"ბინგოს" ჰოთდოგი

2016 წლის 26 მარტს მომხმარებელმა საჩივარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 05 აპრილს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, შპს "ბანი"-ს საშაურმე" ბინგოში შევიძინეთ ჰოთ-დოგი, რომელიც ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტი  აღმოჩნდა კოლიბაქტერიებით დაბინძურებული.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

2016 წლის 25 აპრილს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივირეთ საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ობიექტის დოკუმენტაციის შესწავლისას არ გამოვლენილა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი და ობიექტის ზოგადი ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.