რძის ნაწარმის შემოწმება მცენარეულ ცხიმებზე

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოვაჩინეთ. წინა კვლევების შედეგები იხილეთ ბმულებზე https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6715?f=2 და https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6709?f=2

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევების შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო. 

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

1. 

პროდუქტის დასახელება:  არაჟანი სოჩინსკაია ლოო ქობულეთური, 21%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დვრიტა +/საქართველო

წარმოების თარიღი: 11.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მადაგონი“ (ვაშლიჯვარი, მუხრან მაჭავარიანის 65), შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი


2. 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი „ქობულეთური“ 25%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო

წარმოების თარიღი: 11.06.20

შესყიდვის ადგილი: GL მარკეტი (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი


3.

პროდუქტის დასახელება: რძე „მალკო“, 2,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს რესპუბლიკა/საქართველო

წარმოების თარიღი: 04.06.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი


4. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი ნაღების „რანინა“, 82,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს რესპუბლიკა/საქართველო

წარმოების თარიღი: 06.05.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმებილაბორატორიის ოქმი


5. 

პროდუქტის დასახელება: ყველი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. სამველ ჯანამიანი/საქართველო

წარმოების თარიღი: 19.05.20

შესყიდვის ადგილი:  GL მარკეტი (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი


6. 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქართული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. სურენ კირაკოსიანი/საქართველო

წარმოების თარიღი: 10.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „სპარი“ (სს „ფუდმარტი“, პეკინის 19/21), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, ლაბორატორიის ოქმი


7. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „პრეზიდენტი", 82%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლაქტალის ინტერნეიშენალი/საფრანგეთი

წარმოების თარიღი: 01.04.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


8. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ლურპაკი“, 100%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: არლა ფუდს ამბა/დანია

წარმოების თარიღი: 2020.02.11

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


9. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ფინი“ (ვალიო), 79%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ვალიო/ფინეთი

წარმოების თარიღი: 04.03.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


10. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ანკორი“, 82,9%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ფრონტერა/ახალი ზელანდია

წარმოების თარიღი: 02.10.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


11. 

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი „ვალიო“, 82%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ვალიო/ფინეთი

წარმოების თარიღი: 26.03.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


12. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი ნაღების „ფეიზან ბრეტონი“, 82%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლაიტა/საფრანგეთი

წარმოების თარიღი: 17.12.19

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


13. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი ნაღების „სანტინო“, 82%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები/საქართველო

წარმოების თარიღი: 25.05.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


14. 

პროდუქტის დასახელება: ყველი „იმერული“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს რძის ლაბორატორია/საქართველო

წარმოების თარიღი: 08.06.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


15. 

პროდუქტის დასახელება: ყველი „სულგუნი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი/საქართველო

წარმოების თარიღი: 04.06.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


16. 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი „სიკეთით სავსე“, 15%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ქართული რძის პროდუქტები/საქართველო

წარმოების თარიღი: 25.05.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


17. 

პროდუქტის დასახელება: რძე „ლაქტელი“, 3,2%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: მოლოჩნი დომ/უკრაინა

წარმოების თარიღი: 08.01.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


18. 

პროდუქტის დასახელება: რძე „პარმალატი“ 3,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბელგოროდის რძის კომბინატი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 23.03.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


19. 

პროდუქტის დასახელება:  რძე „სანტინო“, 2,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები/საქართველო

წარმოების თარიღი: 05.06.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


20. 

პროდუქტის დასახელება: ნაღები „პროსტოკვაშინო“, 20%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს დანონ რუსეთი/რუსეთი

წარმოების თარიღი: 02.05.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


21. 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი „სანტე, ექსტრა“ 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები/საქართველო

წარმოების თარიღი: 19.05.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


22. 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი „სოფლის ნობათი“ 15%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ვიმ-ბილ-დან საქართველო/საქართველო

წარმოების თარიღი: 03.06.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


23. 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული „ქართული“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რკ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“/საქართველო

წარმოების თარიღი: 28.05.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


24. 

პროდუქტის დასახელება:  სულგუნი „აბული“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს სპასოვკა/საქართველო

წარმოების თარიღი: 05.06.20

შესყიდვის ადგილი: სუპერმარკეტი „გუდვილი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


25. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ნოვოგრუდსკიე დარი“, 82,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლიდის რძისა და კონსერვების კომბინატი/ბელორუსი

წარმოების თარიღი: 01.03.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (ცინცაძის 37), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


26. 

პროდუქტის დასახელება: რძე „გრანაროლო, ლატე იტალიანო“, 1,6%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: გრანაროლო/იტალია

წარმოების თარიღი: 25.06.20

შესყიდვის ადგილი: GL მარკეტი (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


27. 

პროდუქტის დასახელება: რძე „ფერმა“, 3,2% 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ფუდ დეველოპმენტი/უკრაინა

წარმოების თარიღი: 06.05.20

შესყიდვის ადგილი: GL მარკეტი (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


28. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული „მადლიანი ფერმა“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლეანკა/საქართველო

წარმოების თარიღი: 27.05.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ფუდმარტი“ (ვაჟა-ფშაველას 48), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


29. 

პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი „წიქარა“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რკ წიქარა/საქართველო

წარმოების თარიღი: 27.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ლიბრე“, (გლდანის მე-6 მკ/რ, კორპ. 22 მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


30. 

პროდუქტის დასახელება: ლეგენდარული ყველი ჩანახი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლორვა კატ/სომხეთი

წარმოების თარიღი: 25.03.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტ „კარფური“ (ცინცაძის 37) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


31. 

პროდუქტის დასახელება: ძროხის გუდის ყველი „ცივის ყველი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. გოჩა ღაღაშვილი-ნიკუშა/საქართველო

წარმოების თარიღი: 23.05.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (ცინცაძის 37) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


32. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული „ქართული ნაწარმი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ქართული ნაწარმი/საქართველო

წარმოების თარიღი: 23.06.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი „კარფური“ (ცინცაძის 37) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


33. 

პროდუქტის დასახელება: სულგუნი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს წინწყარო/საქართველო

შეფუთვის თარიღი: 17.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მადაგონი“ (ვაშლიჯვარი, მუხრან მაჭავარიანის 65) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი


34. 

პროდუქტის დასახელება: სულგუნი N1

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: წიფორა სამცხე/საქართველო

წარმოების თარიღი: 24.05.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნიკორა“ (გამსახურდიას 24), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


35. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს აგროჰაბი/საქართველო

შეფუთვის თარიღი: 17.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „აგროჰაბი“ (გელოვანის 22), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


36. 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქართული „დელამო“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ლევან ბუთხუზაშვილი „დელამო“/საქართველო

წარმოების თარიღი: 02.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ფუდმარტი“ (წერეთლის 71), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


37. 

პროდუქტის დასახელება: ყველი გუდა „სვილობი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რ.კ. „ალაზნისთავი“/საქართველო

წარმოების თარიღი: 10.01.21

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნიკორა“ (გამსახურდიას 24), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


38. 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: მილკენი/საქართველო

წარმოების თარიღი: 08.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „სპარი“ (სს „ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას 2) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


39. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ემბორგი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა:  ურენჰოლტ ა/ს/დანია

წარმოების თარიღი: 12.03.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნიკორა“ (გურამიშვილის 48), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი


40. 

პროდუქტის დასახელება: კარაქი „ელიტნოე“, 84%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბაბუშკინა კრინკა/ბელორუსი

წარმოების თარიღი: 04.05.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ბელორუსული პროდუქტი“ (ვაჟა-ფშაველას 4), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი

-------------

გაიგზავნა წერილები შესაბამის მეწარმეებთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შპს დვრიტასი.მ ჯანამიანსი.მ კირაკოსიანსშპს ქობულეთური ტრეიდინგსშპს რესპუბლიკასმაღაზია GL მარკეტს; მაღაზია ფუდმარტსმაღაზია გუდვილსმაღაზია მადაგონს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს)

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

-----------

16 ივლისს მივიღეთ პასუხი სურსათის ეროვნული სააგენტოდან (სეს), რომლის თანახმადაც, სეს-ის მიერ განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, მცენარეული ცხიმების შემცველობა აღმოჩნდა შემდეგ ნიმუშებში: 

  1. რძე „მალკო 2.5%", დამზ.თარიღი 27.06.20 (ჩვენს  მიერ შემოწმდა სხვა პარტია. როგორც ჩანს, იგივე პარტია აღარ მოიძებნა), ვარგ. ვადა 03.07.20, შპს „რესპუბლიკა“, ს/კ 406205592.
  2. კარაქი ნაღების 82.5% „რანინა“, დამზ.თარიღი 06.05.20, ვარგ. ვადა 06.08.2020, შპს „რესპუბლიკა“, ს/კ 406205592.
  3. არაჟანი „ქობულეთური 25%“, დამზ.თარიღი 24.06.2020 (ჩვენს  მიერ შემოწმდა სხვა პარტია. როგორც ჩანს, იგივე პარტია აღარ მოიძებნა), ვარგ. ვადა 07.07.20, შპს „მემა კომპანი“, ს/კ 446973963 (ყოფილი შპს „ქობულეთური ტრეიდინგი“).
  4. ყველი „ქართული“, დამზ.თარიღი 10.06.2020, ვარგ.ვადა 10.08.20, ი.მ. „სურენ კირაკოსიანი“, (მის: ნინოწმინდა, სოფ. დილიფი).

არაჟანი „სოჩინსკაია 21%“ (მწარმ. შპს „მემა კომპანი“, ყოფილი შპს „დვრიტა+“), ნიმუში არ იყო ბაზარზე განთავსებული და აღებული იქნა საწარმოდან, კვლევის შედეგები ჯერ არ არის ლაბორატორიის მიერ მოწოდებული.

ი.მ. „სამველ ჯანამიანის“ წარმოებული ყველი აღარ მოიძებნა ბაზარზე, ხოლო საწარმოდან ნიმუშის აღება ვერ განხორციელდა, რადგან ეტიკეტზე აღნიშნულ მისამართზე ბიზნესოპერატორი ვერ მოიძებნა და ხდება მისი შემდგომი მიკვლევადობა.

გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, შესაბამისი მეწარმეები დაჯარიმდნენ ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო. შპს „მემა კომპანი“ და შპს „რესპუბლიკა“ დაჯარიმდნენ 600 ლარით (აღნიშნული დარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის გამო), ხოლო ი.მ. სურენ კირაკოსიანი - 200 ლარით (როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე). მეწარმეებს ასევე დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სეს-მა დარღვევები გამოავლინა.

გარდა ამისა, სეს-მა აღნიშნულ საწარმოებში ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ი.მ. სურენ კირაკოსიანის საწარმოში. ბიზნესოპერატორს მიეცა მითითებები და გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. ხოლო შპს „მემა კომპანი“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

-----------

3 ივლისს ი.მ. სურენ კირაკოსიანის თხოვნით, მის წარმომადგენელთან ერთად, დამატებით ავიღეთ მის მიერ 10.06.20-ში წარმოებული ყველის „ქართული“ ნიმუშები მაღაზიაში „სპარი“ (სს „ფუდმარტი“, თბილისი, შარტავას ქ. 35/37). პეკინის 19/21-ში მდებარე მაღაზია „სპარში“, სადაც 16 ივნისს ზემოთა სიაში მითითებული ნიმუშები შევიძინეთ, პროდუქტის 10.06.20-ში წარმოებული ნიმუშები აღარ იყო. 3 ივლისს შეძენილი ნიმუშები ჩაბარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რძის ცხიმის სისუფთავის დასადგენად და ლაბორატორიას „ეტალონი“ ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის მასური წილის დასადგენად. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევის ოქმის თანახმად, გამოკვლეულ ნიმუშში მცენარეული ცხიმი არ აღმოჩნდა, ხოლო ლაბორატორიის „ეტალონი“ კვლევის ოქმის თანახმად, რძის ცხიმის მასური წილი 99,7% იყო. ამგვარად, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლინდა.

ამის შემდეგ, მეწარმის თხოვნითვე, მის წარმომადგენელთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ჩავაბარეთ ჩვენს მიერ 16 ივნისს შეძენილი, 10.06.20-ში წარმოებული პროდუქციის ორი სათადარიგო ნიმუში. ლაბორატორიის კვლევის ოქმების თანახმად, ორივე ნიმუშში დადასტურდა მცენარეული ცხიმის შემცველობა.

როგორც ჩანს, ერთსა და იმავე დღეს წარმოებული ყველის სხვადასხვა ნიმუშებში ცხიმის განსხვავებული შემცველობა იყო.

-----------

22 ოქტომბერს, სეს-იდან მესამე კვარტლის კონტროლის შედეგების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ სეს-მა ჩვენს მიერ შემოწმებული არაჟანი „სოჩინსკაია 21%“-ს (მწარმ. შპს „მემა კომპანი“, ყოფილი შპს „დვრიტა+“) პარტია ვეღარ მოიძია. სხვა პარტიის ნიმუშის შემოწმების შედეგად კი მცენარეული ცხიმი არ გამოვლინდა.

25.06.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები