ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის მუშაობა
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ბიჟუტერიის შემოწმება
საინფორმაციო შეხვედრა ლაგოდეხში
საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისსა და დმანისში
საინფორმაციო შეხვედრები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ
შეცდომაში შემყვანი ეტიკეტი სუპერმარკეტ „ლიბრეში“
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
გმო სოიოს პროდუქტებში: რაოდენობრივი ანალიზი
გმო, ბურღულეული,

2014 წლის თებერვლის ბოლოს, ჩვენს მიერ 3 დასახელების სოიოს პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო-ს) აღმოჩენის შემდეგ, აქტუალური გახდა პროდუქტებში ამ ორგანიზმების რაოდენობის დადგენა . ამ მიზნით მივამრთეთ გერმანიაში არსებულ ლაბორატორიას Genetic ID.

გერმანიაში შესამოწმებლად გაიგზავნა შპს "შვიდი მითში" 2014 წელის 19 თებერვალს და 25 თებერვალს შეძენილი სოიოს შემდეგი პროდუქტები:

  1. აშშ-ს წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  2. რუსეთის წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  3. ინდოეთის წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  4. ჩინური წარმოების სოიოს იზოლატი;
  5. აშშ-ს წარმოების სოიოს კონცენტრატი.

ხუთივე დასახელების პროდუქტი მოთავსდა პოლიეთილენის სტერილურ პარკებში, მიენიჭა პირობითი ნომრები და შპს "DHL"-ის საშუალებით გაიგზავნა გერმანიის ლაბორატორიაში გმო რაოდენობრივი ანალიზისათვის.

გერმანიის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასეთია::

  1. აშშ-ს წარმოების სოიოს ტექსტურატში აღმოჩნდა სოიოს 2 ტიპის მოდიფიცირებული გენი: 86% და 33% ოდენობით;
  2. რუსეთის წარმოების სოიოს ტექსტურატში გმო არ აღმოჩნდა (სიზუსტე 0,05%);
  3. ინდოეთის წარმოების სოიოს ტექსტურატში გმო არ აღმოჩნდა (სიზუსტე 0,01%);
  4. ჩინური წარმოების სოიოს იზოლატში გმო არ აღმოჩნდა (სიზუსტე 0,05%);
  5. აშშ-ს წარმოების სოიოს კონცენტრატში აღმოჩნდა სოიოს 2 ტიპის მოდიფიცირებული გენი: 48% და 37% ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პროდუქტში გმო-ს შემცველობა 0,9%-ზე ნაკლებია, მასზე გმო-ს მითითება სავალდებულო არ არის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩატარებული ანალიზის მიხედვით ჩინურ და ინდურ სოიოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა, მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მითითება "გმო" ამ პროდუქტებზე საჭირო არ არის.

მომხმარებლებს ვურჩევთ სოიოს ნახევარფაბრიკატების შეძენისას გაარკვიონ, რომელი ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქტს განეკუთვნება იგი.

მზადდება შეტყობინებები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად.




print version
15:12:42 2014-03-18

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge