ვის მივმართოთ საფინანსო დაწესებულებებთან დაკავშირებით?

საბანკო ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი  ახორციელებს. ძირითადი საბანკო პროდუქტების, მათი მახასიათებლების, ამ პროდუქტებთან დაკავშირებული სარგებლისა და რისკების, ასევე თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ  მომხმარებლის გვერდზე, რომლის ამოცანაა საქართველოს საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი. 

თუკი რომელიმე ბანკში თქვენი უფლებები დაირღვა ან კონსულტაციის მისაღებად  შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2-406-406. უფლებების დარღვევის შესახებ შესაძლებელია ეროვნულ ბანკს აცნობოთ ონლაინ, სპეციალური საჩივრის ფორმის საშუალებით.

18 მაისი, 2020