სურსათის საწარმოთა სახელმწიფო შემოწმება (ინსპექტირება) უვნებლობის კუთხით მოიცავს სურსათის მწარმოებელ, დისტრიბუტორ ან გამყიდველ პირთა (საწარმოთა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას (ინსპექტირებას) და ხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ. გეგმური შემოწმება წინასწარ შედგენილი წლიური გეგმების მიხედვით ხორციელდება, არაგეგმური კი -- მიმდინარე წელს გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით. ინსპექტირებისას აღმოჩენილ დარღვევებზე დგება ოქმი და მეწარმეს ეძლევა მითითება და ვადა მათ გამოსასწორებად. თუ დარღვევები კრიტიკულია, მათ გამოსწორებამდე საწარმო ჩერდება; თუ აღმოჩენილი დარღვევები არაკრიტიკულ დარღვევებად ჩაითვალა - საწარმოს მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუმცა დადგენილ ვადაში საწარმომ მითითებული დარღვევა უნდა გამოასწოროს.

სეს-ის ინსპექტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს წლიურ ანგარიშებში, შემდეგ ბმულზე http://nfa.gov.ge/ge/inspeqtirebis-shedegebi

24 მაისი, 2020