ხორცისა და თევზის დამარილება-შებოლვა ამ პროდუქტების შენახვის გავრცელებული მეთოდია. ამავე დროს, შებოლილი ხორცი ან შებოლილ-დამარილებული ლორი ან თევზი გემრიელი დელიკატესიც არის. 

დამუშავების ტექნოლოგიის მიხედვით შებოლილ-დამარილებული პროდუქტები რამდენიმე ტიპად იყოფა. იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი ავირჩიოთ, საჭიროა ცოტათი გავერკვეთ ამ ტექნოლოგიებში.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: შებოლილი ხორცი კარგად ინახება იმის გამო, რომ

აღწერილის გამო, რაც უფრო მარილიანია, გამომშრალია ან შებოლილია პროდუქტი, მით მეტად არის მასში ბაქტერიების გამრავლება დათრგუნული და შესაბამისად მეტია პროდუქტის შენახვის ვადა. თუმცა, ყველა ამ მეთოდის კომბინირების შედეგადაც კი პროდუქტის შენახვის მაქსიმალური ვადა (სიგრილეში) 2-3 თვეს არ აღემატება.  და ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი შებოლილი პროდუქტი ამდენ ხანს ინახება - ტექნოლოგიის მიხედვით მისი შენახვის ვადა შესაძლოა სულ რამდენიმე დღეს შეადგენდეს. ამიტომ სასურველია ყოველთვის გავარკვიოთ, შებოლვის რომელი ტექნოლოგიით არის დამზადებული პროდუქტი: ცივი შებოლვით, ცხელი შებოლვით, თუ თხევადი შებოლვით, წინასწარი დამარილებით თუ დამარილების გარეშე.

პროდუქტი შეიძლება სხვადასხვა ტემპერატურის ბოლით დამუშავდეს: თუ ბოლის ტემპერატურა 40-50 გრადუსია, პროცესს „ცივ შებოლვას“უწოდებენ, ხოლო 50 გრადუსზე ზემოთ - „ცხელ შებოლვას“. ცივი შებოლვა უფრო დიდხანს მიმდინარეობს და ცივად შებოლილი პროდუქტი, როგორც წეს,ი უფრო გამომშრალია, ვიდრე ცხლად შებოლილი. ცხლად შებოლვა უფრო სწრაფი პროცესია და იგი ფაქტობრივად პროდუქტის თერმულ დამუშავებასაც („გამოცხობას“) მოიცავს. ცივად შებოლილი პროდუქტი უფრო ღია ფერისაა, ცხლად შებოლილი კი უფრო მუქია და მბზინვარე. იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ, რომელი აირჩიოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

რაც შეეხება პროდუქტის დამარილებას (მარილში გამოყვანას), ეს პროცესი შებოლვას პრაქტიკულად ყოველთვის წინ უსწრებს. თუმცა, ხშირად, ქარხნული შებოლვისას, მარილს მხოლოდ საგემოვნო თვისებების გაუმჯობესებისთვის იყენებენ და საბოლოო პროდუქტში მისი ოდენობა 3%-ს არ აღემატება. კუსტარულ პირობებში, როგორც წესი, პროდუქტის შებოლვას მისი მარილში გამოყვანის 30-45 დღიანი პერიოდი უსწრებს წინ და საბოლოო პროდუქტში მარილის ოდენობა 25%-ს აღწევს. ამიტომ, მაგალითად, რაჭული შებოლილი ლორი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ქარხნულად შებოლილი.

კიდევ ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: ყველაფერი, რასაც „შებოლილი“ ჰქვია, მართლა ბოლით დამუშავებული არ არის. საქმე ისაა, რომ დღეს არსებობს იოლი და უსაფრთხო მეთოდი პროდუქტისთვის „შებოლილის“ გემოსა და არომატის მისანიჭებლად. ეს არის სპეციალური სითხეები, ე.წ. „თხევადი ბოლი“ - ბოლის არომატი თხევადი სახით. ამ სითხით დამუშავების შედეგად, პროდუქტი სწრაფად იძენს ბოლის არომატსა და გემოს. კარგი ის არის, რომ ამ სითხეებით დამუშავებული ხორცი ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო უვნებელია, ვიდრე ბოლით დამუშავებული („თხევადი ბოლი“ არ შეიცავს იმ კანცეროგენულ ნივთიერებებს, კერძოდ ბენზპირენს, რომელიც ბოლში უხვადაა). თუმცა, თხევადი ბოლი პროდუქტს ბოლის მხოლოდ გემოსა და სუნს ანიჭებს. ბაქტერიებისგან დაცვას ის არ უზრუნველყოფს. ამიტომ, პროდუქტის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი შენახვისთვის მასში სხვადასხვა კონსერვანტებს უმატებენ, რაც ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ამავე დროს, „თხევადი ბოლის“ გამოყენება მეწარმისთვის ბევრად იაფია, ვიდრე ნამდვილი შებოლვა და, შესაბამისად, ასეთი გზით წარმოებული პროდუქტი უფრო იაფი და ხელმისაწვდომია. 

ნებისმიერი ტიპის შებოლილი პროდუქტის შეძენისას გახსოვდეთ:

შებოლილი ლორის ან ხორცის შეძენისას გაითვალისწინეთ:

დააკვირდით შებოლილ-დამარილებული თევზის ზედაპირს:

ყურადღება! სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ცდილობენ გაფუჭებული თევზის სუნი და გემო შებოლვის საშუალებით დაფარონ. ამისთვის მას ამუშავებენ „თხევადი ბოლით“, რომელიც გაფუჭებული თევზის არასასიამოვნო სუნს ფარავს. ასეთი თევზის ჭამა ძალზე საშიშია! ამ ფალსიფიკაციის გამოსაცნობად დააკვირდით „შებოლილ“ თევზს. თუ შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, თევზი არ შეიძინოთ და არ მიირთვათ!

სახლში შენახვა

ნებისმიერი ტექნოლოგიით მომზადებული შებოლილ-დამარილებული პროდუქტები მაცივარში (0-6ºC) უნდა შეინახოთ. მათი შენახვის ვადები ასეთია:

არ მიირთვათ შებოლილი პროდუქტი, თუკი:

და ბოლოს, გახსოვდეთ: შებოლილ-დამარილებული პროდუქტები მიმზიდველი დელიკატესია, მაგრამ არა ყოველდღიური საჭმელი. მათი დიდი რაოდენობით მოხმარება ზრდის ღვიძლის და თირკმელების ფუნქციონალურ დატვირთვას და ჯანმრთელობისთვის საზიანოა! 

ამ მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!