კარტოფილის შემოწმება

2015 წლის იანვარში მომხარებელმა ფეისბუქის გვერდის პირად შეტყობინებაში გვაცნობა, რომ დედამისმა ორ მაღაზიაში შეძენილი კარტოფილით მოამზადა ღვეზელი, რომელმაც ისინი  მოწამლა. კარტოფილის გარდა საჩივრის ავტორმა წვნიანი მიირთვა, რომელშიც იგივე კარტოფილი იყო გამოყენებული და აქედან გამომდინარე ეჭვი კარტოფილზე ჰქონდა. მომხმარებელს გამოვართვით კარტოფილი და ჩავაბარეთ ორ ლაბორატორიაში ფიტო-სანიტარული კვლევისათვის და კარტოფილში მძიმე მეტალების, ნიტრატების და ნიტრიტების შემცველობის დასადგენად.

კარტოფილის ფიტოსანიტარიულმა კვლევამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა. მეორე ლაბორატორიდან მიღებული პასუხით კარტოფილში მძიმე მეტალის - კადმიუმის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. ეს ნივთიერება ადამიანის მოწამვლას ვერ გამოიწვევდა, თუმცა საკმაოდ მავნეა ჯანმრთელობისათვის, ამიტომ გადავწყვიტეთ კარტოფილის შეძენა და მძიმე მეტლების შემცველობაზე განმეორებითი ანალიზის ჩატარება. მომხარებლის მიერ მითითებული ორი მაღაზიიდან ერთერთში (ყავლაშვილის ქ.1)  შევიძინეთ (მეორე მაღაზიამ ვერ მოგვცა შესყიდვის დამადასტურებელი ქვითარი) ახალციხის რაიონის, ორი დასახელების კარტოფილი: კარტოფილი "პიკასო", (თეთრი) და მოწითალო ჯიშის კარტოფილი. მივანიჭეთ მათ პირობითი ნომრები (#1 მოწითალო ჯიშის და #2 პიკასო) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ვინაიდან ევროკავშირში კადმიუმის ნორმა გაფცქვნილი კარტოფილისთვის არის დადგენილი, ლაბორატორიას ვთხოვეთ მძიმე მეტალების შემცველობა როგორც გაფცქვნილ, ასევე გაუფცქვნელ კარტოფილში დაედგინა.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების  (#1 კარტოფილი, #1 კარტოფილი გაფრცქვნილი; #2 კარტოფილი, #2 კარტოფილი გაფრცქვნილი)  მიხედვით მძიმე მეტალების შემცველობა პროდუქტებში ნორმაშია. #1 და #2 კარტოფილში აღმოჩნდა ნიტრატების რაოდენობა, რომელიც საქართველოში დღეს მოქმედ ნორმას აჭარბებს[CIT=საქართველოში დღეს მოქმედი ნორმით კარტოფილში ნიტრატების შემცველობა 25მგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი მკაცრი ნორმა უპრეცედენტოა. მაგალითად, ანალოგიურ რუსულ ნორმაში კარტოფილში დაშვებულია 250მგ/კგ ნიტრატები.](*)[/CIT]

გაიგზავნა  წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

-------------

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ დღეს საქართველოში მოქმედ "სანიტარულ წესებსა და ნორმებში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა. კერძოდ, კარტოფილში ნიტრატების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმად მითითებულია არაუმეტეს 25მგ/კგ, ნაცვლად 250მგ/კგ-ისა", რაც იმას ნიშნავს, რომ #1 და #2 კარტოფილში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.