პარფიუმერია-კოსმეტიკის 6 ნიმუშის შემოწმება

მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოვაქვეყნეთ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. როგორც ვიუწყებოდით, 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. აღნიშნული კვლევების ჩატარების შემდეგ, დარჩენილი ნიმუშების შედეგებსაც ვაქვეყნებთ. 

პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ „ევროფინსის“ საფრანგეთის ფილიალის შუამავლობით ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე. 

2 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული (იხ. ნიმუშები N.3 და N.5 ქვემოთა სიაში). ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, N.5 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვიაც აღმოჩნდა. 

ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიის არსებობა დაუშვებელია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ ჩვენი 21 აპრილის სტატიაში https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6721.

ბოლოს შემოწმებული 6 პროდუქტის სია იხილეთ ქვემოთ: 

1. 

პროდუქტის დასახელება: ტანის საცხი ბამბის ზეთით

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "ნიუ ანნა კოსმეტიკსი"/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.05.2019-16.05.2021

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


2. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "ტრენდი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოსმეტიკური ქარხანა "ვენიტა"/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ქალთა ბედნიერება" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

ვარგისიანობის ვადა: 12.20.2021

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი


3. 

პროდუქტის დასახელება: ტანის საცხი "სთროუბერი ფეშიონ"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "დეარ ბოდი"/ლონდონი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

პარტიის ნომერი: P190604101 20220603

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა ანალიზის პასუხი ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ პროპილპარაბენის შემცველობა 0,15% უმნიშვნელოდ აჭარბებს დასაშვებ ნორმას 0,14%. თუმცა, ანალიზის შედეგებსაც გარკვეული ცდომილება აქვს. ამიტომაც ლაბორატორიის ოქმის მიხედვით, ცალსახად ნორმის გადაჭარბება არ დგინდება.


4. 

პროდუქტის დასახელება: ტონალური საცხი 3 1-ში

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეველინ კოსმეტიკსი"/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

ვარგისიანობის ვადა: 27.11.2022

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა  ანალიზის პასუხი


5. 

პროდუქტის დასახელება: სახის ტონალური საცხი "მაკი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: "კლავდიო ოფ ბიუთი" /ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: ი.მ "დავით ტაბატაძე"  შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 09.2019/09.2024

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ეტიკეტირების დარღვევა ანალიზის პასუხი


6. 

პროდუქტის დასახელება: თმის ნიღაბი, თმის ზრდის დამაჩქარებელი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეველინ კოსმეტიკსი"/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "სუფთა სახლი" შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 22.10.2019/22.04.2022

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ანალიზის პასუხი

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

11.05.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები