ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
კანონმდებლობა, წესები,

2019 წლის ივლისში იურიდიული კონსულტაციისათვის მოქალაქე გალინა ქაცანაშვილმა მოგვმართა. აღმოჩნდა, რომ მას თბილისში, ავეჯის ერთ-ერთ მაღაზიაში შეუძენია ე.წ. სამეული, რომელიც, მისი თქმით, 1 კვირაში გაფუჭდა.

მომხმარებელმა მაღაზიას ავეჯის შეკეთება, ან დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, მაღაზია ნაკლს არ აღიარებდა. რამდენიმე კვირიანი უშედეგო და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მომხმარებელმა იურიდიული კონსულტაციისათვის ჩვენ მოგვმართა.

მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, შევადგინეთ წერილი, სადაც მითითებული იყო პროდუქტის ნაკლზე და ჩამოყალიბებული იყო მომხმარებლის მოთხოვნა. წერილის გაგზავნას შედეგი არ მოჰყოლია.

ბოლოს ჩვენ ვურჩიეთ მომხმარებელს გამოეძახებინა პატრული, მასთან ერთად მისულიყო მაღაზიაში და საკუთარი მოთხოვნა დაეფიქსირებინა. მოქალაქემ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა, რის შედეგადაც მაღაზია დათანხმდა ავეჯის დაბრუნებაზე, ქალბატონ გალინას კი სრულად დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხა.




print version
17:27:19 2019-09-12

კომენტარის დამატება

ანი   13:40:09 2019-09-18  უპასუხე   
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება. როგორ მოგმართოთ?
თამარ, CSRDG   17:35:27 2019-09-20  უპასუხე   
ანი ან აქ დაგვიწერეთ კომენტარში რა პრობლემა გაქვთ და რა სახის დახმარება გჭირდებათ. შეგიძლიათ ფეისბუქის გვერდზე (გადადით ბმულზე) მოგვწეროთ ღიად ან შეტყობინებებში, ასევე დაგვირეკოთ ნომერზე 2399018 (სამუშაო დღეებში 10-18 სთ) ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტოთ მისამართზე office@csrdg.ge


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge