2012 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა მომხმარებელთა დაცვის კანონი გააუქმა. ამით მომხმარებლის უფლებები საქონლის დაბრუნებასთან, ან გამოცვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა. განსაკუთრებით ეს ეხება უნაკლო საქონელს, რომელიც მომხმარებელს სურს იმავე ტიპის, მაგრამ სხვა ზომის, ან ფერის საქონელში გადაცვალოს - ასეთი ზოგადი უფლება საქართველოში მომხმარებელს აღარა აქვს. ასე რომ, საქონლის შეძენისას ყოველთვის წინასწარ შეათანხმეთ მისი გამოცვლის ან დაბრუნების პირობები!

თუმცა, ნაკლიანი საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული რიგი უფლებები ქართველ მომხმარებელს კვლავ გააჩნია. ამ უფლებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს.

კერძოდ, თუ თქვენს მიერ შეძენილი საქონელი ნაკლიანი აღმოჩნდა, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გამყიდველს (მაღაზიას) მოსთხოვოთ:

ეს თქვენი მოთხოვნები მაღაზიამ უნდა დააკმაყოფილოს დროულად, იმ ვადაში, რაც შესაბამის საქმიანობებს ობიექტურად ესაჭიროება.

თუ თქვენს მიერ შეძენილი საქონლის გადაზიდვა  სატრანსპორტო ხარჯებთან არის დაკავშირებული, ნაკლის გამო მის შესაკეთებლად, გამოსაცვლელად, ან დასაბრუნებლად, გადაზიდვის ხარჯები იმ სავაჭრო პუნქტმა უნდა გაიღოს, რომელმაც მოგყიდათ ნაკლიანი საქონელი. თუ იგი ამაზე უარს ამბობს, შეგიძლიათ განახორციელოთ ეს გადაზიდვა თქვენი ხარჯებით და შემდეგ სასამართლოს ძალით მოითხოვოთ მაღაზიისგან თქვენს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 

მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს საქონლის „ნაკლი“. ეს ნიშნავს, რომ საქონელი არ არის გამოსადეგი იმ მიზნისთვის, რისთვისაც იგი თქვენ შეიძინეთ, ან რისთვისაც ამ ტიპის საქონელს ზოგადად იძენენ. საქონლის დაბალი ხარისხი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი ნაკლიანია. თუ თქვენ, საქონლის შეძენამდე, გამყიდველმა გაგაფრთხილათ მისი დაბალი ხარისხის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ საქონელი შეიძლება მოსალოდნელზე მალე გაფუჭდეს, და თქვენ მაინც შეიძინეთ ეს ნივთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იცოდით ნივთის ნაკლის შესახებ და თქვენთვის ეს მისაღები იყო. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაკლის გამო, ნივთის დაბრუნებას, ან გამოცვლას ვეღარ მოითხოვთ.

ბუნებრივია, შეძენილი ნივთის გამოცვლის, ან დაბრუნების უფლება მხოლოდ მაშინ გაქვთ, თუკი ნივთის ნაკლი თქვენი ბრალი არ არის, ანუ ნივთი თქვენ არ დაგიზიანებიათ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მოგიწიოთ იმის მტკიცება, რომ ნივთის შენახვის, ან მოხმარების პირობები არ დაგირღვევიათ. აგრეთვე ვერ დააბრუნებთ, ან გამოცვლით ნივთს, რომლის ნაკლი შენახვის, ან მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა.

თუ საქონლის წუნის აღმოჩენის მომენტიდან სამი წლის განმავლობაში თქვენ მაღაზიას პრეტენზია არ წარუდგინეთ, ამ ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გამოცვლას ან დაბრუნებას ვეღარ მოითხოვთ. 

გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ხშირად, საქონლის საგარანტიო მომსახურება მაღაზიას სხვა ფირმისთვის აქვს დაკისრებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია მომხმარებელთა უკმაყოფილება ამ ფირმებით. ამიტომ, დაბეჯითებით გირჩევთ:

და ბოლოს, იმის გამო, რომ კანონი ითვალისწინებს გამყიდველი იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ნაკლის მქონე საქონლის გამო, აუცლებლად შეინახეთ საქონლის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ქვითარი, ჩეკი, ზედნადები). ამ დოკუმენტებზე მითითებული ინფორმაცია პასუხისმგებელი იურიდიული პირის უტყუარი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მან უარყოს თქვენთვის საქონლის მოყიდვის ფაქტი.