააჩნია. ეს არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც საკმაოდ ნელა მოქმედებს და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება ცალკე პრობლემაა.

თუმცა გირჩევთ, მაინც დაურეკოთ სემეკში მომხმარებელთა უფლებების დამცველს ((832) 242-01-90) - სემეკის ჩარევა აიძულებს კომპანიას თავისი თანამშრომლების თვითნებობა მაინც აღკვეთოს (თუ ეს მართლა თვითნებობაა).
piqria   13:34:54 2013-04-04  უპასუხე   
gamarjobat.me axali samgoridan gawuxebt.iqneb vinmem dagvexmaros.tveobit ar gvaqvs wuali.xandaxan modis manqana da wyals vyidulobt.bevrs ar aq problema gvaqvs
adgan wylis globalurivs amis sashvaleba da ra qnan?am droshi wylis yidva sheidzleba?ramdenjer gadmoricxes tanxa magram araperi gaketebula.dzalian gtxovt dagvexmaret an gvitxarit sad da rogor gavagzavnot werili r
თამარ, CSRDG   11:08:02 2013-04-08  უპასუხე   
ფიქრია უკაცრავად დაგვიანებული პასუხისათვის. იმისათვი რომ გავერკვეთ რა ხდება აუცილებლად უნდა ვიუცოდეთ თქვენი დასახლება რომელ რაიონს ეკუთვნის

bidzina   00:14:53 2013-03-26  უპასუხე   
ქვიტარზე ნახეთ ტშკ კოეფიციენტი რომელიც შეცვალეს და ნაცვლად შარშანდელი 0,97 ისა გახდა 1,05 რაც იცვევს ბოლოს გირებულების გაზრდას

ი.ხ   20:04:30 2013-03-25  უპასუხე   
ქუთაისშიც ასეა გაზის ქვითრებზე კოეფიციენტზე რო გადაამრავლო მაინც მეტია ხოლმე ამონაწერი ეს კოეფიციენტიც უსაშველოდ ზრდის გაზის საფასურს მით უმეტეს ზამთარში

ზვიადი   17:18:52 2013-03-25  უპასუხე   
მოგესალმებით. დამეხმარეთ გავარკვიო რატომ არის მითითებული არასწორი ხარჯი / სხვაობა რუსთავგაზის ქვითრებში.
გუშინ ჩემმა მშობლემა მომაწოდეს აქ თანდართული ქვითრები, მათ იგივე საჩივრებით მეზობლები ესაუბრნენ. შევამოწმეთ 2012, 2013 წლის ქვითრები და აღმოჩნდა, რომ ნაწილში, სხვაობა ძველ და ახალ ჩვენებას შორის სწორად აქვს მითითებული, დანარჩენს (დაახლოებით 6 თვეს) სხვაობა აშკარად არასწორი აქვს.

ქვითარზე გარკვევით წერია, რომ ხარჯი არის ძველ და ახალ ჩვენებებს შორის სხვაობა - კუბური მეტრი. როგორც ჩანს ეს ცდომილება არ ექვემდებარება რაიმე ფორმულას, რადგან ზოგიერთი თვის ქვითარში ეს სხვაობა სწორადაა მითითებული.

სულ ამ ქვითრებით 54 მ3 გაზის ფასი ზედმეტი გადამახდევნეს, ანუ 26 ლარზე მეტი.



ლია, CSRDG   10:39:28 2013-03-26  უპასუხე   
ზვიად, თუ შეიძლება, ის ქვითრებიც დადეთ, რომელშიც ხარჯი ჩვენებებს შორის სხვაობას ემთხვევა? საინტერესოა, მათში რა ”ტშკ” არის მითითებული.
ლია, CSRDG   17:35:32 2013-03-25  უპასუხე   
მართლა საოცარია. ალბათ სხვა მომხმარებლებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება, სწორადაა სხვაობა ჩვენებებს შორის დაანგარიშებული თუ არა.

რაც შეეხება რეაგირებას - ალბათ კორექტულია პრეტენზია ჯერ რუსთავგაზს გაეგზავნოს. თუმცა ასევე შესაძლებელია პირდაპირ სემეკისთვს მიმართვა. ასეთი მიმართვის უფლება მხოლოდ თავად აბონენტს აქვს, სამწუხაროდ. თუ სურვილი გაქვთ, ჯერ ჩვენ მივწერთ, მაგრამ საბოლოოდ უშუალოდ აბონენტის მიმართვას მოითხოვენ აუცილებლად.
ზვიადი   17:40:57 2013-03-25  უპასუხე   
სემეკის კონტაქტები თუ გაქვთ მომაწოდეთ და მივმართავ.

რუსთავგაზთან ურთიერთობა არ მგონია ვინმეს გამოუვიდეს, მათი მონაცემები ქვითრებზეა არაა, და თავად ოფისები განადგურებულია, ცისფერი მთებია მოპასუხეს ვერ იპოვის ვერავინ.

ძველ ქვითრებზე უკანა მხარეს იყო მითითებული მერეგულირებელთან არსებული, მომხმარებელთა უფლებების ე.წ. ქალაქის ნომერი - ქუთაისში. ჩემი ღრმა რწმენით, საქალაქთაშორისო ზარებს რუსთავიდან მომხმარებლები არ განახორციელებენ 4 ან 7 ლარის სხვაობებზე სადავოდ.

თუმცა თუ აბონენტა სრულ რაოდენობაზე გავამრავლებთ, თვეში კოლოსალური თანხა გამოვა.
ლია, CSRDG   17:42:10 2013-03-25  უპასუხე   
რუსთავგაზი ვალდებულია ცხელი ხაზი ჰქონდეს.

სემეკი ქუთაისშია, კი. მაგრამ ელ-ფოსტაც აქვთ. იხ: http://www.gnerc.org/index.php?m=588&letters_id=1 ეს მომხმარებლის დამცველია სემეკში.

თუ შეიძლება, გვაცნობეთ როგორ წარიმართება მოვლენები
ზვიადი   17:29:27 2013-03-25  უპასუხე   
ეს 2012 წლის თებერვალია. ხარჯი 12.7 მ3-ით მეტია ჩვენებების სხვაობაზე:



ზვიადი   17:23:50 2013-03-25  უპასუხე   
ეს 2012 წლის აპრილია, ხარჯი სხვაობაზე მეტია 11 მ3-ით


ზვიადი   17:23:15 2013-03-25  უპასუხე   
ეს 2012 წლის ნოემბრის ქვითარია, მოპარულია 3,3 მ3


ზვიადი   17:21:53 2013-03-25  უპასუხე   
ეს 2012 წლის დეკემბრის ქვითარია, ხარჯში წერია 13,35მ3-ით მეტი, ვიდრე სხვაობაა:



Jane Marple   17:02:18 2013-03-15  უპასუხე   
გამარჯობა.

მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენად კანონიერი, როდესაც წყლის კომპანია მრიცხველების დაყენების საფასურს ახდევინებს მომხმარებელს????? ანუ, ის, რომ მან უკეთესად გააკეთოს მონიტორინგი და ამოიღოს მეტი თანხა, რატომ ფინანსდება ჩემი ჯიბიდან?

მადლობა წინასწარ
ლია, CSRDG   14:14:12 2013-03-18  უპასუხე   
როგორც წესი, წყლის მიმწოდებელი თავად იძენს მრიცხველებს. თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომელი კომპანიაა თქვენი მომწოდებელი, და აგრეთვე, რა ტიპის მომხმარებელი ხართ - ფიზიკური პირი თუ იურიდიული, ძველი აბონენტი ხართ თუ ახლად მიერთებული?
გელა   17:23:05 2013-03-26  უპასუხე   
დღეს დილით რუსთავწყალი-ს თანამშრომლებმა დამილუქეს წყალი და და მიზეზად მოიტანეს ძველი დავალიანება, რომლის წარმოშობა გაურკვეველია და წლების განმავლობაში არც მოუთხოვიათ. მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას მახდევინებდნენ. ორი დღის წინ კარებში დამახვედრეს რაღაც ფურცელი და მოითხოვეს 5 დღეში ძველი დავალიანების დაფარვა. გავიდა სულ რაღაც 2 დღე და გადამიკეტეს წყალი. ჩემთვის გაუგებარია მათი ასეთი დაბნეული მოქმედებები. ფაქტი ერთია რომ უმწეო ავადმყოფი მშობლები და ბავშვები დამიტოვეს უწყლოდ. ვიდრე სარჩელს შევიტან სასამართლოში მაინტერესებს თქვენი რჩევა, შეიძლება თუ არა მარეგულირებელი კომისიის დახმარებით ან სხვა გზით ჩემი უფლებების აღდგენა. მე ვარ მომხმარებელი და უნდა მქონდეს წყალი. უნდა გადავიხადო იმდენი, რამდენიც დავხარჯე და არ უნდა ვკარგავდე დროს უთავბოლო ორგანიზაციების პრობლემების მოგვარებაზე და მათთან სასამართლო პროცესებზე. პატივისცემით, მომხმარებელი რუსთავიდან.
სოსო   12:39:16 2013-03-26  უპასუხე   
მეც იგივე პრობლემა მაქვს, ჩუღურეთის რაიონი ძველი აბონენტი. კომპანია GWP-

მაია   20:09:22 2013-03-14  უპასუხე   
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ,გაზის ტარიფი ახმეტაში თებერვლის ჩათვლით იყო ორნაირი:0.597 და 0.512,მოსახლეობის ნაწილი და მათ შორის მეც ვიხდიდით გაზრდილი ტარიფით,მაინტერესებს ეს სამართლიანია თუ არა და თანხის სხვაობა თუ დაგვიჯდება ანგარიშზე?
თამარ, CSRDG   16:02:54 2013-03-18  უპასუხე   
მაია კიდევ ერთი დამატებითი კიტხვა გვაქვს, როდიდან ხართ გაზის აბონენტები?
მაია   11:38:35 2013-03-19  უპასუხე   
გაზის აბონენტი ვარ 2011წლიდან
ლია, CSRDG   13:10:37 2013-03-19  უპასუხე   
მაია, გაზის ტარიფები სახელმწიფოს მიერ დადგენილია (შეზღუდულია) მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებობდნენ (იხილეთ ამ დოკუმენტის ბოლოს მიბმული ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება #69). დანარჩენ მომხმარებლებს გაზის გამანაწილებელი კომპანიები თვითონ უდგენენ გაზის ფასს (ანუ ფასი დერეგულირებულია). სამართლიანი ეს ნამდვილად არ არის, თუმცა კანონიერი არის (იხ. ელექტროენერგიის და გაზის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).
თამარ, CSRDG   11:06:08 2013-03-15  უპასუხე   
მაია იქნებ მოგვწეროთ რომელი კომპანია გაწოდებთ გაზს
მაია   11:37:32 2013-03-19  უპასუხე   
გაზს გვაწვდის შპს "სოკარ ჯორჯია გაზი კახეთი"
ლია, CSRDG   13:16:02 2013-03-19  უპასუხე   
მაია, ”სოკარ-ჯორჯია გაზი კახეთის”-თვის დადგენილი ტარიფები იხილეთ ამ დადგენილებაში (მუხლი 4, პუნქტი 11. ცხრილის მე-3 სვეტში მოცემულ ტარიფს უნდა დაემატოს 18% დღგ). ამ დადგენილების მე-11 მუხლით ახალ მომხმარებლებზე ეს ტარიფები არ ვრცელდება.
მაია   10:51:33 2013-03-20  უპასუხე   
დიდი მადლობა

ucnobi   16:29:51 2013-02-25  უპასუხე   
ქალბატონო ლია მე რატომ არ მიპასუხეთ ? და თუ თქვენ პასუხი არ გაქვთ ის მაინც მითხარით ვის მივმართო ქვემოთ ჩემს მიერ დასმული კითხვით

zaza   14:18:16 2013-02-21  უპასუხე   
გამარჯობათ
მაინტერესებს ვის შეიძლება ვკითხო გაზის ხარისხზე, ანუ ამ ბოლო ორ თვეში გაზის ხარისხის წვამ და ხარჯმა არა ადეკვატურად იმატა გასულ წელთან შედარებით. გაზის ალის ფერმაც იცვალა ფერი :) შესაძლებელია თუ არა რომ გაზს ზედმეტად დაემატოს ჰაერი?
წინასწარ დიდი მადლობა.

მადონა   12:58:56 2013-02-19  უპასუხე   
25 დეკემბრიდან დავკეტე ბინა. წაავედი მივლინებაში. 24 იანვარს ჩამოვედი ღამის 12 საათზე და ჩავრთე გათბობა. წინა დავალიანებები მქონდა გადახდილი მეტობით. 29 დეკემბერს მოვიდა ინკასატორი და გააკეტა მრიცხველიდან ამონაწერი. მომივიდა ქვითარი 108.33 ლარი.. ვარ აღშფოტებული. 5 დღეში .შეუძლებელია დაეწერა გამათბობელს ამდენი. არასდროს გადამიხდია თვეში140-ზე მეტი. და არამარტო მე აღმოჩდა ჩემს გარშემო ბევრი უჩივის ამას. გაორმაგებული გადასახადები მოუვიდათ. ხომ ვერ მეტყვით რა ხდება? ვაპირებთ გასაჩივრებას აუცილებლად. კომპეტენტურმა სამსახურმა გაგვცეს პასუხი.
ლია, CSRDG   08:07:03 2013-02-21  უპასუხე   
მადონა, გირჩევთ მიმართოთ წერილობით კომპანიას, რომელიც თქვენს ბინას გაზს აწვდის, და მოითხოვეთ წერილობითი განმარტებები და მრიცხველის შემოწმება. აგრეთვე შესაძლებელია მისწეროთ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, ელ-ფოსტა mail@pdci.ge

ucnobi   12:26:01 2013-02-19  უპასუხე   
გაზის გამატბობლის ყკანონოდ მიერტების გამო დამაჯარიმეს 800 ლარიტ მაინტერესებს ადეკვატურია ტუ არა ამხელა ჯარიმა ტუ წლის განმავლობასჰი მოვიხმარ დაახლოვებიტ 300 ლარის გაზს
ლია, CSRDG   09:25:32 2013-02-26  უპასუხე   
მასეთი ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვერ ვნახეთ. ხომ არ შეგიძლიათ ჯარიმის ქვითარს სურათი გადაუღოთ და აქ ამოტვირთოთ? ან უბრალოდ გადმოწერეთ, რა წერია შიგ? რომელი მუხლის საფუძველზე დაგაჯარიმეს? როგორც ფიზიკური პირი თუ როგორც იურიდიული?

jano   00:45:51 2013-02-19  უპასუხე   
მაქვს ძველი წყლის დავალიანება 1186 ლარამდე,გროვდებოდა 20 წელი,მაინტერესებს 2000წელს ძველი დავალიანებები რომ ჩამოწერა სახელმწიფომ მე არ შემეხო, სად გავარკვიო? gwp_მა გინდა თუარა უნდა გადაიხადოო თუ გინდა გადაგინაწილებთ 3 წელზეო.

nanuli   14:40:07 2013-02-13  უპასუხე   
შევიძინე ნაკვეთი კერძო ბინათმშენებლობისათვის. უპირველესად მჭირდება კომუნიკაციებით(დენი, წყალი, კანალიზაცია)უზრუნველყოფა. გთხოვთ დამაკვალიანოთ ვის,რომელ უწყებას მივმართოთ
ლია, CSRDG   11:20:11 2013-02-14  უპასუხე   
უნდა მიმართოთ იმ კომპანიებს, რომელიც თქვენს რაიონში უზრუნველყოფს ამ კომუნალურ მომსახურებებს - დარეგისტრირდეთ ახალ აბონენტად და მოითხოვოთ კომუნიკაციების გაყვანა. თუ კომუნიკაციები საჯარო ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, აგრეთვე მოგიწევთ გამგეობისთვის მიმართვა, რომ ამის ნებართვა მოგცენ. კომუნალური მომსახურების გამწევი კომპანიების დადგენა აგრეთვე გამგეობაში ჯობია.

margarita   23:46:34 2013-02-12  უპასუხე   
თუ შეიძლება მითხარით რა ტარიფებია ახლა შუქზე?ხომ დაიკლო?ვცხოვრობ თბილისში,
ლია, CSRDG   11:30:19 2013-02-13  უპასუხე   
2013 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე თელასის მოხმარებლისთვის მოქმედებს შემდეგი ტარიფები: თუ 30 დღის განმავლობაში მომხმარებელი მოიხმარს 101 კსტსთ ან ნაკლებს - 9.94თ/კვტსთ,
თუ მოიხმარს 101-დან 301 კვტსთ ჩათვლით - 12.46თ/კვტსთ, თუ მოიხმარს 301 კვტსთ-ზე მეტს - 17.698თ/კვტსთ
იხ. ელექტროენერგიის ტარიფები, მუხლი 10, პუნქტი 2 (მანდ ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. საბოლოო ტარიფის გაანგარიშებისთვის უნდა დაუმატოთ 18% დღგ)
margarita   13:00:43 2013-02-13  უპასუხე   
მადლობა,მე მეგონა დააკლეს ტარიფი მაგრამ ადრეც ხომ ასე იყო?
ლია, CSRDG   13:21:33 2013-02-13  უპასუხე   
ადრე 101კვტსთ-მდე იყო 13.48 თეთრი/კვტსთ, ხოლო 101-დან 301 კვტსთ-ჩათვლით კი 16 თეთრი/კვტსაათი. ანუ ამ კატეგორიის მომხმარებლებს 3.54 თეთრით შეუმცირდათ ტარიფი

xatia   13:00:17 2013-02-09  უპასუხე   
აბონენტ 2656049 მოვიდა ორი ქვითარი, ავდალიანი.ა და შენგელია ჟ. სახელზე სხვადასხვა გადასახადი,ამ ბინაში დროებით ვცხოვრობ მარტო მე და გადასახადებსაც ვიხდი,ამ შემთხვევაში რა გავაკეთო?
ლია, CSRDG   16:48:03 2013-02-12  უპასუხე   
რისი ქვითარია? ყველაზე სწორია კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოთ

irexxx   16:13:34 2013-02-04  უპასუხე   
გაზი მქონდა ჩაჭრილი ფული გადავიხადე და მაინტერესებს როდის ჩართობენ?.. აბონ.N. 246359-605
თამარ, CSRDG   17:05:27 2013-02-04  უპასუხე   
დარეკეთ კომპანია "ყაზტრანსგაზში"
ტელ: 231 04 04, 237 56 88, 238 56 16



მირიანი   18:03:20 2013-01-29  უპასუხე   
ნაძალადევში არ გვაქვს გაზი,ვიყავით მიცკევიჩზე და გამოგვისტუმრეს უარით,გვთხოვენ მესაკუთრის თანხმობას,რომელიც 1950 წლიდან წასულია საქართველოდან,ადრე ყოფილა გაზი,მაგრამ ძველი აბონენტის ნომერი ვერ მოძებნეს,იქნებ რამეთი დაგვეხმაროთ ან გვირჩიოთ რამე,მაგ ბინის გასაფორმებელი საბუთების მოძიებას როგორც გვითხრეს 2 წელი მაინც დასჭირდება,იქნებ სხვა ფორმით ავიღო იურიდიული პასუხიმგებლობა...

თეიმურაზ ხარაძე   22:46:31 2013-01-28  უპასუხე   
უკმაყოფილო ვართ ენერგო-პრო ს მუშაობით.კერზოდ:გლდანი ავჭალის მასივი,გაზის დასახლება,აფხაზეთის ქუჩის მაცხოვრებლები.რამოდენიმე ოჯახს გვაქვს ძალიან დაბალი ძაბვა,ვრეკავთ კომპანიის ცხელ ხაზზე და უკვე 1 კვირაა ყოველდღე გვპირდებიან რომ აუცილებლად დღესვე მოვა ჯგუფი და პრობლემას გაასწორებენო.აბონენტიN 4110240600.გთხოვთ დაფვეხმაროთ
ლია, CSRDG   17:43:12 2013-01-29  უპასუხე   
ენერგო-პროს აბონენტი ხართ თუ თელასის?

bela   15:07:57 2013-01-24  უპასუხე   
ორი თვეა წყლის მრიცხველიდან ჩვენება არ ამოუწერით წინა თვეში 7.96 მომივიდა ეხლა 9.40 ეს კორექცი12.59 რა არის ვერ გავიგე.
ლია, CSRDG   11:56:34 2013-01-25  უპასუხე   
ბელა, იქნებ ქვითრების ასლები დადოთ, უკეთ რომ გავერკვეთ საკითხში?

თამთა   18:21:26 2013-01-23  უპასუხე   
მოგესალმებით
აღშფოთებული ვარ სს "თელასის" ვარკეთილის სერვის ცენტრის მომსახურებით.დაახლოებით ერთი თვის წინ (გაგიკვირდებათ ახლა რატომ გამახსენდა,მაგრამ ძალიან მინდოდა დამეფიქსირებინა)მეგობარს მივყევი,რომ შეგვეცვალა აბონენტის სახელი და გვარი.(მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული უძრავი ქონება მის სახელზეა გაფორმებული საჯარო რეესტრში უკვე წლებია მაინც ძველი მფლობელის გვარი ფიქსირდებოდა ქვითრებში).თელასის წარმომადგენელთან საუბრისას გაირკვა, რომ აუცილებელი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ცვლილება განეხორციელებინათ.რადგან საჯარო რეესტრის საიტი,უმეტესად ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისათვის ვთხოვეთ ხომ ვერ შეძლებდნენ თავად გადაემოწმებინათ.თელასის წარმომადგენელმა კი საპასუხოდ ძალიან აგრესიული ტონით გვიპასუხა: "ვერ ვნახავ და თქვენ უნდა მოიტანოთ".კამათს აზრი არ ჰქონდა და იქვე უახლოეს ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრს მივმართეთ ამონაწერის ასაღებად.ზუსტად 10 წუთში წარვადგინეთ ამონაწერი და გაოცება ვერ დავფარე, როდესაც თელასის წარმომადგენელმა უკან "მომიგდო" ამონაწერი: ასლი გადაღეთ და მოიტანეთ. მიუხედავად ჩემი აღშფოთებისა,რატომ ადრე არ განმიმარტა ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ პროცედურა, მდუმარედ კარისკენ მიმითითა. გადავიღეთ პირადობისა და ამონაწერის ასლი და მოვითხოვე ე.წ სერვის ცენტრის ხელმძღვანელითან გასაუბრება ,მაგრამ უშედეგოდ. ყველაზე მეტად კი ჩემი აღშფოთება იმან გამოიწვია როდესაც სახელი და გვარი ვკითხე აღნიშნულ პირს .პასუხი იყო შემდეგი:"გოგო არ მინდა და არ გეტყვი!",მიუხედავად იმისა რომ დავემუქრე მარეგულირებელ კომისიაში დავაფიქსირებდი მის უდიერ მოპყრობას,იგივე გაიმეორა.."აი არ მინდა და არ გეუბნები!სადაც გინდა იქ წადი"...თქვენის აზრით ასეთი სერვისი ნორმალურია?მაშინ როდესაც ყველა ორგანიზაცია ცდილობს მაქსიმალურად ლოიალურები გამოჩნდნენ მომხმარებლებთან ერთ-ერთი საკმაოდ დიდი კომპანიის თანამშრომელი არ აკონკრეტებს ყველა დეტალს,არ განმარტავს პროცედურას და ყველაზე უარესი არ ამბობს სახელს და გვარს იმიტომ რომ "არ უნდა!"...ასეთი სერვისით შორს ვერ წავლენ...
kato   22:28:41 2013-05-12  უპასუხე   
მე ვესწრებოდი აღნიშნულ ფაქტს. მართლაც ძალიან შეურაწყოფილად ვიგრძენი თავი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პერსონალს დაუსჯელობის სინდრომი აქვს. მათი მოვალეობაა, რომ მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდონ, რასაც სამწუხაროდ ჯეროვნად ვერ ასრულებენ.
Khatia   00:05:20 2013-05-31  უპასუხე   
სხვათაშორის მეც მაინტერესებს მსგავსი უხეშობისათვის როგორი რაქცია უნდა გავაკეთოთ მომხმარებლებმა და მიკვირს რომ პასუხობთ? ალბათ თქვენც არ იცით?
ლია, CSRDG   10:47:24 2013-05-31  უპასუხე   
მომხმარებლისადმი ზრდილობიან მოქცევას კანონი მეწარმეს არ ავალდებულებს. არც საქართველოში და არც სხვაგან. ეს უბრალოდ დაფუძნებული ქცევის წესია. თუ ამ წესს მეწარმე არ იცავს, მომხმარებელი მას უბრალოდ ზურგს აქცევს. ეს არის მისი დასჯა უზრდელობისა და უხეშობისთვის. სხვა დასჯა არ არსებობს.

ამ გვერდზე ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოყვეთ ასეთი შემთხვევების შესახებ. ამ ინფორმაციას სხვა მომხმარებლებიც ხომ კითხულობენ? ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი რეაქცია მეწარმეს აიძულებს გამოსწორდეს.
kato   22:44:15 2013-07-04  უპასუხე   
სამწუხაროდ "ზურგის შექცევა" ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, ალტერნატივის არარსებობის გამო. სამწუხაროა, რომ მსგავსი ქცევა არაა მხოლოდ ამ კონკრეტული კომპანიის დამახასიათებელი. არაერთი უწყება და მომსახურების სფეროს კომპანია არ ცნობს მომხმარებლებთან ურთიერთობისას ელემენტარულ ეთიკის წესებს და შესაბამისად დაუსჯელობის სინდრომით სჩადიან თანამშრომლები შეუფერებელ ქცევას.

amirani   10:48:46 2013-01-21  უპასუხე   
ელექტროენერგიის დეკემბრის გადასახადი მე გადახდილი მაქვს 24.12.12-ში, ბანკის ამონაწერში გატარებულია 25.12.12-ში. გადახდის ბოლო ვადა იყო 26.12.12. დეკემბრის ბოლოს ერთ-დღეს (ზუსტი თარიღი არ მახსოვს), დენი გამითიშეს, მაგრამ სახლში ვიყავი და იქვე ჩავართვევინე. ტელეფონზე რომ დავიწყე გარკვევა, 22552-ზე მივიღე პასუხი (ნერვების საკმაო დაძაბვის ხარჯზე), რომ შეცდომით გამომრთეს და ბოდიშიც მომიხადეს. მე ჩავთვალე, რომ ინციდენტი ამოწურულია და თავი დავანებე. ამ თვეში აღმოვაჩინე, რომ ჩართვის 2 ლარი დამარიცხეს. ვაკის თელასის ტელეფონზე მეუბნებიან, რომ ჩემს მიერ გადახდა დაფიქსირებულია 28 დეკემბერს. არადა, ხელში მიჭირავს ამონაწერი, რომ 25.12.12-ში ჩემი გადახდა გატარებულია.
მირჩიეთ, ვის მივმართო და სად გავარკვიო.
ყოველი შემთხვევისთვის გამოგიგზავნით ამონაწერის ფაილსაც.
ამირან მეტრეველი
DocumentsHistoryPDFdetailOF.pdf
ლია, CSRDG   15:24:37 2013-01-21  უპასუხე   
ამირან, გადახდის რა მეთოდი გამოიყენეთ?
amirani   18:05:56 2013-01-21  უპასუხე   
ინტერნეტბანკინგი
ლია, CSRDG   11:37:50 2013-01-22  უპასუხე   
ჩახედეთ ინტერნეტბანკინგის ხელშეკრულებას (ან ბანკში გაარკვიეთ) _ სამწუხაროდ ხშირად ეს მეთოდი 3 დღიან ვადას ითვალისწინებს გადარიცხვებისთვის. ამიტომ შესაძლებელია 25-ში შესული თანხა მართლაც 28-ში დამჯდარიყო თელასის ანგარიშზე.
amirani   10:00:53 2013-01-25  უპასუხე   
დიდი წვალების შემდეგ მივაღწიე, რომ ეს უსაფუძვლოდ დარიცხული 2 ლარი მომიხსნეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფრით გავარკვიე, რატომ დამარიცხეს. მგონია, რომ თუ ეს არ გავარკვიე, არ ვარ დაზღვეული, რომ მომავალშიც არ დამაწყვეტენ ნერვებს.
ხომ ვერ მირჩევთ, როგორ მოვიქცე? ნუთუ არ არსებობს ჩვენი უფლებების დაცვის არავითარი გზა?
ლია, CSRDG   11:53:56 2013-01-25  უპასუხე   
ამირან, გირჩევთ თელასს წერილობით მოსთხოვოთ ახსნა-განმარტება, თუ რატომ დაგერიცხათ ეს 2 ლარი და რითი ხართ დაზღვეული, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა არ განმეორდება.

თუ გსურთ, ჩვენ მოვთხოვთ ამ ახსნა-განმარტებას თელასს და პასუხს აქ გამოვაქვეყნებთ. ასეთ შემთხვევაში იმ ქვითრების ასლი (ან სურათი) გვჭიდრება: ა) რომელშიც ეწერა რომ დენის საფასურის გადახდის ბოლო ვადა 26 დეკემბერი იყო, ბ)რომელშიც ჩანს რომ ელექტროენერგიის ჩართვის 2 ლარი დაგარიცხეს.
amirani   12:39:01 2013-01-25  უპასუხე   
სამწუხაროდ, წინა ქვითარი (დეკემბრის) არ მაქვს. რადგან ინტერნეტბანკინგით ვიხდი, ეგ ქვითრები არაფერში მჭირდებოდა (მეგონა) და არ ვინახავდი.
რამდენიმე დღის წინ წერილი მივწერე მარეგულირებელი კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახსახურს და ველოდები მათ პასუხს. შემპირდნენ, რომ გავარკვევთო.
თუ მათგანაც ვერაფერი გავარკვიე, მერე ვეცდები თვითონ თელასს მოვთხოვო წერილობითი პასუხი.

ზაზა   17:17:19 2013-01-17  უპასუხე   
ენერგო-პრო ჯორჯიას თან დაკავშირებით მაინტერესებს. შუქის გადახდა დამაგვიანდა და რო მივედი გადასახდელად დეპოზიტი წინა თვის გადამახდევინეს და შემდეგ დავალიანება,ანუ ბოლო გადახდილი თანხა (70) ლარი და მიმდინარე დავალიანება კიდევ...თან ეს 70 ლარი 1 წელი გაყინულიაო და შემდეგ დაგიბრუნდებაო...ვერ გავიგე ---(უცენზურო გამონათქვამი წაიშალა)---... თუ ვერ გადავიხადე გამითიშე ხო??? კიდევ დეპოზიტი და რაგაც რაღაცეებს რო მახდევინებენ... მაშინ ამ დ----......ბმა შუქი რო გამეთიშება მე მაგის თანხა დამიბრუნონ, მეც ხომ ვზარალდები უშუქოდ??? მაგრამ სადღაა კანონი სად... ერთი სიტყვით თუ არ გადაიხდი ორმაგს გადაგახდევინებენ...ამას მიაქციონ ყურადღება.
ლია, CSRDG   18:44:56 2013-01-17  უპასუხე   
ზაზა, ელექტროენერგიის მოხმარების და მიწოდების წესების მე-10 მუხლის 1”ბ” პუნქტის მიხედვით, თუკი მომხმარებელმა 12 თვის განმავლობაში სამჯერ დააგვიანა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, - ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიას უფლება აქვს მას მოსთხოვოს დეპოზიტზე თანხის შეტანა - თავი რომ დაიზღვიოს თანხის გადახდის შემდგომი დაგვიანებებისგან.

რაც შეეხება თქვენს დაზარალებას ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად - მართალი ბრძაბდებით და თუკი ასეთი გათიშვა მოხდა კომპანიის მიზეზით (და არა თქვენს მიერ დავალიანების გადაუხდელობის გამო ან რაიმე ფორსმაჟორის გამო (მაგ. გაითიშა მთელი ენერგოსისტემა, ქარმა ჩამოგლიჯა სადენი ან მსგავსი) - თქვენ სრული უფლება გაქვთ მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოთ.
zaza   11:21:40 2013-01-18  უპასუხე   
კი კანონით მართალია, მაგრამ იმას რატო არ ითვალისწინებენ რომ იმ ადამიანს რადგან ჩაუჭრეს დენი ესეიგი არააქვს გადასახდელი თანხა და, შე კაი დედმამიშვილო გაუთიშე და როცა ექნება თანხა და მოისურვებს მაშინ ჩაურთე, და ჯარიმა 1 ლარი დააწესე გადასახადი ჩართვა გამორთვის...ვინც ამ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მთავრობის მხრიდან ისაა დასაჭერი...(მე მქონდა ასეთი შემთხვევა იმ დღეს ვერ ვიშოვე თანხა და მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ორმაგი მაქ საშოვი იმიტომ რომ დამაგვიანდა 1 დღე) სასაცილოა სატორალი რომ არ იყოს :) ამასაც თუ გაითვალისწინებენ კარგი იქნება...

demna   16:05:56 2013-01-17  უპასუხე   
გამარჯობათ გაზის თაობაზე გაწუხებთ ამ ბოლო ხანები დავაკვირდი და გაზი მაგარი უხარისხოდ მოდის გამათბობელი ბოლომდე აცეული რომელიც წითლდებობა ეხლა ხელი რო დაადო არ დაგწვავს არ შეიძლება გაზის ხარისხი შემოცმდეს რამდენად კარგი გაზი მოდის ჰაერის დამატება შეიძლება და მემგონი ასე აკეთებენ ეს კი არ შეიძლება არა მარტო იმიტომ რომ მე ვზარალდები დიდი ალბათობაა გაზი ტრუბაშივე აალდეს მემგონი სერიოზული პრობლემაა იქნებ როგორმე შემოწმდეს?
ლია, CSRDG   18:55:26 2013-01-17  უპასუხე   
დემნა, გაზში ჰაერის შერევა ხანძარსაშიშია, იკრძალება და არც ერთი კომპანია ამას არ რისკავს. უფრო სავარაუდოა გაზრდილი ხარჯის გამო გაზის წნევის დავარდნა გაზის მილებში (აცივდა და ყველამ აუწია გამათბობლების ცეცხლს).

გირჩევთ არ დაიზაროთ და გაზის კომპანიას მიმართოთ წერილით, რომელშიც თქვენს ბინაში მოწოდებული გაზის წნევის შემოწმებას და ნორმასთან შედარებას მოითხოვთ. კომპანია ვალდებულია ასეთი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. უარი თუ გითხრეს, ან შემოწმება გააჯანჯლეს, აქ დაწერეთ და ჩვენ მივმართავთ.

aleko oqropiridze   18:47:18 2013-01-16  უპასუხე   
უკაცრავად,მაინტერესებს შპს ეებზე რამდენია დენისა და წყლის გადასახადი,ასევე დასუფთავების.და კიდევ თუ დენს 200 კ/ვატზე მეტს მოვიხმარ მაშ რა ტარიფით გადავიხდი?

gia   13:37:10 2013-01-15  უპასუხე   
მაქვს პატარა წარმოება და მოვიხმარ ბუნებრივ გაზს, 10 წელიწადზე მეტია დამონტაჟებული მაქვს გაზის მრიცხველი რომლითაც ანგარიშწორებას ვახდენ დღემდე, ეხლა სოკარი მისი განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით მთხოვს ახალი თანამედროვე მაკორექტირებელიანი ძვირადღირებული მრიცხველის შეძენას და მემუქრება გაზის გათიშვით.მე კი სახსრები საამისოთ არ გამაჩნია. იქნებ გამარკვოიოთ რადგან სემეკშიც ვერ მომცეს ამომწურავი პასუხი. თუ ლაბორატორიული შემოცმებისას დადგინდა რომ მრიცხველი ზუსტად აღრიცხავს და შესაბამის დასკვნას დადებს, მაგრამ საბოლოო დამოწმების საბუთს ვერ გაცემს იმის გამო რომ ეს მრიცხველი სტანდარტების რეესტრში არ არის შეტანილი– ამის საფუძველზე შეუძლიათ თუ არა დამავალდებულონ ახალი მრიცხველის ჩემი სახსრებით შეძენა? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ სამართლიანობის მიღწევაში და მითის დანგრევაში, რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა მართალი შეიძლება გაუვიდეს.

იმედი მაქვს რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მაინც მოხერხდება რეალობაში გარკვევა. სემეკში მითხრეს თუ მრიცხველი სწორად აღრიცხავს მაშინ მე ვერ დამავალდებულებენ ჩემი სახსრებით ყიდვას, აქ ერთადერთი რეესტრში არარსებობის საკითხია–რომელიც შეიძლება სადაო გახდეს, ჩემი აზრით ამოსავალი აღრიცხის სისწორე უნდა იყოს და ამ პოზიციის გამყარება მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ, მე ხომ წლებია მაგით ვაწარმოებდი ანგარიშსწორებას, იქნებ დამეხმაროთ ჩემი პოზიციის გამყარებაში
ლია, CSRDG   15:11:19 2013-01-15  უპასუხე   
გია, კარგი იქნებოდა, სემეკთან მიმოწერას აქ თუ ამოტვირთავდით. მის საფუძველზე კომპანიას გავუგზავნიდით ოფიციალურ შეკითხვას.
გია   10:47:45 2013-04-03  უპასუხე   
სემეკთან ოფიციალური მიმოწერა არ მქონია რომ გაჩვენოთ. უმორჩილესად გთხოვთ სემეკს მოსთხოვოთ განმარტება კონკრეტულად შემდეგ საკითხზე: თუკი მრიცხველის შემოწმებისას აკრედიტებულმა ლაბორატორიამ დადო დასკვნა რომ მრიცხველი სწორად აღრიცხავს და აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობებს და გასცა შესაბამისი მოწმობა, ხოლო გაზის განაწილების ლიცენზიანტი ითხოვს რომ ეს მრიცხველი უნდა შევცვალო ტემპერატურული მაკორექტირებლიანი მრიცხველით და უნდა შევიძინო ჩემი სახსრებით მხოლოდ იმის გამო რომ ეს მრიცხველი სტანდარტების სააგენტოს რეესტრში არ არის შეყვანილი, რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში ეს მოთხოვნა იმის გათვალისწინებით რომ ამ მრიცხველით ვაწარმოებდი ანგარიშსწორებას წლების განმავლობაში დღემდე.
ლია, CSRDG   11:01:46 2013-04-03  უპასუხე   
გია, ზოგად კითხვაზე სემეკი არ გვიპასუხებს. საჭიროა კონკრეტული ინფორმაცია.

ამისთვის ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge მოგვწერეთ თქვენი, როგორც გაზის აბონენტის ნომერი და დასახელება. თუ შეიძლება აგრეთვე გამოგზავნეთ ლაბორატორიის დასკვნა მრიცხველის თაობაზე.

პირველ რიგში სოკარ-გაზს მივმართავთ კითხვით, რის საფუძველზე ითხოვენ ამ აბონენტის მრიცხველის შეცვლას, მაშინ როდესაც პატრონს აქვს საბუთი, რომ ეს მრიცხველი სწორად აღრიცხავს.

სოკარის პასუხის საფუძველზე მივმართავთ სემეკს.

eka   16:25:33 2013-01-13  უპასუხე   
gamarjobat.ar vici vis daukavshirde da tqven mogmartavt me var zugdeli abonenti 0110124791 chemtan movida qvitari vitomda me davxarje eleqtroemergia 771 kilovati.dzaan gamikvirda amdeni arasdros dagvixarjavs.vnaxav metqi ramdeni maq dziri rom kargad gamoviangarisheb metqi da ra vnaxe 300 kilovatit meti qvitari gamouweriat.vis unda mivmarto
ლია, CSRDG   11:18:17 2013-01-14  უპასუხე   
ეკა, პირველ რიგში მიმართეთ იმ კომპანიას, ვისი ქვითარიც მოგივიდათ - ქვითარზე მითითებული უნდა იყოს მათი საკონტაქტო მონაცემები. არ არის გამორიცხული, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყოს - მე პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა (თბილისში ოღონდ) და უპრობლემოდ გაასწორეს.

თუ პრობლემები შეგექმნათ, მოიწერეთ აქ და ელექტროენერგიის მარეგულირებელთან საჩივრის დაწერაში დაგეხმარებით.
eka   12:43:25 2013-01-15  უპასუხე   
დიდი მადლობა ჩემს წერილს რომ გამოეხმაურეთ. კი მივმართე და მითხრეს გაგისწორებთო. ყურადღებისთვის დიდი მადლობა.და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს.

xatia   15:37:06 2012-11-17  უპასუხე   
ჩვენს კორპუსში დაიწყეს წყლის მრიცხველების დადგმა.აბაზანაში და საპირფარეშოში ხდება ცალ-ცალკე მრიცხველის დამონტაჟება.თითქოს პრობლემა არ უნდა . იყოს ,მაგრამ დამონტაჟებაზე ვთქვით უარი იმ მიზეზით რომ გარემონტებული გვაქვს და გაყვანილი მილები საერთო რემონტს აუშნოებს,არადა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარემონტების იყო სწორედ ამ მილების კაფელში დამალვა.გარდა ამისა არსებობს ერთადერთი შემოთავაზებული ვარიანტი ამ მრიცხველების დამონტაჟებისა, რომელიც 5 სანტიმეტრითაა დამატებით გამოწეული რომ არაფერი ვქვათ მილების სიგრძეზე და გარკვეულ უხერხულობებს გვიქმნის პრაქტიკული თვალსაზრისით თავად ნიჟარისა და კაბინის მოხმარების შემთხვევაში.წყალი გადმოიღვრება მოხმარების შემთხვევაში. მუშებმა გვითხრეს რომ დამონტაჟებას მაინც ვერ ავცდებით და მოგვიწევს დამატებითი დანხის გადახდა. რატომ უნდა დაირღვეს ჩემი უფლებები (რემონტი და მოუხერხებლობა გამოყენებისას)იმიტომ რომ ვიღაცას თავისი ბიზნესის გაუმჯობესება სურს?
ლია, CSRDG   17:10:39 2012-11-19  უპასუხე   
ხატია, მარეგულირებელმა კომისიამ დაავალდებულა წყლის მომწოდებლები, მრიცხველები დააყენოს. ასე რომ ვალდებულნი არიან თანდათან ყველა მომხმარებლის გამრიცხველიანება უზრუნველყონ.
ხატია   10:36:05 2012-11-20  უპასუხე   
მადლობთ ლია.
გამოდის რომ მაინც გააკეთებენ, იმისდამიუხედავად მომხმარებელი ზარალდება თუ არა.ანუ ჩემი პრეტენზიების გათვალისწინება დამონტაჟების დროს არ მოხდება.სასამართლოს გამოცდილება კი მე არ მაქვს.ვფიქრობ ეს ადამიანის უფლების აშკარად ცინიკურად დარღვევაა.
ლია, CSRDG   19:49:29 2012-11-20  უპასუხე   
ხატია, ამ შემთხვევაში სასამართლო სავალდებულო არ არის. გირჩევთ ჯერ წერილობით მიმართოთ თბილისის წყალს, ხოლო თუ მათ არ გაითვალისწინეს თქვენი მოთხოვნა, შემდეგ - ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას.

რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნას, ვინაიდან მრიცხველები სავალდებულოა, მასზე უარის თქმას არ გირჩევთ. ჩემი აზრით უმჯობესია მოითხოვოთ მრიცხველის იმგვარად დამონტაჟება, რომ ბინის რემონტი ნაკლებად დაზიანდეს.
ხატია   23:16:56 2012-11-20  უპასუხე   
დიდი მადლობა.

ლიკა   06:38:54 2012-11-06  უპასუხე   
გამარჯობა,სოფელ გლდანში მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობაში წყლისა და კანალიზაციის შეყვანა ფასიანია?
ლია, CSRDG   13:54:20 2012-11-06  უპასუხე   
ვერ გეტყვით. დაუკავშირდით თბილისის წყალს: 293 11 11 (4505)

+მაყვალა   08:41:22 2012-11-04  უპასუხე   
ივნისის თვიდან მოყოლებული, წყალი არ მომეწოდება... უფრო სწორად, კვირაში ერთჯერ ან ორჯერ მქონდა სულ ნახევარ–ნახევარი საათით. ეს ერთი თვეა, საერთოდ აღარ მომეწოდება წყალი. ცხელ ხაზზე ვრეკავთ, მაგრამ მომწყინდა ტყუილების მოსმენა....
არ გადავიხდი წყლის ფულს.... ვის მივმართო, რომ იურიდიულად მართალი ვიყო?
არადა, წყალი ისე იღვრება ქუჩაში, რომ ჩემი კორპუსის პირველი სართულიც კი დაიტბორა ხუთი დღის წინ..... გკლ


ლია, CSRDG   16:22:51 2012-11-05  უპასუხე   
მაყვალა, რას გპასუხობენ ცხელ ხაზზე?

ოთარი ქორჩილავა   14:14:41 2012-10-21  უპასუხე   
გამარჯობა!
აბაშაში 1-2 წლის უკავ ებნერგო პრო ჯორჯიამ შეცვალა სადენები და თქვეს რომ 200 ვოლტზე ნაკლები დენი აღარ იქნებაო!

ქეთი   12:01:57 2012-09-14  უპასუხე   
მოგესალმებით. კრწანისში (ფონიჭალასთან, რომელიც ეკუთვნის გარდაბნის რაიონს) ნაკვეთში მსურს ბუნებრივი აირის შეყვანა. თუ შეგიძლიათ მითხრათ, რომელი კომპანია ემსახურება და როგრო უნდა დავუკავშირდე. მადლობთ
თამარ, CSRDG   12:31:30 2012-09-14  უპასუხე   
ქეთი როგორც ყაზტრანსგაზში გვითხრეს გარდაბნის რაიონის ნაწილს ემსახურება ყაზტრანსგაზი, ხოლო ნაწილს გარდაბანგაზი. 231 04 04, 237 56 88, 238 56 16 ესენია ყაზტრანსგაზის სადისპეჩერო სამსახურის ნომრები, რომლებზეც როგორც მითხრეს შეგიძიათ დარეკოთ და ზუსტად აუხსნათ თქვენი ნაკვეთის მდებარეობა, რის შემდეგაც გაირკვევა რომელი კოპანიაა თქვენი მომსახურე

ნინო   18:39:15 2012-08-14  უპასუხე   
გამარჯობა გურჯაანის რაიონში სოფელ დარჩიეთში გაზის შეყვანა ფასიანიაა? სოფელმა შეიყვანა უფასოდ და ჩვენ 150 ლარს გვთხოვენ.. ადრე გვქონდა შეყვანილი.. მაინტერესებს ასეთი ტარიფი ადეევს?
მადლობა წინასწარ პასუხისათვის
ლია, CSRDG   13:12:33 2012-08-15  უპასუხე   
ნინო, გაზის შეყვანა უფასო არ არის არსად. სოფლის ხარჯი სავარაუდოდ მუნიციპალურმა ბიუჯეტმა დაფარა, ან რაიმე დახმარების პროექტმა. გამგეობაში გასარკვევია, ვისზე გავრცელდა ეს დახმარება (გაჭირვებულებზე? მხოლოდ სოფლის რაღაც ერთ ნაწილზე?) ანუ რა პრინციპით აირჩა მოსახლეები, რომლის ხარჯიც დაიფარა. შესაძლოა იმ კატეგორიაში თქვენც ხვდებით.

ანანო   19:47:59 2012-07-25  უპასუხე   
ვარკეთილი 3,3ა მკ/რ,კორპუსი 343.წყალი არ გვაქ.უკვე რეგულარული სახე მიიღო წყლის დაწყვეტამ.შევწუხდით გვცხელა გვწყურია.განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?რაში ვიხდით 3 ლარს?როცა მოდის რა ხარისხის წყალი მოდის ხან ქვიშა მოყვება.იქნებ დაგვეხმაროთ

qeto   10:03:14 2012-06-20  უპასუხე   
როგორ გავიგო რამდენი სულია ჩაცერილი ცჰემს სახლში?წყლის ქვითრები მოგვივიდა და სულადობა 2 წერია.ვისთან გავარკვიო?
ლია, CSRDG   17:51:40 2012-06-20  უპასუხე   
სამოქალაქო რეესტრის ადგილობრივ განყოფილებას უნდა მიმართოთ.
qeto   23:00:46 2012-06-20  უპასუხე   
და მაინტერესებს წლის ქვითარი დენზე ხომ უნდა იყოს მიბმული?ცალკე მოვიდა და აბონენტის ნომერი საერტოდ არ ემტხვევა დენისას.

qeto   09:57:54 2012-06-20  უპასუხე   
ალექსეევკა,ხვედელიანის ჩიხი სამხედრო შენობა..აქ ვცხოვრობტ დევნილები ვიხდიტ დასუფთავების გადასახადს პირადად ჩემი ოჯახიდან 125 ლარი მაქვს გადახდილი ტვეში.ნაგავს მიაქვს აქაურობა..ყველგან ნაგავი ყრია რატომ გვახდევინებთ??
ლია, CSRDG   17:44:44 2012-06-20  უპასუხე   
ქეთო, დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე 2722222 და აცნობეთ, რომ თქვენი უბნიდან ნაგავი არ გააქვთ. და მოითხოვეთ, რომ გაიტანონ.

nino   14:37:57 2012-04-30  უპასუხე   
მაინტერესებს ელექტრო ენერგიის ტარიფი რამდენია ბოლნისის რაიონში 100კვ-ტზე და მის ზემოთ



მანანა   18:39:31 2012-04-27  უპასუხე   
გამარჯობათ, როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთი დადგენილებით, თელასის ქვითრის ჩაბარებიდან არანაკლებ 15 დღე უნდა მიეცეს გადამხდლს ვადა რომ გადაიხადოს დენის გადასახადი. დიდიხანია ქვითრები რომელიც მოდის დაახლოებით9-10 დღე გამოდის გადახდის ვადა, ამასთანავე ქვითრები გვბარდება ამობეჭვდიდან ორი დღის შემდეგ, ასე რომ ირღვევა ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლება. წინა თვეში გადახდის ვადად მითითებული იყო 4 აპრილამდე, მე გადავიხადე 5 აპრილს დილის საათებში, რა თქმა უნდა არც გამორთული არ ყოფილა, გამორთვაზე უნდა ევლოთ 5 აპრილს. იქნებ გამარკვიოთ რატომ უნდა გადავიხადო 2 ლარი ჩართვის თუკი არც ყოფილა გამორთული. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება კიდევ, ქვითარში მითითებულია რომ თუ არ გადავიხდით წყლის და დასუფთავების გადასახადს შეგვიწყვეტენ ელექტროენერგიას. რის საფუძველზე,ანუ რომელი დადგენილების ან კანონის საფუძველზე აქვთ ამის უფლება.


ლია, CSRDG   14:57:54 2012-04-30  უპასუხე   
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობისთვის წყლის და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში დენის გათიშვას, ეს საკითხი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით არის დარეგულირებული: ამ გადაწყვეტილებით შემოღებული იქნა დენის, წყლის მოწოდების და დასუფთავების ერთიანი ადმინისტრირების სისტემა. მაგ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ ამ ერთიანი სისტემის ადმინისტრატორს შეუძლია ერთიან ქვითარში ასახული რომელიმე საფასურის/მოსაკრებლის არასარულად გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს თავისი მომსახურება შეუწყვიტოს. ამ შემთხვევაში ადმინისტრატორი თელასია. შესაბამისად, წყლის ან დასუფთავების ფულს თუ არ ვიხდით, თელასი დენს გვითიშავს.
ლია, CSRDG   12:54:52 2012-04-30  უპასუხე   
მართალი ბრძანდებით. ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების წესების თანახმად (მუხლი 9, პუნქტი 3) ”საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური
უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15
კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან
დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის
დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.”

Nana Gunia   1  09:31:01 2012-04-18  უპასუხე   
მიხარია თქვენი საიტი რომ ვნახე დზალიან კარგია ,გისურვებთ ცარმატებებს

Nana Gunia   09:24:40 2012-04-18  უპასუხე   
მოგესალმებით!საქართველოს ბანკში 11აპრილს გადავიხადე ყველა გადასახადი დენი ნაგავი წყალი 17რიცხვში დენი გამითიშეს და მთელი დღე ვიჯექი უშუქოთ ,საქართველოს ბანკში დავრეკე ჩვენ გადავრიცხეთო იქ დავრეკე აქ არ არის ჩარიცხულიო ასე შეიძლებააა? და ეხლა ამათ გამო მე მომსახურეობის 2ლარი უნდა გადავიხადო რატომ?გადამიხადოს იმან ვინც ვერ გაარკვია მქონდა თუ არა გადახდილი.
Maka Chigogidze   12:37:53 2013-05-31  უპასუხე   
მართალი ბრძანდებით
ლია, CSRDG   15:11:44 2012-04-18  უპასუხე   
ნანა, ძალიან გთხოვთ, იყავით პრინციპული და წერილობითი პრეტენზია წარუდგინეთ ბანკს და მოითხოვეთ თუნდაც ეს 2 ლარი, რა? ერთხელ რომ ისწავლიან ჭკუას, სხვა დროს აღარ იზამენ ასე.

ან, თუ გნებავთ, ჩვენ გამოგვიგზავნეთ (აქ ამოტვირთეთ, სურათად, ან გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge) ქვითრის ასლი, სადაც ჩანს რომ თქვენ ნამდვილად 11-ში გადაიხადეთ ელექტროენერგიის გადასახდელი, და იმ 2 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთიც _ და ჩვენ მოვთხოვთ ბანკს, რომ აგინაზღაურონ ეს თანხა.

დავითი   17:34:49 2012-04-12  უპასუხე   
სანზონის 10 კორპუსის წინ გაჭედილია საკანალიზაციო ჭა. გტხოვთ დახმარებას
ლია, CSRDG   1  11:39:22 2012-04-17  უპასუხე   
დავით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი”-ს ცხელი ხაზია 293-11-11. საკანალიზაციო ჭები ძირითადად მათ ეკუთვნით. დაურეკეთ და მოითხოვეთ შეაკეთონ

KEP   23:48:52 2012-03-11  უპასუხე   
ამის გარდა რაღაც კოეფიციენტი აქვთ შემოღებული და 10-15 ლარის დამატება მოხმარებულს ზემოთ გვიწევს კიდევ.
ლია, CSRDG   11:19:33 2012-03-12  უპასუხე   
კახა, რა კოეფიციენტი იგულისხმება? ძველი დავალიანებაა რამე გადანაწილებული?
kep   13:04:56 2012-03-12  უპასუხე   
არავითარი დავალიანება. რაღაც კოეფიციენტია, სეზონის მიხედვით იზრდება . ეხლა მაგალითად 1.056 _ის ტოლია. ანუ მოხმარებულ გაზს მაგალითად 200 მ/კუბ ამრავლებენ 1.056 და შემდეგ ამრავლებენ ფასზე ანუ 0.5074ლ. (200*1.056*0.5074).
რაც მეტს ხარჯავ მით მეტი დასჯილი გამოდიხარ. :–))))
ლია, CSRDG   13:13:36 2012-03-12  უპასუხე   
კახა, ხომ არ შეგიძლიათ თქვენი გაზის ქვითარი გადაიღოთ და დადით აქ? მის საფუძველზე გაზის კომპანიას კითხვას გავუგზავნიდით, საიდან გაჩნდა ეს გაუგებარი კოეფიციენტი.
kep   13:26:01 2012-03-12  უპასუხე   
ვეცდები.

KEP   23:29:03 2012-03-11  უპასუხე   
ბუნებრივი გაზის წნევა იმდენად არასაკმარისია, რომ გამათბობელი შესვენების გარეშე მუშაობს მთელი დღე და სასურველ ტემპერატურას მაინც ვერ აღწევს. გადასახადი კი გაორმაგებული მოდის. თავისთავად რაც დიდხანს არის ჩართული მით მეტს მოიხმარს. ასე, რომ გაზი რომელიც გათბობისთვის ზამთარში გვჭირდება ზაფხულამდე სასურველ ტემპერატურას ალბათ ვერც დააყენებს. არადა სულ 20-22 გრადუსზეა საუბარი.

კახა. ქუთაისი.

manana   16:33:28 2012-03-07  უპასუხე   
მაინტერესებს როდის გაიტანენ გაზის მრიცხველს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში.

გიორგი   14:21:02 2012-02-17  უპასუხე   
როგორც იცით "თბილისის წყალი" აპირებს მრავალსართულიან ბინებში მრიცხველების დამონტაჟებას. ვცადე გამერკვია თუ როგორ მოხდება ამ მრიცხველების დამონტაჟება, ვინაიდან ბინაში მაქვს 2 ე.წ. "სტაიაკი" და ერთ-ერთიდან 2 მიმართულებით - აბაზანისკენ და სამზარეულოსკენ გადის მილები. ცოტა ძნელად წარმომიდგენია სად როგორ უნდა დადგეს მრიცხველი. ამავე დროს როგორც კომპანიაში მითხრეს, ცენტრალურმა მილმა უნდა გაიაროს სადარბაზოში, რომ არ მოხდეს უკანონო მიერთება. ეხლა მოგეხსენებათ სართულებშორის ისე გადის კედლებში, რომ მთლიანად დახურულია. თუ ეს ვარიანტი განხორციელდა, ფაქტიურად სადარბაზოდან ამ მილებმა უკვე ბინაში უნდა გაიაროს შემოსასვლელში, სამზარეულოში და ა.შ. რაც ფაქტიურად მოითხოვს კედლების გამონგრევას, კაფელ-მეტლახის აყრას და ა.შ. რამდენად აქვს უფლება კომპანიას დაავალდებულოს მესაკუთრე კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტით აღნიშნული სამუშაობის შესრულება? ეკუთვნის თუ არა რაიმე კომპენსაცია მაცხოვრებელს ან შეუძლია თუ არა რომ მოითხოვოს ისე მოახდინოს ქსელის შეცვლა და გამრიცხველიანება, რომ უშუალოდ ბინაში ნგრევა/მტვრევა არ გამოიწვიოს
ნინო   20:44:03 2012-05-24  უპასუხე   
წესით სხვისი ქონების დაზიანების უფლება არავის აქვს, მაგრამ ვინაა პატრონი..

Achiko Demetrashvili   23:15:08 2012-02-15  უპასუხე   
გამარჯობათ,მაქვს წყლის პრობლემა 15 დღეა წყლის მრიცხველია დაზიანებული და რეაგირებას არ ახდენენ,იქნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე და ვის მივმართო?
თამარ, CSRDG   12:19:40 2012-02-16  უპასუხე   
ბატონო აჩიკო, როგორც გავარკვიეთ უნდა დარეკოთ ნომერზე 2931111, ესაა კომპანია "ჯორჯიან უოთერ & ფაუერი"-ს ცხელი ხაზი და დაგეხმარებიან

ქეთი   13:51:30 2012-01-31  უპასუხე   
ბებიაჩემი ქ. წნორში ცხოვრობს და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი კახეთი“-ს აბონენტია. ბებია გაზის გადასახადს მაშინვე ფარავს. მაგრამ ხშირად ხდება შემდეგი გაუგებრობა: შემდეგი თვის ქვითარში აღნიშნულია, რომ წინა თვის გადასახადი არაა დაფარული. გადახდის საბუთის წარდგენის შემდეგ ადგილობრივი ოფისის თანამშრომელმა აგვიხსნა: „თქვენ ძალიან ადრე გადაიხადეთ და ამიტომ ის ფული სხვა ანგარიშზე დაჯდა. ამას უკვე აღარ ეშველება, ხელახლა უნდა გადაიხადოთო. (???) თუ არ გადაიხდით, გაზს ჩაჭრიან და ხელახლა ჩართვის გადასახადიც დაემატებაო“. ქვითრის მიღებიდან რამდენი ხნის გასვლის მერე უნდა გადავიხადოთ ფული, რომ ნამდვილად იმ ანგარიშზე დაჯდეს თანხა, სადაც საჭიროა? როგორ შეიძლება ყოველთვე იმის შიშში ყოფნა, ადრე ხომ არ მოგვივიდა გადახდა და გაზს ხომ არ ჩაჭრიან!
ლია, CSRDG   14:17:24 2012-01-31  უპასუხე   
ქეთი, აუცილებლად მისწერეთ გაზის მომხმარებლების დაცვის სამსახურს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში (mail@pdci.ge). რაც თქვენ აღწერეთ, ეს რა თქმა უნდა სრულიად დაუშვებელია და რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს.

თუ გირჩევნიათ, აქ ამოტვირთეთ ქვითრების სურათები და ჩვენ მივმართავთ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას საჩივრით

გოგა   10:15:01 2012-01-24  უპასუხე   
მოგესალმებით,
ამ თემასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე ინფორმაცია?
http://forum.ge/?f=29&showtopic=34347378

ფაქტია, რომ ბუნებრივი აირი ბევრი იხარჯება. შესაძლოა, მართლაც ურევდეს რამეს ყაზტრანსგაზი? როგორ არის შესაძლებელი ამის შემოწმება?
თამარ, CSRDG   13:27:13 2012-02-15  უპასუხე   
ჩვენს შეკითხვაზე ყაზტრანსგაზიდან მოგვივიდა შემდეგი პასუხი
ლია, CSRDG   14:45:09 2012-02-17  უპასუხე   
ამ პასუხიდან ირკვევა, რომ სამომხმარებლო ქსელში გაზის წნევა 100-დან 300 მმ.ვწყ.სვ თამაშობს. ანუ ერთ მომხმარებელს შეიძლება სამჯერ მეტი წნევის გაზი ჰქონდეს, ვიდრე მეორეს.

მრიცხველის აღწერიობიდან მე პირადად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის გავლილი გაზის მოცულობას ზომავს. ანუ მართლა შესაძლებელია, რომ სხვადასხვა წნევის შემთხვევაში ერთი და იმავე რაოდენობის (მასის) გაზის გავლისას მრიცხველმა სხვადასხვა ციფრი აჩვენოს.

ჩავეკითხებით ყაზტრანსგაზს
თამარ, CSRDG   12:30:27 2012-02-21  უპასუხე   
გავაგზავნეთ დამატებითი შეკითხვაყაზტრანსგაზ-თბილისში.
თამარ, CSRDG   14:30:05 2012-03-09  უპასუხე   
ყაზტრანსგაზ-თბილისიდან მოვიდა პასუხი
ლია, CSRDG   11:27:25 2012-03-12  უპასუხე   
ანუ, ფაქტიურდ ამ ორ წერილში ყაზტრანსგაზმა აღიარა რომ:

1)მომხმარებელს სხვადასხვა წნევით აწვდის გაზს (ზოგს 100მმვწყ.სვ., ზოგს - 300მმვწყ.სვ.)

2)მის მიერ დაყენებული მრიცხველები მომხმარებლის მიერ მიღებული გაზის მოცულობას ზომავენ.

ბუნებრივია, სხვადასხვა წნევაზე ერთი და იგივე რაოდენობის (მასის) გაზი სხვადასხვა მოცულობას იკავებს. შესაბამისად, მომხმარებელს, რომელიც დაბალი წნევით იღებს გაზს, იგივე რაოდენობის (მასის) გაზის მისაღებად მეტი მოცულობის გაზის გატარება უწევს მრიცხველში და, შესაბამისად მეტის გადახდა!

ჩემი გაანგარიშებით დაბალ და მაღალ წნევიან მომხმარებელს შორის ერთსა და იმავე რაოდენობის (მასის) გაზში გადახდილ საზღაური დაახლოებით 1.2-ჯერ განსხვავდება ( V1/V2=P2/P1=(760+300)/(760+100)=1.2 ). ანუ მოსახლე, რომელსაც გაზი დაბალი წნევით (100 მმ ვწყ.სვ.) მიეწოდება 20%-ით მეტს იხდის, ვიდრე მოსახლე, რომელსაც გაზი მაღალი წნევით (300 მმ ვწყ.სვ.) მიეწოდება.
ლია, CSRDG   07:56:15 2012-01-27  უპასუხე   
გავეცანით თქვენს მიერ მითითებულ სტატიას. როგორც ვხვდები, მთავარი საკითხი იმაშია, რომ გაზის დაბალ წნევაზე მრიცხველი უფრო სწრაფად ტრიალებსო (ვინაიდან იგივე რაოდენობის სითბოს მისაღებად მომხმარებელს უხდება "აუწიოს ცეცხლს" და გაზის გავლის სიჩქარე გაზარდოს) და ამით მომხმარებელი ზარალდებაო.

ანუ მთავარი კითხვაა: რას ზომავს გაზის მრიცხველი: მილში გამავალი გაზის სიჩქარეს/დინებას, თუ გავლილი გაზის რაოდენობას. თუ სიჩქარეს ზომავს - მაშინ წნევის დაწევით მომხმარებელი ტყუვება. თუ რაოდენობას _ არა.

ვკითხავთ ყაზტრანსგაზს, როგორი მრიცხველები დაგვიყენეს.
გვანცა   22:53:03 2012-05-30  უპასუხე   
ამ ზამთარს მქონდა ეგ პრობლემა. ერთ თვეს 90 ლარი მომდიოდა გადასახდელი და მეორე თვეს 160. არ არის აქ საუბარი მხოლოდ 20%-ზე, მით უმეტეს, რომ მოხმარება გვქონდა აბსოლუტურად ერთნაირი. რომ გავაპროტესტეთ ყაზტრანსგაზის წარმომადგენელთან,რომელიც ჩვენებას იწერდა, გვითხრა რომ ჰაერს ურევენო. თან ხანდახან ისე იკლებს წნევა თუ არ ვიცი რა, ერთი ლიტრი წყლის ადუღებას 1 საათი უნდება, ხანდახან შედარებით უკეთესია.
ლია, CSRDG   13:06:30 2012-01-26  უპასუხე   
გავარკვევთ...

mari   15:20:16 2012-01-20  უპასუხე   
ბინაში არ მაქვს გაზი შეყვანილი,1წლის წინ ვიყიდე და არ იყო. ეხლა გადავდივარ და ისევ გაზის პრობლემა მაქვს.შესაძლებელია თუ არა დამიმონტაჟონ ,ნახევარ ფასად როგორც აცხადებენ .ვის მივმართო.
ლია, CSRDG   13:33:54 2012-01-23  უპასუხე   
მარი, თუ თბილისში ცხოვრობთ, ალბათ ყანსტრანსგაზს უნდა დაუკავშირდეთ. 2376493, 2376420 . მათი ვებ-გვერდია: http://ktg-tbilisi.ge

givi   14:07:39 2012-01-17  უპასუხე   
2011წ ზაფხულს ქ.თბილისში ნავთლუღის დას.მე–7–ე ქუჩ. წყალ კანალის სამსახ.დადვიყენა წყლის მრიცხველები რომლებიც ერთი კვირის შემდეგ თითქმის მასიურად გამოვიდა მწყრიბრიდან ამავე დროს პლომბებიც დაჟანგდა და გაფუჭდა არა ერთი მიმართვისა ცხელი ხაზით დღემდე არავითარ ყურადღებას არ გვაქცევენ .

rita   12:41:56 2012-01-09  უპასუხე   
შეიძლება თუ არა საღამოს 9საათზე მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს სახლში შემოუცვივდნენ ყასტრანგაზის თანამშრომლები,დაათვალიერონ სახლი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე და არ დაელოდნონ მშობლებს,ბავშვები არიან არასრულწლოვნები.


jujula   22:57:11 2012-01-05  უპასუხე   
თბილისს ახლახან მიუერთეს წინუბნის დასახლება. ისანი-სამგორის გამგეობამ რაღაცა იფაფხურა, ნაგვის ურნები დადგეს და წყალი ამოიყვანეს. მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. ნაგვის ურნებს თავსახურები არა აქვს და დილაობით კატა-ძაღლების ნასუფრალია გაშლილი გზებზე. დასალები წყალი კიდევ გზის პირზე ამოატარეს, ზაფხულში წყლის წნევა არ ჰყოფნის და დასახლების ნახევარზე მეტს ხელით უწევს წყლის მოტანა, ზამთარში კიდევ იყინება ონკანები და ვართ ასეთ მდგომარეობაში. ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისგან გადასახადები ჩვეულებრივ მოდის გადასახადები. დენის ინკასატორია და ხელფასს მოსახლეობა უკრებს. გვიშველოს ვინმემ

sss   13:05:29 2011-12-26  უპასუხე   
მოკლეთ ეს ნაგავის გადასახადი დენზე მიბმა ძალიან ცუდია,..უცუდესია,..ეხლა მოგვივიდა 20 ლარი ნაგვის,..არადა სადარბაზო სავსეა ნაგვით და ეზოში კიდევ ნახმარი ოლვეის ულტრები და პამპერსები განფენილია ,..სად მიდის ამდენი ნაგვის ფული თუ ისევ ნაგავში ვსხედვართ...ვაჟა ფშაველას პირველი კვარტალი

ნატო   20:35:24 2011-12-23  უპასუხე   
გამარჯობა,
ინტერნეტში გადავაწყდი ინფორმაციას, რომ ახალი მილები, რომლითაც ხორციელდება აირის მრიცხველების სადარბაზოებში გატანა, ადვილად ზიანდება მჩხვლეტავი, ბასრი საგნებით და ასევე იწვის. რაც ძალიან სახიფათოა, ვის შეიძლება მივმართოთ და რისი გაკეთებაა შესაძლებელი?


თამარ, CSRDG   12:00:23 2012-01-16  უპასუხე   
ყაზტრანსგაზიდან მოვიდა პასუხი
GigaP   10:55:41 2013-07-08  უპასუხე   
ეგ პასუხი არაფრის მთქმელია ჩემთვის. მანდ ყველაზე საშიში ის კი არაა, რომ გაზი თავისით გაჟონავს ან მჟავა და ტუტე მოხვდება მილზე, არამედ ის, რომ საბოტაჟი შეიძლება ძალიან ადვილად მოხდეს - ვინმე უსაქმური მოვა და ლურსმნით გაგიხვრიტავს გაზის მილს. შეიძლება, ცეცხლიც მოუკიდოს. სად წავიდეთ მერე და ვის მივმართოთ?
თამარ, CSRDG   15:48:02 2011-12-26  უპასუხე   
გაიგზავნა წერილი ”ყაზტრანსგაზ-თბილისში”
ლია, CSRDG   09:47:32 2011-12-26  უპასუხე   
მადლობთ ნატო, მივწერთ შესაბამის კითხვებს ყაზტრანსგაზს, სტანდარტების სააგენტოს და ენერგეტიკის კომისიას. წერილებიც და პასუხებისც ამ გვერდზე დაიდება

Eka   1  19:03:43 2011-12-07  უპასუხე   
გამარჯობა,
შეკითხვა მაქვს გაზის მრიცხველების გატანასთან დაკავშირებით. დღეს დილას, სამსახურში წამოსვლამდე მოვიდნენ ყაზტრანს გაზის წარმომადგენლები. მათ დღესვე უნდოდათ მრიცხველის გარეთ გატანა. რა თქმა უნდა, სამსახურში წამოსვლის წინ არ მეცალა ამ საქმისთვის.
მაგრამ, ვკითხე რასთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ბინის კედლების დაახლოებით 2/3 უნდა გახვრიტონ და მთელს სახლში მილები გაატარონ.
მაინტერესებს, ვალდებულია თუ არა ყაზ-ტრანს გაზი, შემითანხმოს გაზის გაყვანის პროექტი, მითუმეტეს, რომ ამჟამად ჩემს ბინაში გაზი შემოდის 1 მილით, და არ ამთელი კედლები დაზიანებული. და გარდა ამისა, არიან თუ არა ვალდებული, მოახდინონ დაზიანებული რემონტის კომპენსირება?
ან, სულ მცირე, ამ სამუშაოების ჩატარების დრო მაინც არ უნდა შეათანხმონ მაცხოვრებლებთან? ჩვენ სამუშაო დღეებში და სამუშაო დროს არასდროს არ ვართ სახლში. ამასთან დაკავშირებით არავისგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია, არ ჩვენი უფლებების, და არც ჩვენი ვალდებულებების შესახებ.
ლია, CSRDG   11:38:19 2011-12-08  უპასუხე   
მადლობთ ეკა. გავგზავნეთ კითხვა ყაზტრანსგაზში. პასუხს გაცნობებთ

zura   15:44:01 2011-11-05  უპასუხე   
კარგით რა ხალხნო. რომ კითხოთ ამათ, ხალხზე ზრუნავენ და გაჭირვებულებზე და ელემენტარული დენის ძველი დავალიანება არ გაგვინულეს. დგიტიდგე ყველაფერი ძვირდება. უარესობისკენ მივდივართ. თვალები გაახილეთ ხალხო.

დალი   12:46:54 2011-11-05  უპასუხე   
ბინაში მოკლე ჩართვა მოხდა და დენი გაგვეტიშა მრიცხველიდან.მივაკითხე თელასს, მორიგემ ვერაპრით დაგეხმარებით, ვისაც კარადების გასაღები აქვს მუშაობას მორჩნენ და წავიდნენო.(საღამოს იყო 18სთ-ზე)მეორე დღეს დილით მივედი,დღის მეორე ნახევარში, ასე 17სთ-თვის ჩაგირთავთო,რატომ უფრო ადრე არა მეთქი და დილით დენის გასათიშად ვუშვებთ ხალხს და საღამოს ჩასარტავადო.ისე ბედმა გამიღიმა რომ შაბათი არ იყო, მაშინ მთელი კვირა დღე და ორშაბათს საღამომდე უშუქოდ უნდა ვყოფილიყავით

manana   14:53:17 2011-09-16  უპასუხე   
დასუფთავების მოსაკრებელი თვის განმავლობაში მოხმარებული კილოვატების რაოდენობას მიაბეს. რა შუაშია შუქი დასუფთავებასთან, რატომ არ მაბეს გაზს, რა ამბავაი ამდენი გადასახადი, ეს დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ოჯახები დაზარალდება, თორემ ვისაც მაღალი ხელფასები აქვს ვერც გაიგებს. რა უმსგავსებაა....
ლია, CSRDG   09:47:54 2011-09-18  უპასუხე   
დასუფთავებასთან არც მოხმარებული დენის რაოდენობაა კავშირში და არც მოხმარებული გაზის. ვფიქრობთ, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება არასწორია პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს მეტი ნაგვის წარმოქმნისკენ უბიძგებს ("მაინც ვიხდი და ბარემ" პრინციპით).

თუმცა, ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით ვერც არასამთავრობოები ვთავაზობთ ხელისუფლებას ნაგვის გატანის და დასუფთავების მოსაკრებლის რაიმე იმგვარ მექანიზმს, თბილისის დღევანდელ რეალობაში რომ იმუშავოს. იქნებ თქვენ გაქვთ რაიმე იდეა? რაზე უნდა იყოს თქვენი აზრით დასუფთავების მოსაკრებელი მიბმული?
xatuna   08:09:41 2011-09-18  უპასუხე   
ერთი ზღვის უბანი რომ არის ლოტკინზე , ამოდით ერთხელ რაში გვახდევინებენ ნაგვის ფულს არ გაინტერესებთ



Shota   08:12:09 2011-09-16  უპასუხე   
დასუფთავების მოსაკრებელი თვის განმავლობაში მოხმარებული კილოვატების რაოდენობას მიაბეს. შესაბამისად წინა თვეში ზედმეტად გადახილი თანხა სამწუხაროდ არ შეამცირებს დასუფთავების მოსაკრებელს

Tako Gobejishvili   03:15:52 2011-09-14  უპასუხე   
ჩემ დას შეემთხვა დაახლოვებით იგივე ამბავი შარშან ზაფხულში. რაჭაში იყო ბავშვებთან ერთად დასასვენებლად და მორიგი წვიმის დროს შუქი გათიშეს. მერე 1 კვირა ეხვეწებოდა ელექტრიკოსს, რომელსაც 2 სოფლის ელექტროენერგია აქვს ჩაბარებული, რომ შუქი ჩაერთოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ელექტრიკოსი ხან სათიბში იყო და ხან თავის ყანას თოხნიდა. დიდი ჩხუბის შემდეგ ძლივს აღუდგინა, 1 თითის დაჭერით 2 სოფელს ელექტროენერგიის მომარაგება:))
Lia Todua   03:17:22 2011-09-14  უპასუხე   
ეგ სინამდვილეში ფულის გამოძალვის ძველი საბჭოური მეთოდია. აბა ეთქვა შენს დას, ფულს გადაგიხდიო, თუ არ მოირბენდა უცებ!

niika   1  17:08:39 2011-09-13  უპასუხე   
კახეთში მაქვს სოფელი და ზაფხულში როდესაც ჩავედი ელექტრო ენერგია მქონდა ჩაჭრილი არადა მარტო ზაფხულში ჩავდივარ და მთელი ზამტარი სახლი დაკეტილი მაქვს. კახეთის ენერგო დისტრიბუციაში გადავიხადე თანხა და თანხის გადახდიდან 4 თუ მეხუთე დგეს ჩამირთეს დენი იმის გამო რომ მათი ხელოსანი 2 დგიან ქორწილში იყო წასული დასავლეთში სანამ ის კახეტამდე მოვიდა 4 დგე გავიდა კიდეც. ასე ხომ არ სეიძლება მირჩიეთ ღამე რა ვქნა?
ლია, CSRDG   03:03:29 2011-09-14  უპასუხე   
ნიკა, ძალიან კარგს იზამთ, თუ ამ ინფორმაციას მისწერთ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას. იქ არის მომხმარებელტა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. კომისიის ვებ-გვერდზე მითითებულია მისი ელ-ფოსტა: ombudsman@pdci.ge ან mail@pdci.ge და ტელეფონი: 8431 25-61-24
ლია, CSRDG   03:08:29 2011-09-14  უპასუხე   
რაც ნაკლებად შევარჩენთ კომპანიებს მომხმარებელთან უდიერ მოპყრობას, მით სწრაფად გამოსწორდებიან.

gaga   05:45:05 2011-07-11  უპასუხე   
შეგიძლიათ მომაწოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილება დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმასთან დაკავშირებით?
mado   13:42:56 2011-09-14  უპასუხე   
თუ დენს ცოტა ზედმეტს გადაიხდით, შეიძლება მომავალ თვეს აღარ მოგივიდეთ გადასახადი. ამ შემთხვევაში დასუფთავებაზეც არაფერს გადაიხდით. ამიტომ თუ გაქვთ საშუალება ჯობია ასე მოიქცეთ და დასუფთავების გადასახადი ყოველთვის 0.00 მოგივათ... :))) აპრობირებული მეთოდია :)
Lia Todua   22:31:17 2011-09-14  უპასუხე   
მართლა? უნდა ვცადო!
ლია, CSRDG   06:07:47 2011-08-02  უპასუხე   
უკაცრავად, რომ პასუხი დაგიგვიანეთ - არ ვიყავი თბილისში. აგერაა ეგ გადაწყვეტილება

gogi   13:43:42 2009-11-30  უპასუხე   
დასუფთავება თბილისში ამ ბოლო დროს მაგრა გაუმჯობესდა. მე კმაყოფილი ვარ
kakha   00:50:31 2011-11-08  უპასუხე   
ეგეც თუ არ გამოსწორდა :D:D: ამხელა ფულს ვიხდით :D:დ და რა გასაკვირი ეგააა?
Dodka   14:54:43 2009-11-30  უპასუხე   
შედარებაც არაა, რა თქმა უნდა, თუმცა კარგი იქნებოდა ზოგან მეტი ურნები იდგას. N ქუჩაზე მივდიოდი და მთელი გზა ხელშI მეჭირა ნაგავი, იმიტომ, რომ ურნა არსად შემხვდა.

ლია   13:42:03 2009-11-30  უპასუხე   
თელასს 5 თეთრით ნაკლები რომ გადაუხადო, დენს გითიშავს. არადა თვითონ რომ გვითიშავს როცა მოეხასიათება, იმას რატომ არ გვინაზღაურებს? მაშინ ყოველ გამორთვაზე გამოქვითონ რაღაც თანხა _ ის გენერატორი და სანთლები ხომ ფული ღირს, დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ...
Astalavista   17:27:23 2012-01-10  უპასუხე   
100 %
mamukape   09:13:52 2011-10-04  უპასუხე   
100%-ით სამართლიანი გულისწყრომაა
zura   15:41:48 2011-11-05  უპასუხე   
მართალია





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge