პურის სასარგებლო თვისებები

პურის შენახვის ვადა და პირობები
პურის შენახვა ორნაირად შეიძლება - ოთახის ტემპერატურაზე ან გაყინვით. ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC, ტენიანობა არა უმეტეს 75%) შეუფუთავი პურის შენახვის ვადაა 36 საათი, ხოლო პოლიმერულ აპკში შეფუთული პურის - 72 საათი. პურის გაყინვის შემთხვევაში იგი აუცილებლად პოლიმერულ აპკში შეფუთული უნდა იყოს. გაყინული პურის შენახვა რამდენიმე თვე შეიძლება. გალღობის შემდეგ იგი თავის თვისებებს აღიდგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, გემოთი და სუნით იგი ახალ გამომცხვარ პურს ვერ შეედრება.

ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას პური თანდათან ხმება, შრება და ძველდება: რბილობი მაგრდება, კანი რბილდება და ხანდახან ნაოჭდება კიდეც (განსაკუთრებით, თუკი მისი საწყისი ტენიანობა სტანდარტულზე უფრო მაღალი იყო). პური ხდება ფშვნადი, მცირდება ახალი პურისათვის დამახასიათებელი გემო და არომატი. ამიტომ, ყველას ახალი პური გვიყვარს.

ზოგჯერ დიეტოლოგები წინა დღის პურის ჭამას გვირჩევენ. ეს იმიტომ, რომ ახალი პური გემრიელი კი არის, მაგრამ ვინაიდან ძალზე რბილია, ღეჭვისას ცომდება, კოშტდება და კუჭ-ნაწლავში ძნელად გადამუშავდება (რაც არასასურველია კოლიტის დროს). ამავე დროს, ახალი პური კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას იწვევს (რაც გასტრიტის დროს არასასურველია). ასე რომ, თუ თქვენ გსურთ დაინდოთ თქვენი კუჭ-ნაწლავი, წინა დღის პური საუკეთესო გამოსავალია.

როგორ შევარჩიოთ კარგი პური?

პურის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

იმისათვის, რომ უხარისხო პურის ნაწარმი მაღალხარისხიანი პურივით გამოიყურებოდეს, შეიძლება იგი სხვადასხვა დანამატებით იყოს „გამდიდრებული“. ცხადია, ასეთი პურის კვებითი ღირებულება დაბალია, მას არც კარგი პურის გემო და ელასტიურობა გააჩნია. და რაც ყველაზე ცუდია - იგი შეიცავს პურისთვის უცხო ქიმიურ დანამატებს. ეს დანამატები, როგორც წესი, მცირე ოდენობით მავნე არ არის, მაგრამ ვინაიდან პურს საკმაოდ ბევრს ვჭამთ, საბოლოო ჯამში ამ „ქიმიასაც“ დიდი ოდენობით ვიღებთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ამიტომ გირჩევთ არ შეიძინოთ პურის ასეთი გაყალბებული ნაწარმი. მათ გამოსავლენად ეს მითითებები გამოგადგებათ:

არის შემთხვევები, როცა ბაზარზე გასაყიდად გამოაქვთ კარტოფილისა და თივის ჩხირით დასნებოვნებული ფქვილისგან გამომცხვარი პური. ასეთი პური შენახვისას მძაღე გემოსა და სუნს იძენს, კონსისტენცია კი სველი და წებოვანი ხდება. არ მოიხმაროთ ასეთი პური! დაიმახსოვრეთ საცხობის დასახელება და მოერიდეთ მის ნაწარმს (დიდია ალბათობა რომ მთელი მისი ნაწარმი დაავადებული ფქვილისაგან იწარმოება)! კარგს იზამთ, თუ მაღაზიასაც აცნობებთ იმის შესახებ, რომ პური კარტოფილის ჩხირით არის დაავადებული. მაღაზია ვალდებულია ასეთი პური გაყიდვიდან ამოიღოს და დახლი და თაროები, სადაც ასეთი პური იდო, საგულდაგულოდ გარეცხოს

დაიმახსოვრეთ: საღი პური დაძველებისას წებოვანი არ ხდება! მას შეიძლება ობი მოეკიდოს, მაგრამ რბილობი წებოვანი არ უნდა გახდეს! პურის წებოვანების მიზეზი მხოლოდ მისი დასნებოვნება შეიძლება იყოს! მოერიდეთ საცხობს, რომლის პური დაძველებისას წებოვანი ხდება!

პურის შენახვა სახლში:

 

ამ მასალის გამოყენების შემთხვევაში ვებსაიტის მითითება სავალდებულოა!