პროექტის დასახელება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება

პროექტის მიზანი 

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას, იმ ზეგავლენის შესახებ რომელსაც ქართველ მომხმარებელზე ასოცირების ხელშეკრულების შესრულება მოახდენს.

პროექტის შედეგები

  • ჩატარდა ტრენინგების ციკლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რეგიონული მედია საშუალებებისა და სკოლის პედაგოგებისთვის;
  • ჩატარდა კონკურსები მედიისა და სკოლის მოსწავლეებისთვის;
  • გაიცა მცირე გრანტები რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;
  • სასკოლო „სამოქალაქო განათლების“ კურსისთვის, ეკონომიკის სწავლების აქტიურ მეთოდზე დაყრდნობით, მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო IX-XI კლასებისთვის – ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე;
  • ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს ურბანული ცენტრების მომხმარებელთა საჭიროებების და დამოკიდებულებების შესწავლა სხვადასხვა მომსახურების სფეროში. (კვლევა განხორციელდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ)

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2015-2017 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 260 609 ევრო
20 თებერვალი, 2020