სამკაულების შემოწმება

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 24 დასახელების სამკაული და გავაგზავნეთ აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. 7 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს!

აღსანიშნავია, რომ ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა.

ანალოგიური კვლევა შარშანაც ჩავატარეთ და მისი შედეგებიც სავალალო იყო. 29 ნიმუშიდან 12 მავნე აღმოჩნდა. სრული ინფორმაციისათვის იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/211/6662.

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. 

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

1. 

პროდუქტის დასახელება: ბეჭედი „Yuzuk“

პარტიის ნომერი: 00330893

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ამბიანსი“ (აღმაშენებლის 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა.  ლაბორატორიის ოქმი


2. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „მექსი“

პარტიის ნომერი: 3AW216 200 L/NS8 8 716004 569765

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნავნე“ (გამსახურდიას 51), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


3. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „დაიმონდი“

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „დაიმონდი“ (მეტრო ახმეტელის მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


4. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „Fashion Jewellery“  

შესყიდვის ადგილი:  შპს „ლილე 2016“ (მაღაზია „ელეგანსის“ ტერიტორია, აღმაშენებლის გამზირი 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


5. 

პროდუქტის დასახელება: საყურე  „მანდარინა ქეჟუალი“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 27004

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მანდარინა“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


6. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „მანდარინა ქეჟუალი“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 26984

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მანდარინა“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


7. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „ბალდი ლონდონი“  

პარტიის ნომერი: 5059313053550

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ბალდოსი“ (აღმაშენებლის 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


8. 

პროდუქტის დასახელება: ყელსაბამი „სვაროვსკი“

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Steel Chain/თურქეთი

პარტიის ნომერი: 00319508

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ამბიანსი“ (აღმაშენებლის 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


9. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „Ege Boncuk“

მწარმოებელი ფირმა: აქსესორის

პარტიის ნომერი: 00320870

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ამბიანსი“ (აღმაშენებლის 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


10. 

პროდუქტის დასახელება: ყელსაბამი & საყურე „სვაროვსკი“

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ამბიანსი“ (აღმაშენებლის 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


11. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „ფრანჩესკა'ს“

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: CE828G-BURG 574847

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნავნე“ (გამსახურდიას 51), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


12. 

პროდუქტის დასახელება: სამაჯური „დაიმონდი“

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „დაიმონდი“ (მეტრო ახმეტელის მ/ტ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


13.  

პროდუქტის დასახელება: ელსაბამი „პენდანტი“    

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ორნამენტი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


14. 

პროდუქტის დასახელება: ყელსაბამი „პენდანტი“

პარტიის ნომერი: K18 

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ორნამენტი“ (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


15. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „აქსესორის“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: Art: 01.06.350.3675 Order: 832476

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნიუ-იორკერი“ (შპს „ისოლა-ჯი“, ვაჟა-ფშაველას 70), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


16. 

პროდუქტის დასახელება: ბეჭედი „აქსესორის“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: Art: 01.06.350.3177 Order: 832132

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნიუ-იორკერი“ (შპს „ისოლა-ჯი“, ვაჟა-ფშაველას 70), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


17. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „MNG“  

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: REF: 67014434

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მანგო“ (შპს „ფეშენ რითეილ ჯორჯია“, ქავთარაძის 1) შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


18. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „სტრადივარიუსი“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 10103/64489 0 0051 005 300 03 9

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „სტრადივარიუსი“ (შპს „მეგა სთორ ჯორჯია“, ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


19. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „SL“  

პარტიის ნომერი: S925, ER01130H 0315PC

შესყიდვის ადგილი: შპს „ლილე“ (აღმაშენებლის გამზირი 104), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


20. 

პროდუქტის დასახელება: ყელსაბამი „H&M“  

მწარმოებელი ქვეყანა: ვიეტნამი

პარტიის ნომერი: 853800 434401 HR264812 05 0828556 001 V9

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „H&M“ (ვაჟა-ფშაველას 70), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


21. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „H&M“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 966031 434401 HR 237611 05 0795988 001 V7

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „H&M“ (ვაჟა-ფშაველას 70), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


22. 

პროდუქტის დასახელება: ყელსაბამი „H&M“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 237191 434401 

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „H&M“ (ვაჟა-ფშაველას 70), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


23. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „ბერშკა აქსესორის“  

მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი

პარტიის ნომერი: 3745/023/118

შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ბერშკა“ (შპს „ბესთ რითეილ ჯორჯია“, ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


24. 

პროდუქტის დასახელება: საყურე „ეფელი“  

შესყიდვის ადგილი: ი.მ. ანუშ კაზაროვა (პეკინის 13), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი



გაიგზავნა წერილები მაღაზიებში: შპს "ლილე 2016"მაღაზია "ამბიანსი" მაღაზია აღარ მოიძებნა; შპს "დაიმონდი" მაღაზია აღარ მოიძებნამაღაზია "ნავნე"; მაღაზია "მანდარინა"მაღაზია "ბალდოსი".

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

30.09.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები