სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) რეგულარულად ახორციელებს ბაზარზე არსებული სასურსათო პროდუქტების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, კერძოდ მის ფუნქციებში შედის:

სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.

მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. ყოველწლიურად დგება სახელმწიფო კონტროლის პროგრამა სადაც გათვალისწინებულია წინა წლის შედეგები (მოსახლეობის მოწამვლები, სურსათის განპირობებული ინფექციები, ეპიდემიების შემთხვევები, მომხმარებლის მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები და  ა.შ.)

ინსპექტირებაში    შედის  გეგმიური, არაგეგმიური და დოკუმენტური შემოწმება: 

გეგმური ინსპექტირება არის  სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის დროსაც ბიზნესოპერატორებთან მოწმდება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და პირველადი წარმოების ეტაპზე. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად.

არაგეგმური ინსპექტირება არის წინასწარი დაგეგმვის გარეშე ჩატარებული სახელმწიფო კონტროლი, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის შედეგების, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი შესაძლოა გახდეს მოსახლეობის ან სხვადასხვა უწყების შეტყობინება და ა.შ.

დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ჩანაწერებისა და სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების ემოწმება.

სააგენტოს თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში აქვს თავისი წარმომადგენლობები - ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც კონტროლს თავიანთ რეგიონებში ახორციელებენ.

სურსათის სახელმწიფო მონიტორინგისა და ინსპექტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სეს-ის წლიურ ანგარიშებში.

სურსათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501

12 ნოემბერი, 2019