ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21

სოციალურ ქსელში თუ ვებსაიტებზე ხშირად ვხვდებით ისეთ გვერდებს, რომლებიც მომხმარებელს ამა თუ იმ სასურველი ნივთის ონლაინ შეძენას სთავაზობენ.

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მომხმარებელი საიტზე ნახულობს ნივთს, იხდის ფულს და რამდენიმე კვირაში მას იღებს.

თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ  ნივთს  ქარხნული წუნი აღმოაჩნდა? 

ვინ იღებს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას და არის თუ არა მომხმარებელი დაცული?

ზემოხსენებული ონლაინ მომსახურების გამწევთ, მოიხსენიებენ როგორც „ონლაინ მაღაზიებს“, თუმცა, ბევრი მათგანი რეალურად მხოლოდ ნივთის გამოწერა-ჩამოტანას ახდენს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ ონლაინ  მომსახურებას უმეტესად ფიზიკური პირები ეწევიან, რომლებიც საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ ნივთის ხარისხთან დაკავშირებით, გასცემენ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს და „ნდობაზე“ მიგითითებენ. ვებსაიტების მქონე „გამომწერი კომპანიებიც“ ნივთის შეცვლის, ან დაბრუნების პასუხისმგებლობას, ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ ნივთი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, მაგრამ ამაზე მომხმარებელთან შეთანხმებისას ყურადღებას არ ამახვილებენ.  როგორც წესი, არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება იმ რისკებზე,  რომლებსაც ის გაუთვითცნობიერებლად საკუთარ თავზე იღებს.

სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად მომხმარებელი დაზარალებულის როლში გვევლინება. ის იხდის ფულს, სანაცვლოდ იღებს ნაკლიან პროდუქტს,  თუმცა არა აქვს  შესაძლებლობა  საკუთარი უფლებები დაიცვას.  

დღესდღეობით, სახელმწიფოს ზემოხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით  მეწარმეებზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რის გამოც მომხმარებელი დაუცველია და უწევს რისკების საკუთარ თავზე აღება.

შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ყოველთვის, როდესაც მსგავს ურთიერთობებში ჩაბმას გადავწყვეტთ. კარგად უნდა დავაკვირდეთ ვისთან ვდებთ შეთანხმებას და რა უფლება-მოვალეობას ვიღებთ მხარეები საკუთარ თავზე. 




print version
15:21:16 2018-02-27

კომენტარის დამატება

ნინო   14:52:16 2018-11-29  უპასუხე   
მოგესალმებით
შევეცდები ორი სიტყვით აგიხსნათ შექმნილი სიტუაცია და იქნებ თქვენ რაიმე მირჩიოთ. 10 დღის წინ ონლაინ მაღაზიაში Apollo.ge-ზე განვადებით შევიძინე გრანიტის ქვაბებისა და ტაფების ნაკრები, რომლის საფასური 670 ლარია. გამყიდველი ხაზგასმით მარწმუნებდა რომ მაღალი ხარისხის პროდუქციაა. მოტანიდან მე-10 დღეს კი ტაფას მოტყდა სახელური! გადავრეკე და აუხსენი სიტუაცია,რასაც მოყვა აბსოლუტურად გაუმართლებელი რეაქცია და ცჰემზე გადმობრალება, ვითომდა ხმარება არ ვიცი, მე ალბათ დავაგდე... და ამდაგვარი. ძალიან მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე ჩემი უფლებების დამცავი მექანიზმი?! 10 დღეში პროდუქცია უკვე დაზიანდა, ჯერ პირველი შესატანიც კი არ გადამიხდია ბანკში და კიდევ ერთი წელი უნდა ვიხადო პროდუქციაში, რომლის ხარისხის ვარგისობა უკვე ეჭვს იწვევს.სურათს თან ვურთავ



თამარ, CSRDG   17:28:27 2018-11-30  უპასუხე   
ნინო იურიდიული კონსულტაციისთვის გვწირდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. ამიტომ თუ არ შეწუხდებით იქნებ ფეისბუქის გვერდზე შეტყობინებებში მოგვწეროთ ან თქვენი საკონტაქტო დაგვიტოვეთ რომ დაგიკავშირდეთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge