გმო სოიოს პროდუქტებში: რაოდენობრივი ანალიზი

2014 წლის თებერვლის ბოლოს, ჩვენს მიერ 3 დასახელების სოიოს პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო-ს) აღმოჩენის შემდეგ, აქტუალური გახდა პროდუქტებში ამ ორგანიზმების რაოდენობის დადგენა [CIT= კანონმდებლობის მიხედვით თუკი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველკობა პროდუქტში 0,9%-ზე მეტია, ინფორმაცია პროდუქტში მათი შემცველობის შესახებ პროდუქტის ეტიკეტზე უნდა მიეთითოს. იხ. სურსათის ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი, მუხლი 9.](*)[/CIT]. ამ მიზნით მივამრთეთ გერმანიაში არსებულ ლაბორატორიას Genetic ID.

გერმანიაში შესამოწმებლად გაიგზავნა შპს "შვიდი მითში" 2014 წელის 19 თებერვალს და 25 თებერვალს შეძენილი სოიოს შემდეგი პროდუქტები:

  1. აშშ-ს წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  2. რუსეთის წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  3. ინდოეთის წარმოების სოიოს ტექსტურატი;
  4. ჩინური წარმოების სოიოს იზოლატი;
  5. აშშ-ს წარმოების სოიოს კონცენტრატი.

ხუთივე დასახელების პროდუქტი მოთავსდა პოლიეთილენის სტერილურ პარკებში, მიენიჭა პირობითი ნომრები და შპს "DHL"-ის საშუალებით გაიგზავნა გერმანიის ლაბორატორიაში გმო რაოდენობრივი ანალიზისათვის.

გერმანიის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასეთია::

  1. აშშ-ს წარმოების სოიოს ტექსტურატში აღმოჩნდა სოიოს 2 ტიპის მოდიფიცირებული გენი: 86% და 33% ოდენობით;
  2. რუსეთის წარმოების სოიოს ტექსტურატში გმო არ აღმოჩნდა (სიზუსტე 0,05%);
  3. ინდოეთის წარმოების სოიოს ტექსტურატში გმო არ აღმოჩნდა[CIT=მათ შორის არ აღმოჩნდა ბამბის მოდიფიცირებული გენი.](*)[/CIT] (სიზუსტე 0,01%);
  4. ჩინური წარმოების სოიოს იზოლატში გმო არ აღმოჩნდა[CIT=მათ შორის არ აღმოჩნდა (0,01% სიზუსტით) რაპსის მოდიფიცირებული გენი და გმო-მარკერი FMV (იგივე მარკერი P34S). იხ. დამატებითი ტესტის პასუხი.](*)[/CIT] (სიზუსტე 0,05%);
  5. აშშ-ს წარმოების სოიოს კონცენტრატში აღმოჩნდა სოიოს 2 ტიპის მოდიფიცირებული გენი: 48% და 37% ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პროდუქტში გმო-ს შემცველობა 0,9%-ზე ნაკლებია, მასზე გმო-ს მითითება სავალდებულო არ არის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩატარებული ანალიზის მიხედვით ჩინურ და ინდურ სოიოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა, მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მითითება "გმო" ამ პროდუქტებზე საჭირო არ არის.

მომხმარებლებს ვურჩევთ სოიოს ნახევარფაბრიკატების შეძენისას გაარკვიონ, რომელი ქვეყნიდან შემოტანილ პროდუქტს განეკუთვნება იგი.

მზადდება შეტყობინებები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად.