რძის ნაწარმის შემოწმება

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე მცენარეული ცხიმი აღმოვაჩინეთ და ასევე, რომელთა შემოწმებასაც მოქალაქეები გვთხოვდნენ. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევის შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო. 

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

1

 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი ქობულეთური 25%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.01.20/27.01.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია კარფური, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: შეიცავს მცენარეულ ცხიმს  ანალიზის პასუხი

 


 


2  

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი რანინა, 82,5%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს რესპუბლიკა/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.11.19/20.02.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია გუდვილი, შესყიდვის დამადასტურებეი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: შეიცავს მცენარეულ ცხიმს  ანალიზის პასუხი

 

 


 

 
 3

 

პროდუქტის დასახელება: სულგუნი 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.01.20/06.02.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია კარფური,  შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: შეიცავს მცენარეულ ცხიმს  ანალიზის პასუხი


 

 
 4

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს რძის ლაბორატორია/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.01.20/01.02.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია კარფური,                შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: შეიცავს მცენარეულ ცხიმს  ანალიზის პასუხი


 

 

 5

 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს მილკენი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.01.20/12.04.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ფუდმარტი",  შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: შეიცავს მცენარეულ ცხიმს  ანალიზის პასუხი 


 

 
 6

  

პროდუქტის დასახელება: დღის არაჟანი 20%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჩვენი ფერმერი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.01.20/14.02.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია ნიკორა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა  ანალიზის პასუხი


 

 
 7  

 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი 15% რძისამე

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ქართული რძის პროდუქტები/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 09.01.20/29.01.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია კარფური, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 

 
 8  

 

პროდუქტის დასახელება: არაჟანი ექსტრა

მწარმოებელი ფირმა: შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები/ საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.01.20/03.02.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია გუდვილი, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა  ანალიზის პასუხი 

 


 

 
 9  

პროდუქტის დასახელება: კარაქი ანკორი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ფრონტერა/ახალი ზელანდია

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.05.19/05.11.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
10

 

 

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ვალიო/ფინეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.10.19/13.06.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 

 
11  

 

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი იმერეთი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. კახაბერ ბარნოვი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 06.01.20/9 თვე -3-12 გრადუსი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია ი.მ. სალომე კუპატაძე, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
12  

 

პროდუქტის დასახელება: კარაქი ლურპაკი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: არლა ფუდს ამბა/ დანია

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 02.09.2019/31.08.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "აგროჰაბი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 

 
13    

პროდუქტის დასახელება: კარაქი პრეზიდენტი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ლაქტალის ინტერნეიშენალი/საფრანგეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.11.2019/13.11.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


14    

პროდუქტის დასახელება: ნაღების კარაქი ტიფლისი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ტიფლისი 2011/საქართველო

ვარგისიანობის თარიღი: 24.02.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ფრესკო", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 


 15    

პროდუქტის დასახელება:  კარაქი გლეხური, ფერმა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ფუდდეველოპმენტი/უკრაინა 

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 19.11.2019/18.08.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "აგროჰაბი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


16

 

პროდუქტის დასახელება:  ნაღების კარაქი შატილი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ კახაბერ მექოშვილი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 15.01.2020/04.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ორი ნაბიჯი", შესყიდვის დამდასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა   დარღვევა ანალიზის პასუხი


 


17

პროდუქტის დასახელება: ნედლი რძე პასტერიზებული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს აგროჰაბი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.01.2020/26.01.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "აგროჰაბი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუემტნი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


18

პროდუქტის დასახელება: რძე მილკასა 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: რძის კოოპერატივი "მლეკპოლ"/პოლონეთი

ვარგისიანობის თარიღი:  07.12.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა   ანალიზის პასუხი


 

 

 
19

პროდუქტის დასახელება: მონასტრის რძე

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა:  აღდგომის მამათა მონასტერი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 28.01.2020/02.02.2020

შესყიდვის ადგილი: ი.მ. ჯაბა ხინიკაძე, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა   ანალიზის პასუხი

 


 

 
20

პროდუქტის დასახელება:  რძე პარმალატი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბელგოროდის რძის კომბინატი/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.11.19/23.08.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა       ანალიზის პასუხი


 


21  

 

პროდუქტის დასახელება: რძე პროსტოკვაშინო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: დანონი/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.11.2019/ 16.06.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
22  

პროდუქტის დასახელება: რძე სანტინო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:  17.01.2020/27.01.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამდასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


23  

პროდუქტის დასახელება: რძე სოფლის ნობათი 3,2%

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:  15.01.2020/27.01.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


24  

 

პროდუქტის დასახელება: რძე 1,5% ჩვენი სუფრა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კურდამირ სუდ ემალი ზავოდუ"/აზერბაიჯანი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 28.10.2019/28.03.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ზღაპარი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


25

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი ედამი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბაიერლანდი/გერმანია

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 19.11.2019/19.07.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ფუდმარტი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


26

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს იმერული/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.01.2020/04.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დამდასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


27

 

 

პროდუქტის დასახელება: იმერული ყველი მადლიანი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ვიტაპროდუქტი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 12.01.2020/11.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი"

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 


28

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი საღამო

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს მარია ფრომ ეშტია/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.01.2020/04.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
29  

 

პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი მუუუ

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ალპური ჯავახეთი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:  26.12.2019/25.03.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
30

 

 

პროდუქტის დასახელება: სულგუნი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ნონა პაპუაშვილი/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.01.2020/05.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ფრესკო", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
31

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი სულგუნი ყველის ქოხი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. ბადრი გოგოლაძე/ საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.01.2020/21.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ზღაპარი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


32

 

 

პროდუქტის დასახელება: ქართული ყველი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოოპერატივი მზიური ჯავახეთი/საქართველო 

ვარგისიანობის თარიღი: 23.01.20

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ზღაპარი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 

 
33

 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქართული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: აშოტ ოგანესიანი (დისტრ. ი.მ. ლევან აბაშიძე)/ საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.01.2020/19.04.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

 


 

 
34

 

 

პროდუქტის დასახელება: ქართული ყველი 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს შირაქი/საქართველო

ვარგისიანობის ვადა: 20.01.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კარფური", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


35  

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული ქართული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოოპერატივი ხიზა/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.01.2020/14.03.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "გუდვილი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


36

 

 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს წიფორა სამცხე/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 17.01.2020/05.02.2020

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ორი ნაბიჯი", შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

 კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 


 

 

გაიგზავნა წერილები შესაბამის მეწარმეებთან (იხილეთ ბმულები: მაღაზია "გუდვილს"მაღაზია კარფურს, მაღაზია ფურდმარტს, შპს "ქუბულეთური ტრეიდინგს",  შპს "რესპუბლიკას, შპს "რძის ლაბორატორიას", შპს "მილკენს", ი.მ "ნოდარ ლაზარეშვილს" და სურსათის ეროვნულ სააგენტოში


2020 წლის 18 თებერვალს წერილი გამოგვიგზავნა შპს "რძის ლაბორატორიამ":

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

------------------

შპს „რძის ლაბორატორიამ“ გვთხოვა მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ხელახლა აგვეღო მის მიერ წარმოებული ყველის ნიმუში და ლაბორატორიულად შეგვემოწმებინა. 2020 წ. 2 მარტს ვეწვიეთ ჰიპერმარკეტ „კარფურს“ (თბილისი, ვეკუას 3), სადაც „რძის ლაბორატორიის“ მიერ წარმოებული იმერული ყველი იყიდებოდა. ჩვენი შეტყობინებიდან დაახლოებით 1 საათში ადგილზე მოვიდა „რძის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, ვისი თანდასწრებითაც შევიძინეთ აღნიშნული პროდუქტი (წარმოების თარიღი 29.02.20) და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას. 12 მარტს, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის თანახმად, შემოწმებულ ნიმუშში არ აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი. ვაზუსტებთ, რომ 18 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ყველის სხვა პარტიას ეხებოდა, რომლის გამოშვების თარიღი იყო 17.01.20.

------------------

2020 წლის 10 მარტს მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტომ ლაბორატორიულად შეამოწმა ჩვენს მიერ მითითებული დასახელების პროდუქტები და მცენარეული ცხიმის შემცველობა ვერ აღმოაჩინა. თუმცა, სააგენტომ ვერ მოიძია ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიები და პროდუქტების სხვა პარტიები შეამოწმა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის კვლევას და შედეეგებს გამოვაქვეყნებთ.  

18.02.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია