”საჩივარი” ნიშნავს რაიმე პრეტენზიით მიმართვას ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა ორგანიზაციაში. საჩივრის რაიმე კონკრეტული ფორმა დადგენილი არ არის. მთავარია, მასში მითითებული იყოს შემდეგი:

  1. რა ორგანიზაციას მიმართავთ (სრული, იურიდიული დასახელება);
  2. ვინ მიმართავს: სახელი, გვარი და მისამართი. სასურველია საკონტაქტო ტელეფონიც;
  3. რას ითხოვთ;
  4. დოკუმენტები, რომელსაც ეფუძნება თქვენი მოთხოვნა:
    • თუ მოთხოვნა ეხება კომუნალურ მომსახურებას და თქვენ ხართ კომუნალური მომსახურების აბონენტი, მიუთითეთ მომსახურე კომპანიის სრული დასახელება და თქვენი სააბონენტო ნომერი;
    • თუ მოთხოვნა ეხება საკომუნიკაციო ან სხვა მომსახურებას, რომელზეც ხელშეკრულება გაქვთ დადებული, მიუთითეთ მომსახურების მომწოდებლის სრული დასახელება და მასთან დადებული ხელშეკრულების ნომერი; შეიძლება დაურთოთ ხელშეკრულების ასლიც.
  5. გარემოებები, რომელსაც ეფუძნება თქვენი მოთხოვნა: ხელშეკრულების ან კანონმდებლობის რომელი დებულება დაირღვა და რა ზიანი მოგადგათ ამით თქვენ.
24 მაისი, 2020