bსაიტის მომხმარებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.  თითოეული მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

გთხოვთ თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან!

კომენტარი, რომელიც შეიცავს შემდეგი ტიპის გამონათქვამებს, წაიშლება:

აგრეთვე წაიშლება კომენტარები, რომლებიც რაიმე ბიზნესის ან კომერციული საქმიანობის რეკლამას, ან მასში მომხმარებელთა ჩართვას ემსახურება.

ადმინისტრაციას უფლება აქვს კომენტარი სხვა, უფრო შესაფერის განყოფილებაში გადაიტანოს. კომენტარის წაშლისას ან სხვა განყოფილებაში გადატანისას მომხმარებელს მიუვა შეტყობინება მის მიერ მითითებული ელფოსტის მისამართზე.

გარდა ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჰაკერული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით კომენტარებში დაშვებულია მხოლოდ ასოების, ციფრების და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება (წერტილი, მძიმე, ორწერტილი, წერტილ-მძიმე, ტირე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი, ბრჭყალები). სხვა ნიშნების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი იბლოკება!

ინფორმაცია მეწარმეებისთვის

სურსათთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულ საჩივრებს ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად გადაამოწმებს და შედეგებს ამ ვებსაიტზე გააშუქებს. გარდა ამისა, პერიოდულად ლაბორატორიულად ვამოწმებთ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციას და ვაქვეყნებთ შედეგებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულია მაღაზიაც, რომელშიც პროდუქტის შეძენა მოხდა, და პროდუქტის მწარმოებელიც. ჩვენ გვესმის, რომ ასეთმა გაშუქებამ შესაძლოა კონკრეტული მეწარმეების ინტერესები სერიოზულად დააზიანოს, ამიტომ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებებს აქვე, ამ ვებსაიტზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საწარმო ან ნაწარმი კრიტიკულად არის მოხსენიებული ჩვენი შემოწმებების აღმწერ ინფორმაციაში, თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესინტერესების დაცვის შემდეგი შესაძლებლობები:

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პირობები სამართლიანი არ არის, გთხოვთ კომენტარებში მოგვწეროთ ამის შესახებ და შემოგვთავაზოთ გაუმჯობესების გზები.

 ერთობლივი შემოწმება

მეწარმეთა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პროდუქტის შემოწმება მეწარმესთან ერთად განვახორციელოთ. თუმცა, ამ დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

დაფარული ნომრებით სინჯების დანომვრა:

დაფარული ნომრები წარმოადგენს მცირე ზომის (დაახლოებით 1,5 სმX4 სმ), გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცლებს, რომლებსაც ერთი მხრიდან, ორივე ბოლოზე, უშლელი მარკერით აწერია ერთი და იგივე ნომერი:

ამ ფურცელს ზემოდან (ნომრების მხრიდან), ორმხრივი სკოჩით ეკვრება ამავე ზომის, შავი (ან სხვა) ფერის გაუმჭვირვალე პლასტიკის ფურცელი:

ასე გამზადებული სხვადასხვა ნომრები კარგად აირევა. სინჯების აღებისას თითოეული ნომერი (შავი პლასტიკის მოშორების გარეშე) იჭრება შუაზე და მისი ერთი ნახევარი ეკვრება სინჯს, მეორე კი ჩაიკვრება სინჯის აღების ოქმში. სინჯზე დაკრული ნომრის გახსნა (ზედა პლასტიკის მოშორება) ხდება სინჯების ლაბორატორიისთვის ჩაბარებისას. სინჯების აღების ოქმში ჩაკრული ნომრები კი იხსნება მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების პასუხის მიღების შემდგომ. ამ მომენტამდე სინჯის აღების ოქმი შეინახება საგულდაგულოდ დაბეჭდილ, გაუმჭვირვალე კონვერტში, მეწარმესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.

 მედიასაშუალებებს

ამ ვებსაიტის დანიშნულებაა მომხმარებლების ინტერესების დაცვა, მათი განათლება და ინფორმირება იმისთვის, რომ მათ სასურველი პროდქუციისა, თუ მომსახურების არჩევა გაუიოლდეთ. ვიმედოვნებთ, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებენ, ამ მიზანს იზიარებენ.

იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესები არ დაზარალდეს, აუცილებელია მომხმარებლს მიუკერძოებელი, სრული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. განსაკუთრებით ეს ეხება ინფორმაციას, სადაც კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები (უვნებლობა, ხარისხი) არის აღწერილი. ასეთი ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია ზუსტად მიეთითოს, თუ სად და როდის იქნა შეძენილი ამა თუ იმ მახასიათებლის მქონე პროდუქტი, ეთანხმება თუ არა მეწარმე ამ მონაცემებს და აპირებს თუ არა მათ შეცვლას, ჩატარდა თუ არა ამავე პროდუქტის შემოწმებები სხვა დროს და რა იყო მათი შედეგი, იყო თუ არა ინფორმირებული სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და მოხდა თუ არა რეაგირება მისი მხრიდან. ყოველივე ეს მომხმარებელს აძლევს სრულ სურათს, რომელზე დაყრდნობითაც ის იღებს გადაწყვიტილებას, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ვცდილობთ, ყოველ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული ასეთი ინფორმაცია ერთ სტატიაში იყოს თავმოყრილი. გთხოვთ სტატიების გაშუქებისას მასში აღწერილი ინფორმაცია სრულად ასახოთ, რათა თავიდან აიცილოთ ინფორმაციის არასრულად გადმოცემა ან დამახინჯება, რაც მომხმარებელს არასწორ შთაბეჭდილებას შეუქმნის პროდუქტზე და დააზარალებს როგორც მომხმარებელს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმესაც.

ჩვენი საიტიდან ინფორმაციის გამოყენებისას გთხოვთ არ დაუშვათ ინფორმაციის დამახინჯება, არასრულად გადმოცემა, ან სხვამხრივ მოდიფიცირება, რამაც მომხმარებელი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს! 

გთხოვთ, ჩვენი მასალის გამოყენებისას, მიუთითოთ www.momxmarebeli.ge , როგორც ინფორმაციის წყარო. 

 

 

11 ნოემბერი, 2019