მიკოტოქსინები


შხამიანი სოკოების შესახებ ხომ ყველას გვსმენია? მაგრამ ყველამ არ ვიცით, რომ ობიც სოკოა და ისიც შეიძლება შხამიანი იყოს. ობის შხამი ადამიანს ერთბაშად არ კლავს, მაგრამ და ისიც შეიძლება შხამიანი იყოს. ობის შხამი ადამიანს ერთბაშად არ კლავს, მაგრამ ჯანმრთელობას უზიანებს და დროთა განმავლობაში სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

          ობის შხამებს „მიკოტოქსინები“ ბერძნულად „მიკოს“ სოკოს ნიშნავს, „ტოქსიკოს“ კი შხამს. ჰქვია. მათ შორის ყველაზე ძლიერია ე.წ. აფლატოქსინი (Aflatoxin). იგი იწვევს ღვიძლის დაზიანებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და კიბოს კიბოს კვლევის მსოფლიო ინსტიტუტის მიერ აფლატოქსინი შეტანილია იმ ნივთიერებათა ჩამონათვალში, რომელიც დანამდვილებით იწვევს კიბოს. ამ შხამს წარმოქმნის ფართოდ გავრცელებული ობის სოკო ასპერგილუსის „ასპერგილუსი“ (Aspergillus) ობის სოკოების გვარის დასახელებაა. აფლატოქსინს ამ ობების რამდენიმე სახეობა წარმოქმნის, თუმცა ძირითად წყაროდ ითვლება სახეობა Aspergillus flavus ზოგიერთი სახეობა. ასპერგილუსი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ვითარდება: მარცვლეულზე, ხილსა და ბოსტნეულზე (მათ შორის ჩირებზე, სუნელებზე), თხილეულზე, მზესუმზირაზე, თამბაქოზე, ჩაისა და ყავაზე და ა.შ. ობის სოკო ამ პროდუქტებზე ნიადაგიდან ხვდება და შეიძლება განვითარდეს მოსავლის აღებამდეც და მერეც - უკვე აღებული მოსავლის ან დამუშავებული პროდუქტის შენახვისას.

ასპარგელიუსი სიმინდის ტაროზე           ასპერგილუსი სიმინდის ტაროზე

ასპარგელიუსი მიწის თხიის გულზე    

აფლატოქსინის შემცველი პროდუქტები მავნეა არა მარტო ადამიანისთვის, არამედ ცხოველებისა და ფრინველებისთვისაც. მაგალითად, 1962 წელს ინგლისში 100 ათასი ინდაური დაიხოცა იმის გამო, რომ ფრინველთა საკვები ასპერგილუსით დაბინძურებულ მიწის თხილს შეიცავდა. საგულისხმოა, რომ აფლატოქსინი ძროხის საკვებიდან რძეშიც გადადის.

ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დადგენილია აფლატოქსინის უსაფრთხო (დაშვებული) დონეები სასურსათო პროდუქტებში. თუკი ეს დონე გადაჭარბებულია, პროდუქტი უნდა განადგურდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია გასაყიდ პროდუქტებში უსაფრთხო დონის გადაჭარბების შემთხვევები, განსაკუთრებით თხილებში, ლეღვის ჩირში, ხმელ წიწაკებში იხ. მაგალითად შეტყობინებები ასეთი პროდუქტის აღმოჩენის შესახებ ევროპაში, მათ შორის იმპორტულ პროდუქციაში. ველში Hazard category აირჩიეთ mycotoxins.

რჩევა მომხმარებელს:

  1. მოერიდეთ დაობებულ პროდუქტებს! არ მიირთვათ პროდუქტი, რომლის ნაწილი დაობდა, ან რომელიც დაობებულ პროდუქტთან ერთად ინახებოდა!
  2. თხილეული, მზესუმზირა, ყავა მოხმარების წინ ჯობს მოხალოთ - რიგი მონაცემების მიხედვით, ამ დროს აფლატოქსინების დიდი ნაწილი იშლება.