ანტიმიკრობული რეზისტენტობა

ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას. ანტიმიკრობული რეზისტენტობის შედეგად მხოლოდ ევროკავშირში წელიწადში 25 000 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პრობლემა 2050 წლისათვის უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ვიდრე სიმსივნე http://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20180906IPR12111/superbugs-meps-advocate-further-measures-to-curb-use-of-antibiotics.

ანტიმიკრობული პრეპარატები აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების მკურნალობისათვის. თუმცა, მათმა გადაჭარბებულმა ან არასათანადო გამოყენებამ შეიძლება რეზისტენტული ბაქტერია წარმოშვას, რის შემდეგაც ორგანიზმი უკვე აღარ ექვემდებარება ანტიობიოტიკებით მკურნალობას. ეს პრობლემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოვლინდა და ადამიანებისა თუ ცხოველების ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ რისკს წარმოადგენს. ანტიბიოტიკები არა მხოლოდ ცხოველების მკურნალობისას გამოიყენება, არამედ მათი გამოყენება ცხოველების საკვებშიც ხდება. ისინი ცხოველის ორგანიზმში რჩება და შემდეგ ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან ადამიანის ორგანიზმში გადადის. 

ცხოველებში ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვისათვის აუცილებელია ეროვნულ დონეებზე შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა და ვეტერინარული კონტროლის განხორციელება ვახტანგ კობალაძე, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერინარიის სფეროში, თბილისი, 2018 წ., გვ. 17, http://asocireba.ge/files/Vakhtang-Kobaladze-Veterinary-2018.pdf.

11 ნოემბერი, 2019