ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ხორბლის ფქვილი „კარმენი“
კარაქი მალკო 82.5%
ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბეჭდური პუბლიკაციები
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე

სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
რძის ნაწარმი,

2019 წლის 25 სექტემბერს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.  

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული  „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. 

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან.

----------

მივიღეთ პასუხები სურსათის ეროვნული სააგენტოდან (წერილი 06.11.19, ლაბორატორიული კვლევის ოქმი 1, ლაბორატორიული კვლევის ოქმი 2, წერილი 08.11.19). პასუხებიდან ირკვევა, რომ სააგენტომ განახორციელა ი.მ. ,,ნოდარ ლაზარეშვილი“-ს სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა ყველის შენახვის პირობები, რეალიზაციის ვადები, მიკვლევადობა, ეტიკეტირების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. რძის ცხიმის სისუფთავისა და რძის ფხვნილის აღმოჩენის მიზნით, აღებულ და გამოკვლეულ იქნა სულგუნის ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევებით სულგუნში რძის ცხიმისა და მცენარეული ცხიმების შემცველობა არ აღმოჩნდა. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ვერ მოიძია ჩვენს მიერ შემოწმებული სულგუნის პარტია (გამოშვების თარიღი 23.09.19.).




print version
15:06:52 2019-10-08

კომენტარის დამატება

ნელი   09:32:07 2019-12-22  უპასუხე   
აბა თქვენ რისი მაქნისები ხართ,ყველაფერზე უარი
თამარ, CSRDG   09:20:37 2019-12-23  უპასუხე   
ქ-ნ ნელი, ცოტა უფრო მეტი კორექტულობა არ იქნებოდა ურიგო :) ჩვენ რისი მაქნისები ვართ და რა შედის ჩვენს ფუნქციებში, შეგილიათ საიტზე, "ჩვენს შესახებ" სტატიაში წაიკითხოთ

გრიშა   20:54:16 2019-12-02  უპასუხე   
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ შეგიძლიათ შეამოწმოთ MADART (პეკინის 17) ის პროდუქცია, წერია რომ შეიცავს 82% კარაქს და ნაღებს, თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება რადგან ფასი დაბალია ნატურალური მაღალხარისხოვანი ინგრედიენტებისთვის. გმადლობთ.
ვახტანგ, CSRDG   17:39:33 2019-12-04  უპასუხე   
ბატონო გრიშა, ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები. სხვა ინფორმაციასთან ერთად ისინი განთავსებულია ჩვენს საიტზე http://momxmarebeli.ge/?menu=140. იქ შეგიძლიათ ნახოთ, შემოწმებული აქვს თუ არა სააგენტოს თქვენთვის საინტერესო საწარმოები და მათი პროდუქცია.
თამარ, CSRDG   12:29:03 2019-12-03  უპასუხე   
მოგესალმებით გრიშა, სამწუხაროდ იმის შემოწმება თავის პროდუქციაში რომელიმე მეწარმე კარაქს უმატებს თუ არა შეუძლებელია. არის თუ არა კარაქი ამის დადგენა ლაბორატორიულად მხოლოდ კარაქის სემოწმებითაა შესაძლებლი. ამ თხოვნით შეგიძლიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ და ისინი შეძლებენ დოკუმენტური შემოწმებით დაადგინონ საწარმო კარაქს იყენებს თავისი ნაწარმის წარმოებაში თუ მცენარეულ ცხიმს


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge