ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ბეჭდური პუბლიკაციები
ეტიკეტირების ახალი წესები
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
მზა კერძები, სურსათის ხარისხი, სურსათის შენახვა,

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა, კერძოდ, ინსპექტირებისა  და დოკუმენტური შემოწმების შედეგები. სააგენტო გვპირდება, რომ კონტროლის სხვა მექანიზმების მეშვეობით განხორციელებული შემოწმებების შედეგებსაც ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. 

ვინაიდან სააგენტო საკუთარი საიტისა და ფეისბუქის სიახლეების მეშვეობით არ ავრცელებს ინფორმაციას კონტროლის შედეგების გამოქვეყნების შესახებ, ამას ჩვენ ვაკეთებთ. 

შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოების (მათ შორის, კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების) შემოწმების შედეგებს.

------

22 ივლისს სააგენტოს საიტზე დამატებითი მონაცემები ვნახეთ, კერძოდ, ზედამხედველობის, ასევე, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოწმების შედეგები.

------

26 ივლისს სააგენტოს საიტზე ვნახეთ მონიტორინგის, ანუ სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ლაბორატორიული კვლევის შედეგები

აღმოჩენილია შემდეგი დარღვევები:

  • ბრუცელოზი ნედლ რძეში,
  • სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ორგანული დაბინძურება,
  • სანიტარიული მაჩვენებლების დარღვევა სხვადასხვა სურსათში,
  • ნიტრატების გადამეტებული ოდენობა ჭარხალში,
  • ტრანსცხიმების გადამეტებული ოდენობა მცენარეულ ცხიმში,
  • მცენარეული ცხიმების შემცველობა რძის ნაწარმის სახელწოდებით გაყიდულ სურსათში,
  • ცხენის ხორცი საქონლის ხორცის ნაცვლად.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.




print version
11:30:53 2019-07-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge