ევროკავშირში ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ცხოველურ სურსათს აწარმოებს, ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ზოგადი წესები და აგრეთვე ე.წ. ჰიგიენის სპეციალური წესები, ანუ ჰიგიენური (და სხვა) მოთხოვნები, რომელიც ამ კონკრეტული ტიპის საქმიანობისთვის არის დადგენილი.

მაგალითად, ასეთი მეწარმეებისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნაა, რომ ადამიანის მოხმარებისთვის გამიზნული ცხოველი და ფრინველი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას.  იკრძალება ადამიანის საკვებად ისეთი ცხოველის ხორცის გამოყენება, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ან სასაკლაოს გარეთ დაიკლა. გამონაკლისია ფრინველები, რომელთა დაკვლა ფერმაში დაიშვება, თუმცა ასეთ ფერმას საამისო უფლება უნდა ჰქონდეს აღებული, მას რეგულარულად უნდა ამოწმებდეს ვეტერინარი, რომელიც დაკვლის დღის შესახებ წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს და დაკლული და ნაწილობრივ გამოშიგნული ფრინველი საბოლოო შემოწმებისთვის (დაკვლიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში) სასაკლაოზე უნდა იყოს გადატანილი . გამონაკლისის სახით შესაძლებელია ფერმაში დაიკლას ფიზიკური ტრამვის მქონე ცხოველი, რომლის გადაყვანა სასაკლაოზე არაჰუმანურია. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც ცხოველი დაკვლამდე ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს და დაკვლის შემდეგ ტან-ხორცი შესამოწმებლად სასაკლაოზე უნდა იქნეს გადატანილი.

სასაკლაოს ვალდებულებები კი ასეთია:

რაც შეეხება რძის წარმოებას, აქ მოთხოვნები ასეთია:

დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პუბლიკაციებში:

  1. ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში.
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.