ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. საიტს მართავს ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა.

ცენტრმა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა ამ სექტორში. ცენტრი მიზნად ისახავს ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნას.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შემდეგია:

თავდაპირველად ბაზრის მონიტორინგი სურსათის შემოწმებით დავიწყეთ და დღეისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგსაც ვახდენთ.

2011 წლიდან შეიქმნა ინტერაქციული საიტი momxmarebeli.ge, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობა შუქდება. აქ მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასარგებლო სხვადასხვა ინფორმაცია ნახონ:

გარდა ამისა, მომხმარებელთა მომართვების საფუძველზე, ან ჩვენივე ინიციატივით სავაჭრო ქსელიდან ვიღებთ გაფუჭებული, ან საეჭვო სურსათის ნიმუშებს, ლაბორატორიულად ვამოწმებთ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციას ვებსაიტზე ვაქვეყნებთ, რეაგირებისათვის მივმართავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და იმ მეწარმეებს, რომელთა პროდუქციაშიც დარღვევები აღმოვაჩინეთ.

2019-2020 წლებში ლაბორატორიულად შევამოწმეთ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სხვადასხვა არასასურსათო პროდუქცია, რომლის უსაფრთხოების კონტროლიც საქართველოში არ მოქმედებს. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის შემოღებას.

ჩვენ, ასევე, შემდეგ აქტივობებს ვახორციელებთ:

ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან ჩვენი ვებსაიტის, ფეისბუქის გვერდისა თუ ტელეფონის მეშვეობით.

მიღწევები - ის რითაც ვამაყობთ

- სურსათის უვნებლობის კონტროლის მონაცემების საჯაროობას მტკიცე საკანონმდებლო საფუძველი შეექმნა, რის შემდეგაც, ჩვენი ძალისხმევით, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა სულ უფრო გამჭვირვალე ხდება;

- სურსათის ეროვნულ სააგენტოს საეჭვო სასურსათო პროდუქციასთან დაკავშირებით მომხმარებელთა მიმართვებზე ოპერატიული რეაგირება დაევალა, რის შემდეგაც სააგენტოს ყოველწლიურად ასობით მომხმარებელი მიმართავს;

- საქართველოში აიკრძალა რძის პროდუქტების სახელწოდებით ისეთი პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.

- მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფეისბუქის გვერდს  https://www.facebook.com/momxmarebeli.ge 30 ათასზე  მეტი მიმდევარი ჰყავს;

- მედია რეგულარულად აშუქებს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის მუშაობას;

- პროგრამას ყოველწლიურად ასობით  მოქალაქე მიმართავს მომხმარებლის უფლებების კუთხით ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად. ჩვენი დახმარების შედეგად, არაერთმა მოქალაქემ შეძლო მეწარმესთან დავაში საკუთარი სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- დარღვევების დიდი უმრავლესობა მან სწორედ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე გამოავლინა.

- მოქალაქეებმა თავად დაიწყეს შემოწირულობების გაღება პროგრამის საქმიანობის ხელშესაწყობად.

 

28 აპრილი, 2023