ბოლო ცვლილებები

ბიჟუტერიის შემოწმება
პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი
ხორბლის ფქვილი „კარმენი“
კარაქი მალკო 82.5%
ასაწონი მიწის თხილი მაღაზია „ზღაპრიდან“
ბეჭდური პუბლიკაციები
ტექსტილის ნაწარმის შემოწმება
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე

სულ ნიუსები: 21
”სავანეთის” კვერცხი
ფრინველი, ეტიკეტი, სურსათის შენახვა,

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 30 მარტს მომხმარებელმა ვებ გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა, სადაც გვატყობინებდა, რომ გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე მაღაზია ”2 ნაბიჯში” იყიდება ვადაგასული კვერცხი ან კვერცხი, რომელსაც არ აწერია გამოშვების ვადა.

ჩვენ 2 აპრილს შევიძინეთ კვერცხი გლდანის მე-5 მიკრორაიონში მე-18 და მე-19 კორპუსების მიმდებარედ მდებარე მაღაზია ”2 ნაბიჯი”-ში. აღმოჩნდა, რომ დახლზე არსებული კვერცხებიდან 2 შეფუთვას, ორივე ფირმა  შპს ”სავანეთი 99”-ის კვერცხს არ ეწერა არც გამოშვების და არც ვარგისიანობის ვადა. პროდუქტის ეტიკეტზე მხოლოდ მითითებულია - ”შენახვის ვადა 25 დღე”, თუმცა ამ დღეების ათვლა საიდან იწყება გაურკვეველია.

დახლზე ასევე იდო ისევ ფირმა შპს ”სავანეთი99”-ის შეფუთული კვერცხი, რომელსაც ვადა მითითებული ჰქონდა.

თუმცა ესეც გაურკვეველია, რატომ  აქვს 08.03 ში გამოშვებულ კვერცხს 01.06-მდე ვარგისიანობის ვადა, როცა იმავე ეტიკეტზე მითითებულია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ: ”შენახვის ვადა 25 დღე”.

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან, მაღაზიაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოდან მივიღეთ პასუხი.




print version
15:02:29 2012-06-20

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge