წიწიბურა „კალო“
მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე მოგვწერა, რომ კარფურში შეძენილ „კალოს“ ფირმის წიწიბურას დუსტის სუნი უდის და შემოწმება გვთხოვა.
2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ „კარფურის“ მარკეტში (თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ) შევიძინეთ შპს „დაკო ტრეიდის“ მიერ დაფასოებული წიწიბურა „კალო“ (გამოშვების თარიღი 15.08.2019) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, წიწიბურის ორგანოლეპტიკური პარამეტრები შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
03.10.2019
ბოლო კომენტარები
გამარჯობა ქალბატონო თამარ. დიახ მედიკამენტებზეც მოქმედებს, თუმცა, გარკვეული გამონაკლისებით.  ...
მადლობა სწრაფი და კონსტრუქციული რეაგირებისათვის. მზად ვართ ჩვენი რეფერენს-ნიმუში თქვენთან ერ ...







კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია