სანიტარული ნორმები: განმარტება

სანიტარული ნორმები და წესები წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სამინისტრო ადგენს „სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები“, კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი „ქ“. ამ აქტებით დგინდება საკვებდანამატების ან დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული ოდენობა სასურსათო პროდუქტებში, სურსათის მომზადებისა და შენახვის წესები და სხვა წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

11 ნოემბერი, 2019