ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

დაგვიკავშირდა მოქალაქე ლელა ქსოვრელი, რომელმაც სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცხელ ხაზს მიმართა მაღაზიაში სურსათის უვნებლობის პირობების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, არაადეკვატური პასუხი მიიღო (იხ. მოქალაქის მიმოწერა სეს-თან).

კერძოდ, მოქალაქის შეფასებით, მის მიერ შეძენილ ხიზილალაში არასაკვები ნივთიერებები იყო. სეს-მა მაღაზიაში არსებული შენახვის პირობები და პროდუქტის ვარგისიანობის ვადები შეამოწმა (რის შედეგადაც დარღვევები არ დაუფიქსირებია), მაგრამ პროდუქტის შიგთავსი არ შეუმოწმებია.

სეს-ის პასუხის მიღების შემდეგ, მოქალაქემ ჩვენ გვთხოვა აღნიშნული პროდუქტის შემოწმება, მაგრამ ეს უკანასკნელი მაღაზიაში უკვე აღარ აღმოჩნდა.

მოქალაქე თვლის, რომ სეს-მა არასწორი რეაგირება მოახდინა მის მიმართვაზე და არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფო რესურსი.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეს მართლაც გააჩნია პრეტენზიის საფუძველი.

ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მოუწოდებს მოქალაქეებს სეს-ის ცხელ ხაზს მიმართონ. მიგვაჩნია, რომ სეს-სა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის ეს ინსტრუმენტი ძალზე მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად და სეს-ისადმი მოქალაქეთა ნდობის განსამტკიცებლად, რასაც ზემოთ აღწერილი ფაქტი ჩრდილს აყენებს.

აქედან გამომდინარე, მივმართეთ სეს-ის ხელმძღვანელობას, რათა მოცემული შემთხვევა შეისწავლოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, იმისათვის, რათა სეს-ის ცხელმა ხაზმა სერიოზული ხარვეზების გარეშე იმუშავოს. სეს-ის პასუხს ამავე გვერდზე გამოვაქვეყნებთ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სურსათთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევებში მიმართოთ სურსათის ერონული სააგენტოს ცხელ ხაზს 15 01!

თუკი ჩათვლით, რომ სეს-ის რეაგირება არადამაკმაყოფილებელი იყო, მიმართეთ სეს-ის ხელმძღვანელობას.

შენიშვნა: ვინაიდან ჩვენ არ შეგვიმოწმებია მოქალაქის მიერ მითითებული პროდუქტი, მისი და მაღაზიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს არ ვასახელებთ. ეს ინფორმაცია, ისევე, როგორც მოქალაქის პირადი მონაცემები, დაფარულია ამ სტატიის თანდართულ მიმოწერაშიც.




print version
14:02:41 2019-10-03

კომენტარის დამატება

კოკალა   16:09:57 2019-10-18  უპასუხე   
მოვითხოვ შემოწმდეს ნახევარფაბრიკატების საწარმოები თუ რაღაცა პადპოლნი ცეხები კაცმა არ იცის რას ვჭამთ და სად კეტდება

levani   11:07:31 2019-10-09  უპასუხე   
ისნის მეტროს გვერდით,ბაზრობის ასასვლელის მარჯვენა კუთხეში არის საშაურმე,რომელსაც აწერია -ღორის ხორცის შაურმა,დავაგემოვნეთ და არავითარი ღორის ხორცის გემო არ ააქვს,სავარაუდოდ ქათმის გაყინული ბარკლებისაგან ამზადებენ,რაღაც საზიზღრობას,გთხოვთ ჩაატაროთ დათვალერება,ვინაიდან სავრაუდოდ მომხმარებლის მოტყუებასთან გვაქვს საქმე.
თამარ, CSRDG   19:01:52 2019-10-10  უპასუხე   
მოგესალმებით ლევან, იმის შემოწმება ღორის ხრცია თუ ქათმის შაურმაში, ძალიან მარტივად შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტური შემოწმებით. დარეკეთ ცხელ ხაზზე 1501
lklmjkkjn   10:53:58 2019-10-11  უპასუხე   
სასაცილო პასუხი
თამარ, CSRDG   14:07:39 2019-10-15  უპასუხე   
ბოდიში იმის დაწერა დამავიწყდა რომ ლაბორატორიულად ამის დადგენას ვერ ახერხებენ ქართული ლაბორატორიები, შესაბამისად ერთადერთი გზაა დარჩენილი - დოკუმენტური შემოწმება

გიორგი   19:58:41 2019-10-03  უპასუხე   
გამარჯობათ.ძაან გთხოვთ ბათუმში კერძოდ ტაბიძის 5ა არის კაფე ბარი რონიკო.ძაან გთხოვთ მიხვიდეთ და შეამოწმოთ სამზარეულო და რაც საჭიროა.ძაან საშინელებაა რაა.არაფერი არ უვარგათ არც სისუფთავე და პროდუკტი ალბათ ხო საშინელება აქვთ.შეამოწმეთ საჯაროდ და დახურეთ საერთოდ
ვახტანგ, CSRDG   09:21:22 2019-10-04  უპასუხე   
ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვართ და არა გვაქვს უფლება კვების ობიექტების სამზარეულოები შევამოწმოთ, მით უმეტეს კი დავხუროთ. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 01





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge