ევროკავშირში  სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა ბიზნესი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ისინი ჩამოყალიბებულია ევროკავშირის 852/2004 რეგულაციის II დანართში და მოიცავს რამდენიმე ტიპის მოთხოვნებს. კერძოდ, ესენია:

უფრო რბილი მოთხოვნებია დადგენილი ე.წ. პირველადი წარმოებისთვის (ანუ ფერმებისთვის). ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია 852/2004 რეგულაციის I დანართში.

მაგალითად, ცხოველის ფერმებისთვის ასეთი მოთხოვნებია დადგენილი:

თუმცა, თუ ფერმაში ცხოველებს არა მარტო ზრდიან, არამედ წველიან კიდეც, მაშინ საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი ჰიგიენის, არამედ  ჰიგიენის სპეციალური წესების დაცვაც, მაგალითად ასეთის:

და სხვა.

კონკრეტული ქვეყნის პირობებთან ადაპტაციის მიზნით, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეარბილონ რეგულაციით დადგენილი ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. ეს ცვლილება, როგორც წესი, უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საწარმოს შენობა-ნაგებობების, საწარმოო პროცესების განაწილება-განთავსების ან მოწყობილობისადმი მოთხოვნების შერბილებით. თუმცა, თუკი საქმე ეხება სურსათის წარმოების გადამუშავების ან დისტრიბუციის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებას, ან ისეთ საწარმოებს, რომელიც, გეოგრაფიული თვალსაზრისით, რთულ რეგიონებშია განთავსებული, ადაპტაციის ზომები შეიძლება ჰიგიენის სხვა მოთხოვნებზეც გავრცელდეს. მაგალითად, შესაძლოა გაუქმდეს იატაკის, კედლებისა და ჭერის სიგლუვისა და კოროზიაგამძლე მასალისგან დამზადების მოთხოვნა და დაიშვას მიწის ან ქვის ზედაპირები. შესაბამისად, დასაშვებია დასუფთავებისა და დეზინსექციის ღონისძიებათა შერბილება და მათი სიხშირის შემცირება ადგილობრივი ფლორის შესანარჩუნებლად. ასევე დაიშვება მოთხოვნათა შერბილება იმ მასალისადმი, რომლისგანაც დამზადებულია ასეთ საწარმოებში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობა. თუმცა ინსტრუმენტების სისუფთავისა და მოწყობილობის გამართულობის მოთხოვნები ყოველთვის ძალაში რჩება. 

შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.
  4. სურსათის (არასაკვები) დანამატები;

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.