"ასორტი"-ს ხილის ტორტი

2014 წლის 24 თებერვალს, მომხარებელი დაგვიკავშირდა ოფისის ტელეფონზე და გვთხოვა შეგვემოწმებინა, ნუცუბიძის ქუცაზე მდებარე ნამცხვრების მაღაზია "ასორტი"-ს ხილის ტორტი. მისი თქმით წინა დღეს ამ მაღაზიაში ნაყიდმა ხილის 20 ლარიანმა ტორტმა მოწამლა.

2014 წლის 24 მარტს მივედით ნუცუბიძის ქუჩა #86ა-ში მდებარე მაღაზია შპს "ასორტი ვერე"-ში და შევიძინეთ  20 ლარიანი ტორტი, რომელიც თავისივე შეფუთვიანად ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტი არ აკმაყოფილებს დადგენილ მიკრობიოლოგიური მოთხოვნებს, რაც სავარაუდოდ პროდუქტის მომზადების ჰიგიენური პირობების დარღვევაზე მიუთითებს. რაიმე საშიში დაავადების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმები პროდუქტში არ აღმოჩენილა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.