ხორცის კონსერვები ჰერმეტულად დახუფული და სტერილიზებული პროდუქტებია. ხორცთან ერთად კონსერვში შეიძლება სხვა ნედლეულიც იყოს შერეული.

მარგებელია თუ არა ხორცის კონსერვები?

მარტივი პასუხია - არა. ზოგადად, ახალი პროდუქტები ყოველთვის სჯობს დაკონსერვებულს. ხორცის და ხორცის ნაწარმის დაკონსერვება პროდუქტის ბიოლოგიურ ღირებულებას პრაქტიკულად ყოველთვის აუარესებს. სტერილიზაციის დროს 20%-ით მცირდება ცილების შეთვისებისუნარიანობა, იშლება ვიტამინებისა და შეუცვლადი ამინომჟავების ნაწილი. გარდა ამისა, კონსერვები, როგორც წესი საკვებდანამატებს შეიცავს, რომლებიც მიკრობების გამრავლებას უშლის ხელს და, აგრეთვე, პროდუქტის დაჟანგვა/დაძველებას ანელებს. როგორც წესი, ეს ნივთიერებები ადამიანისთვის სასარგებლო არ არის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიტრიტები, რომლებიც ხორცთან ურთიერთქმედების შედეგად კანცეროგენულ ნივთიერებებს, ნიტროზამინებს წარმოქმნის. ამიტომ სასურველია ხორცის კონსერვები დიდი ოდენობით არ მიირთვათ.

მაშ რატომ ამზადებენ ხორცის კონსერვებს? იმიტომ რომ ისინი დიდხანს ინახება და სურსათის გრძელ მანძილებზე ტრანსპორტირების ან გრძელვადიანი შენახვის ძალზე ეფექტური საშუალებაა.

ხორცის კონსერვის უვნებლობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტარა, რომელშიც ისაა მოთავსებული. გამოიყენება ლითონის, პოლიმერული მასალის ან მინის ქილები. ლითონის ქილა (აგრეთვე მინის ქილის ხუფები) უნდა იყოს ორმხრივად მოკალული და სპეციალური ლაქით დაფარული, რათა კონსერვის შიგთავსი ლითონთან კონტაქტში არ მოვიდეს. განსაკუთრებით ჟანგდება ბოსტნეულთან (მაგალითად, პომიდორთან) ერთად მომზადებული ხორცის კონსერვი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტარა, რომელშიც პროდუქტია მოთავსებული, დაზიანებული არ იყოს.

კონსერვების შენახვა

კონსერვები უნდა ინახებოდეს სიმშრალეში და სიგრილეში. შენახვის ვადები დამოკიდებულია ტარის მასალაზე და დაკონსერვების რეჟიმზე (ეს რეჟიმი ქილაზე უნდა ეწეროს):

ცნობილია აგრეთვე ე.წ. ტროპიკული ქვეყნებისათვის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული კონსერვები, რომლებიც +40 გრადუს ტემპერატურაზე შენახვისასაც კი 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თვისებებს.

კონსერვის არჩევა

კონსერვის შეძენისას ყურადრება უნდა მიაქციოთ ორ მაჩვენებელს:

კონსერვს აუცილებლად უნდა ეწეროს დამზადების თარიღი და შენახვის ვადა. ლითონის ქილებს იგი ჩვეულებრივ ძირზე ან სახურავზე აქვს მითითებული. შესაძლოა გამოშვების თარიღი ეტიკეტზე იყოს დაბეჭდილი. არ შეიძინოთ ვადაგასული კონსერვი.

მას შემდეგ, რაც გაარკვევთ რომ ვადები დაცულია, კარგად დაათვალიერეთ კონსერვის ქილა. დააკვირდით:

გარე დათვალიერება შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ქილას ან ხუფს შეიძლება ჰქონეს მიკრობზარები, რაც თვალით არ შეიმჩნევა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კონსერვები დაძველებული ნედლეულისგან მზადდება, ან ირღვევა დაკონსერვების, კონსერვის ქილის დამზადების ან დახუფვის ტექნოლოგია. აგრეთვე, შესაძლებელია, რომ დარღვეული იყოს კონსერვის შენახვის პირობები (მაგალითად, კონსერვი მაღაზიის დახლზე თაკარა მზის ქვეშ ედოთ). ამიტომ გახსნის შემდეგ დააკვირდით ქილისა და ხუფის შიდა კედლებს და კონსერვის შიგთავსს.

არ მიირთვათ ხორცეულის კონსერვი, თუკი:

ამ მასალის გამოყენებისას ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!