სავალუტო ჯიხური
2013 წლის 29 ოქტომბერს ოფისში გვესტუმრა ვ.გ. (სახელს და გვარს მომხარებლის თხოვნით არ ვასაჯაროებთ) რომელმაც შეგვატყობინა შემდეგი: 2013 წლის 18 ოქტომბერს, მას 600 აშშ დოლარის გადახურდავების მიზნით მიუმართავს წერეთლის #61-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის - შპს "P&LGroup". სავალუტო პუნქტში დოლარის გადაცვლის კურსი 1.663 ლარი იყო მითითებული. შესაბამისად, მომხარებელს 600 დოლარის გადაცვლის შედეგად 997.8 ლარი უნდა მიეღო. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა კი მას მხოლოდ 903.01 ლარი გადაუხადა. მომხარებლის პრეტენზიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გადამცვლელი პუნქტი მომსახურების საკომისიოს სახით თანხის 9.5%-ს იტოვებდა, რის შესახებაც განცხადება მომხარებლისთვის შეუმჩნეველ ადგილზე ჰქონდა განთავსებული. მომხარებლის მოთხოვნა - გაეუქმებინათ ოპერაცია და უკან დაებრუნებინათ მის მიერ გადახდილი 600 აშშ დოლარი, _ სავალუტო პუნქტის თანამშრომელმა არ დააკმაყოფილა.
მომხარებლის დახმარების მიზნით, ჩვენმა იურისტმა ანა პარანიჩევამ, განცხადება გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფაქტზე რეაგირების თხოვნით.
ეროვნული ბანკის საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ დაზარალებულ მომხარებელს შპს "P&LGroup"-მა დაუბრუნა საკომისიოს სახით გადახდილი თანხა, ხოლო წერეთლის 61-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაიხურა.
09.01.2017
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია