ბოლო ცვლილებები

დედოფლისწყაროს კარაქი
სერვილადი მაღაზია "ფურშეტიდან"
წითელი ხიზილალა
კარაქი "მეგლე"
პეტიცია რძის პროდუქტების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ
ასაწონი კარაქი "ვალიო"
"ასორტი"-ს ხილის ტორტი
ნინოწმინდის "კარაქი"
"ასპინძის ქარხნის კარაქი"
წალკის "კარაქი"

მომხმარებლის აზრი: ტელეფონი, ინტერნეტი, რადიო, ტელევიზია

გაგვიზიარეთ, რა პრეტენზიები გაქვთ თქვენი სატელეფონო ოპერატორისადმი? ინტერნეტ-პროვაიდერისადმი? ტელე-რადიო არხებისადმი ან პროვაიდერისადმი?

აქვე შეგახსენებთ, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” ვებ-გვერდზე არის სპეციალური გვერდი მობილური ოპერატორების ტარიფების შესადარებლად. სცადეთ მისი გამოყენება თქვენთვის ოპტიმალური ტარიფის შესარჩევად და გაგვიზიარეთ გამოცდილება.

საქართველოში ინტერნეტ-კავშირის სიჩქარის  გაზომვის ოფიციალურად დადგენილი საშუალება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. თუმცა თქვენი ინტერნეტ-კავშირის შესაფასებლად ეს საიტი შეიძლება გამოიყენოთ, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვირჩია. ყურადღება! საიტიდან ნურაფერს ჩამოტვირთავთ! უბრალოდ დაელოდეთ, სანამ გამოჩნდება ღილაკი BEGIN TEST და დააჭირეთ მას:




18:44:54 2012-11-09

კომენტარის დამატება

aka   14:45:27 2014-03-07  უპასუხე   
რატომ გვიძვირებს კავკაზუსი ინტერნეტს?
5მგ-ში 20 ლარს ვიხდიდი და რატომ უნდა გადავიხადო 25ლარი?
5 მგ-ზე დარჩენის უფლება რატომ არ მაქვს?
თამარ, CSRDG   11:59:46 2014-03-10  უპასუხე   
ვესაუბრეთ კავკაზუს ონლაინის ოპერატორს, რომელმაც გვითხრა, რომ 20 ლარიანი და 30 ლარიანი ტარიფის პაკეტები ავტომატურად იცვლება 25 და 35 ლარიან პაკეტებში, სადაც ინტერნეტის სიჩქარე თავისთავად იმატებს. ამ ცვლილების შესახებ ყვქელა მომხარებელი იქნა გაფრთხილებულიო 30 დღით ადრე, ზოგი სმს-ის საშუალებით და ზოგი კომპიუტერის ეკრანზე შეტყობინების საშუალებით. ამ 30 დღის განმავლობაში, თუ მომხმარებელს არ სურს კომპანიის მიერ შემოთავზებული პაკეტები მას შეუძლია უარი თქვას კავკასუს ონლაინის მომსახურეობაზე და სხვა ინტერნეტ პროვაიდერი მოძებნოსო. თუ უარს არ იტყვის ამ კომპანიის მომსახურეობაზე, შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში ავტომატურად შეიცვლება პაკეტი.
ika   19:42:19 2014-03-11  უპასუხე   
რამდენად კანონიერია თუნდაც გაფრთხილების შემთხვევაში ცალმხრივად შეცვალონ პირობები? მარეგულირებელი რამე შუაშია თუ ინტერნეტ პროვაიდერებს სრული თავისუფლება აქვთ ტარიფების დადგენაში და ცვლილებების შეტანაში?
ლევანი fb.com/mkidveli.ge   10:47:05 2014-03-13  უპასუხე   
მომხმარებელსა და ოპერატორს შორის ურთიერთობა წესრიგდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით და რა თქმა უნდა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

კავკასუს ონლაინს მომსახურების ძირითადი და სტანდარტული ხელშეკრულება ვებგვერდზე აქვს განთავსებული, მაგრამ მასზე თანხმობა თქვენ ხელმოწერით უნდა გქონდეთ დადასტურებული. ხელშეკრულების მე-4.2. პუნქტის მიხედვით მომსახურების კონკრეტული პაკეტების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია შეგატყობინოთ 30 ოცდაათი) დღით ადრე თქვენთვის ხელმისაწვდომი გზით თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით და აგრეთვე თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ამ ინფორმაციის მოწოდებით ან ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამავე დროს მე-9.2-ე პუნქტის მიხედვით მითითებულია, რომ პაკეტის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს „სხვა“ დამატებითი თანხების გადახდის ვალდებულება.

ოპერატორს ხელშეკრულების არაერთ პუნქტში აქვს მითითებული ფრაზა: „გაუგებრობისა და ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად“, მაგრამ ნამდვილად არ არის მარტივი და არაორაზროვანი მხარეებისათვის ამ შემთხვევაში წინადადება - „სხვა“ დამატებითი თანხების გადახდის ვალდებულების საკითხი.

დარღვევაა იმ შემთხვევაშიც თუ კავკასუს ონლაინს თქვენთან ხელშეკრულება წერილობით არ აქვს დადებული.

რაც შეეხება აქციას, კავკასუს ონლაინის განმარტებით და მათ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ახალი პაკეტი მომხმარებლებს 2014 წლის 3 თებერვალს შესთავაზეს. 2013 წლის 18 დეკემბერს კი მათ საახალწლო აქცია დაიწყეს, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბოლომდე ძველი ტარიფით სარგებლობის საშუალებას გაძლევდათ. დარღვევაა თუ ამ აქციის შესახებ თქვენ არ გეცნობათ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

კავკასუს ონლაინი ვალდებული იყო თქვენთვის საშეღავათო სისტემის - „აქციის“ შესახებ პირადად ეცნობებინა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაშიც, როცა მითითებული აქცია არსებით გავლენას ახდენდა თქვენს გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე.

თქვენი უფლებების დაცვისთვის შესაძლებელია დავის წამოწყება: 1. კავკასუს ონლაინის დავების განხილვის სამსახურში, 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში და/ან 3. სასამართლოში.

შენიშვნა: თქვენი საკითხის კონკრეტულად კვალიფიკაციისათვის შეგიძლიათ პირადად მობრძანდეთ ან დაგვირეკოთ და ისარგებლოთ უფასო იურიდიული დახმარებით
(+995 32) 225-27-78/118, ელ-ფოსტა: ljorbenadze@epfound.ge
თამარ, CSRDG   12:00:39 2014-03-10  უპასუხე   
კონსულტაციას გავივლით იურისტთან და მივწერთ მარეგულირებელ კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით
ika   03:34:03 2014-03-08  უპასუხე   
რატომღაც არ გვპასუხობენ ((

ika   15:56:31 2014-03-02  უპასუხე   
რამე გაირკვა ფასის მატებასტან დაკავშირებით კავკაზუსის მიერ? რამდენად კანონიერია, ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს, ქონდათ უფლება? გული მწყდება რომ ნაციონალების მარცხის მიუხედაბად მარეგულირებელი ისეთივე უვარგისი ორგანიზაციაა და ხალხის ინტერესებს არ იცავს.

ika   13:21:47 2014-02-28  უპასუხე   
მეც მაინტერესებს რატომ გააძვირა კავკაზუსმა მომსახურება და რატომ დააყენა მომხმარებლები ფაქტის წინაშე რომ მარტიდან პაკეტები ძვირდება? რა უნდა ვქნათ თუ ძველი პირობები გვერჩივნა? ყველგან იაფდება ინტერნეტი და თან სიჩქარე მატულობს. ჩვენთან კი...

zviad   15:55:02 2014-02-12  უპასუხე   
ეს კავკასუსი ფასებს რომ ზრდის ვინმე არეგულირებს? ვისაც 5მბ ინტერნეტი აკმაყოფილებს რატომ აუქმებენ?ჯერ იყო 1მბ გაგვიუქმეს

Roini Mosashvili   20:11:03 2014-02-10  უპასუხე   
გამარჯობა,

თუ ფლობთ ინფორმაციას ვინმე ამ დაუკითხავ სატელეფონო რეკლამებზე თუ შეიმუშავეს კანონი?
თამარ, CSRDG   11:48:02 2014-02-11  უპასუხე   
როინ, ამ ბმულზე ამ ბმულზე მიმაგრებული ინფორმაცია გაგცემთ თქვენს კითხვაზე პასუხს

merabi   19:59:03 2014-02-09  უპასუხე   
რა ხდებაა ამ ქვეყანაში კანონი არაა ? ან მარეგულირებელი რატო ხმას არ იღებს ასე როგორ შეიძლება ხალხო მოსახლეობის ფეხზე დაკიდება როცა უნდათ გაუძვირებენ ისე რო არც დაეკითხებიან და მთავრობა ამ ყველაფერზე დუმს , ესაა თქვენ ისამართლიანობა ?

giorgi   18:27:50 2014-02-07  უპასუხე   
მიხედეთ ამ კავკასუსს ვინმემ, როდემდე შეიძლება თავიანთ ჭკუაზე ატარონ მომარებელი!!!
სულ არ მჭირდება მაგათი სიჩქარის გაზრდა, დატოვონ მინიმალური 20 ლარიანი პაკეტი!
ვერარ უნდა გათენდეს საქართველოში?!!!
ლია, CSRDG   10:44:27 2014-02-10  უპასუხე   
გიორგი, თუ შეიძლება დააკონკრეტეთ თქვენი პრეტენზია კაუკაზუს ონლაინისადმი და ჩვენ მივმართავთ მარეგულირებელს. თქვენ თავადაც შეგიძლიათ კომუნიკაციის კომისიაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოფისს მიმართოთ
giorgi   18:23:31 2014-02-10  უპასუხე   
ჯერ იყო და 15 ლარიანი მინიმალური პაკეტი გააძვირეს 20 ლარამდე. მართალია სიჩქარე მოუმატეს, მაგრამ ის სიჩქარეც მყოფნიდა და სულ არ მჭირდებოდა მომატება. მინდოდა თუ არა, უნდა გადავსულიყავი 20 ლარიანზე. ახლა ამ 20 ლარიანსაც აძვირებენ და ისევ იძულებული ვარ გადავიდე, უფრო ნაკლებფასიანი პაკეტი აღარ ექნებათ. სიჩქარეს ისევ ზრდიან, მაგრამ არც ადრე მჭირდებოდა ეგ და მით უმეტეს, არც ახლა...

Mamuka   15:39:23 2014-02-07  უპასუხე   
გამარჯობათ, კავკასუს ონლაინმა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდის მიზეზით დაიწყო ტარიფის გაზრდა. ყველა მომხმარებელი ვისაც ქონდა 30 ლარიანი ინტერნეტ პაკეტი გადაყავს გაზრდილ 35 ლარიან ტარიფზე, ხოლო თუ მომხმარებელს არ სურს 35 ლარიანი პაკეტი მაშინ უნდა გადაიხადოს 30 ლარი და გადაიყვანენ 25 ლარიან პაკეტზე.
ლია, CSRDG   10:47:05 2014-02-10  უპასუხე   
მამუკა, ეს ინფორმაცია კაუკაზუსმა წინასწარ გაცნობათ? თუ პირობები გაუფრთხილებლად შეიცვალა? თუ ჯერ არ შეცვლილა და მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა?

თამუნა   01:11:00 2013-06-20  უპასუხე   
მოგესალმებით! 2013 წლის დასაწყისში კავკასუს ონლაინმა მომხმარებლებს დაუგზავნა სმს სადაც ატყობინებდა სიახლეს იმის შესახებ რომ კავკასუსის მომხმარებლებს ვირტუალურ ფერად ბარათზე დაერიცხებოდათ ქულები ამასთანავე ეს ინფორმაცია განთავსდა მათ ვებ გვერდზე http://www.co.ge/News.aspx 09.01.2013 წლის ინფორმაცია სახელწოდებით ფერადი ბარათი –საახალწლო საჩუქარი კავკასუს ონლაინისაგან. შეტყობინებაში ცალსახად არის მითითებული რომ ქულებით ასევე შესაძლებელია ერთი თვის ინტერნეტის სააბონენტოს გადახდა. ეს ნამდვილად ძალიან კარგი წამოწყება იყო კომპანიისაგან და ნამდვილად მოემსახურებოდა მომხმარებლების წახალისებას რომ არა შემდეგი ფაქტი – სმს მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში დავუკავშირდი კავკასუს და ვთხოვე უკვე დაგროვილი ქულებით დამეფარა სააბონენტო კავკასუსმა უარი განმიცხადა იმ მოტივით რომ მქონდა მხოლოდ 18 ლარის (თუ არ ვცდები)ექვივალენტური ქულები და სანამ სრულად 30 ლარი არ მოგროვდებოდა ამის უფლება არ მქონდა. რამდენიმე დღის წინ ისევ დავუკავშირდი კავკასუს სადაც გავარკვიე რომ 30 ლარი იყო დაგროვებული ფერად ბარათზე მაგრამ ამჯერად უარი განმიცხადეს სააბონენტოს დაფარვაზე ეხლა უკვე იმ მოტივით რომ სააბონენტოს გადახდას ქულებით აღარ ვახორციელებთო(ზუსტად იმ პერიოდში აღარ ახორციელებენ როდესაც მომხმარებლებს უკვე დაუგროვდათ სათანადო რაოდენობის ქულების ადექვატური თანხა) სხვა სერვისი თუ გნებავთ ქულებში გაგიქვითავთო.ასეთი ცვლილების შესახებ არც ვებ გვერდზე და არც სხვა წყაროებიდან ჩემთვის არაფერი იყო ცნობილი, ხოლო ვებ გვერდზე ისევ ის ინფორმაციაა სადაც მითითებულია რომ აღნიშნული შესაძლებელია. აქ ის ფაქტია აღმაშფოთებელი რომ კომპანია უბრალოდ იტყუება ! თორემ უკვე რა ხანია არათუ მე უამრავი მომხმარებელი კავკასუსის აბონენტია და ჩვეულებრივ ვიხდით სააბონენტოს.
ლია, CSRDG   13:03:37 2013-06-24  უპასუხე   
გაიგზავნა კითხვა კაუკაზუს-ონლაინთან


თამუნა   21:25:20 2013-06-23  უპასუხე   
აღნიშნულთან დაკავშირებით არ თვლით რომ საჭიროა რეაგირება?
თამარ, CSRDG   11:01:37 2013-06-24  უპასუხე   
თამუნა თქვენს კომენტყარს განიხილავს ჩვენი იურისტი და მოგწერთ პასუხს
თამუნა   21:05:25 2013-06-24  უპასუხე   
გმადლობთ
თამუნა   14:15:18 2013-06-30  უპასუხე   
კავკასუსმა როგორც ჩანს ამოშალა თქვენი კითხვა facebook - ის გვერდიდან
ლია, CSRDG   16:54:41 2013-07-01  უპასუხე   
ჩავაბარეთ ამობეჭდილი წერილი
ლია, CSRDG   12:51:48 2013-07-01  უპასუხე   
არა, დროს წელავს - ამობეჭდილი და ხელმოწერილი მიმართვა მოითხოვა. გაიგზავნება დღეს.


თამუნა   19:21:56 2013-07-16  უპასუხე   
გამარჯობათ,კავკასუსს პასუხი ხომ არ მოუწერია?
თამარ, CSRDG   13:06:03 2013-07-19  უპასუხე   
არა ჯერ პასუხი არ მიგვიღია
თამუნა   20:43:49 2013-08-12  უპასუხე   
არ მოიწერებიან პასუხს მე დარწმუნებული ვარ.

ნია   14:04:12 2013-05-16  უპასუხე   
ახალი ქსელები და მათ მიერ დათვლილი გადასახადი უკვდავი თემაა მგონი. წინა თვეში სამჯერ დავრეკე სულ, ახალი ქსელებიდან ახალ ქსელებზე, თითო ზარის ხანგძლივობა დაახლოებით იყო 20 წუთი. ახალი გადახდილი მქონდა თანხა და რომ ჰკითხოთ, თვეში 300 წუთი უფასოა. ეგრევე 9 ლარი გახდა გადასახადი. იმის წინა თვეებშიც არარეალური გადასახადი მომაწერეს. დავანებე საერთოდ თავი მაგათ!

ჯონდი   12:08:05 2013-04-19  უპასუხე   
თბილისის ერთ-ერთ მისამართზე უკვე თითქმის ერთი კვირაა გათიშულია სილქ TV. სილქნეტში ამბობენ რომ დავალიანება მაინც ირიცხება და „არ ხდება“ ტელევიზიაზე დარიცხვის შეჩერება.
ბექა   08:42:39 2013-10-07  უპასუხე   
ჩემები ახალი ქსელების აბონენტები არიან. ახლა ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ მანამ მათთან ვცხოვრობდი წლების განმავლობაში, შესაბამისად, მეც ახალი ქსელების აბონენტი ვიყავი. მაოცებდა თვის ბოლოს მოსული გადასახადი, მართლა არ გვქონდა იმდენი დანარეკი, რა გადასახადიც მოდიოდა, საერთოდ არ იგრძნობოდა 300 წუთი უფასო ყოველთვიურად. ახალ ნაყიდ ბინაში იყო (და არის) ახალი ქსელების ხაზი, მაგრამ რემონტის შემდეგ ხაზიც კი აღარ არსებობს სახლში ტელეფონის, არანაირი სურვილი არ მაქვს ვიყო ახალი ქსელების აბონენტი, მაგთი ფიქსი ბევრად სჯობს, პატიოსნად მუშაობს. თან მომსახურება ახალ ქსელებს არ უვარგა.

გირჩა   16:27:14 2013-02-03  უპასუხე   
სირცხვილია როდესაც საქართველოს სატელევიზიო სივრცეში არც ერთი ქართული წარმოების შემეცნებითი გადაცემა არ გადის.ამას უფრო ამძაფრებს ის ფაქტი რომ საზოგადოების მოთხოვნა რომ არ არის მსგავსი ტიპის გადაცემების ! სამაგიეროდ ვიღაც რას აკეთებს დილით, ვის რა უთხრა იმან რა უპასუხა და ასე შემდეგ... გულის ამრევია ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ))))

მარიკა   14:10:40 2012-12-28  უპასუხე   
რუსთავში ვსარგებლობთ სილქნეტის ინტერნეტმოდემით.ერთი თვე დავიტანჯეთ-დღეში ასჯერ გვეთიშებოდა..გადატვირთე გადმოტვრთვის მეტს არაფერს მიკეთებდნენ..იმდენ უაზრო მიზეზს მისახელებდნენ,რომ გაგიჟებამდე მივყავდით.ერთმა ვინდოუსი გადააყენეთო--დასვა დიაგნოზი..არადა,თურმე მათი მოდემი იყო გაფუჭებული..გამოვაცვლევინე და ეხლა მშვენივრად მუშაობს...სილქნეტს ერთი დღით რომ დაუგვიანო გადასახადის გადახდა,ეგრევე ჯარიმას დაგაწერენ,არადა მე ერთი თვე დამტანჯეს

მარიკა   13:55:28 2012-12-28  უპასუხე   
სილქნეტის მიერ გამოცხადებული იყო აქცია საკაბელო ტელევიზიაზე..2 თვე გვჩუქნიდნენ პაკეტს 10 ლარად თვეში..შემდეგ ტელევიზიით გამოცხადდა ,რომ ისევ გაგარძელებული იყო ეს აქცია წლის ბოლომდე.დავრეკეთ სილქნეტის ოპერატორთან ,გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია.ოპერმატორმა გადაამოწმა და დადაებითი პასუხი გაგვცა...მერე კი დაგვარიცხეს დავალიანება--50 ლარის ოდენობით..მათი თქმით,აქცია ჩვენ არ გვეხებოდა თურმე და ავტომატურად გაგვიაქტიურეს 50 ლარიანი პაკეტი.მივედით ოფისში და საჩივარი დავწერეთ,მაგრამ ის 50 ლარიანი დავალიანება დაგვიტოვეს გადასახდელად...2 თვეში პასუხს გაგაგებინებთო..არადა,ოპერატორებთან დარეკვისას აბონენტთან ლაპარაკი იწერება...ნუთუ არ უნდა იყოს ჩვენი ლაპარაკი ჩაწერილი ,სადაც ოპერატორს ჩვენი ნომრის დასახელების მერე ვეკითხებით--გვეკუთვნოდა თუ არა ჩვენ იმ აქციის გაგრძელება?ან ვინ გაიგონა ყველაზე ძვირიანი პაკეტის გადახდა რომ მოგვაწეპეს,მაშინ როცა აქვთ უფრო იაფიანი პაკეტებიც?ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ,რომ დამთავრდა აქცია და სასურველი პაკეტი უნდა აგვერჩია?მოკლედ მაგარი მყვლეფავები ზიან სილქნეტში.....
ლია, CSRDG   14:19:13 2012-12-28  უპასუხე   
მარიკა, გირჩევთ თქვენი შემთხვევა დეტალურად აღწეროთ და გაუგზავნოთ კომუნიკაციების კომისიას ელ-მისამართზე post@gncc.ge

George Lubaretsi   11:36:10 2012-12-28  უპასუხე   
იქნებ მობილურ რეკლამას მიაქციოთ ყურადღება როგორმე. ყოველდღე ათეულობით მესიჯი მომდის კომპანიებისგან, რომლებთანაც ჩემი ნომერი საერთოდ არ დამიტოვებია და არ ვსარგებლობ მათი მომსახურეობით. რამდენადაც ვიცი ასეთი რეკლამა კანონით დასჯადია. ამასთან ერთად, მობილურმა ოპერატორებმა უნდა მისცენ მომხმარებლებს საშუალება, რომ ასეთი მესიჯებისგან უარი ვთქვათ, ანუ ე.წ. unsubscribe გავაკეთოთ.

წინასწარ გმადლობთ.
ლია, CSRDG   16:55:47 2012-12-29  უპასუხე   
გაეგზავნა დახმარების თხოვნა კომუნიკაციების კომისიას. სასურველია ინდივიდუალური მომხმარებლებისგანაც მიუვიდეთ მათ ასეთი თხოვნები, მათი ფეისბუქის გვერდის ან ელ-ფოსტის საშუალებით
tea   16:11:53 2012-12-29  უპასუხე   
თუ შეიძლება რომ ჯეოსელსაც დაუსვათ იგივე კითხვა ? მე ჯეოსელის აბონენტი ვარ და მეც შეწუხებული ვარ სარეკლამო მესიჯებით. მადლობა წინასწარ
ლია, CSRDG   16:49:44 2012-12-29  უპასუხე   
ჯეოსელის ფეისბუქის გვერდიდან ჩვენი მიმართვა გაქრა. გავგზავნეთ იგივე ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე contact@geocell.ge . კარგი იქნება თუ ინდივიდუალური მომხმარებლებისგანაც მიუვათ ანალოგიური მიმართვები
ლია, CSRDG   11:51:40 2012-12-28  უპასუხე   
გიორგი, რომელი მობილური ოპარატორის აბონენტი ხართ?
George Lubaretsi   12:00:26 2012-12-28  უპასუხე   
ლია, მაგთიკომის
ლია, CSRDG   16:36:43 2012-12-29  უპასუხე   
გაეგზავნა მიმართვა მაგთიკომს
ლია, CSRDG   12:10:16 2012-12-28  უპასუხე   
გასაგებია, მივწერთ ოფიციალურ კითხვას მაგთიკომს

ქეთევან ახობაძე   13:22:57 2012-12-14  უპასუხე   
მოგესალმებით, თქვენს ჩამონათვალში არსად არის ნახსენები "ფოსტა" ამიტომ ეს კატეგორია ყველაზე უფრო შეესაბამება.

ძალიან ხშირად მქონია პრობლემა ფოსტასთან დაკავშირებით. წერილები მოდის დაგვიანებით, ან საერთოდ არ მოდის. გაუგებარია, როგორ შეიძლება იმის გადამოწმება, წერილი ჩამოვიდა თუ არა ქვეყანაში, და ფოსტალიონის შეცდომაა თუ რომელიმე სხვა რგოლის. სად მიდის მისამართზე არ მისული წერილები. ველოდები მნიშვნელოვან გზავნილს და ძალიან ვნერვიულობ რომ შეიძლება არ ჩამოვიდეს, რა გმაოციდლებაც ადრეც მქონია. იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხით, რადგან ფოსტას არ ჰყავს მარეგულირებელი. წინასწარ გიხდით მადლობას.
ლია, CSRDG   12:46:19 2012-12-17  უპასუხე   
ქეთევან, რომელი ფოსტით სარგებლობთ? საქართველოს ფოსტით?
Ketevan Akhobadze   21:50:08 2012-12-17  უპასუხე   
დიახ, საქართველოს ფოსტას ვგულისხმობ.
ლია, CSRDG   15:05:39 2012-12-19  უპასუხე   
საქართველოს ფოსტას ცხელ ხაზზე ვერ დავუკავშირდით.

შევეცდებით გავარკვიოთ, რა ხდება
ქეთევან ახობაძე   22:07:59 2013-01-15  უპასუხე   
არის რამე ახალი?
ლია, CSRDG   13:18:03 2013-01-16  უპასუხე   
სამართლებრივ საკითხებს ვარკვევდით და აღმოჩნდა, რომ საოცრად არასახარბიელო მდგომარეობაა - ძველი კანონი ფოსტის შესახებ 2005 წელს გაუქმდა, ახალი კი დღემდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ სფეროში საკანონმდებლო ვაკუუმია. რომლითაც, როგორც ჩანს, საქართველოს ფოსტა სარგებლობს.

ვაგრძელებთ საკითხის შესწავლას.

Kakhi Buadze   12:51:15 2012-10-30  უპასუხე   
დ. უზნაძის 2-ში არის 11 სადარბაზო სახლი 6 სართულიანია. არც კავკასუსის და არც სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტი არ არის არის DSL რაც უხარისხოა და თანაც ძვირი; როცა ვრეკავ სილქნეტში ან კავკასუსში სულ მეუბნებიან მალე გამოვიყვანთო, მაგრამ არ დაადგა საშველი რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი, რომ დააჩქარონ

broot   15:32:34 2012-10-11  უპასუხე   
დღეს მივწერე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს! შემომიერთდებით?

საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს
ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს
მოქ. ------------------

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გწერთ სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიის 125 აბონენტის სახელით რომელთა მიზანი წარმოადგენს კავშირგაბმულობის სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა მომავალში შესაძლო მატერიალური და მორალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით! გთხოვთ აღნიშნულ განცხადებას მოეკიდოთ გულისყურით, ვინაიდან დარღვეულია უამრავი მოქალაქის უფლება! განმცხადებელ აბონენტთა სრული სია შემიძლია წარმოგიდგინოთ მოთხოვნისამებრ.
მოგახსენებთ, რომ მობილური და ასევე სახაზო სატელეფონო ოპერატორების მუშაობის განმავლობაში დაწყებული 1990 წლიდან დღემე ირღვევა მომხმარებლის უფლება -იყოს წინასწარ ინფორმირებული იმის შესახებ დაიწყო თუ არა მომსახურების გაწევა და შესაბამისად არსებული ბალანსიდან თანხის ჩამოჭრა ზარის განხორციელების კონკრეტული მომენტისათვის თუ არა, მაგალითად თუ დავრეკთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუნიციპალური ორგანიზაციის CT-პარკ-ის ნომერზე 2555123 მიუხედავად იმისა პასუხობს თუ არა ოპერატორი ბალანსიდან თანხა მაინც იჭრება, არაა არანაირი მინიშნება, რომ კავშირი დამყარდა თუნდაც ავტომოპასუხესთან, არ იცვლება არც ზუმერის ტონი რაც შესაძლოა ამის მანიშნებელი იყოს, და კიდევ რატომაა მუნიციპალიტეტის მიერ ნაქირავები საწარმოს სატელეფონო მომსახურება ფასიანი ეს კიდევ მეორე თემაა და სხვა საკითხი, რატომ უნდა იხადოს მოქალაქემ თანხა იმაში, რომ დაადგინოს რომელ საჯარიმოზეა გადაყვანილი მისი ავტომობილი, და თუ უნდა იხადოს მაშინ რატომ არა თანაბრად (ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხის ოდენობა არაა ფიქსირებული და დამოკიდებულია ზარის ხანგრძლივობაზე), აღნიშნულ ფაქტზე არაერთხელ მივმართე სიტყვიერად ჩემს მობილურ ოპერატორს სადაც თანხის ჩამოჭრა დაადასტურეს თუმცა მოიხსნეს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა დამყარდა ოპერატორთან კავშირი თუ არა შესაძლებელია თანხა ჩამოჭრილიყო ბალანსიდან მათი ან მეორე მხარის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გთხოვთ იქონიოთ მხედველობაში, რომ მოცემულ ნომერზე მიმართვების რაოდენობა ძალიან დიდია და შესაბამისად არც თაღლითური გარიგების სქემას გამოვრიცხავ კომუნიკაციების სერვისის მიმწოდებლებსა და ამ კომპანიას შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ინფორმირებული იქნებოდა არსებულ ნომერზე მიმართვის ტარიფის შესახებ, თუმცა მოკვლევის შესაძლებლობის უქონლობის გამო ეს მხოლოდ ჩემი და ჩვენი მოსაზრებაა! ასთივე მდგომარეობაა საინფორმაციო ცენტრ 09 და 08-ში.

ასევე ხშირია შემთხვევა როდესაც აბონენტის მოლოდინი არ მართლდება ტარიფთან დაკავშირებით მაშინ, როცა ახორციელებს ზარს პორტირებულ მობილურ ნომერზე, -აქვს მოლოდინი, რომ უკავშირდება საკუთარი მობ.ოპერატორის აბონენტს სადაც ტარიფი შედარებით დაბალია ან საერთოდ უფასოა კავშირი — შედეგად კი აღმოჩნდება, რომ ბალანსი ამოიწურა რადგან მოსაუბრის ნომერი პორტირებული ყოფილა, შეტყობინებას იმის შესახებ რომ აბონენტი უკავშირდება პორტირებულ ნომერს არაა ხშირი და არც ტარიფის შესახებაა რამე ნათქვამი! არის თუ არა ეს მომხმარებლის უფლების დარღვევა? ასევე მოვითხოვთ აიკრძალოს სარეკლამო ხასიათის ზარები და სმს-ების დაგზავნი სერვისი, ასევე გაუქმდეს ტარიფი სამაშველო სამსახურისათვის! (მომხმარებლის უფლებების აშკარა დარღვევა)

გთხოვთ! არ განიხილოთ ეს განცხადება როგორც მხოლოდ კერძო შემთხვევა ვინაიდან ეს დარღვევები თვითოეულ ჩვენთაგანს ეხება და მათ შორის თქენც და თქვენს კომისიაში მომუშავე სხვა მოქალაქეებს, მოახდინოთ საქართველოში არსებული სახელმწიფო სამსახურების ტელეფონის ნომრების სიის გადამოწმება-მონიტორინგი და აღმოაჩინოთ ზემოთ აღწერილის მსგავსი დარღვევები, გაცნობებთ, რომ მსგავსი შემთხვევა არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა თუ დაწესებულებაში და ველით უშუალოდ თქვენი სამსახურიდან რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ სასამართლოს მსგავსი დარღვევების გასაჩივრების მიზნით, ასევე კომპეტენტური და პასუხისმგებელი კომისიის უმოქმედობის მიზეზით მოყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით

წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი ყურადღებისათვის აღნიშნულსა და მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი კომისია მოახდენს რეაგირებას აღნიშნულ ფაქტებზე და ბოლოს და ბოლოს დაიწყებს იმ განუკითხაობისა და ქაოსის დალაგებას რასაც ეროვნული კავშირგაბმულობა ჰქვია! Aასევე ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენს გაერთიანებას არ დასჭირდება თქვენს კომისიასა თუ კონკრეტული კომპანიის რომელიმე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება შესაბამის ინსტანციებში, ვინაიდან ჩვენს მიზანს მხოლოდ და მხოლოდ აბონენტებისათვის მომსახურების სამართლიანი პირობების დაცვა წარმოადგენს და არა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის დასმა!

Gგთხოვთ შემატყობინოთ თქვენი, როგორც კომისიის თავმჯდომარის და უბრალოდ როგორც თანამოქალაქის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით!

P

პატივისცემით!

ikako   11:10:58 2012-08-10  უპასუხე   
გირჩევთ არ ისარგებლოთ adjarabet.COM
საიტით ბევრს გაუტეხეს ანგარიში და კომპანიას არ აინტერესებს არაფერს ცდილობს ამისთვის არააქვთ დაცვის არანაირი მექნიზმი. არ აქვტ გენერატორი გამართული გთხოვ გაითვალისწინოთ

თუ ვინმეს ქონია კიდევ ასეთი პრობლემა დაფიქსირეთ დავიცვათ თავი

Gogita Kalandadze   22:53:57 2012-07-08  უპასუხე   
უფროhttp://www.my-speedtest.com/speedtest.htm ზუსტია

Gogita Kalandadze   22:44:35 2012-07-08  უპასუხე   
ვიყიდე სილკნეტის ს1 ტელეფონი იმუშავა 1 თვე და მოკვდა მივიტანე საგარანტიოში და ჩვენ მკვდრებს არ ვაცოცხლებთ გადააგდე და ახალი იყიდე კარგი ბიზნესია

manana   15:14:38 2012-06-12  უპასუხე   
დღეს გავიგე, რომ გლობალ ტვ-ს ანტენები უნდა მოიხსნას, მართალია? ეს ძველ აბონენტებსაც ეხება? უკვე 5 წელია 20 ლარად მაქვს 90-ზე მეტი არხი ჩართული, მათ შორის რამდენიმე საბავშვო არხი ჩემი შვილიშვილისთვის. სხვა კომპანიები ამდენ არხს იგივე ფასად ვერ გვთავაზობენ. როგორ უნდა მოვიქცეთ, იქნებ დაწეროთ თქვენს გვერდზე ამის შესახებ.

tatuli   22:17:07 2011-12-06  უპასუხე   
თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ ინტერნეტ მომხმარებელთა ზუსტი ციფრი საქართველოში? ძალიან მჭირდება, თან მალე! ან ის მაინც მითხარით სად გავიგო. მადლობა წინასწარ!
ლია, CSRDG   10:46:16 2011-12-07  უპასუხე   
სიმართლე გითხრა www.top.ge-ს ინტერნეტ-პროვაიდერების რეიტინგი მომდის თავში მხოლოდ (მაგათ აქვთ უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობა და IP მისამართების რაოდენობა თითოეული პროვაიდერის). თუმცა ეს ალბათ მხოლოდ ისინია, ვინც www.top.ge საიტზე შედის (და თან მაგ ინფორმაციის გამოყენებისთვის საიტის თანხმობაა საჭირო!). თუმცა მანდ ძირითადი პროვაიდერებია ჩამოთვლილი და ბოლოს და ბოლოს პროვაიდერების მიხედვით შეიძლება დაძებნა, რამდენი მომხმრებელი ჰყავს თითოეულს.

edo   18:43:38 2011-12-01  უპასუხე   
მაინც არ არის ისეთი ქსელი რომელიც ყველა მიმართულებით შეღავათიანად გასაუბრებს რა. სულ კონკურენცია აქციებით დავიღალე უაზრო აქციები თვეში ერთ ლარი უნდა გადაიხადო უფასო ტარიფი გამოიგონონ მაგალითად 5 თეთრი ყველა მიმართულებით საუკეთესოა და არავითარი წამოწყება მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ჯეოსელი მაგარი ოხერია და მაინც არ აქვს ისეთი ტარიფი რომელიც უფასო იქნება და თან ზარის წამოწყების გარეშე


ლანა   12:59:28 2011-12-02  უპასუხე   
მართალი ხართ. ჯეოსელის აბონენტი ვარ და 12 თეთრიანი ტარიფი მაქვს ჩართული, ოღონდ რატომ არ ვიცი. არანაირი შეღავათი არ არსებობს არც ერთ აქციაში. ისე ჩემს რძალს აქვს ბილაინი და ძალიან კმაყოფილია. ბილაინის ქსლეთან- უფასოა და ძალიან იაფია სხვა ქსელებთან. ზუსტად ასრულებენ იმას რასაც არეკლამებენ. ხოდა ავდგები და გადავპორტირდები ბილაინზე საბოლოოდ და მთელ ოჯახს გადავიყვან
ლანა   13:00:38 2011-12-02  უპასუხე   
ბილაინის რეკლამა გამომივიდა :)

გოგა   18:26:10 2011-10-08  უპასუხე   
მეც მომივიდა მესიჯი.

საიდან იგებს და ლიბერთი ბანკში მკითხეს გადახდისას მობილური ნომერი და ეტყობა მათ შეიყვანეს პროგრამაში.
რა უფლებით აძლევს ბანკი ჩენს პირად ნომერს სხვა კომპანიას?
ლია, CSRDG   13:40:59 2011-10-18  უპასუხე   
გოგა, როგორც ყაზტრანსსგაზის წერილიდან ირკვევა, მობილურის ნომრებს ე.წ. ”წამკითხველები” აწვდიან კომპანიას. შემდეგ ჯერზე რომ მოვლენ მრიცხველის ანათვლელის ასაღებად, იმათ უნდა ვუსაყვედუროთ.
ეკა   12:25:40 2011-10-24  უპასუხე   
დიდი მადლობა, ლიკა. ჩემი მობილურის ნომერი მართლაც შეიძლება ქონოდა წამკითხველს. მე და ჩემი მეუღლე სამსახურიდან გვიან ვბრუნდებით, და ზოგჯერ ჩვენება მითქვამს წამკითხველისთვის ტელეფონით. ალბათ მან ჩაინიშნა ნომერი. რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ ამ სერვისს მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში ახორციელებენ, ჩემთვის არავის უკითხავს მაქვს თუ არა ასეთი სურვილი. თუმცა, მე, წინააღმდეგი არ ვარ ამ მომსახურების.
გოგა   15:08:18 2011-10-18  უპასუხე   
ტყუილია! მაგ "წამკითხველს" პირადად ჩვენთვის არ გამოურთმევია მობილურის ნომერი!

ერთადერთი ვარიანტი ჩვენს შემთხვევაში - ლიბერთი ბანკისგან აქვთ ინფორმაცია!
თამარ, CSRDG   12:40:59 2011-10-10  უპასუხე   
ჩვენ გავგზავნეთ წერილი ყაზტრანსგაზში და როგორც კი მოვა პასუხი აუცილებლად დავდებთ

fati   15:59:13 2011-09-29  უპასუხე   
ვეთანხმები ეკას, მეც ანალოგიური შემთხვევა მქონდა.აქვს ვინმეს უფლება პირადი მობილური ჩემი ნებართვის გარეშე მესამე პირს მისცენ?
ლია, CSRDG   16:43:57 2011-09-29  უპასუხე   
ეხლა ვამზადებთ წერილს ყაზტრანსგაზისთვის. გაგვიმარტონ, საიდან იგებენ მომხმარებლების მობილურებს

Eka Datuashvili   17:49:34 2011-09-27  უპასუხე   
გუშინ ყაზტრანს გაზისგან მივიღე შეტყობინება სატელეფონო მესიჯის სახით ჩემს პირად მობილურზე. მატყობინებდნენ, რა თანხა მაქვს გადასახდელი და რა რიცხვამდე.
მე ყაზტრანსგაზისთვის არ მიმიწოდებია ჩემი საკონტაქტო ტელეფონი. საიდან შეიძლება მათ გაეგოთ ეს ინფორმაცია? და აქვთ თუ არა მესამე პირებს (იურიდიულს ან ფიზიკურს) ჩემი პირადი ნომრის მიცემის უფლება რომელიმე ბიზნეს-კომპანიისთვის?
თამარ, CSRDG   13:29:33 2011-10-18  უპასუხე   
ყაზტრანსგაზიდან მოვიდა საპასუხო წერილი
ლია, CSRDG   13:38:43 2011-10-18  უპასუხე   
ესეიგი მომხმარებლების მობილურის ნომრებს ყაზტრანსგაზს ე.წ. ”წამკითხველები” აწვდიან. ანუ ის ხალხი, ბინებში რომ დადიან და გაზის მრიცხველის ანათვალს იწერენ.
თამარ, CSRDG   10:41:23 2011-09-30  უპასუხე   
გაიგზავნა შეკითხვა შპს ყაზტრანსგაზში, იმის გასარკვევად საიდან იგებენ აბონენტების მობილურებს
ლია, CSRDG   18:22:45 2011-09-27  უპასუხე   
მეც მომივიდა ეგეთი შეტყობინება. მართლა საიდან იგებენ ჩვენი მობილურის ნომრებს? შევეცდებით გავარკვიოთ

irakli   08:11:34 2011-09-18  უპასუხე   
1 თვე სახლში არ ვყოფილვარ და ტელეფონის ფული ტყვილა დამაწერეს ვის უნდა მივმართოთ პატრონი არ არის ამის. ტყვილა რატო გვაწერებენ ფულსს?
ლია, CSRDG   09:20:40 2011-09-18  უპასუხე   
ირაკლი, იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა ფულზეა საუბარი. რომელი სატელეფონო კომპანიის მომხმარებელი ხართ და როგორი ტარიფი გაქვთ? თუ ყოველთვიურ სააბონენტო ტარიფს იხდით, ბუნებრივია გადასახდელი მოგივიდოდათ. რატომ ფიქრობთ, რომ არ უნდა მოგსვლოდათ?

manana   14:49:52 2011-09-16  უპასუხე   
ვიყიდე აპრილში სილქნეტის უკაბელო ტელეფონი და ხმა არ მესმის მკვეთრად, მივიტანე ოფისში და მხოლოდ ყურმილი გამომიცვალეს, ყველა ასეი აპარატი არისო.

ეკა   05:21:25 2011-02-08  უპასუხე   
ვსარგებლობ სილქ-TV-ს სრული პაკეტით, და გარდა ამისა მაქვს აღებული თითქმის ყველა დამატებითი თემატური პაკეტი. ეს მომსახურება საკმაოდ ძვირია, თვეში 40 ლარი.

წინა კვირაში, კომპანიის ტექნიკური ხარვეზების გამო, 4 დღის განმავლობაში ნაცვლად 120-მდე არხისა, მომეწოდებოდა მხოლოდ 36. რა თქმა უნდა, ეს ამბავი პრობლემის აღმოჩენისთანავე შევატყობინეთ კომპანიას ცხელ ხაზზე.
ამას მოყვა მრავალჯერადი და ხანგრძლივი საუბრები როგორც ტექნიკურ ჯგუფთან, ისე ოპერატორებთან.

როგორც გითხარით, პრობლემა მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოგვარდა. მივწერეთ წერილი კომპანიის მენეჯმენტს შეკითხვით, როგორ დაიანგარიშებდნენ ამ 4 დღის გადასახადს, როდესაც ფაქტიურად მომსახურებით ვერ ვსარგებლობდით. პასუხი არ მიგვიღია.

თუ შეგიძლიათ, გაგვიმარტეთ, რა უფლებები გვაქვს ამ შემთხვევაში. კონტრაქტში ეს დაკონკრეტებული არ არის.
ლია, CSRDG   05:11:49 2011-02-08  უპასუხე   
ეკა, 2011 წლის 1 იანვრიდან ტელეკომუნიკაციების რეგლამენტის 21-მუხლს დაემატა ახალი (მე-7) პუნქტი, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ”დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა”. შენ ფაქტიურად ვერ მიიღე ის მომსახურება, რაზეც ხელშეკრულება გქონდა დადებული. მის სანაცვლოდ 4 დღე გქონდა მხოლოდ მინიმალური პაკეტი (მგონი ისიც არ გქონდა, ვინაიდან მაგათ მინი-პაკეტში 44 არხია, მინი პაკეტი კი 15 ლარი ღირს. ვფიქრობ, ეგრე უნდა გადაგახდევინონ.

მოიწერე, რა, რამდენი დაგერიცხება გადასახდელი?

Lika   04:05:57 2011-01-10  უპასუხე   
დავიყენე სილქნეტის ტელევიზია. ტელეფონით შევუკვეთე და სადღაც 10 დღეში მართლა უფასოდ დამიყენეს. მაგრამ ეგრევე დაიწყო გაუგებრობები: გვინდოდა ტელევიზიის მინი-პაკეტი (თვეში 15 ლარიანი). სილკნეტის ინტერნეტ-გვერდის მიხედვით მასში 44 არხია, რომლებიც გვაწყობდა. რომ დაგვიყენეს, აღმოჩნდა სხვა არხები! 5-ჯერ დავრეკე სილკნეტში და ყველა დარეკვაზე სხვადასხვა პასუხს ვიღებდი - კონკრეტული არხი (Diva Universal)შედიოდა მინი-პაკეტში თუ არა: 2-ჯერ მითხრეს კიო, 2-ჯერ აღარო, 1-ხელ _ არ მაჩვენებს კომპიუტერი და არ ვიციო. გადავირიე. ბოლოს ვთხოვე, გადამიყვანეთ ერთი მაქსიმალურ პაკეტზე (25 ლარიანზე), რომ ვნახო, ეს არხი საერთოდ გაქვთ თუ არა-თქო. გადამიყვანეს და არხი გამოჩნდა.

ანუ სილკნეტის მინი-პაკეტში ის არხები არ არის, რომელიც ვებ-გვერდზე არის მითითებული. რომ ვუთხარი - უი, ხო, იცით პაკეტის შემადგენლობა შევცვალეთ და ვებ-გვერდზე ასახვა დაგვავიწყდაო! როგორია? მე ხომ იმის ხათრით დავიყენე, რომ 15 ლარად მექნებოდა ის არხები, რაც მინდოდა! ეხლა კი გამოდის რომ მომატყუილეს და 25 ლარი უნდა ვიხადო!


Lika   03:11:22 2011-01-17  უპასუხე   
სხვათა შორის ინტერნეტიც დიდად არ მომწონს. Wi-Fi ძაან სუსტია, ძლივს იჭერს და სულ წყდება.

rusa   04:34:18 2010-10-29  უპასუხე   
მაგთის მოდემში გახდევინებენ ძალიან ძვირს რაც ნამდვილად არ ღირს! ეს მოდემი 5გიგაბაიტის შემდეგ სიჩქარეს აკლებს ინტერნეტს და ფასიანი ხდება ყოველი სიჩქარის დაკლებისთანავე. მეც მომატყუეს და ვისწავლე უკვე სწორად მოგცევა. უსირცხვილო და მატყუარა მაგთის გამკეთებლები.

რუსა   04:30:01 2010-10-29  უპასუხე   
არ შეიძინოთ მაგთის მოდემი, იტყუებიან ეს უსამართლო აფერისტები,არ არის ის რასაც ამბობენ, ესეტი სიტუაციები მარტო საქართველოში ხდება!!!

მარიკა   16:14:15 2010-06-08  უპასუხე   
მაგთი მუდმივად ატყუებს მომხმარებლებს! 15 ლარიანი ულიმიტო – წუთიბრივით შეცვალა, 45 ლარიანი ულიმიტო და ვითომ მაღალსიჩქარიანი ლიმიტირებულად აქცია! ეს არის მომხმარებლების ინტერესების იგნორირება , მხოლოდ საკუთარი მოგება აწუხებთ! როცა შევიძინეთ გვითხრეს რომ იყო ულიმიტო, ახლა რაღა გამოდის???? როცა მოტყუებაზე ვსაუბრობთ. არ დაგავიწყდეთ მაგთი ფიქსის 15 ლარიანი ინტერნეტის ისტორია, მაშინაც ანალოგიურად იყო. საკმაოდ რაოდენობის მაგთი ფიქსის აპარატები გაიყიდა რეგიონებში (დიდი წილი ულიმიტო 15 ლარიანი ინტერნეტის გამო) როცა უცებ აღმოჩნდა რომ ეს ყოფილა აქცია.მოდემი რო ვიყიდე გავაფორმეთ "ნათხოვრობის ხელშეკრულება" ანუ მაგთიმ გვათხოვა მოდემი და თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შევასრულეთ მოდემი უნდა დავაბრუნოთ და მაგთი რა თქმა უნდა მეორეჯერაც გაყიდის მათ კიდე რაიმე "აქციის" დროს. მაგთი უსინდისოდ ქურდავს და ატყავებს თავის აბონენტებს!

kete63   14:19:55 2010-06-08  უპასუხე   
2 თვის წინ შევიძინე მაგთიფიქსის ინტერნეტის მოდემი. ხელშეკრულება, რომელიც ყიდვისას მომცეს და რომელსაც ხელი მოვაწერე, სიმართლე გითხრათ არც წამიკითხავს. იმხელა რიგში ვიდექი თითქმის 2 საათი, ამის თავი ნამდვილად აღარ მქონდა, სიტყვიერად აგვიხსნეს პირობები, რომელიც მაკმაყოფილებდა. წინასწარ გადავიხადე 4 თვის თანხა და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ყველა პირობა, რომელიც სიტყვიერად დაგვიდეს ტყუილი აღმოჩნდა.
მოდემის ღირებულება 155 ლარია, ყოველთვიური გადასახადი 45 ლარი. დღეს აღმოჩნდა, რომ თვეში მხოლოდ 5 გბ-ის სარგებლობა შეგვიძლია ამ პაკეტით. ამოწურვის შემთხვევაში უნდა შევიძინოთ მეგაბაიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გადაიქცევა მინიმალურსიჩქარიან ინტერნეტად და გადახდილი 45 ლარი ჰაერში გაფრინდება. რეკლამებში ყველგან ნახსენები იყო, რომ ეს იყო ულიმიტო , ხელშეკრულებაში კი არსადაა სიტყვა ულიმიტო. ხელშეკრულებაში აგრეთვე არსადაა ნახსენები არც სიჩქარე, არც ფასი (მოწყობილობის), არც კონკრეტული პირობები. მხოლოდ ერთია ნათქვამი, რომ მაგთი იღებს ვალდებულებას (ხელშეკრულების მე-5 პუნქტი) : 5.2.წინასწარ პერსონალური შეტყობინების გარეშე დაადგინოს, გააუქმოს ან და შეცვალოს მომსახურების სახეები, პირობები და წესები, საფასურის ოდენობა, მათი გადახდისა და დამრგვალების წესები.
ეს ერთი პუნქტი აძლევთ მათ საშუალებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ტარიფი დაადონ მათ მომსახურებას. არის თუ არა ეს ხელშეკრულება კაბალური? ვინ უნდა დაიცვას ჩვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები, რატომ იძლევა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასეთ ხელშეკრულებების გაფორმების ნებას ან რატომ არ მუშაობს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური?
ლია, CSRDG   01:24:45 2010-06-16  უპასუხე   
იურისტებს ვთხოვეთ, მოიფიქრონ, რა პრეტენზიები შეგვიძლია წავუყენოთ მაგთის. თვალი ადევნეთამ გვერდს
ლია, CSRDG   02:55:12 2010-06-09  უპასუხე   
უი, მეც ვიყიდე ეგ მაგთიფიქსის მოდემი. არაფერი არ ვიცოდი ამ 5გბ-ზე! ჩავიხედავ ერთი ხელშეკრულებასი და აქაც დავდებ...
ლია, CSRDG   03:07:28 2010-06-14  უპასუხე   
აგერაა ჩემი ხელშეკრულება მაგთის ინტერნეტზე. კოშმარი - როცა ვყიდულობდი, კი არ წამიკითხავს...
ხელშეკრულება

takog   04:03:40 2010-06-14  უპასუხე   
ჩვენი (მომხმარებლის) უბედურების თავი და თავიც ეგაა, რომ არასდროს ვკითხულობთ ხელს რაზე ვაწერთ. რამე რომ მოხდება მაშინ ჩავიხედავთ ხელშეკრულებაში და საოცრებეს ვპოულობთ

ზვიადი   16:44:00 2010-02-25  უპასუხე   
თუ ყოფილა პრეცენდენტი, რომ მარეგულირებელ კომისიას დაეცვას მომხმარებელის ინტერესი?
ლია, CSRDG   17:40:56 2010-02-25  უპასუხე   
კაი კითხვაა. გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას.
ზვიადი   13:55:13 2010-02-26  უპასუხე   
სამსახური რომ არსებობს ცნობილია და საკმაოდ მაღალ ანაზრაურებასაც იღებენ, მაგრამ რამდენად ქმედითია ეს არ ვიცი.

nona   21:28:24 2009-12-25  უპასუხე   
აუუუ! ეხლა გენიალური სიჩქარე მაქვს ინტერნეტის _ რაღაც ფილმის გადმოწერა დავიწყე გოლ.გე-დან და 200 დღე გჭირდებაო დამიწერა. ხო კაია?

კავკაზუსში დავრეკე და _ უი, თქვენს უბანში პრობლემებია და დღეს ღამე ან ხვალ გაასწორებენო. არ შევეშვი _ რაღაც გახშირდა ეგ პრობლემები და კომპენსაციას რამეს ითვალისწინებთ-თქო, ვკითხე. კიო _ 6 საათი თუ არ აქვს მომხმარებელს ინტერნეტი მერე 1 დღეს ვუმატებთო. და ეხლა ითვლება რომ მაქვს-მეთქი? ეხლა გაქვსო.

აი ასე. ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს თურმე.

გოგი   07:36:54 2009-12-18  უპასუხე   
რა უბედურებაა! კაუკაზუსის ინტერნეტის გათიშვები უკვე რეგულარული გახდა! გუშინ შუადღისას რომ გაითიშა, არც აპირებს ჩართვას. რო რეკავ, ავტომატი გეუბნება: ამჟამად თქვენი ინტერნეტი გათიშულია აპარატურული პრობლემების გამოო. რა კაია!? რატომ უნდა ვიხადო მე ფული ინტერნეტში, რომელიც არ მაქვს?
ლია, CSRDG   07:55:32 2009-12-18  უპასუხე   
გოგი, მე ორ გზას ვხედავ: 1)მოსთხოვო კაუკაზუსს გამოგიქვითოს იმ დღეების გადასახადი, როცა ინტერნეტი არ არის და 2) მოსთხოვო კომპენსაცია (მაგალითად იმ ინტერნეტის ანაზღაურება, რომლითაც ეხლა ხარ შემოსული). უახლოეს პერიოდში საიტზე დავდებთ დეტალურ მითითებებს, თუ როგორ მოითხოვო ესენი.

მანამდე გაეცანი ამ გვერდს.

dodka   16:29:16 2009-12-01  უპასუხე   
ძალიან ხშირად ითიშება გლობალი, კავკასუსის მომხმარებელი ვარ. ზოგჯერ ინტერნეტსაც თიშავენ, და გათიშულ დროს არ ამატებენ - ანუ ერთი დღე თუ გათიშული იყო, იმ დღისას მაინც ვიხდი და გადახდის თარიღი არ იწევს.

ცალმხრივად არღვევენ კონტრაქტს.
dodka   16:30:01 2009-12-01  უპასუხე   
როგორ დავიცვა ჩემი უფლებები?
ლია, CSRDG   14:57:42 2009-12-24  უპასუხე   
დოდი, ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებები განმარტებულია აქ.

გარდა ამისა, ჩვენ წამოვიწყეთ საგანგებო კამპანია ამ საკითხში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. იხ. ეს გვერდი.
ლია, CSRDG   14:21:02 2009-12-02  უპასუხე   
დოდი, თუ მოიცლი, ურიგო არ იქნება გაეცნო ამ დოკუმენტს - სპეციალური რეგლამენტია კომუნიკაციების სფეროში მომხმარებლების უფლებებზე
ლია, CSRDG   12:32:05 2009-12-02  უპასუხე   
დოდი, დასაწყისისთვის შეგიძლია კავკაზუსთან დადებულ ხელშეკრულების სურათი ან დასკანერებული ასლი ამოტვირთო?

და კიდევ: თუ გახსოვს, როდის გაგეთიშა ინტერნეტი და რამდენი ხნით?





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge