ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
ფქვილის გმო-შემოწმება
გმო, ცომეული, ბურღულეული,

2014 განმავლობაში არაერთხელ მიგვიღია მომხარებლის თხოვნა სხვადასხვა პროდუქტის გმო ანალიზის ჩატარების თაობაზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე არსებულ ფქვილზე. ამ თხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გადავწვიტეთ შეგვეძინა თბილისის მარკეტებში ყველაზე გავრცელებული, სხვადასხვა ფირმის  დაფასოებული ფქვილი და გაგვეგზავნა გერმანიაში მათში მოდიფიცირებული გენის არსებობის შესამოწმებლად.

2014 წლის 27-28 ოქტომბერს თბილისის ოთხ მაღაზიაში შევიძნეთ ყველა დასახელების დაფასოებული ფქვილი (ხორბლის და სიმინდის), რაც გაყიდვაში იყო. სულ შევიძინეთ შვიდი დასახელების ხორბლის და ორი დასახელების სიმინდის დაფასოებული ფქვილი:

  1. ხორბლის ფქვილი "მზიური ველი"  - (დაფასოებულია საქართველოში, გამოშვების ვადა შეფუთვაზე მითითებული არ არის);
  2. ხორბლის ფქვილი "ალაფი" - (დამზადებულია საქართველოში, გამოშვების ვადა 18.09.2014)
  3. ხორბლის ფქვილი "პროგრესი" - (წარმოებულია საქართველოში, გამოშვები თარიღი 17.10.2014);
  4. ხორბლის ფქვილი "კორონა"; - (დამზადებულია რუსეთში, მამოშვების თარიღი 05.09.2014);
  5. ხორბლის ფქვილი "ბარაქა" - (წარმოებულია საქართველოში, გამოშვების ვადა 16.10.2014);
  6. ხორბლის ფქვილი "მაკფა" - (წარმოებული ყაზახეთში, გამოშვების ვადა 19.06.2014)
  7. ხორბლის ფქვილი "სოლედო" -  (დამზადებულია საქართველოში, გამოშვების ვადა 15.10.2014)
  8. სიმინდის ფქვილი შპს "ამოვა" - ( გამოშვების თარიღი 18.10.2014);
  9. სიმინდის ფქვილი "ბაია" - ( დამზადებულია საქართველოში, გამოშვების ვადა 26.09.2014)

ფქვილებს მიენიჭა პირობითი ნომრები, თითოეული ნიმუშიდან 200 გრამი მოთავსდა იმავე ნომრიან პოლიეთილენის პარკში და სწრაფი ფოსტით გაიგზავნა გერმანიაში გმო-ანალიზისათვის.

ლაბორატორიამ ცხრავე პროდუქტი შეამოწმა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. შემოწმების მეთოდიკა აგრეთვე მოიცავდა სინჯებში სოიოს შემცველობის შემოწმებასაც. არცერთ ფქვილში არ აღმოჩნდა არც გმო და არც სოიოს შემცველობა




print version
17:18:15 2014-11-10

კომენტარის დამატება

Gocha   21:42:04 2015-10-15  უპასუხე   
გმადლობთ ასეთი ინფორმაციისთვის და გაწეული საქმისთვის, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ ინფორმაციას არა თუ ორგანიცაზიები გვაწვდიან და მედია, არამედ მიღება ხდება მხოლოდ მომხმარებლების დიდი დიდი თხოვნების შედეგად. გმადლობთ

sofo   14:38:49 2015-09-16  უპასუხე   
გამარჯობა. გთხოვთ, ამიხსნათ განსხვავება შემდეგ ტერმინებს შორის: "დამზადებულია საქართველოში" და "წარმოებულია საქართველოში". წინასწარ გიხდით მადლობას.

shorena   22:40:20 2014-11-24  უპასუხე   
ქალბატონო ლია მიხარიხართ.დავესწარი თქვენს ტრენინგსაც და ძალიან კმაყოფილი ვარ.მადლობა თქვენ

ეთერი , ზინა   20:04:08 2014-11-13  უპასუხე   
ქალბატონო ლია,
ძალიან მოგვეწონა თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძიება პურის ფქვილის ნიმუშების თაობაზე, მოხარული ვართ, რომ ეს პროდუქტი მაინც არის ჯანსაღი, წარმატებეს გისურვებთ,
პატივისცემით ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრი


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge