აკრედიტებული ლაბორატორია

აკრედიტებული ლაბორატორია ნიშნავს ლაბორატორიას, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია.

ლაბორატორიები აკრედიტაციას გადიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში.

აკრედიტებულ ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს აკრედიტაციის მოწმობა.

აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს აკრედიტებული პირების (საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების და სამედიცინო ლაბორატორიების) რეესტრს.

აკრედიტაციის ორგანო წელიწადში ერთხელ ამოწმებს აკრედიტებულ ლაბორატორიებს. თუ ლაბორატორია აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის მოთხოვნებს, აკრედიტაციის ორგანო მას გაუუქმებს აკრედიტაციას.