ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21

2011 წლის 10 ნოემბერს ფეისბუქის საჩივრის გვერდზე მომხმარებელმა გვაცნობა, რომ  ვეკუას ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი)  მდებარე პოპულის სუპერმარკეტში შეიძინა ”თოლია პლომბირი” ვანილის საოჯახო ნაყინი, რომელსაც ძირში ჰქონდა გაყვითლებული ფენა. ეს ინფორმაცია მომხარებელმა ჩვენს ფეისბუქის გვერდზეც გაავრცელა, ნაყინის სურათებთან ერთად.

2011 წლის 16 ნოემბერს,  მომხმარებლის მიერ მითითებულ სუპერმარკეტ ”პოპული”-ში ჩვენ შევიძინეთ ”თოლია პლომბირი” ვანილის, საოჯახო ნაყინი  (გამოშვების ვადა 26.08.2011), რომელიც კვების ექსპერტის თანდასწრებით შევამოწმეთ:

გარეგნული მახასიათებლით პროდუქტი საღი იყო და ის მოყვითალო ნალექი, რაც მომხმარებლის მიერ გადაღებულ ფოტოში ჩანს, აქ არ იყო. შესაძლოა, ნაკლი მხოლოდ იმ ერთ ცალ პროდუქტს გააჩნდა, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა. გაიგზავნა წერილი მაღაზიაში და მეწარმესთან, რათა მათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უკეთ გააკონტროლონ პროდუქტის წარმოება და გადაზიდვა-რეალიზაცია, რომ მომავალში მსგავსი ნაკლოვანებები გამოირიცხოს.




print version
14:45:33 2012-06-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge