ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
სამი სახეობის კარაქის შემოწმება
რძის ნაწარმი, პროდუქციის ხარისხი,

2016 წლის ოქტომბრის თვეში რამოდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა და სხვადასხვა სახეობის კარაქების შემოწმება გვთხოვა:   ფეისბუქის გვერდზე მოწერილ კომენტარებში ერთმა მომხმარებელმა ბელორუსიული კარაქის შემოწმებას გვთხოვდა, ხოლო სხვა მომხმარებელი წალკის კარაქის შემოწმებას ითხოვდა. ასევე გვქონდა სატელეფონო ზარი შირაქის კარაქის შემოწმების თხოვნით.

მომხმარებელთა საჩივრების საფუზველზე, 2016 წლის  26 ოქტომბერს მომხმარებლების მიერ მითითებულ მაღაზიებში შევიძინეთ სამი სხვადასხვა ფირმის კარაქი. პროდუქტებს მივანიჭეთ პირობითი ნომრები: #1 შპს "შირაქი"-ს კარაქი; #2 - ი.მ." რამაზ სოზრევანიძე" და  " #3 - ბელორუსიული კარაქი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მათში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით სამივე კარაქი რძის ცხიმითაა დამზადებული. შირაქის კარაქი და ბელორუსული კარაქი შემცირებული ცხიმიანობის (72,5%) პროდუქტს წარმოადგენს, ხოლო რამაზ სოზრევანიძის პროდუქტი 80%-იანი კარაქია.




print version
11:50:28 2016-11-22

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge