ფორმალდეჰიდი კოსმეტიკაში

2019 წლის 9 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ზემოაღნიშნულ სტატიაში ჩამოთვლილი 35 პროდუქტი და, ასევე, 5 თმის საღებავი კიდევ ერთი ნივთიერების - ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. კვლევის შედეგების მიღების შემდეგ, ამ მონაცემებსაც ვაქვეყნებთ.

ფორმალდეჰიდი ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა. ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად , ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. (გამონაკლისია ფრჩხილების გასამაგრებელი ნივთიერებები, სადაც ფორმალდეჰიდის შემცველობა 2,2%-ით დასაშვებია) ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

როგორც 9 სექტემბრის სტატიაში აღვნიშნეთ, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“) და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, დანართი 6, ნაწილი 1.)

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში.

ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენს მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

 1. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "Biodermin40+

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა :Pharma Cos/ბელორუსია

შესყიდვის ადგილი:"სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


2. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "NIVEA"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა :Beiserdof Manufacuring Poznan/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი:"სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


3. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Distributed by:Wal-Mart Stores, Inc

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


4. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "ჩისტაია ლინია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: LLC Univer Rus./რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


5. 

პროდუქტის დასახელება: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

პარტიის N. 28R700/ვარგისიანობის ვადა: 07/21

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: L'Oreal Co/გერმანია

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


6.

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი საცხი "QIANSOTO"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


7. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Belle Jardin Cosmetics UI/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


8. 

პროდუქტის დასახელება: სახისა,ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


9. 

პროდუქტის დასახელება: ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd./ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


10. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ტანის სკრაბი "Washami"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა


11. 

პროდუქტის დასახელება: თვალის საცხი "Perfect Gold"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


12. 

პროდუქტის დასახელება: თვალის საცხი "QIANSOTO"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: QIANSOTO/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


13. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი კერატინით "Washami"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


14. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "Vatika"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Naturelle LLC/არაბეთის გაერთიანებული საემიროები

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


15. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Svoboda Co./რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "გუდვილი", ქავთარაძის 1

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


16. 

პროდუქტის დასახელება: თმის კონდიციონერი "Sunsilk"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah/თურქეთი

შესყიდვის ადგილი: "შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


17. 

პროდუქტის დასახელება: თმის კონდიციონერი ნორმალური თმისთვის "Careline"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: CosmoPharm/ისრაელი

შესყიდვის ადგილი: "შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


18. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი მულტივიტამინი "Golrang"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Pakshoo Industrial Group/ირანი

შესყიდვის ადგილი: "შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


19. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "დამაშნი დოქტორ"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Pharmaceutical Factory “Elfa”/უკრაინა

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


20. 

პროდუქტის დასახელება:  ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Quimi Romar S.L.U/ესპანეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


21. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "CLEAR"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Unilever Rus. Ltd/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


22. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "DEBA"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Rubella Beauty AD/EU

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


23. 

პროდუქტის დასახელება: სახის საწმენდი რძე "MINDAL"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Rosaimpex L.t.d/ბულგარეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


24.

პროდუქტის დასახელება: თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Belle Jardin Cosmetics UI/EU

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


25.

პროდუქტის დასახელება: შხაპის საცხი-გელი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Clever Company/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "გუდვილი", ქავთარაძის 1

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


26. 

პროდუქტის დასახელება: ტანის რძე "BECKON

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


27. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Vitex Co./ბელორუსია

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


28. 

პროდუქტის დასახელება: სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


29. 

პროდუქტის დასახელება: თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: LLC Fitocosmetics/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


30. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "CLAIROL"/პარტიის N. 0267030300

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati/მექსიკა

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


31. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი Prestige/პარტიის N. 0267030300

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Rosa Impex, Cosmetic Company/ბულგარეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


32. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი Studio Professional, 3D Holograpy

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: LLC BIG/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


33. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი Marion Star Color Hair Shade

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Marion Sp. z.o.o./EU

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა


34. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი  Vatika Henna, Hair Colors

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: NG electro Products (P) Limited/ინდოეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


35. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი Effect Color

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Fitocosmetic/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


36. 

პროდუქტის დასახელება: შავი ხნა "Herbul"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Government Recognised Export House/ინდოეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


37.

პროდუქტის დასახელება: წამწამების ტუში "MAX FACTOR"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Mascara

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის 8

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


38. 

პროდუქტის დასახელება: თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline/ შტრიხკოდის N. 5902082520757

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Bell Cosmetics/EU

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ყაზბეგის 24ა

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


39.

პროდუქტის დასახელება: ფრჩხილის ლაქი "Olivia" (გამოშვების თარიღი: 14.05.2019)

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Orkide Cosmetics/თურქეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა


40. 

პროდუქტის დასახელება: ფრჩხილის ლაქი "Flomar"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B/თურქეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

17.09.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები