ვიდეოები

DCFTA

8 ნოემბერი, 2019, 08:03

ამ ვიდეოებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების IV დანართი "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე", იგივე DCFTA.

 

ვიდეოები განთავსებულია საიტზე www.asocireba.ge,  რომლის დანიშნულებაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაზე - რა ვალდებულებები, თუ სარგებელი შეიძლება მოუტანოს, როგორც ქვეყანას, ასევე მის თითოეულ მოქალაქეს.

ვიდეოები მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.

წყაროს მითითების შემთხვევაში საიტზე განთავსებული მასალების გამოყენება თავისუფალია.