ბოლო ცვლილებები

ბუტერბროდის ეტიკეტი
შესქელებული რძე
შაურმა ნავთლუღში
ლობიანი ბახტრიონის ქუჩიდან
შოკოლადის კარაქი "შატილი"
"გურჯაანის" ნაყინის განმეორებითი შემოწმება
შვრიის ბურღული
უფასო ადვოკატი მომხმარებლებისთვის
სარჩელი სასამართლოში
ნიკორას ნაყინი

სოსისების ხარისხი: გუდვილი, ნიკორა, ვაკე, მითანა, ლიდერფუდი

სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2011 წლის აგვისტოდან სურსათის ცხელ ხაზზე, ვებ-გვერდზე  და ფეისბუქის გვერდზე არაერთხელ შემოგვივიდა მომხმარებელთა თხოვნა სხვადასხვა ფირმის სოსიების შემოწმების თაობაზე. რიგი სოსისების მიკრობიოლოგიური მახასიათებლები შემოწმდა თბილისის ლაბორატორიებში და შედეგები ამ საიტზე განთავსდა.

თუმცა რიგ შემთხვევაში მომხმარებელი უჩიოდა პროდუქტის ხარისხსს და მის შესამოწმებლად პროდუქტის შემცველობის დადგენას გვთხოვდა. საქართველოში არსებული ლაბორატორიებიდან ერთერთი დაგვთანხმდა სოსისებში სახამებლის და ცილის განსაზღვრაზე. პარალელურად მოვიძიეთ ლიტვაში ლაბორატორია, რომელიც ხორცის პროდუქტებში სოიოს და შემაერთებელი ქსოვილის განსაზღვრას შეძლებდა.

2012 წლის 23 მაისს ჩვენ შევიძინეთ ყველა ის სოსისი, რომელზეც სხვადასხვა სახით საჩივარი გვქონდა მიღებული. ესენი იყო ნიკორას ივერია სოსისი ”სპეცი” და სოსისი რძიანი; მითანას ივერია სოსისი; ლიდერი-ფუდის ბავარიული სოსისი; ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის წარმოებული სოსისები ივერია სპეცი და საბავშვო და გუდვილის სოსისები საბავშვო და სასკოლო. ყველა ამ სოსისის შეძენა მოხდა საფირმო მაღაზიებში, გარდა მითანას ივერიის და ლიდერ-ფუდის ბავარიული სოსისისა.

აღნიშნულ სოსისებში გაიზომა სახამებლის შემცველობა, ცილის საერთო შემცველობა, სოიოს ცილა და შემაერთებელი ქსოვილი.

შედეგები ასეთია (შემცველობა მოყვანილია გრამებში, 100 გრამ პროდუქტზე გადაანგარიშებით):

# დასახელება სახამებლის შემცველობა ცილის შემცველობა პროდუქტში სულ, აქედან: სოიოს ცილა კოლაგენი (ჟელატინი) ცილა დანარჩენი
1 გუდვილის ”სასკოლო” 3,7 14,16   1,18 13
2 გუდვილის ”რძიანი”   14,18   1,83 12,3
3 ნიკორას ”ივერია სპეცი” 3,8 12,09   1,82 10,3
4 ნიკორას ”რძიანი” 3,6 11,65   2,05 9,6
5 ვაკის ”ივერია” 1,1 11,81   2,08 9,7
6 ვაკის ”რძიანი”   11,69   2,18 9,5
7 მითანას ”ივერია” 2,5 12,13 2,72 2,06 7,3
8 ლიდერფუდის ”ბავარიული” (ასაწონი) 3,6 10,3   1,86 8,4

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით უკეთესია ის სოსისი, რომელშიც ნაკლებია სახამებელი, ნაკლებია კოლაგენი/ჟელატინი, არ არის სოიოს ცილა და მეტია სხვა ცილები.

გაიგზავნა წერილები შპს ”მითანაში” და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოდან მივიღეთ სტანდარტული არაფრისმთქმელი პასუხი.

______________

2012 წლის 16 ივლისს შპს ”ნიკორა ტრეიდიდან” მივიღეთ შემდეგი წერილი :

ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ზემოთ ცხრილში, ნიკორას სოსისების დასახელებებში, მართლაც გაპარული იყო უზუსტობა. ბოდიშს ვიხდით ამის გამო. ცხრილში სოსისების დასახელებები შესწორდა შესყიდვების სასაქონლო ზედნადების მიხედვით.

შპს ”ნიკორა ტრეიდში” გავაგზავნეთ წერილი ჩვენს მიერ შემუშავებული ერთობლივი პროცედურის შესათანხმებლად.




print version
17:34:01 2012-08-20

კომენტარის დამატება

გიორგი   18:28:13 2012-11-06  უპასუხე   
კარგ საქმეს აკეთებთ ძალიან არანაირი ბერკეტი არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან რომ კონტროლში იყვნენ მსგავსი კომპანიები მიშვებულები არიან შესაბამისად მე პირადად მაინტერესებს რას ვჭამ.

გენდობით ბოლომდე რადგან ლოგიკურად ვაზროვნებ და ვხვდები რომ თქვენ ნამდვილასდ ხალხისთვის აკეთებთ ამას და მეტია რაფრისთვის. გაიხარეთ http://momxmarebeli.ge/?rec=2750

tornike xuroshvili   10:18:00 2012-07-18  უპასუხე   
სოსისების სახელწოდებები ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და რა გარანტია მაქვს მე, როგორც მომხმარებელს, რომ თქვენი კვლევები სანდოა და უშეცდომოდაა ჩატარებული?! მოკლედ, ვერ გაიგებ ვინ სიმართლეს ამბობს და ვინ იტყუება!!!!

დავითი   23:19:06 2012-07-16  უპასუხე   
ასეც ვიცოდი რომ ნიტრიტის რაოდენობას არ გამოიკვლევდით,თუმცა ნიკორას მითითებული აქვს 0,005 მ/წ მაგრამ რა არის ეს გრამი ტონა მეტრი თუ კიდევ სხვა გაუგებარია.ეს ციფრები მაშინ არის გასაგებო როდესაც ნორმა ვიცით რამდენი უნდა იყოს კილოგრამში.თორემ ასეთი დაწერა უბრალო მომხმარებლისთვის არაფრის მიმცემია,სოსისის შემოწმება უნდა დაიწყოს იმით რომ დადგინდეს ჯერ ხორცის ხარისხი, რომელი ცხოველის ხორცით კეთდება და ა.ს,შ,მაგრამ იქამდე ვინ მიგიშვებს.დიდი შეცდომა იყო კორუბციის მიზეზით ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის გაუქმება,კორუბცია შსს–ში,რომ იყო ისეთი უნდოდა მაგრამ არავის გაუუქმებია.მოკლედ მე ძალიან მიყვარს სოსისი,მაგრამ რომ ვიცი და მინახია რით და როგორ კეთდება ვერიდები,მაგრამ მაიც მივირთმევ ხანდახან,ფეხმძიმე ქალბატონებს კატეორიულად არ ვურჩევ,პირველი 3–4 თვეში განსაკუთრებით.

ნატა   20:03:24 2012-07-10  უპასუხე   
ყველაზე კარგი ის სოსისია, რომლის შემადგენლობაშიც ცილები (ანუ ხორცის შემცველობა)ჭარბობს.
თუმცა, რასაც აქ ვხედავ, ჩემი აზრით დარღვეულია ნიმუშის აღების წესი. თუ შეფუთვაზე იკითხება მწარმოებელი, ხომ შეიძლება კვლევა ტენდენციური იყოს?
ლია, CSRDG   20:52:32 2012-07-10  უპასუხე   
ნატა, სურსათის უვნებლობის ახალი კოდექსის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს ნიმუშის აღებისას შეფუთვის შენარჩუნების შესაძლებლობას.

თუმცა გეთანხმებით, სურსათის მწარმოებლის იდენტიფიცირება ქმნის ლაბორატორიული კვლევის ტენდენციურობის საშიშროებას. ვიღებთ შენიშვნას და შევეცდებით მომავალში ასეთი შესაძლებლობა გამოვრიცხოთ.

lana   14:47:19 2012-07-10  უპასუხე   
მოგესალმებით. გავეცანი თქვენს კვლევას. თქვენი დასკვნიდან გამომდიანრე ესეიგი მხოლოდ ვაკის "ივერიაა" კარგი? მე უპირატესობას გუდვილის სოსის ვანიჭებ და ძალიან გემრიელია. რამდენჯერაც ვიყიდე ვაკის ივერია იმდენჯერ მოვიწამლეთ მთელი ოჯახი. მეც მაინტერესებს ნორმა რამდენი უნდა იყოს, ასე რომ დებთ ამ კვლევებს ისიც დაწერეთ რა.
Irakli Machitidze   00:47:24 2012-07-11  უპასუხე   
იცით რა არის, ცუდზე და კარგზე არ არის აქ მაგალითად გუდვილის ივერიას რომ მიირთმევდეთ და მონაცემების მიხედვით ვაკის ივერია ჯობდეთ, გუდვილისას რომ არ იყიდით უკეთესს იზამთ? :) მაგით ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ რომელი არის კარგი :)

ერთადერთი ჩემი აზრი შემიძლია ვთქვა მითანას ივერიაზე, რომ თუ ხორცში სოიოს ცილაა, ესეიგი დამატებულია ცალკე და არის შანსი რომ ეს სოიო გენმოდ იყოს, მაგრამ ბოლომდე ისიც არ ვიცით გენმოდ რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე :)

Irakli Machitidze   00:50:09 2012-07-11  უპასუხე   
+ ის რომ ეს მაჩვენებლები მუდმივი ვერ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით რადგან სოიოს ცილა ერთხელ აღმოჩნდა ვფიქრობ რომ კიდევ იქნება
ლია, CSRDG   21:03:52 2012-07-10  უპასუხე   
სამწუხაროდ ვერ ვწერთ რამდენი უნდა იყოს. ასეთი ნორმა დღეს საქართველოში დადგენილი არ არის (იხ. ჩემი პასუხი გიორგის კითხვაზე ქვემოთ)
ლია, CSRDG   20:36:44 2012-07-10  უპასუხე   
მე მგონი ყველაზე მეტი "სხვა ცილები" ამ შემთხვევაში გუდვილის "სასკოლოში" აღმოჩნდა. რატომ დაასკვენით, რომ ვაკის ივერიაა ყველაზე კარგი?

გიორგი პეტრიაშვილი   14:36:21 2012-07-10  უპასუხე   
საინტერესო და სასარგებლო კვლევაა უდაოდ!!! გასაგებია, რომ პროდუქტებში სახამებლის, სოიოს, ცილის და კოლაგენის შემცველობა შეამოწმეთ და მონაცემებიც გამოაქვეყნეთ, მაგრამ იქნებ ისიც მიგვითითოთ ნორმა რამდენიაა აღნიშნული კომპონენტების ამა თუ იმ პროდუქტში!! წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ბრმად უნდა ვენდოთ თქვენი კვლევის შედეგებს. არადა, რაც შეამოწმეთ თითქმის ყველა პროდუქტს ვყიდულობ ხოლმე და საკმაოდ გემრიელიცაა. არც უწყენია ჩემს გარშემო არავისთვის...
ლია, CSRDG   20:32:25 2012-07-10  უპასუხე   
გიორგი, დღეს საქართველოში სოსისებში სახამებლის, ჟელატინის ან სოიოს ცილის შემცველობის ნორმა არ არსებობს. მეწარმეს შეუძლია მიიღოს თავისი შიდა სტანდარტი, რომლითაც რა ნორმასაც უნდა იმას დაიდგენს. ვერავინ შეზღუდავს (ჯერჯერობით ასეა). გარდა ამისა, ეს ნივთიერებები არც პროდუქტის გემრიელობაზე ან მავნეობაზე ახდენენ გავლენას - ყველა მათგანი იჭმევა და მავნე არაა.

აქ საუბარია მხოლოდ სარგებლობაზე. ხორცის პროდუქტებს ხომ ჩვენ მივირთმევთ ძირითადად ცილებისთვის. თან არა ჟელატინის ან სოიოს ცილისთვის, არამედ სწორედ იმ "სხვა ცილებისთვის", რომელიც ცხოველის კუნთოვან ქსოვილშია. ისინი შეიცავს ჩვენთვის აუცილებელ ამინომჟავებს, რომელთა წარმოება ჩვენს სხეულს არ შეუძლია და აუცილებლად საჭმელთან ერთად უნდა მივიღოთ. ჩვეულებრივ ხორცში ასეთი ცილების შემცველობა 20% მაინც არის. რაც მეტია ამ ცილების შემცველობა სოსისში, მით უფრო ახლოა ის ხორცთან.

ვიმეორებ, ჟელატინი და სახამებელი მავნე არ არის. უბრალოდ მათში ხორცის ფასის გადახდა არ ღირს...

jaba   14:14:22 2012-07-10  უპასუხე   
მივესალმები ქალბატონ ნინის მოსაზრებას იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებასთან დაკავშირებით. მეც ხშირი სტუმარი ვარ ამ საიტის და იგივე შეგრძნება მეუფლება რომ ამას ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებთ ქართული კომპანიების მიმართ. კი კარგია რომ ამოწმებთ, მაგრამ შეამოწმეთ უცხოური პროდუქტიც.
ლია, CSRDG   20:18:06 2012-07-10  უპასუხე   
დაგვისახელეთ კონკრეტული უცხოური პროდუქტი, რომელიც გინდათ რომ შევამოწმოთ. და მაღაზიაც, სად ვიყიდოთ

Mikheil Kalandadze   13:31:42 2012-07-10  უპასუხე   
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.
მშვენიერი ინფორმაციაა.
ამ შედეგებზე დაყრდნობით შეილება გუდვილის რძიანი ყველაზე მისაღებია.
აქვე მივაწერდი რომ არა ქართულების შემოწმებაც კარგი იქნებოდა. თუმცა მე ქართულს ვანიჭებ უპირატესობა, მაგრამ შედარებისთვის კარგი იქნებოდა.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
ლია, CSRDG   20:19:04 2012-07-10  უპასუხე   
გაითვალისწინეთ, რომ რძიანი სოსისების შემცველობაში რძე შედის. ანუ ცილები მხოლოდ ხორცის არაა, რძისაცაა.

ნანი   12:29:24 2012-07-10  უპასუხე   
ხშირად ვეცნობი ამ გვერდს და მინდა გითხრათ, რომ თქვენი საქმიანობა ნამდვილად მისასალმებელია... თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ქართული კომპანიების მიმართ მიზანმიმართულად ავრცელებთ უარყოფით ინფორმციებს. ბაზარზე უამრავი ისეთი უცხოური პროდუქტია, რომლის წარმომავლობაც კი უცნობია ხშირ შემთხვევაში, არათუ ხარისხისა და უვნებლობის გარანტიები. რატომ არასდროს შეგიმოწმებიათ ასეთი პროდუქტები? ქართულ კომპანიებს მომხმარებელი მეტნაკლებად ენდობა - ნიკორა, ვაკე, გუდვილი, იგივე მითანა და ლიდერფუდი წლებია ბაზარზე არიან და მე პირადად არ მახსოვს, რომ მათ პროდუქტს ვინმესთვის ევნოს... ასე რომ, ჩემი აზრით, აჯობებს იმ მიმართულებით (უკონტროლო უცხოური პროდუქტების) იმუშაოთ, რაც ყველაზე პრობლემატურია დღეს!!!
ლია, CSRDG   20:16:36 2012-07-10  უპასუხე   
ნანი, დაგვისახელეთ კონკრეტული უცხოური პროდუქტი და მაღაზია, სადაც მას ყიდულობთ. შევამოწმებთ მათაც.
nani   13:24:02 2012-07-11  უპასუხე   
ლია, კარგი იქნება შინჰოფერს, პონატს და სხვა უცხოურ ბრენდებს თუ შეამოწმებთ. იცით რაშია საქმე?! მაშინ, როცა ქართული კომპანიების წარმოებული პროდუქტების - ვთქვათ, სოსისების ვარგისიანობა 2-5 დღემდე მერყეობს, შინფოჰერის სოსისების ვადა გაცილებით მეტია... ზუსტად არ ვიცი რამდენი დღე, მაგრამ ფაქტია, რომ პროდუქტი გერმანიიდან საქართველომდე საკმაოდ დიდ გზას გადის და მერე კიდე მაღაზიის დახლზე ღმერთმა იცის რამდენი ხანი აწყვია. დარწმუნებული ვარ ქიმიური დანამატებითაა სავსე პროდუქტი - აბა, სხვა შემთხვევაში ამხელა შენახვის ვადა როგორ ექნებოდა. პიდადარ მე, ისევ ვაკის, მითანას ან იოლის დაბინძურებული (თუ რა თქმა უნდა მართლა დაბინძურებულია) პროდუქტის ჭამა მირჩევნია ქიმიით გატენილ შინჰოფერს... იქნებ შეამოწმოთ!!!
ლია, CSRDG   07:02:33 2012-07-12  უპასუხე   
სამწუხაროდ საქართველოში საკვებდანამატებს არც ერთი ლაბორატორია არ ამოწმებს. შევეცდებით უცხოურ ლაბორატორიაში გავგზავნოთ.
ნანი   16:09:29 2012-07-12  უპასუხე   
ანუ, გამოდის, რომ ქართული მწარმოებლების პროდუქციის დაკნინებით თქვენ თავად გვიბიძგებთ ვჭამოთ უცხოური პროდუქტი, რომელიც კაცმა არ იცის რა შემადგენლობისაა და თან შემოწმების საშუალებაც კი არ გაქვთ!!! თუ მართლა მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნავთ, მაშინ ყველა პროდუქტიი უნდა შეამოწმოთ და არჩევანის უფლება ჩვენ დაგვიტოვოთ!!! არ არის
სწორი, როდესაც მხოლოდ ერთ რამეზე მეუბნევით არ ვარგაო - ამ დროს შეიძლება წავიდე და უარესი ნაგავი ვიყიდო. ასე რომ, სანამ არჩევანს გავაკეთებ დაველოდები უცხოურიი ლაბორატორიების პასუხს...
ელა   10:02:47 2012-07-17  უპასუხე   
ქ-ნი ლია, მართლაც რა გამოდის? გვიბიძგებთ უარესი პროდუქტი ვჭამოთ და ამ დროს მიზეზი, რომ თურმე ვერ ამოწმებთ გასამართლებელი არ არის. პასუხი აქ არ დაგიფიქსირებიათ wინა რესპოდენტის წერილზე. გამოდის, რომ საპასუხოც არაფერი გაქვთ იმ თვალსაზრისით, რომ აკრიტიკებთ მეტნაკლებად კარგ ქართულ პროდუქციას და ღმერთმა იცის მართლაც საიდან შემოტანილ პროდუქციას არ ეხებით.. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი შენიშვნები.
ლია, CSRDG   16:03:12 2012-07-17  უპასუხე   
მადლობთ, ელა. ვითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და ვეძებთ შესაძლებლობებს, თუ როგორ და სად შევამოწმოთ იმპორტული პროდუქცია.





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge