არასაკვები საღებავი „სუდანი“ სურსათში

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 36 დასახელების  სასურსათო პროდუქტი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ლატვიის ლაბორატორია BIOR-ის შუამავლობით სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 3 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. 

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური   მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას. 

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა (იხილეთ ბმული). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს. 

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:

 

1.    

პროდუქტის დასახელება: "ხათოს აფხაზური აჯიკა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. თამარ ყოლბაია/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 15.11.2019/15.09.2020

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


   2.  

პროდუქტის დასახელება: აჯიკა Waime! (ვაიმე)

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "waimespices"/საქართველო

გამოშვების: 27.11.19

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


  3.  

პროდუქტის დასახელება: ტომატის საწებელი ცხარე "სუპრემო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფუდსერვისი"/ საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 31.07.2019/31.07.22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


 4.  შპს ჯეო 

პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ჯეო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჯეო"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 30.01.20/30.01.22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი 


 5. 

პროდუქტის დასახელება: "ჩელა" მეგრული აჯიკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. "დ.პაპავა"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 21.12.19/21.08.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 6.  

პროდუქტის დასახელება: ტრადიციული აჯიკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: მარნეულის სასურსათო ქარხანა/ საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.10.19/08.10.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 7.  

პროდუქტის დასახელება: "ეს აჯიკა, აფხაზური"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ეს"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 02.02.20/02.02.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 8.  

პროდუქტის დასახელება: აჯიკა ცხარე საკმაზი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "გუდვილი"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.12.19/20.06.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 9.  

პროდუქტის დასახელება: აჯიკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "GNP"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:  04.02.20/04.02.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 10.  

პროდუქტის დასახელება: "აგროფაი" მშრალი აჯიკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ. "ნანა ფალიანი"/საქართველო

დამზადების/დაფასოების/ვარგისიანობის თარიღი: 02.09.19/20.11.19/30.12.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 11. 

პროდუქტის დასახელება: ცხარე წიწაკა

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ინდივიდუალური საწარმო "ბლექ სი ჯორჯია"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 29.06.19/18 თვე

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 12. 

პროდუქტის დასახელება: "ხომლი" წითელი წიწაკა, ჩილი, დაფქული

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფარკონი"/საქართველო 

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 24.01.19/24 თვე

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 13. 

პროდუქტის დასახელება: დაფქული წითელი წიწაკა "ჯეო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჯეო"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 06.12.19/06.12.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 14. 

პროდუქტის დასახელება: კლასიკური წითელი ტყემალი, საწებელი "ნენა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო - ქედა"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.08.19/14.08.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია  "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 15. 

პროდუქტის დასახელება:  ტყემალი წითელი კლასიკური

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "გსკ კულა"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 09.11.19/09.05.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 16. 

პროდუქტის დასახელება: წითელი ტყემალი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.07.19/14.07.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ზღაპარი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 17. 

პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "არტფუდი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "არტაშატის საკონსერვო ქარხანა"/სომხეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 08.19/08.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია  "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 18. 

პროდუქტის დასახელება: გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი, "ბიზიმ ტარლა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "აზერსუნ კანდ"/აზერბაიჯანი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 28.07.19/28.07.22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია კარფური შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 19. 

პროდუქტის დასახელება: გახეხილი პომიდორი "კოპოლა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "კოპოლა ინდუსტრია ალიმენტარე"/იტალია

ვარგისიანობის თარიღი: 31.12.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


20. 

პროდუქტის დასახელება: დაკეპილი პომიდორი 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: -- /საფრანგეთი

ვარგისიანობის თარიღი: 31.12.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია კარფური შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 21. 

პროდუქტის დასახელება:  პომიდვრის სოუსი, "მირაკოლი არაბიატა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "მარსი"/ გერმანია

ვარგისიანობის თარიღი: 26.05.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


  22. 

პროდუქტის დასახელება: პომიდვრის საწებელი "სპაისელა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "გსქ კულა"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 26.09.18/26.09.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 23. 

პროდუქტის დასახელება: პომიდორი ჩერი მუტტი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა:  სს მუტტი/იტალია

ვარგისიანობის თარიღი: 31.08.19

შესყიდვის ადგილი:   მაღაზია "ზღაპარი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 24. 

პროდუქტის დასახელება: ტომატპასტა "პომი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კონსორციო კასალასკო დელ პომიდორო/იტალია

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 03.17/03.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 25. 

პროდუქტის დასახელება: ორმაგად კონცენტრირებული პომიდვრის ფაფა 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს SAC/იტალია

ვარგისიანობის თარიღი: 12.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია კარფური შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 26. 

პროდუქტის დასახელება: დაჭრილი პომიდორი "ედეკა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს ედეკა ცენტრალე & კომპანია კგ/გერმანია

ვარგისიანობის თარიღი: 03.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


27. 

პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "ტომი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ნესტლე/გერმანია

ვარგისიანობის თარიღი: 08.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 28. 

პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "სლობოდა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეფკო"/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 02.12.19/29.05.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ორი ნაბიჯი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა  ანალიზის პასუხი


 29

პროდუქტის დასახელება: კლასიკური კეტჩუპი "3 ჟელანია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ევრაზიან ფუდს ქორფორეიშენი"/ყაზახეთი

გამოშვების თარიღი: 15.11.19

შესყიდვის ადგილი:   მაღაზია "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 30. 

პროდუქტის დასახელება: პომიდვრის კეტჩუპი "ჰეინცი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "პეტროპროდუქტ-ოტრადნოე"/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 11.10.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია  "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 31. 

პროდუქტის დასახელება: კეტჩუპი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: -- /საფრანგეთი

ვარგისიანობის თარიღი: 19.04.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 32. 

პროდუქტის დასახელება: ჩილი კეტჩუპი "ტორჩინი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა:  შპს "ვოლინჰოლდინგი"/უკრაინა

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 01.12.19/27.08.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია  "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 33. 

პროდუქტის დასახელება:  კეტჩუპი "კალვე"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "უნილევერ რუს"/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 20.10.19/16.07.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ფრესკო" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 34. 

პროდუქტის დასახელება:  ტომატის კეტჩუპი "ცხარე"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ინდივიდუალური საწარმო "სტოევი"/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.05.19/24 თვე

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "გუდვილი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 35. 

პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "გატოვიმ დომა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ჟიროვოი კომბინატი"/რუსეთი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.08.19/19.02.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "კარფური" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი


 36. 

პროდუქტის დასახელება: ჩილის სოუსი "ჯაკომო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "გია დათ ტრეიდინგ იმპორტ-ექსპორტი"/ვიეტნამი

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 10.10.19/10.10.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ორი ნაბიჯი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

კვლევის შედეგი: არ აღმოჩნდა ანალიზის პასუხი

 


გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოშიმაღაზიაში და მწარმოებლებთან (ი.მ. თამარ ყოლბაიას, Waimespices, შპს ფუდსერვისს).

 

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

 


 

 წერილის გაგზავნიდან ერთი საათის შუალედში კომპანია "Waimespices"-დან მივიღეთ წერილობითი პასუხი:

 -----------------

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ 2020 წლის 24 ივნისს გვაცნობა ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების თაობაზე მისი რეაგირების შესახებ. სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისმა ბიზნესოპერატორებმა ბაზრიდან გამოითხოვეს ის სურსათი, რომელშიც ჩვენი კვლევის შედეგად არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. აღნიშნული სურსათი განადგურდა. 

2020 წელს სურსათში საღებავების შემცველობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს დაგეგმილი აქვს სურსათის 35-მდე ნიმუშის კვლევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

05.03.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები